Strophe/Paragraph: 387 | ||
Verse/Line: a | პირსა აკოცა მეფემან | ტკბილისა სიყვარულითა, |
Verse/Line: b | დასხდეს და ამოდ უბნობდეს, | არ სიტყვა უმეცრულითა, |
Verse/Line: c | პირ-მზე ღიმობდა მამისა | ნახვისა სიხარულითა, |
Verse/Line: d და | უთხრა, თუ: "გითხრობ, რაც ვნახე | მე მინდორს სიარულითა. |
Strophe/Paragraph: 388 | ||
Verse/Line: a | ვპოვე უცხო ვინმე მოყმე, | შვენიერი ტანად, პირად, |
Verse/Line: b | ცხენოსანი არ მინახავს | სადავეთა მისებრ მჭირად, |
Verse/Line: c | ვითა ქორსა კაკბის მართვე, | მას ლომი უჩნს დასაჭირად, |
Verse/Line: d და | დღისით კაცთა იახლების, | ღამე მოვა მისად ჭირად. |
Strophe/Paragraph: 389 | ||
Verse/Line: a | ვჰკითხე, თუ: "რად ზი ნაცართა, | ან რად სტირ ცრემლთა ცხელითა?" |
Verse/Line: b | მითხრა: "შენ ბრძენო, რა გკადრო, | მე ვარ ცნობითა ხელითა |
Verse/Line: c | ვერ ჩამამიხსნა არა თქმად | სიტყვისა მან ერთ ხელითა |
Verse/Line: d და | იგმობდა: "ვამე, დავრჩიო | თავითა უსახელითა!" |
Strophe/Paragraph: 390 | ||
Verse/Line: a | წვრილად უამბო მეფემან მის | ყმისა ნაუბარები: |
Verse/Line: b | "მას მოუვლია ყოველი | ქვეყნისა მთა და ბარები, |
Verse/Line: c | სიკვდილი უნდა, მზასა აქვს | სამარის სათხრად ბარები." |
Verse/Line: d და | მელნის ტბითა აევსო ქალს | ცრემლთა საგუბარები. |
Strophe/Paragraph: 391 | ||
Verse/Line: a | ზარმან აიღო, გაჰკვირდა | ამა ამბვისა სმენითა, |
Verse/Line: b | ენიშნა იგი სიზმარი | -- ბადეს ჯდა მარტო წყენითა, |
Verse/Line: c | მეფემან უთხრა: "შეგცოდე, | ვაჲმე, ჩემისა ენითა! |
Verse/Line: d და | კაცთა ხსენება გეწყინა, | მითხარ, ცრემლისა დენითა?" |
Strophe/Paragraph: 392 | ||
Verse/Line: a | ქალმან უთხრა, თუ: "მეფეო, | რად მეჭვ ცუდ ამაყობასა? |
Verse/Line: b | მამა ხარ, ღვთულებრ მოწყალე; | თავს ვიდებ მოშიშობასა, |
Verse/Line: c | სჯობს თქვენი მწარედ ნათქვამი | სხვათ ხელმწიფეთა ტკბობასა, |
Verse/Line: d და | ღმერთმან ქნას, მანვე გვაღირსოს | თქვენგან ამბისა მბობასა." |
Strophe/Paragraph: 393 | ||
Verse/Line: a | კვლავცა ჰკადრა: "ხელმწიფე ხარ | ყოვლთ მეფეთა უჟესთესად, |
Verse/Line: b | თქვენგან ჩემთვის ბრძანებულსა | სხვა რამც იყოს უკეთესად? |
Verse/Line: c | მამეგონნეს ჭირნი ჩემნი, | მექნეს ცეცხლთა შემკეთესად, |
Verse/Line: d და | უბედური ჭირსა მომკის, | კეთილს იყოს დანამთესად!" |
Strophe/Paragraph: 394 | ||
Verse/Line: a | მეფე წავიდა მის მზისა | გაყრითა დაჭმუნვებული, |
Verse/Line: b | ქალი მუნ დარჩა ტირილად, | არ ამოდ იჯდა შვებული, |
Verse/Line: c | თქვა, თუ: "ბრალია იგი ყმა, | არს მიწყივ ვაგლახვებული." |
Verse/Line: d და | გარისხებული წყალობად | იქნა გულ-მობრუნვებული. |
Strophe/Paragraph: 395 | ||
Verse/Line: a | საგონებელი შეექნა, | გახდა ბედისა მწყეველად. |
Verse/Line: b | დაბნელდა პირი მთვარისა, | აღარ ნათობდა მზე ველად: |
Verse/Line: c | "ვაჲ, თუ ვერ ვნახო ჭაბუკი | საროს ტანისა მრხეველად!" |
Verse/Line: d და | ქალაქთ უფროსი მოიხმო | ამა საქმისა მრჩეველად. |
Strophe/Paragraph: 396 | ||
Verse/Line: a | იგი მივიდა, დაუხვდა | პირად-მზე ნამტირალები, |
Verse/Line: b | ქალი გაჰკვირდა, შეშინდა, | იქნა ფერ-განამკრთალები, |
Verse/Line: c | უბრძანა: "დაჯე, გიამბო, | მე ვით მწვავს ცეცხლთა ალები, |
Verse/Line: d და | ამა ამბვისა მსმენელი, | მტერსაცა შევებრალები." |
Strophe/Paragraph: 397 | ||
Verse/Line: a | წვრილად უბრძანა ყველაი, | მას სიზმრად ზმანებულია, |
Verse/Line: b | მეფეს რაც ეთქვა მასთანა, | აწ ყმისა საქებულია: |
Verse/Line: c | -- "სიზმრად მინახავს, პირობა | გვაქვს ერთად დადებულია, |
Verse/Line: d და | ღმერთმან მის მეტი მაშოროს, | კაცთა ძედ აგებულია." |
Strophe/Paragraph: 398 | ||
Verse/Line: a | ქალმან ჰკადრა, თუ: "მეფეო, | საქმე არა ჩანს ძნელისად, |
Verse/Line: b | სახე სადმე აქვს იმედად | სიზმრისა მაშინდელისად, |
Verse/Line: c | თუ იგი სახე შენია, | სრულქმნა ხამს საწადელისად, |
Verse/Line: d და | თუ არა, სხვაგან მოვნახოთ, | წყალობა გვეყოს მხსნელისად." |
Strophe/Paragraph: 399 | ||
Verse/Line: a | დაუმადლა, ესე რჩევა | მოეწონა მეტის-მეტად, |
Verse/Line: b | უბრძანა თუ: "ამას იქით | შენ გამოსჩნდი ცეცხლთა შრეტად, |
Verse/Line: c | წადი, ნახე, შეემეცნე, | არის სადმე თუცა რეტად, |
Verse/Line: d და | ვცადე, თუ იმ სახისა მეცა | შემქმნა ერთხელ მჭვრეტად." |
Strophe/Paragraph: 400 | ||
Verse/Line: a | ქალი მივა მოსწრაფებით, | მხიარული, მოცინარად. |
Verse/Line: b | უამბო, და გვერცა უზის, მოსმენილი | ყველა წყნარად, |
Verse/Line: c | მათ ეკალი მოეშორა, | აღარ ესვა გულსა ნარად, |
Verse/Line: d და | მადლი ღმერთსა, შეეტყობის: | სწადსო ესე, ვეჭვ, საქნარად. |
Strophe/Paragraph: 401 | ||
Verse/Line: a | სახე მისცა; წამოიღო, | მათ დაიდვეს გული გულსა; |
Verse/Line: b | მოიტანა; მზემან ნახა; | ჰგვანდეს ერთგან დანერგულსა, |
Verse/Line: c | ერთმანეთსა შეამსგავსეს, | ვით ბეჭედი დაბეჭდულსა, |
Verse/Line: d და | გაუკვირდა, თქვა, თუ: "ჰგავსო | ზეგარდამო გაგებულსა!" |
Strophe/Paragraph: 402 | ||
Verse/Line: a | საგონებელი შეექნათ, | იყვნეს მართ ვერას მქნელია, |
Verse/Line: b | ორნივე ერთად ტიროდეს, | არ ცრემლი სდინდათ ნელია, |
Verse/Line: c | მოსძულდა დიდი მეფობა | და ეგზომ საქონელია, |
Verse/Line: d და | არა იცოდეს, რა ექნათ | მათ ჭირთა სამკურნელია. |
Strophe/Paragraph: 403 | ||
Verse/Line: a | დღესა ერთსა ხალიფამ თქვა, | -- მას ყმასთანა იყვნეს შინა -- |
Verse/Line: b | _"მეფეს ვნახავ, სიტყვა რამე | მაქვს სათქმელად მისსა წინა, |
Verse/Line: c | კარგმან კაცმან კარგი სიტყვა | არაოდეს არ იწყინა."* |
Verse/Line: d და | რა მივიდა, მეფემ ნახა, | მხიარულად გაუცინა. |
Strophe/Paragraph: 404 | ||
Verse/Line: a | ახლოს დაისვა. უბრძანა | სიტყვანი საამებელი: |
Verse/Line: b | "რასა იქმს იგი ღარიბი, | მჭვრეტთა ჭირთ განმკურნებელი?" |
Verse/Line: c | მან თქვა, თუ: "ღმერთმან დალოცოს | იმისი სახსენებელი, |
Verse/Line: d და | სახე ხელთა აქვს, შესტირის, | მიწყივ წინ სასვენებელი". |
Strophe/Paragraph: 405 | ||
Verse/Line: a | უბრძანა: "უთხარ, მიჩვენოს | მან იგი სახე ქალისა, |
Verse/Line: b | ჩვენცა გავსინჯოთ, ცოდნა გვაქს | მცირედთა სამართალისა, |
Verse/Line: c | თუ მართლად ბნდების, მართლად სჭირს | მას დება ცეცხლთა ალისა, |
Verse/Line: d და | მეცა მეწყალვის მიჯნური, | მწადსცა დადება ვალისა!" |
Strophe/Paragraph: 406 | ||
Verse/Line: a | ხალიფა მივა ომაინს | წინაშე მახარობელად: |
Verse/Line: b | "მოგცაო ღმერთმან წყალობა, | მე ვარ ამისად მთხრობელად, |
Verse/Line: c | რა სახე ნახოს, რომელი | ჩანს მნათობი დამამხობელად, |
Verse/Line: d და | იცნობს, თვით იყოს ყოვლისა | საქმისა გამამრჭობელად". |
Strophe/Paragraph: 407 | ||
Verse/Line: a | მეფე იჯდა; სახე მიაქვს; | მართ ხალიფას მიელოდა, |
Verse/Line: b | დაინახა, ფიცხლა იცნა, | არავის რას არ ეტყოდა, |
Verse/Line: c | გაუკვირდა, მაგრამ ესე | საქმე არად გავიდოდა, |
Verse/Line: d და | თქვა: "ამისმან ვერა მჭვრეტმან | გულიმც მართლად დაიკოდა!" |
Strophe/Paragraph: 408 | ||
Verse/Line: a | მეფემან იხმო გამზრდელი | -- იყო ყოვლ გამოცდილობით, |
Verse/Line: b | უბრძანა: "გესმის, ჭკვიანად | ხარ დიდთა სახლთა ზრდილობით, |
Verse/Line: c | ეს სახე არის პირ-მზისა | საქმისა დაუცილობით, |
Verse/Line: d და | ვინ მისცა, თუ არ ღმერთსა სწადს | ქალი მის ყმისა წილობით? |
Strophe/Paragraph: 409 | ||
Verse/Line: a | წა, ჰკადრე ჩემნი ნათქვამნი | შენთანა, არ საწყენია: |
Verse/Line: b | "სრულად მისრეთის ქვეყანა | და სხვაცა ბევრი შენია! |
Verse/Line: c | ტურფაა ჩემგან საჭვრეტლად | ტანად ალვისა ხენია, |
Verse/Line: d და | მაგრა იგი სჯობს საქნელად, | რაცა განგება ზენია! |
Strophe/Paragraph: 410 | ||
Verse/Line: a | ამა მოყმესა ნიშანი | ვინ მისცა შენთა სახისა? |
Verse/Line: b | არავინ არის კაცთაგან | შენისა შუქთა მნახისა, |
Verse/Line: c | თუ განგებამან მოიღო | განხსნა ეშმაკთა მახისა? |
Verse/Line: d და | შესჯერდი ჩემთა ნათქვამთა, | შენ ნუღარას ხარ მზრახისა. |
Strophe/Paragraph: 411 | ||
Verse/Line: a | პირველითგან შემოქმედმან | განუწესა ადამს ევა,* |
Verse/Line: b | ვინცა ქვეყნად არ იჯუფთებს, | მისთვის თქმულა დიდი წყევა, |
Verse/Line: c | ამა ყმასა უშენოსა | სჭირს ლახვართა გარდახევა, |
Verse/Line: d და | დამიჯერე, უარეა მეტის-მეტი | უკუწევა. |
Strophe/Paragraph: 412 | ||
Verse/Line: a | დავბერებულვარ, წამსვლია | ჟამია მე, ყმაწვილობა, |
Verse/Line: b | ღმერთსა ვადიდებ -- მაღირსა, | პირ-მზეო, შენი შვილობა,* |
Verse/Line: c | მაგრა ქალი ხარ, შენ გიძეს | მნათობთა თანა წილობა, |
Verse/Line: d და | დედათათანა კაცისა | დიდი ძეს გამოცდილობა.* |
Strophe/Paragraph: 413 | ||
Verse/Line: a | ამა მოყმისებრ ჭაბუკი | არცა ვის ამბვად სმენოდეს, |
Verse/Line: b | ორნივე ჩემად შვილად სხდეთ, | შეეტყოს მტერთა -- სწყენოდეს, |
Verse/Line: c | მან დაიჭიროს ქვეყანა, | მისგან ყოველთა შენოდეს, |
Verse/Line: d და | თქვენ დაგრჩეს ჩემი სამეფო, | სხვასამცა ვისღა შვენოდეს? |
Strophe/Paragraph: 414 | ||
Verse/Line: a | უთხარ: იცი ბრძენთა წესი, | გაქვს ყოვლისა ნახაზობად,* |
Verse/Line: b | შეგფერდების საქციელი | ამაყობით და ნაზობად,* |
Verse/Line: c | გიდგს ლაშქარი უთვალავი | სამსახურის დანამზობად, |
Verse/Line: d და | შუქთა შენთა რად წაახდენ, | რადგან დაგსვა ღმერთმან მზობად?"** |
Strophe/Paragraph: 415 | ||
Verse/Line: a | რა ქალსა ესმა ამბავი | და მამის მოციქულობა, |
Verse/Line: b | დაუშრტა ცეცხლი, გამთელდა | სრულად გულისა წყლულობა, |
Verse/Line: c | მართ, ვითა ვარდი აყვავდა, | დაშვენდა მოკაზმულობა, |
Verse/Line: d და | მერმე დაუწყო გამდელსა | ტკბილთა სიტყვათა თქმულობა. |
Strophe/Paragraph: 416 | ||
Verse/Line: a | კვლავცა უთხრა: "შენცა იცი, | მწადს მამისა სიამოვნე, |
Verse/Line: b | ოდეს ამბავს გვიბძანებდა, | გახსოვს, ცრემლნი გარდმოვსთოვნე,* |
Verse/Line: c | ამად, რომე ის სიზმარი | მეც მენახა, მოვიხსოვნე, |
Verse/Line: d და | გავეკრძალე ხელმწიფესა, | რაცა მეთქვა, დავიხსოვნე.* |
Strophe/Paragraph: 417 | ||
Verse/Line: a | ჰკადრე: "მამა ხარ, ხელმწიფე, | ჩემზედა ღვთულად ცხოველი,* |
Verse/Line: b | თქვენ გინდათ ჩემთვის კეთილი | და ავსა არას მოველი, |
Verse/Line: c | სრულმცა გექნების ღმრთისაგან, | რაც გწადდეს მოსათხოველი,* |
Verse/Line: d და | მე რაღა გკადრო? იგი ქენ, | რაც გინდეს, საქმე ყოველი." |