Strophe/Paragraph: 418 | ||
Verse/Line: a | "რაცა გებრძანათ, ვისმინე, | მეფეო, ტკბილად ენითა, |
Verse/Line: b | ბრძანებულისა თქვენისა | ჩვენმცა ვით ვიყვნეთ წყენითა? |
Verse/Line: c | აწ, რადგან ჩვენთვის წყალობა | ღვთულადა იაზრენითა, |
Verse/Line: d და | ნება დამირთავს, თქვენ იცით, | რაც გწადდეს, იგი ქენითა".* |
Strophe/Paragraph: 419 | ||
Verse/Line: a | გამდელმან ჰკადრა მეფესა | ქალისგან მონასმინები: |
Verse/Line: b | "ყველა სრულ გექმნას უთუოდ, რაცა | ღმრთისაგან ინები, |
Verse/Line: c | არს თუ რამ ქვეყნად, ყოველი | თქვენ გეყოს მოსალხინები, |
Verse/Line: d და | ნება დაგრთო და გაბრწყინდა | ბროლ-ლალსა თანა მინები."* |
Strophe/Paragraph: 420 | ||
Verse/Line: a | რა მეფემან მოისმინა | იგი მისგან ნაუბარად, |
Verse/Line: b | დაუტკბა და მოახსენა | ერთობ მეტად საქებარად. |
Verse/Line: c | ხმა დავარდა, ამ საქმისა | ყველა იყო შემტყობარად, |
Verse/Line: d და | "ვაჲ, თუ მზესა მოვეშორეთ" | -- თქვეს -- "არ გვიჩნდეს გამთბობარად!" |
Strophe/Paragraph: 421 | ||
Verse/Line: a | საკვირველება შეექნათ | მისრეთს ამისა მსმენელთა, |
Verse/Line: b | თქვეს, თუ: "მოჰკლევდის აქამდის | კაცთ სახელისა მთქმენელთა!" |
Verse/Line: c | ზოგნი იტყოდეს: "შეუცავს | სურვილთა მოუთმენელთა, |
Verse/Line: d და | ჩვენ მზე წაგვართვეს მისისა | გულისა დამამბანელთა!" |
Strophe/Paragraph: 422 | ||
Verse/Line: a | შეიქნა ყველგან ამბავი | ქორწილად მომზადებისა, |
Verse/Line: b | ომაინს ლხენა მიეცა | მიწყივ სახმილთა დებისა.* |
Verse/Line: c | ლექსი დადგეს, და სიტყვები | აწ სხვაებრ გაგრძელდებისა, |
Verse/Line: d და | ვიცი, ამბავთა ჩამოჯრა | უმეცრად დამედებისა!** |
ზავარს ზე-მდეგმა გამდელმა | შეიტყო საქმე ყოველი, | |
დაღონდა მეტად, შეექნა | მას ჭირნი ასათთოველი. (?): | |
ლომ-გულისაგან დღეითგან | კარგსა აღარად მოველი, | |
და | მას გული ჰქონდა ჩემისა | საქმეთა მისანდოველი. |
ოდეს შეიტყობს, წამოვა, | ვით ლომი გაფიცხებული, | |
ამა ამბავთა სმენითა | მართ გულსა ლახვარ ხებული, | |
მოტყუებასა დამწამებს საჩემოდ | გარისხებული, | |
და | პატივის დროსა დავრჩები | არვისგან შერაცხებული. |
თუ შეუთვალო, პატრონი | მე ჩემი გამიწყრებისა, | |
თუ სხვათ უანბონ ამბავი მისისა | გამწარებისა, | |
ჩემზედა მოსდგამს კიბესა, | სხვაგან არ იარებისა, | |
და | არ დაიჯეროს ამბავი | მან ჩემი დასტურებისა." |