TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 21
Previous part

Chapter: XX 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 66/1    აქა ამბავი მისრთა ხელმწიფისა ალიექბარ მეფისა


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 66/2       ოდეს ალიექბარ მეფე30* მისრეთისა ქვეყანასა ხელმწიფედ დაჯდა,
Verse/Line: 66/3    
სამეფო გვირგვინი თავსა დაიდგა, პირი მზისაებრ გაუნათლდა
Verse/Line: 66/4    
და ტკბილითა გულითა და ამოთა თვალითა ლაშქართა ხედვიდა.
Verse/Line: 66/5    
მოიღეს ყოველგნით დროშები და ფერად-ფერადნი ალამნი, ყოველთა
Verse/Line: 66/6    
ციხეთა და საჭურჭჴლეთა კლიტენი მოართვეს, მერმე ოქროსა
Verse/Line: 66/7    
გუარითა გაფრქვეულსა ტახტსა ზედა თავდთა, დიდებულთა და
Verse/Line: 66/8    
ერთობით ლაშქართა დალოცვად საქმე გამართეს. ოქროსა, პატიოსანთა
Verse/Line: 66/9    
თვალთა და მარგალიტსა გარდაყრიდეს; ლალ-იაგუნდი, მარგალიტი,
Verse/Line: 66/10    
ზურმუხტი, ნიშაბური, ფირუზი და ზაბარჯადი რიყევითა
Verse/Line: 66/11    
ეყარა: ოქროს ტაბაკებითა მრავალნი და დიდროვანი ალმასნი მიერთმეოდეს;
Verse/Line: 66/12    
დაჭრილთა ოქროთა და ვერცხლთა გორიდაგორი იდგა,
Verse/Line: 66/13    
რომე ბიჯი არა წაიდგმოდა. ხუთსა დღესა და ღამესა ხელმწიფესთან
Verse/Line: 66/14    
ესრეთ გაუწყველად მილოცვა იყო. მეექვსესა დღესა ხელმწიფემ
Verse/Line: 66/15    
ბრძანა, და ძველთა სალაროთა კარნი გაახვნეს31* და ყოვლისა
Verse/Line: 66/16    
საჭურჭლისაგან ეგზომი გამოიღეს, რომე სიმრავლესა კაცისა გონება
Verse/Line: 66/17    
ვერა მისწვდებოდა; უცხონი თვალნი, ღარიბნი მარგალიტნი,
Verse/Line: 66/18    
ძვირფასისა საჭურჭლენი, ოქრო და ვერცხლი ლართაგან დიბა-ზარქაში,
Verse/Line: 66/19    
ჩათმა, ნახლნი და ატლასნი, ოქროაკაზმულობიანი ცხენნი და
Verse/Line: 66/20    
ჯორ-აქლემნი იგი მორთმეული, და ესოდენი თავისი საჭურჭლე ერთობილთ
Verse/Line: 66/21    
ლაშქართა ზედა გასცა. ძახილი იყო: რომელსაცა რომლისა
Verse/Line: 66/22    
საქონელისაგან უნდოდა, ესოდენსა მისცემდეს, რომე მეტსა ვეღარა
Verse/Line: 66/23    
წაიღებდეს. ცხრას დღესა და ღამეს გაცემა იყო; ერთობით
Verse/Line: 66/24    
ლაშქარნი შოვებითა აივსნეს. მეათეს დღეს ხელმწიფემან ტურფათა
Verse/Line: 66/25    
ჩანგისა მცემელთა და ამოსა მკვრელთა მუტრიბთა და მომღერალთა
Verse/Line: 66/26    
თანა ნადიმი დაიდვა. სამ დღეს სმა და ლხინი იყო. მეოთხეს
Verse/Line: 66/27    
დღესა ანაწერი მოიღეს, რომელიც თავადნი და დიდებულნი ხელმწიფესა
Verse/Line: 66/28    
თანა მეჯლისსა ყოფასა ღირს იყვნენ, თავადთა სათავადო
Verse/Line: 66/29    
და ეგრეთვე მათთა საფერად თვითოსა თვითო საპატრონო32* მოუმატეს;
Verse/Line: 66/30    
ლაშქარნი, ღვთის მადლის მიმცემელნი ხელმწიფისა ესოდენ
Verse/Line: 66/31    
სიკეთისათვის, და თვით ხელმწიფე, მტერთაგან უკადრი, მორჭმული
Verse/Line: 66/32    
და მხიარული. ყოველთა დღეთა სმა-ლხინი და დიდთა გასაცემელთა
Verse/Line: 66/33    
გაცემა იყო. რა ლხინისაგან მოიცლიდეს, ბურთობა და ნადირობა,
Verse/Line: 66/34    
არაბულთა ცხენთა დგენა იყო, და ქორითა და ავაზითა შექცევა.
Verse/Line: 66/35    
ესრე ყოვლითა ხელმწიფურითა წესითა იყო ქცევა, რომე ყოველთა
Verse/Line: 66/36    
მეფეთა სანატროდ ჰქონდათ. ალიექბარ მეფისა საქმე გაისმა ესეთი
Verse/Line: 67/1    
სიკეთე, დოვლათიანობა და ჯომარდობითა, რომე ვერცა თვალად,
Verse/Line: 67/2    
ვერცა ტანად, ვერცა ძალად და მამაცობითა [ტოლი არ ჰყავდა].
Verse/Line: 67/3    
თვით სიუხვითა ნილოსისა ზღვა იყო; სიტკბოთა და სიტყვა-წყლიანობითა,
Verse/Line: 67/4    
სიბრძნითა და ღვთის მოშიშობითა, მეცნიერობითა სავსე
Verse/Line: 67/5    
იყო, რომე ვერას საქმითა მას ერთი კაცი ვერ შეედრებოდა. მეომრობითა
Verse/Line: 67/6    
და რაზმთა მწყობრობითა მისებრივ აღარავინ იქნებოდა,
Verse/Line: 67/7    
მოასპარეზობითა და მობურთალობითა მასთანა ვერავინ გამოჩნდებოდა.
Verse/Line: 67/8    
გაისმა მისი ესეთისა სიკეთისა ხმა ყოველთა ქვეყანასა, და ყოველი
Verse/Line: 67/9    
გარეგანი მტერნი დაემონნეს და მოხარაჯობისა აჯა ითხოვეს.
Verse/Line: 67/10    
რაცა ქვეყანასა უცხო და კარგი რამე გამოჩნდის, ყვალასა მას
Verse/Line: 67/11    
მოართმევდეს. თვით მეტად ლაშქართ მოყვარე იყო მეფე და იგი ლაშქართაგან
Verse/Line: 67/12    
საყვარელი ბრძანდებოდა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.66/2       
ოდეს ალი აქფარ _ A, ალიქაფურ _ C, ალი აქფერ _ D.^
Verse/Line: n.p.66/15    
გაახვნეს] გააღეს _ D.^
Verse/Line: n.p.66/29    
საპატრონო] საბატონო _ D.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.