TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 23
Previous part

Chapter: XXII 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 68/4    წიგნი ალიექბარ მეფისაგან გურზი ფალავანსათანა
Verse/Line: 68/5    
მიწერილი


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 68/6       "ფალავანო! ნიადაგმცა გონება ნათლად ხარ და მტერთა ზედა
Verse/Line: 68/7    
გამარჯვებით. შენი ამბავი გვესმა და წიგნი წავიკითხეთ; დიდად
Verse/Line: 68/8    
გვეამა და კეთილისა დამბადებელს ღმერთს მადლი მივეცით ამად,
Verse/Line: 68/9    
რომე ჩემს ჟამს და სიცოცხლეში ჩემი ქვეყანა გადიდდეს და ჩემითა
Verse/Line: 68/10    
სახელითა შეემატოს. აწე, რადგან შენ, ეგეთი დიდთა გვარისა ვინმე
Verse/Line: 68/11    
სწორუპოვარი ფალავანი, თავსა დაიმდაბლებ და ჩემსა ქვეყანასა მოხვალ,
Verse/Line: 68/12    
მოწმად ღმერთი იყოს: რაოდენიცა ქვეყანა და ადგილი გინდოდეს,
Verse/Line: 68/13    
მოგცე და, რაცა შენისი გულისა ნდომა იყოს, ყველა აგისრულო
Verse/Line: 68/14    
და თვით ჩემისა თავისა ოდნად დაგიჭირო. ორნი თავადნი
Verse/Line: 68/15    
კაცნი წინამძღოლად გამოგვიგზავნია, და ნუღარ დაიყოვნი, ფიცხლავ
Verse/Line: 68/16    
წამოდი".

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 68/17       
რა მეფისა ბრძანება გურზი-ფალავანსა მიუვიდა, მეფის თავადთა
Verse/Line: 68/18    
წინა მიეგება და დიდითა გახარებითა ნახა ხელმწიფის წიგნი,
Verse/Line: 68/19    
თავსა ზედან დაიდვა და ბოძებულისათვის მადლი გარდაიხადა. სამს
Verse/Line: 68/20    
დღეს ლხინით გამოისვენეს და მეოთხეს დღეს ლაშქართა ზედან დიდი
Verse/Line: 68/21    
საბოძვარი გასცა. ცხრასა დღესა მზადება იყო და მეათესა დღესა
Verse/Line: 68/22    
აიყარნეს ასეთის ლაშქრითა, შუბთა სიმრავლითა და ფერად-ფერადისა
Verse/Line: 68/23    
ალმებითა, რომე კაცთა თვალისაგან მათ უამესი აღარა ინახებოდა
Verse/Line: 68/24    
რა. ამაზედა მიესმა მამასა მისსა და მისთა ძმათა გურზი
Verse/Line: 68/25    
-ფალავნისა წამოსვლა და დიდად შეიჭირვეს და გაუკვირდათ თვისის
Verse/Line: 68/26    
ქვეყნის გაწირვა. შეიყარნეს და დიდთა ლაშქრითა უკან მოეწივნეს.
Verse/Line: 68/27    
რა გურზის მათი მისვლა ესმა, სამისა დღისა სავალსა დედაწულნი
Verse/Line: 68/28    
და მძიმე ბარგნი გაგზავნა და თვითან დიდთა მინდორთა შიგან
Verse/Line: 68/29    
მოიცადა. რა ახლოს მივიდენ, გურზი-ფალავანს ომი ვეღარ გაუბედეს.
Verse/Line: 68/30    
მრავალის მედარითა და ტირილითა ეხვეწებოდეს: ნუ წახვალო,
Verse/Line: 68/31    
დიდის ფიცით შეგიჯერებთო, რომე ჩვენი საპატრონოც შენთვის
Verse/Line: 68/32    
იყოსო. მან უთხრა: "მამა ჩემი ლაშქართაგან გამოდგესო, რომ
Verse/Line: 68/33    
ვიცნაო და პასუხს ვეტყვიო." რა გურზიმ მამა იცნა, შებრალდა ამით,
Verse/Line: 68/34    
რომე სიბერეს დაეჩინა, და თვალი ცრემლით აევსო. მარტო თავისა
Verse/Line: 68/35    
ლაშქართაგან გამოვიდა; რა ახლოს მივიდა, ჩამოხდა და მამას ფერხთ
Verse/Line: 69/1    
მოეხვია და შეცოდების შენდობა ითხოვა. რა მისთა ძმათა შეიტყვეს
Verse/Line: 69/2    
რომე აღარ დაბრუნდებოდა და მტრობა არ შეეძლოთ, იგინიც გარდახდეს,
Verse/Line: 69/3    
გურზი ფალავანს ფერხთ ეხვეოდეს. მან ძმათა პირს აკოცა.
Verse/Line: 69/4    
ორთავე ლაშქართა შიგან დიდი ტირილი იყო. ავჟანდა მოართვეს.
Verse/Line: 69/5    
მარტო გურზი იმ ლაშქართაგან გამოვიდა და თავის ლაშქართა შიგან
Verse/Line: 69/6    
მივიდა. იარეს და, რა ხუთისა დღისა სავალსა მისრეთისა ქალაქსა
Verse/Line: 69/7    
მიახლოვდეს, ხელმწიფეს აცნობეს. თვით დიდი ხელმწიფე და
Verse/Line: 69/8    
სრულად ლაშქარნი გურზი-ფალავანს წინ მოეგებნეს. რა გურზი-ფალავანმა
Verse/Line: 69/9    
ხელმწიფე დაინახა, ფიცხლავ გადახდა, და მუნითაც მეფე ჩამოხდა;
Verse/Line: 69/10    
ერთმანერთს მოეხვივნენ. ხელმწიფეს გურზი-ფალავანი მეტად
Verse/Line: 69/11    
მოეწონა და გაუკვირდა ესეთი მკერდ-მკლავიანობა და ავჟანდა
Verse/Line: 69/12    
სიგრძე. მობრუნდეს და ხელმწიფის სრათა ნადიმად დასხდეს36*. ხუთსა
Verse/Line: 69/13    
დღესა მეჯლისი იყო და მეექვსესა დღესა ხელმწიფემან
Verse/Line: 69/14    
გურზი-ფალავანს კაცი მიუგზავნა, ვითა: "შენთა თავადთაგან
Verse/Line: 69/15    
ოთხი გონიერი კაცი გამოარჩივე, და მეც თავადთა გავატან; თვითო-თვითოს
Verse/Line: 69/16    
მხარს წავიდნენ, ოთხნითვე ჩემი ქვეყანა მოიარონ და,
Verse/Line: 69/17    
რომელიც მოეწონოსთ, იგი დაიჭირონ, და ჩვენ ჩვენს სიცოცხლეში
Verse/Line: 69/18    
ერთმანერთს ნუ გავეყრებით".

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 69/19       
გურზის ამის მადლობა ეთქვა. კაცნი გაგზავნეს, და ორი
Verse/Line: 69/20    
ადგილი მოსწონებოდათ. გურზი-ფალავნის საპატრონო ორად გაყვეს ამად,
Verse/Line: 69/21    
რომე დიდი იყო37* და ერთს ქვეყანას ვერ დაეტეოდა. დავარდა ხმა
Verse/Line: 69/22    
და გაისმა ამბავი, ვითა მისრეთის ხელმწიფეს ერთი ვინმე ფალავანი
Verse/Line: 69/23    
მოსვლია, რომე მისებრივ ჭაბუკი ქვეყნისა პირზედა არავის უნახავს.
Verse/Line: 69/24    
პირველადცა გარემონი ადგილნი დამონებული ჰყვანდათ. ამ ამბავსა
Verse/Line: 69/25    
ზედან მტერნი მეტად შეშინდნენ, რომე დიდთა რომთა პაპისა ნემსა
Verse/Line: 69/26    
ქვეყნისა ლაშქართაცა მოხარაჯეობის ზავი ითხოვეს.

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 69/27       
მეფეს ერთი პირ-მთვარე დაჲ ესვა, ფარდაგსა შიგან გაზრდილი
Verse/Line: 69/28    
მეტად სათუთად, ყოველთა დიდთა მეფეთა წესითა მზისაცა უნახავად
Verse/Line: 69/29    
აღზრდილი. იგი ქალი ხელმწიფემან გურზი-ფალავანს ბანოვანთა
Verse/Line: 69/30    
თავად მისცა. დიდის ნიჭითა და მრავლის საჭურჭლითა და
Verse/Line: 69/31    
ყოვლის ხელმწიფურისა წესითა სრულად მისრეთი მოიწვივეს. რვასა
Verse/Line: 69/32    
დღესა ქორწილი იყო, რომე იმ ლხინსა და გაცემის ქება კაცთა სათქმელადაც
Verse/Line: 69/33    
ძნელი არის. იმ დღითგან ხელმწიფეს გურზი-ფალავანის მოსვლით მტერი
Verse/Line: 69/34    
არსად გაუჩნდა და აღარც სად გაილაშქრა. სხვასა
Verse/Line: 69/35    
ქვეყანასა ლაშქრობა გურზის დაანება და სარდალიც გურზი-ფალავანი
Verse/Line: 69/36    
იყო და მოლაშქრეცა და თვით მეომარიცა, რომე გაისმა
Verse/Line: 69/37    
მისის სფაადარობისა და მარტოსაგან დევთა შემკვრელობისა ამბავი38*. იმ
Verse/Line: 70/1    
ჟამსა მისი მებრძოლი აღარავინ გამოჩნდა. ხელმწიფე ლხინსა და სიამოვნესა
Verse/Line: 70/2    
შიგან იყო: ყოვლის ადგილით და სანაპიროთაგან მტერთა
Verse/Line: 70/3    
გატეხისა და მშვიდობის ამბავი იყო; მრავალთა ხარაჯათა და უცხოთა
Verse/Line: 70/4    
ძვირფასის საჭურჭლისა მოდენა იყო. ესრეთ, ყოველი კეთილი
Verse/Line: 70/5    
და სიამოვნე მისრეთშიგან განმრავლებულიყო.

Strophe/Paragraph: E 
Verse/Line: 70/6       
ამ ჟამსა გურზი-ფალავანს მეფის დასთან ერთი ვაჟი მიხვდა39*,
Verse/Line: 70/7    
ტურფა და შვენიერი, რომე მისებრი არავინ იქნებოდა; მასვე წამს
Verse/Line: 70/8    
ფალავანთა გვარობა შეეტყობოდა. მეფეს დიდად იამა ამად, რომე
Verse/Line: 70/9    
თვითან ვაჟი არა ჰყვანდა და მას თავისად შვილად გამოელოდა. დიდი
Verse/Line: 70/10    
სიამოვნე და ლხინი გაჰხდა მისრეთსა შიგან. ორმოცსა დღესა
Verse/Line: 70/11    
ყოველთა ჟამსა სმა და ლხინი იყო, და ვაჟსა მათისავე გვარისა სახელი
Verse/Line: 70/12    
ზავარ დაარქვეს. ვითა ხელმწიფურად დიდთა თავადთა და ფალავანთა
Verse/Line: 70/13    
წესი არის, ეგრეთ იზრდებოდა. ესოდენსა მისრეთის მეფესა
Verse/Line: 70/14    
და მისსა სამეფოსა სიმდიდრესა და სიხარულისა შიგან ესე იყო
Verse/Line: 70/15    
მათი ნაღველი, რომე მეფეს არც ძე და არც ასული არა ჰყვანდა,
Verse/Line: 70/16    
და განგებითა ღმრთისათა ამ ჟამად დაორსულდა დედოფალი. მაგრამ
Verse/Line: 70/17    
არ ითქმის, რომე მის ქვეყანას სიამოვნის საქმე იქმნა! და მოვიდა
Verse/Line: 70/18    
ჟამი, და ასული მიეცა, რომე მაშინვე მზესა ჰგვანდა, და ღმრთის
Verse/Line: 70/19    
წინაშე მრავალი მადლობა შესწირეს და იმ ქვეყნისა გლახაკნი მიცემითა
Verse/Line: 70/20    
დაამდიდრეს. ყოვლისა ადგილისაგან დიდთა მეფეთა სწორნი
Verse/Line: 70/21    
და თავადნი, და სრულად ლაშქარნი მოვიდნენ. ორმოცდაათ
Verse/Line: 70/22    
დღესა მილოცვა და ლხინთა სიამოვნე იყო. მერმე ჯალაბი გაიყარა.
Verse/Line: 70/23    
და ქალი, ვითა დიდთა მეფეთა წესია, ეგრედ იზრდებოდა. სახელად
Verse/Line: 70/24    
ბურნე-მელიქ უწოდეს. ამ ჟამმან მრავალი ჟამი სიამოვნით და
Verse/Line: 70/25    
ლხინით წაიარა.

Strophe/Paragraph: F 
Verse/Line: 70/26       
ეს პირ-მთვარე ქალი გაიზარდა, რომე მისებრი მნათობი ქვეყანათა
Verse/Line: 70/27    
ზედან არ დაბადებულიყო. ხელმწიფეს დიდი სიყვარული და სიამოვნე
Verse/Line: 70/28    
ჰქონდის: ერთისა ტურფისა ასულისაგან კიდე არა ჰყვა რა.
Verse/Line: 70/29    
ამ ჟამად, სოფლის წესით, გურზი-ფალავანი მოკვდა, და ძე მისი,
Verse/Line: 70/30    
ზავარ, თავსა მოესწრო, რომე შვენებითა, სისრულითა და ყოვლისა
Verse/Line: 70/31    
მამაცურისა და ფალავნურის წესითა მამასა იგი სჯობდა. ხელმწიფესა,
Verse/Line: 70/32    
თავადთა, დიდებულთა და სრულად ლაშქართა გურზი-ფალავნის
Verse/Line: 70/33    
სიკვდილი ეწყინათ და დიდი გლოვა და ტირილი გარდიხადეს. მერმე
Verse/Line: 70/34    
მისი შვილი, ზავარ მოიყვანეს და მამის ადგილს დასვეს ლაშქართა
Verse/Line: 70/35    
სფაადრად და ღმერთსა დიდი მადლი მისცეს, რომე ყოვლისა
Verse/Line: 70/36    
საქმითა მამასა იგი სჯობდა. და დიდის ლაშქრით რომთა პაპის
Verse/Line: 70/37    
ნემსა40* ქვეყანას მონაპირედ გააყენეს. ვირემ ხელმწიფემ არ იხმის,
Verse/Line: 70/38    
ზავარ-ფალავანი სრულად მუნ იყვის, და რომის ქვეყანას მისგან დიდი
Verse/Line: 70/39    
შიში ჰქონდის, და ზავსა ეხვეწებოდის და მისის შიშით მისრეთის
Verse/Line: 70/40    
მეფეს მსახურებდის41*.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.69/12    
სრათა ნადიმად დასხდეს] სრათა ნადიმი დაიდვეს _ D.^
Verse/Line: n.p.69/21    
რომე დიდი იყო] რომე დიდი ელი იყო _ C.^
Verse/Line: n.p.69/37    
რომე გაისმა მისი სარქარდრობის და მარტოსაგან მდევართა შემკვრელობის ამბავი _ F.^
Verse/Line: n.p.70/6       
ამ ჟამსა გურძი ფალავანს ერთი ვაჟი მეფის ასულთან მიხვდა _ A.^
Verse/Line: n.p.70/37    
ნემსა] ნემსთა _ F.^
Verse/Line: n.p.70/40    
მისგან ეშინოდა და ზავარს ეხვეწებოდეს, მონებდეს და ხარაჯობდეს _ D.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.