TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 31
Previous part

Chapter: XXX 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 78/29    აქა ზავარ-ფალავანთან გამზრდელისაგან პასუხის
Verse/Line: 78/30    
შეთვლა


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 78/31       "ფალავანსა წინაშე პირ-მიწადადებით სალამი ვიკადროთ, და
Verse/Line: 78/32    
დიდად კურთხეულ არს არსება ღვთისა, რომე თავის ნებაზედ არიან.
Verse/Line: 78/33    
ფალავნის წიგნი წავიკითხეთ, დია გვეშინია, მაგრამე სამართალი
Verse/Line: 78/34    
ღვთისაგან ბრძანებული არის. მეტად გარისხებულხარ და ჩვენის ნათესავის
Verse/Line: 79/1    
ამოწყვეტა გითქვამს. გასინჯე, და, რაც დაგვეშავებინოს,
Verse/Line: 79/2    
იმგვარად გარდავიხადოთ. ქალს შენის ნდომის პასუხი წინასაც
Verse/Line: 79/3    
ვჰკადრე და აწცა; თქვენი წიგნი მივართვი, და ესრეთ ბრძანა:
Verse/Line: 79/4    
"ომითა და სიკვდილით მიჯნურობა არაოდეს გვასმია." არც ქალსა
Verse/Line: 79/5    
რამე ებრალების და არცა რა მე. რად გიკვირს, რომე ესეთსა სწორუპოვარსა
Verse/Line: 79/6    
მნათობსა ზედან ორნი ვინმე ლომნი ცილობდენ? არა ჩვენის
Verse/Line: 79/7    
მობირებითა მოსულა ეს მოყმე და არც ეს იტყვის თავის თავსა
Verse/Line: 79/8    
ჯაბნად. მოდი და პასუხი ამას გაეც, და მერმე ქალისაგან შენც მაშინ
Verse/Line: 79/9    
ითხოვე პასუხი. მუნამდისინ ჩვენგან პასუხს ნუ ელი."

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 79/10       
ეს სამთავე ნაწერი ალი-ექბერ ხელმწიფეს მიართვეს. რა მეფემ
Verse/Line: 79/11    
ერთმანერთის პასუხი მოისმინა, არად შეიწყინარა54* და გამზრდელს
Verse/Line: 79/12    
უბრძანა: "შენგან ნაწერი და ეს ომაინ-ჭაბუკის წიგნი ერთად გაგზავნე.
Verse/Line: 79/13    
იგიცა მოვიდეს, და ორთა გმირთა ერთმანერთი გამოსცადონ.
Verse/Line: 79/14    
ქალი თვით ხელმწიფე არის და, რაც სწადდეს, იგი ქნას."

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 79/15       
რა ესე ნაწერი55* ზავარ-ფალავანს მიუვიდა, ცეცხლივით აენთო
Verse/Line: 79/16    
და, ძალის მინდობილი, ორი დღის სავალს ერთსა დღეს იარებოდა.
Verse/Line: 79/17    
აქათ ქალი საეჭოსა ჩავარდა56* და ქალაქთ უფროსს ქალს
Verse/Line: 79/18    
უბრძანა: "ვიცი, რომე მეფე და ყოველნი ვინმე57* ამას იტყვიან, რომე
Verse/Line: 79/19    
ორნი გმირნი ერთმანეთს გამოსცდიან და, რომელიც აჯობებს,
Verse/Line: 79/20    
ქალი მას ინდომებსო. ღმერთმან ნუ ყოს ომაინისაგან კიდე ხორციელი
Verse/Line: 79/21    
ჩემად მოახლებად! აწე მეშინიან ამა სულმყრალის ვეშაპისაგან
Verse/Line: 79/22    
ავი არა წაეკიდოს რა. წადი და ომაინს მოახსენე: "თუ შენ ცოცხალსა
Verse/Line: 79/23    
გხედავ, არც მეფობა მინდა არც ეგზომი საქონელი -- შენის
Verse/Line: 79/24    
ჭირის სანაცვლო იყოს. თვით შენ მარტომან გმირთა მკლავითა
Verse/Line: 79/25    
ჩვენ ესე ორნი წაგვასხი, და წამოგყვებით, საცა გინდათ. თვით
Verse/Line: 79/26    
შენცა და ჩვენცა იმ მედგრის ვეშპისა პირისაგან დავიხსნათ.
Verse/Line: 79/27    
ღვთის რისხვის დარიდება არც აუგი არის, და არც სირცხვილია."

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 79/28       
რა ესე ნაუბარი ქალმა ომაინს უამბო, მან უთხრა: "შენის გულის
Verse/Line: 79/29    
სიკეთე დავიმადლე და ვიცი, ჩემთვის შეგჭირს, მაგრამე ესე ვითა
Verse/Line: 79/30    
ეგების -- მე ქვეყანაზედ მემუქარეს და მეომარსა დავემალო? თქვენ შეჭირვებით58*
Verse/Line: 79/31    
და გულმწუხარედ ნუ ხართ. ღვთისა სახელითა მისსა შეუპოვარსა
Verse/Line: 79/32    
და მაღალსა მამკვეხრობას მიწასა თანა გავასწორებ."

Strophe/Paragraph: E 
Verse/Line: 79/33       
ქალი ადგა და თვალ-ცრემლიანმან ომაინს ხელთ აკოცა და გამობრუნდა.
Verse/Line: 79/34    
რა თავის ხელმწიფესთან მივიდა, იმა მოყმისა ნაუბარი
Verse/Line: 79/35    
მოახსენა. ამაზედ ზავარ-ფალავნის მოსვლის ამბავი მოვიდა. ალი-ექბერ
Verse/Line: 79/36    
მეფე და სრულად ლაშქარნი სამსა ფარსანგსა წინ მიეგებნენ.
Verse/Line: 79/37    
ქოსთა ცემისაგან და ბუკთა ყვირილისაგან კაცთა ყურთა ხმა აღარა
Verse/Line: 79/38    
ესმოდარა59*. ესეთი სიდიდით და მოკაზმულობით მოვიდა, რომე
Verse/Line: 80/1    
ნახევარი მისრეთის ადგილი მისთა ლაშქართა მოუნდა. ერთსა ფარსანგსა
Verse/Line: 80/2    
კარავი კარავზედ გამოაბეს. ალი-ექბერ მეფემ ხუთ დღეს ზავარ-ფალავანს
Verse/Line: 80/3    
და მისთა ლაშქართა მაემანი უყო, და ამოდ გამოისვენეს.
Verse/Line: 80/4    
ერთ მეჯლიშსა შიგან იმ მოყმისა გვარი და ამბავი იკითხა.
Verse/Line: 80/5    
და ესრეთ მკვახედ უბნობდა, რომე გამწყრალსა ლომსა ჰგვანდა.
Verse/Line: 80/6    
ხელმწიფეს ეწყინა ამაყური საუბარი და ესრეთ უბრძანა: "არცა
Verse/Line: 80/7    
გვარი ვიცი და არცა მისი ადგილი, მაგრამე, რაც მე კაცი მინახავს,
Verse/Line: 80/8    
ერთი იმას მოყმე არავინ სჯობს." ზავარ მოახსენა: "დიაღ მოგწონებიათ,
Verse/Line: 80/9    
რომე ერთსა ვისმე ღარიბსა და უგვაროსა კაცსა60* ესეთი
Verse/Line: 80/10    
სააჯო უშოვნია!" მეფემ უბრძანა: "ფალავანო, ნუ სწყრები. ქალის
Verse/Line: 80/11    
საქმე ჩემის ხელისაგან გასული არის. პირველად -- თავის თავისა
Verse/Line: 80/12    
პატრონი არის, და მერმე -- დიდი ხელმწიფეა. მას უნდა თავი მოაწონოთ.
Verse/Line: 80/13    
ჩემთან მაღალი სიტყვა არა სავარგო არის." ზავარ თქვა:
Verse/Line: 80/14    
"რა საომრად მოედნად გავალთ, ვეჭობ, რომე ქალმან იგი მოწონებული
Verse/Line: 80/15    
მოყმე ადრე მოიძულოს!"

Strophe/Paragraph: F 
Verse/Line: 80/16       
ზავარ მეტად ომს ისწრაფოდა. და იგი მეჯლიში აიყარა. მეორესა
Verse/Line: 80/17    
დღესა ომაინს უამბეს: "ზავარ-ფალავანმა სმასა შიგან მუქარა
Verse/Line: 80/18    
ითხოვა და ომსა ისწრაფის." მან ეგრე თქვა: "სმასა შიგან სიამოვნის
Verse/Line: 80/19    
ლაღობა უნდა და არა ომი და მუქარის ხსენება. დია, ღმერთო,
Verse/Line: 80/20    
ჩვენცა მზანი ვართ, და აღარა გვიანობა უნდა!"

Strophe/Paragraph: G 
Verse/Line: 80/21       
გაისმა ამა ორთა გმირთა დამუქრების ამბავი, რომე თუ სთქვა:
Verse/Line: 80/22    
ყოვლის ქვეყნის მოქალაქენი მათად ჭვრეტად მოვიდოდენ. ხუთ დღეს
Verse/Line: 80/23    
მისრეთის მოქალაქეთა მოედნის მოკაზმის აჯა ითხოვეს, და მეექვსეს
Verse/Line: 80/24    
დღეს მათ ორთა სწორუპოვართა გმირთა ომი დაესკვნა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.79/11    
შეიწყინა] შეიწყნარა _ C.^
Verse/Line: n.p.79/15       
ნაწერი] ანაწერი _ A, C, ამბავი _ L.^
Verse/Line: n.p.79/17    
აქათ ქალი საეჭოსა ჩავარდა] მაგრამე ქალი საეჭოსა ჩავარდა _ A, და მერმე ქალი საეჭოსა ჩავარდა _ C.^
Verse/Line: n.p.79/18    
ყოველნი ვინმე] ყოველნი ერნი _ C.^
Verse/Line: n.p.79/30    
თქვენ შეჭირვებით] თქვენ შემიბრალეთ _ A, C.^
Verse/Line: n.p.79/38    
კაცთა ყურთა ხმა არა ესმოდა რა] კაცის ყურითა არა გაიგონებოდა რა _ D, ყვირო-სტვირთა ხმისაგან სხვა ყურთა არა ისმოდა _ L.^
Verse/Line: n.p.80/9    
ღარიბსა კაცსა] ყარიბსა კაცსა _ F.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.