TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 32
Previous part

Chapter: XXXI 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 80/25    აქა ომაინ-ჭაბუკისა და ზავარ-ფალავნის დიდი ომი


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 80/26       თვალუწვდომის მოედნის ნაპირი და გარემო სრულ სტავრით
Verse/Line: 80/27    
და ფარდაგით მოახვიეს და ქოსის ცემისაგან ყურთა ხმა აღარ ჩავარდებოდა.
Verse/Line: 80/28    
მოედნის თავს მაღალი კოშკი იდგა. ალი-ექბერ მეფე მაზედ
Verse/Line: 80/29    
დაჯდა, თავადნი გვერც იახლა და მეორეს მხარს თვით ბურნე-მელიქ
Verse/Line: 80/30    
ხელმწიფე და თავადთა ჯალაბნი ჭვრეტად გავიდნენ.61* და
Verse/Line: 80/31    
სხვათა მჭვრეტელთა სიმრავლისაგან აღარა შეიგებოდა რა, რომე
Verse/Line: 80/32    
იგი დღე განკითხვის დღესა ჰგვანდა. ამაზედ ზავარ-ფალავანი მოედნის
Verse/Line: 80/33    
თავს დიდი ლაშქრით მოვიდა. და ლაშქართა შიგან დიდი
Verse/Line: 80/34    
ხმობა იყო.62* ზავარ-ფალავანმა თვისი ლაშქარი ერთისა მხრისაკენ
Verse/Line: 80/35    
უკუაყენა და თვითან მარტო მოედანში შემოვიდა, და მძიმედ შეკაზმულს
Verse/Line: 81/1    
შუბი ხელთა ჰქონდა და თავსა ზედან იმღერდა და ცხენსა
Verse/Line: 81/2    
იხლტუნებდა.63* რა მჭვრეტელთა იგი ნახეს, ამას იტყოდეს: "ერთი
Verse/Line: 81/3    
კაცი ამას როგორ შეებმისო?"64* რა ომაინის კერძთა დიაცთა ნახეს,
Verse/Line: 81/4    
ფერი ეცვალათ და უიმედოდ შეიქნენ.65* ამაზედან მეორეს
Verse/Line: 81/5    
მხარეს ომაინ ჭაბუკი გამოვიდა, იგიცა მძიმედ შეკაზმული, და ცოტა
Verse/Line: 81/6    
ვინმე ქალაქის უფროსნი კაცნი თან ახლდეს, და ესეთისა ტურფისა
Verse/Line: 81/7    
ქცევით მოვიდა, რომე, თუ სთქვა -- სალხინოდ მოვიდა და არა
Verse/Line: 81/8    
საომრადო. რა მჭვრეტელთ ესეც ნახეს, ერთ კაცად იგიცა კმა იყო.

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 81/9       
რა ომაინისა ეგეთი სიკეთე ნახეს, მათცა პირთა ფერი მოემატა.
Verse/Line: 81/10    
ზავარ-ფალავანი გინებით მუქარას ითხოვდა და მუნით ომაინს
Verse/Line: 81/11    
მიმართა, და ცხენ-ფიცხლად ერთმანეთს შეუტივეს. პირველსა მისვლასა
Verse/Line: 81/12    
ზედან შუბები დალეწეს და მერმე ინდოური ხლმები დაიწვადეს
Verse/Line: 81/13    
და ისრე მედგრად იცემებოდეს, რომე თუ სთქვა ცა ქუხდაო.
Verse/Line: 81/14    
ცხენები ორთავე ასე დაუდგათ, რომე საძრაობის ღონე აღარა ჰქონდათ;
Verse/Line: 81/15    
ორნივე გარდახდეს და ლახტები აიღეს და საღამომდინ ესრეთ
Verse/Line: 81/16    
მწარედ იბრძოლეს. და მზის ჩასვლამან გაჰყარა. მეორე დღეს ეგრევე
Verse/Line: 81/17    
მეფენი და ლაშქარნი გარიგდნენ, და ეს თავმოწონებულნი გმირნიცა
Verse/Line: 81/18    
გამოვიდნენ და მშვილდები ხელთა ჰქონდათ და ერთმანერთს
Verse/Line: 81/19    
წვიმასავით ისარი დაასხეს. დიდსა ხანსა ისრით იბრძოლეს. ომაინს
Verse/Line: 81/20    
ზავარ ცხენს ისარი ჰკრა,66* ბარგისტანი გაუკვეთა და მკერდსა
Verse/Line: 81/21    
დაასვა. ომაინ ფიცხლად გარდახდა და ქვეითად მიმართა. ზავარ
Verse/Line: 81/22    
ხლმით მოუხდა, მუზარადზედან ხმალი გარდაკრა, მუზარადი
Verse/Line: 81/23    
გაუკვეთა და თავსა ცოტად დაკოდა. ომაინ ზავარის ცხენს ხმალი
Verse/Line: 81/24    
შემოჰკრა და მხარი გაუგდებინა,67* და ორნივე დაქვეითდენ და
Verse/Line: 81/25    
ერთმანეთს ეძგერნეს და დიდსა ხანსა იჭიდებოდეს. მერმე ლახტები
Verse/Line: 81/26    
დაიწვადეს და ასეთსა იცემებოდეს, რომე ქუხილსა და კლდისა
Verse/Line: 81/27    
რღვევასა ჰგვანდა.68* საღამომდინ ესრეთ იბრძოლეს და ამა დღესაცა
Verse/Line: 81/28    
ღამემან გაჰყარნა.

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 81/29       
მესამეს დღეს გამოვიდნენ და შუბები ხელთა ჰქონდათ. ბურნე-მელიქ
Verse/Line: 81/30    
ხელმწიფე ომაინის გამარჯვებას ღმერთს ეხვეწებოდა. რა ზავარ-ფალავანმა
Verse/Line: 81/31    
ომაინ დაინახა, მაღალისა ხმით შემოუძახა: "ბედ-მლაშეო!
Verse/Line: 81/32    
ერთი ვინმე მარტო ღარიბი კაცი მოსულხარ და მისრეთსა
Verse/Line: 81/33    
შიგან იბრძვი; აქანამდინ ვერ გაგიმეტე და აწ გაფრთხილდი!"
Verse/Line: 81/34    
შუბი წინ წამოიგდო და ფრინველივით წამოვიდა, რომე მისის ცხენისა
Verse/Line: 81/35    
ფერხთა მტვერი ცამდის აამაღლა, და ომაინ პასუხი არ გასცა
Verse/Line: 81/36    
და მანცა გულუშიშრად შეუტივა. ზავარ შუბი მოუტანა, ომაინ
Verse/Line: 81/37    
შუბსა ფარი აუკრა და თავსა გარდაივლო, მეტითა ცხენოსნობითა
Verse/Line: 81/38    
სადავე მოიხმარა და, ვირემ ზავარ შემობრუნდებოდა, ომაინ მიუხდა,
Verse/Line: 82/1    
წელთა შუბი შესცა და ყოველი იარაღი გაუკვეთა, უნაგირისაგან
Verse/Line: 82/2    
აიღო და ზავარ მიწასა ზედან ასეთი დასცა, რომე იგი ადგილი
Verse/Line: 82/3    
შეიძრა და მრავალი ქვითკირითა ნაშენები დაიქცა იმ ძვრაზედ
Verse/Line: 82/4    
მისრეთშია. რა ზავარ მეფემან ესრეთ ჩამოვარდნილი ნახა, ცხენი
Verse/Line: 82/5    
ითხოვა და ფიცხლად საშველად გაექანა69*. ომაინ შუბი მიწასა
Verse/Line: 82/6    
დაასო და ცხენი შუბზედ გამოაბა და მიუხდა. მუნითაც ზავარ წამოდგა
Verse/Line: 82/7    
და ლახტი ამოიღო და ომაინს გადაჰკრა. ზავარს დაცემისაგან
Verse/Line: 82/8    
ბრუ ესხმოდა. ომაინ ლომივით შეეჭიდა; ერთი ხელი კისერს
Verse/Line: 82/9    
მიჰყო და მეორე ბარკალსა; შესძახა და ტარიელის სახელი
Verse/Line: 82/10    
ახსენა. აიღო თავის სწორად და მიწას ზედან ასეთი დასცა, რომე
Verse/Line: 82/11    
მოედანი სრულად შეიძრა და ფერხთა მდგომნი მაყურებელნი პირქვე
Verse/Line: 82/12    
დაცვიდნენ. დაცემულს ზავარს ვეფხივით კისკისად ზედან შეახლტა.
Verse/Line: 82/13    
ზავარ მაღალის ხმით იძახდა: "ხელმწიფეო! ჩემგან ნათქვამი
Verse/Line: 82/14    
მუქარა მევე შემინანია და სიკვდილისაგან დამიხსენ!" ომაინ ხანჯალი
Verse/Line: 82/15    
გამოიძრო, მუზარადი წაკვეცა და თავსა ტანისაგან ლამობდა
Verse/Line: 82/16    
განშორებასა. მომაღლებული ხელი მეფემან შეუპყრა და ხანჯალი
Verse/Line: 82/17    
ხელიდან გამოაცალა და ასრე უთხრა: "ამისი სიკვდილი მე მაპატივეო.
Verse/Line: 82/18    
გამარჯვება ამისაგან უფროსი აღარ იქნების, და პატივი დამდევიო."
Verse/Line: 82/19    
ომაინ ხანჯალი ჩაიგო. ზავარ მეფემან წამოიყვანა დაკოდილი.
Verse/Line: 82/20    
გამარჯვება და ქალიც ომაინს დარჩა. ადგა ომაინ, სადგომისაკენ
Verse/Line: 82/21    
წამოვიდა; ხალიფა წინ მოეგება, თავს გუარი გარდააყარა და გამარჯვება
Verse/Line: 82/22    
მიულოცა.

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 82/23       
რა მჭვრეტელთ ესე ნახეს, რომე დევის ოდენასა კაცსა ომაინ
Verse/Line: 82/24    
მოერია, ყოველი ღმერთსა ადიდებდეს და ომაინს გამარჯვება ერჩიათ
Verse/Line: 82/25    
ამათ, რომე ზავარს იგი სჯობდა და მერმე ერთი ღარიბი კაცი
Verse/Line: 82/26    
იყო და მრავლისა ლაშქრისა პატრონსა მოერია. თვით ბურნე-მელიქ
Verse/Line: 82/27    
ხელმწიფის გახარებასა და გლახაკთა ზედან გასაცემლის სიმრავლესა
Verse/Line: 82/28    
კაცი ვერა შეიგებდა. და ქალაქთ უფროსმან მოახსენა:
Verse/Line: 82/29    
"ხელმწიფეო, მოგახსენე, რომე ომაინის მებრძოლი ქვეყანაზედ
Verse/Line: 82/30    
არა გამოჩნდების."

Strophe/Paragraph: E 
Verse/Line: 82/31       
მჭვრეტელნი თავ-თავისთვის წავიდნენ. მეორესა დღესა ზავარ
Verse/Line: 82/32    
ალი-ექბერ ხელმწიფის წინაშე მივიდა და ესრეთ მოახსენა: "ხელმწიფის
Verse/Line: 82/33    
წინაშე ამას ვიაჯები, რომე, რადგან ჩემის სულის შერჩენა
Verse/Line: 82/34    
თქვენის წყალობით70* არის, ხელმწიფე გაისარჯოს და ომაინ
Verse/Line: 82/35    
ჭაბუკის წინაშე მიმიყვანოს". მეფეს იამა, შესხდეს და ომაინ ჭაბუკის
Verse/Line: 82/36    
სადგომად მივიდნენ. იგი წინ მიეგება, და ერთმანერთს მოეხვივნენ
Verse/Line: 82/37    
და პირსა აკოცეს. და ზავარ თავისი საქონელი, ლაშქარი და
Verse/Line: 82/38    
იარაღი სულ ომაინს მიართვა და ესრეთ მოახსენა: "უკეთესო ჭაბუკო!
Verse/Line: 83/1    
მე დედისაგან დღეს დავიბადე, რადგან შენგან სული შემრჩა.
Verse/Line: 83/2    
რაც გინდოდეს, აიღე და სხვა მიბოძე." მან არც ერთი აიღო და
Verse/Line: 83/3    
ყველა მასვე უბოძა. და მას დღეს ლხინით ამოდ გამოისვენეს,
Verse/Line: 83/4    
და ხალიფამან მას დღეს ხელმწიფეს მრავალი მიართვა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.p.80/30    
თავადთა ჯალაბნი ჭვრეტად გავიდნენ] თავადთა და დიდებულთა ცოლნი ვარაყითა დახატულთა კოშკთა ზედა ჭვრეტად გავიდეს _ D.^
Verse/Line: n.p.80/34    
ხმობა იყო] დიდი ხმა იყო სიცილით სიმხიარულისა და საომრისა ხმისა შეკივილისა _ D, I.^
Verse/Line: n.p.81/2    
იხლტუნებდა] ახტუნვებდა _ D, იხტუნებდა _ L.^
Verse/Line: n.p.81/3    
როგორ შეებმისო] ერთი კაცი ამისად შეხედვადცა გაბედვად ძნელია, არამ თუ და ამას ომსა ვინ შეჰბედავს? _ D, ერთი კაცი შემხედველადაც ბრალი, არა თუ ამას ომსა ვინ შეჰბედავს? _ D, ერთი კაცი შემხედველადაც ბრალია, არა თუ ამას ომსა ვინ შებედავს _ L.^
Verse/Line: n.p.81/4    
შეიქნენ] დახდენ _ C, D.^
Verse/Line: n.p.81/20    
ომაინს ზავარ ცხენს ისარი უკრა] ზავარ-ფალავანმან ომაინის ცხენს მკერდსა ისარი ჰკრა _ D, L.^
Verse/Line: n.p.81/24    
მხარი გაუგდებინა] ოთხნივ ფერხნი გაუგდებინა _ C, მკლავი გააგდებინა _ D, ქეჯიმი ერთობ გაუკვეთა და ცხენსა მკლავი გააგდებინა _ L.^
Verse/Line: n.p.81/27    
ლახტები დაიწვადეს და ასეთსა იცემებოდეს, რომე ქუხილსა და კლდისა რღვევასა ჰგვანდა] ლახტები დაიძვრეს და დაუშინეს ერთმანერთსა, რომე მათის ლახტის ცემა მგვრდემლსა ზედა მჭედლისა უროს ცემისა ხმასა ჰგვანდა _ D, გურდემლზედა _ L.^
Verse/Line: n.p.82/5    
გაექანა] გაქუსლა _ D, L.^
Verse/Line: n.p.82/34    
წყალობით] იედგარი _ D, L.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.