TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 33
Previous part

Chapter: XXXII 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 83/5    აქა ქორწილი ომაინ ჭაბუკისა და ბურნე-მელიქ
Verse/Line: 83/6    
ხელმწიფისა


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 83/7       მოუღებელი სიტყვა კაცმან არ უნდა მოიღოს, რომელსაც თავს
Verse/Line: 83/8    
არ აესრულების. იმ ქორწილის ქება კაცის ენით არ გამოითქმის.
Verse/Line: 83/9    
შორითგან ქოსის ცემა იყო ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა და ახლო
Verse/Line: 83/10    
ჩანგის მცემელთა ხმა, და მოედანი სრულად სტავრით მოფენილი იყო.
Verse/Line: 83/11    
ომაინ სახელმწიფო ტახტზე გარდაიწვივეს და ხელმწიფე-ქალი გვერდს
Verse/Line: 83/12    
დაუსვეს და ორთავე მნათობთ გვირგვინი თავსა დაარქვეს, თუ სთქვა --
Verse/Line: 83/13    
მზე და მთვარეაო. ორნივე ერთად ისხდეს. ზავარ-ფალავანს ომაინ
Verse/Line: 83/14    
ჭაბუკის ხმალი მხარსა ედვა და იგიცა გვერცა უჯდა მეორესა მხარსა.
Verse/Line: 83/15    
ალი-ექბერ ხელმწიფე ტახტთა ზედან დაჯდა და თავადნი გვერცა დაისხა.
Verse/Line: 83/16    
მაგრამე იმ დღის შვენება სამოთხესა ჰგვანდა, რომე მისთანა ლხინი
Verse/Line: 83/17    
არაოდეს ნახულა. რვას დღეს მეჯლიში იყო, მეცხრესა დღესა მეფე
Verse/Line: 83/18    
და ომაინ ზავარ-ფალავანამან თავის სადგომს იწვია, სამსა დღესა
Verse/Line: 83/19    
ლხინი იყო. მრავალი რომული ოქრო და მუნებურნი უცხონი და
Verse/Line: 83/20    
ტურფანი არმაღანნი მეფესა და ომაინს უძღვნა და ლაშქართაც
Verse/Line: 83/21    
მრავალი უბოძა.

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 83/22       
მერმე ქალმან ხელმწიფემან სალაროს კარი გაახსნევინა და ზავარ-ფალავანს
Verse/Line: 83/23    
და ერთობილთ ლაშქართ ომაინ ჭაბუკის მაგიერ დიდი საბოძვარი
Verse/Line: 83/24    
უბოძა. და ომაინის ჯომარდობა და სიკეთე ქვეყანათა ზედან
Verse/Line: 83/25    
გაისმა. ზავარ-ფალავანი მუნვე რომის სანაპიროს გაგზავნეს, და თავადნი
Verse/Line: 83/26    
და დიდებულნი თავ-თავისთვის წავიდნენ.

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 83/27       
ბურნე-მელიქმან დღესა ერთსა ხალვათად ომაინს ჰკითხა: სწორუპოვარო
Verse/Line: 83/28    
ჭაბუკო! ერთსა სიტყვასა გკადრებ და ნუ გეწყინების."
Verse/Line: 83/29    
მან გაუცინა და ესრეთ მოახსენა: "შენ, ჩემისა სულისაგანცა უსაყვარელესო!
Verse/Line: 83/30    
რამც იყოს, რომე შენი ნათქვამი ჩემგან საწყინო იყოს?"
Verse/Line: 83/31    
მერმე ჰკითხა: "შენ ეგრე ტურფა და შვენიერი ვინ ხარ და ანუ ვისთა
Verse/Line: 83/32    
გვარისა?" მან მოახსენა: "მეცა მწადდა მოხსენება. აწე თქვენ
Verse/Line: 83/33    
გიბრძანებიათ, და მოგახსენებ."



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.