Strophe/Paragraph: 423 | ||
Verse/Line: a | მეფე შეიქნა საგლოვად, | თმა-წვერთა მომპარსველია, |
Verse/Line: b | ცხენთა სადგენი მინდორი | ცრემლითა უქნა სველია, |
Verse/Line: c | თქვა: "უამათოდ ცოცხალი სიკვდილსა | რაღას ველია? |
Verse/Line: d და | სასიკვდილოსა წამალსა | ვერ მოვრჩი შეუსმელია." |
Strophe/Paragraph: 424 | ||
Verse/Line: a | კვლავ ბრძანა: "შვილი წამგვარა | დევმა მისითა დეობით, |
Verse/Line: b | მას კაცად ჩვენ რად ვექმენით | საქმისა მისანდეობით?" |
Verse/Line: c | შესხდეს ყოველნი, ხელთ ჰქონდა | ჩვენ ცხენთა მოსადეობით, |
Verse/Line: d და | ლაშქარნი ოთხგან გაიყვნენ | ძებნისა მოცადეობით. |
Strophe/Paragraph: 425 ** | ||
Verse/Line: a | ეწერა: "ვიცი, მეფეო, | აწ თქვენ სთქვით ჩემი ქაჯობა, |
Verse/Line: b | მაგრამ შემინდევ, თქვეს წინა | მაქვს მე ამისა აჯობა, |
Verse/Line: c | ქვეყნად მავალმან ჩემს ცხენსა, | არცა ვეჭვ, ეტლმან აჯობა, |
Verse/Line: d და | გამოვისწრაფე, მით მკლავდა | მამისა დანასაჯობა. |
Strophe/Paragraph: 426 ** | ||
Verse/Line: a | ინდოთ მეფისა შვილი ვარ, | არ დევთა ნათესავია, |
Verse/Line: b | თუ ღმერთსა უნდეს, მოყვარე | გესვა არ რამე ავია. |
Verse/Line: c | თქვენი ასული დედოფლად | ჯდეს ტურფად სანახავია, |
Verse/Line: d და | ჩვენის შიშითა მოგართვან | ყოველგნით მტერთა ზავია." |
Verse/Line: a | "შევიქმნეთ ყოველნი თმა-წვერნი | მამპარსველია". |
Verse/Line: b | ცხენთა სადგენნი მინდორნი | ცრემლითა ექმნათ სველია. |
Verse/Line: c | მეფე იტყოდა: "ცოცხალი | კეთილს აღარსით ველია, |
Verse/Line: d და | სასიკვდილოსა წამლისა | ვერ მოვრჩი შეუსმელია." |
Verse/Line: a | რად აუჩქარდით, საქმენი | კარგად არ გავიცადენით? |
Verse/Line: b | ნეტარ სით იყო მოსული | მართ ჩვენთვი მოსაცდენით? |
Verse/Line: c | ნება ვით დავრთეთ მიცემად, | რისთვი არ მოვიცადენით? |
Verse/Line: d და | თვით დავიმართეთ პატიჯნი, | აწ ვსხდეთ ცრემლისა დადენით." |
Verse/Line: a | კვლავ ბრძანა: "შვილი წამგვარა | დევმა მისითა დევობით, |
Verse/Line: b | რასთვი ვექმენით უცხოსა | ჩვენ ასრე მისანდევობით? |
Verse/Line: c | ყოვლის ღონითა შევიქმნათ | ძებნისა მოცადევობით, |
Verse/Line: d და | ვერ ვპოვოთ-თავი სიკვდილად | ვყოთ მისთვი გარდამდეობით". |