TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 40
Previous part

Chapter: XXXIX 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 97/26    აქა ომაინ ხელმწიფისაგან სარი-დევის გაგზავნა
Verse/Line: 97/27    
ხელმწიფესთან მახარობლად


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 97/28       სარის უბრძანა: "შენ არ იცი, რომე ამ ბილწის დევის მაცდურობით
Verse/Line: 97/29    
დიდი ინდოთა ხელმწიფე, დედოფალი და თავადნი რას
Verse/Line: 97/30    
ჭირსა დაბმულან! ესოდენი ხანია, რომე მათგან მარტო დავრჩომილვარ.
Verse/Line: 97/31    
აწე მე მათ ცოცხალი აღარ ვგონივარ და წადი, დროზე აცნობე."
Verse/Line: 97/32    
სარიმ მოახსენა: "დია, ღმერთო, სამსახურზედ ვდგევარ."
Verse/Line: 97/33    
ომაინ გონიერი მწიგნობარი მოიხმო და მამასთან წიგნის დაწერა
Verse/Line: 97/34    
უბრძანა. პირველად საწუთროს დამბადებლის ღვთის წყალობით
Verse/Line: 97/35    
ხართ. რაზომცა მე ვიშიშვი ამად, რომე, ვიცი, ჩემის მოშორვებით
Verse/Line: 98/1    
მრავალს შეჭირვებას ნახევდით, მაგრამე ეს უარე იყო, რომე ერთი
Verse/Line: 98/2    
ცხენი ხელიდამ წამსვლოდა და მისი ვერა შემეტყო რა, თვარა მას
Verse/Line: 98/3    
აქათ, რაცა ვქენით, სარი-დევ მოგახსენებს. სხვა ეს ვიკადროთ:
Verse/Line: 98/4    
თქვენის ბედით, გამარჯვებით და სახელოვნად ვართ. დიდი საპატრონო
Verse/Line: 98/5    
და სახელმწიფო ქვეყანა დავიჭირე და უცხო საჭურჭლე ძეს,
Verse/Line: 98/6    
რომე კაცთა გუნება სიმრავლეს ვერ მისწვდების. აწე, ხელმწიფეო,
Verse/Line: 98/7    
თქვენის კარგად ყოფნის ამბავს ველი, რომე მოსამართლემან ღმერთმან
Verse/Line: 98/8    
ჩვენი გული გაახაროს. თუ თქვენ ვერ მოგვწვდებით, რაც თქვენი
Verse/Line: 98/9    
ბრძანება მოგვივა, ჩვენცა იმას გავათავებთ."

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 98/10       
თავისი ბეჭედი და ეს წიგნი სარი-დევს მისცა. მან ათი ცხენოსანი
Verse/Line: 98/11    
გამოირჩია და ქარივით წავიდა. რა ხუთის დღის სავალი გაიარეს,
Verse/Line: 98/12    
შორით დიდი მტვერი დაინახეს და სარის მოახსენეს: "ის
Verse/Line: 98/13    
მტვერი კაცის ნიშანი არისო." მან ესრეთ უთხრა: "ეს ლაშქარი
Verse/Line: 98/14    
უთუოდ ინდოთ ხელმწიფისა არის. აწე, თუ თქვენ ვერ გამყვებით,
Verse/Line: 98/15    
აქ იყავით და ნიშანი ეს იყოს: თუ ერთი მარტო კაცი თქვენკენ
Verse/Line: 98/16    
წამოვიდეს, იცოდეთ, ჩემი ამბავი მოგივათ და, თუ სხვაც ნახოთ,
Verse/Line: 98/17    
თავს ეწიენით." სარი-დევ მარტო ცხენი გაქუსლა. რა ორი ფარსაგნი
Verse/Line: 98/18    
წაიარა, მათ ლაშქართა ერთი კაცი მათკენ მომავალი ნახეს, და
Verse/Line: 98/19    
ყველას თვალი მაზედ ეჭირა. რა ახლოს მივიდა, ომაინ ჭაბუკის
Verse/Line: 98/20    
ისარი იცნეს. ერთობილნი გადახდეს და სარის ცხენს ფერხთა
Verse/Line: 98/21    
მოე-ხვეოდეს და ამბავსა ჰკითხევდეს. მან ესრეთ უთხრა: "ღმერთი
Verse/Line: 98/22    
იყოს მოწამე, ომაინ გამარჯვებული დიდსა სახელმწიფოსა ზედან ზის.
Verse/Line: 98/23    
ერთი კაცი ჩემს ამხანაგებთან გაგზავნეთ და მე ხელმწიფესთან
Verse/Line: 98/24    
მიმიყვანეთ და თქვენს გასახარელს ამბავს მუნ სცნობთ." ერთი ცხენოსანი
Verse/Line: 98/25    
მათ კაცთა თანა გაგზავნეს და სარი ფიცხლავ ხელმწიფესთან
Verse/Line: 98/26    
წაიყვანეს. რა სარიდან ხელმწიფეს ესმა, თავშიშველი კარვიდამ
Verse/Line: 98/27    
გამორბოდა და დედოფლები ხელივით მეფის სადგომად მოისწრაფებოდეს.
Verse/Line: 98/28    
რა სარი-დევ ხელმწიფე დაინახა, ფერხთა მოეხვია და ომაინის
Verse/Line: 98/29    
გამარჯვება და მშვიდობით ყოფნა მიულოცა და წიგნი და ბეჭედი
Verse/Line: 98/30    
მიართვა. წიგნი წაიკითხეს და ამბავის სმენად დასხდეს. სარიდან
Verse/Line: 98/31    
წამოდგა და მოახსენა: "ხელმწიფეო, როდეს იმ დევისთვის
Verse/Line: 98/32    
საგდებელი მოება, აღარ მომშვებოდა." ბოლოს თეთრის დევის
Verse/Line: 98/33    
სიკვდილი, დევთა გარდახვეწა და ამოწყვეტა, სახელმწიფოთა სიდიდე,
Verse/Line: 98/34    
საჭურჭლეთა სიმრავლე -- ყველა წვრილად მოახსენა. ესეთი
Verse/Line: 98/35    
სიმხიარულე შეიქნა, რომე მისებრივ აღარ იქნებოდა. სარი-დევს
Verse/Line: 98/36    
ხელმწიფემ დიადი საბოძვარი უბოძა და ესრეთ უბრძანა: "რა გზა
Verse/Line: 98/37    
არისო?" ამან მოახსენა: "შვიდსა დღესა მივალთო. ეს პირიანი
Verse/Line: 98/38    
არის, რომე თქვენი ესრეთ ახლოს ყოფნა ვაცნობოთ და თქვენის
Verse/Line: 99/1    
შეჭირვებისაგან დავიხსნათ. ათი გზის მცოდნე კაცნი მახლავან,
Verse/Line: 99/2    
ყოლაუზად აქ გაახლებ და მე აწვე წავალ და თქვენს ამბავს მივართვამ."
Verse/Line: 99/3    
ხელმწიფემ დაუმადლა და ესრეთ უბრძანა: "წადი და ჩვენი
Verse/Line: 99/4    
აქ ყოფნის ამბავი აცნობე და ჩვენც ღვთით ადრე მოვალთო."

Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 99/5       
სარი ფიცხლავ წავიდა დიდის წყალობით და იგი ათნი კაცნი
Verse/Line: 99/6    
ყოლაუზად იქ დაყარა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.