TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 41
Previous part

Chapter: XL 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 99/7    აქა ომაინ ჭაბუკისაგან თურქთა ხელმწიფის ქალთა
Verse/Line: 99/8    
მიჯნურობის წიგნის მიწერა


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 99/9       ხადუმთ უროსი გაგზავნა. ესრეთ უბრძანა: "მაშინ იგი ქალი
Verse/Line: 99/10    
ცოტას ხანს ვნახე. ახლა ასეთს ალაგს მიმიყვანე, რომე მე ისინი
Verse/Line: 99/11    
ვნახო და იმათ მე ვერა მნახონ." წაუძღვა და ისეთსა ალაგსა მიიყვანა,
Verse/Line: 99/12    
რომე ქალთა ვერ შეიტყვეს. ომაინ შეხედა და, ვითა დედოფალთა
Verse/Line: 99/13    
წესი არის, ეგრეთ ტახტსა ზედად იჯდა. რა ნახა, ომაინს
Verse/Line: 99/14    
პირველს ნახვაზედ ნამეტნავი სურვილი მოემატა, და მათი მიჯნურობა
Verse/Line: 99/15    
ხადუმთ უფროსმაც იცოდა.






Strophe/Paragraph: 432 
Verse/Line: a       თვალცრემლიანი ომაინ   წიგნსა სწერს სამიჯნუროსა,
Verse/Line: b       ჭკუა წაუვა სნეულსა, რა   სიკვდილს მიეწუროსა:
Verse/Line: c       "ჭირთაგან რკინად შევქნილვარ   შუა გრდემლსა და უროსა,
Verse/Line: d    და   ნეტარ, როს ვისმენ ამბავსა   სალხინოდ სადასტუროსა?"






Strophe/Paragraph: 433 
Verse/Line: a       გული შემიპყრა სურვილმა87*,   ამად ვზი დაჭმუნებული,
Verse/Line: b       რა ვქნა, არ ვიცი ხელქმნილმან,   ვარ მეტად გაკვირვებული,
Verse/Line: c       სიკვდილი მიჯობს. რად ვარგვარ   მე ცნობა განქარვებული?
Verse/Line: d    და   შენ გაქვს წამალი ცივისა   გულისა სათბუნებული!






Strophe/Paragraph: 434 
Verse/Line: a       თუ არ მამივა პასუხი   აწ ჩემთა ცრემლთა შრეტისა,
Verse/Line: b       შენ გაქვს სინათლე მზისაებრ,   მჭვრეტთ თვალთა-გასარეტისა,
Verse/Line: c       აღარა ძალმიც მოთმენა   პატიჟთა მეტის-მეტისა,
Verse/Line: d    და   თავსა მოვკლავ, სოფლისა ნდომა   არა მაქვს ჭვრეტისა.






Strophe/Paragraph: 435 
Verse/Line: a       სხვას ჩემთა ჭირთა ხადუმი   თვით მოგახსენებს ენითა,
Verse/Line: b       შენი შორს მყოფი შევცვლილვარ   მრავალგვარისა სენითა,
Verse/Line: c       მელხინოს, ჩემთვის წყალობა   თუ თქვენა იაზრენითა,88*
Verse/Line: d    და   კვლავ გეხვეწები -- არ იყო   ჩემთა ნათქვამთა წყენითა."


Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 100/1       
ეს ნაწერი ხადუმს მისცა და ესრეთ უბრძანა: "ჩემთა ჭირთა
Verse/Line: 100/2    
და პატიჟთა შენ ხედავ. ეს წიგნი პირმზეს მიართვი. ის ყმაწვილი
Verse/Line: 100/3    
არის და შენ შეაგონე და, რაც გმართებდეს, სიტყვით მოახსენე."
Verse/Line: 100/4    
ხადუმი წავიდა და იგი წიგნი ქალს მიართვა და, რაც სამიჯნურო
Verse/Line: 100/5    
წესი იყო, მისებრივ მრავალი მოახსენა თავდადრეკით. წიგნი წაიკითხა
Verse/Line: 100/6    
და ხადუმს უბრძანა: "შენგან ეგზომი ყბედობა არა წესი
Verse/Line: 100/7    
არის; ჩემის თავის საქმე ჩემგან არა ითქმის რა."






Strophe/Paragraph: 436 
Verse/Line: a       ქალმან დაწერა: "უებრო სიკეთე   ვნახე თვალითა,
Verse/Line: b       აწ, რაცა გკადროთ, არ გასწყრეთ,   ვარ მე ამისთვის კრძალვითა,
Verse/Line: c       თქვენცა გაშინჯეთ, მეფეო,   სავსე ხართ სამართალითა,
Verse/Line: d    და   რაც ღმერთს არ უნდა მოვლენა,   არ ვარგა კაცთა ძალითა.






Strophe/Paragraph: 437 
Verse/Line: a       დევმან წამგვარა მამასა,   აწე ზის თავსა ცემითა,
Verse/Line: b       იგიცა მოკვდა უწყალოდ   თქვენის ისრისა ცემითა.
Verse/Line: c       მე უდედმამოდ პასუხსა   ვერ ვიტყვი გამოცემითა,
Verse/Line: d    და   მათს უნებურსა ვერას ვიქ   ცუდისა ძალ-მიცემითა."


Strophe/Paragraph: C 
Verse/Line: 100/8       
ხადუმს უბრძანა: "ეს წიგნი მიართვი და დიდის მორიდებით
Verse/Line: 100/9    
ეს მოახსენე: "მე დიდის ხელმწიფის შვილი ვარ და, თუ დევმან
Verse/Line: 100/10    
გრძნეულობით მომიპარა, მისცა მისის უსამართლობის პასუხი მიხვდა. ეს
Verse/Line: 100/11    
დაიჯერე: მე მათად უნდომად ცოცხალი კაცს არ მივეცემი და, თუ
Verse/Line: 100/12    
განგება ღვთისა არის, მათის ნებით სჯობს".

Strophe/Paragraph: D 
Verse/Line: 100/13       
ხადუმი მივიდა და ომაინს ქალის წიგნი მიართვა და ესრეთ
Verse/Line: 100/14    
მოახსენა: "ხელმწიფეო, რაზომცა ყმაწვილია, მაგრამე ჭკვიანი და
Verse/Line: 100/15    
გონიერი არის. რა ბევრი-მეტი მოვახსენე, გამიწყრა და ყბედობა მითხრა."

Strophe/Paragraph: E 
Verse/Line: 100/16       
ომაინ საგონებელსა ჩავარდა. დაღრეჯილს სარი-დევის მოსვლა
Verse/Line: 100/17    
მოახსენეს. გაუკვირდა და ესრეთ ბრძანა: "უთუოდ ახლოს ყოფილან!"
Verse/Line: 100/18    
ამაზედ სარი მოვიდა და ესრეთ ბრძანა: "უთუოდ ახლოს ყოფილან!"
Verse/Line: 100/19    
ამაზედ სარი მოვიდა მხიარულის პირით, ომაინს ხელმწიფის
Verse/Line: 100/20    
მამის წიგნი მოართვა და, რაც ენახა, ყველა მოახსენა: "ხელმწიფეო,
Verse/Line: 100/21    
რა თქვენი ამბავი ესმათ, მკვდარნი დაცოცხლდეს. ერთი მეჯოგე
Verse/Line: 100/22    
გამოსჩენია გზის მცოდნე და იგი წამოსძღოლია." მერმე ომაინ უბრძანა:
Verse/Line: 100/23    
"რამდონს დღეს მოვლენ?" სარიმ მოახსენა: "მეგზურნი თან
Verse/Line: 100/24    
ახლავან და მეოთხეს დღეს მთის ძირს მოვლენ." სარის უბრძანა:
Verse/Line: 100/25    
"წადი და ოთაღ-კარავნი წაიღე და დიდს მინდორში დადგი და ყოველი
Verse/Line: 100/26    
საქმე გაარიგე." სარიმ მიწას აკოცა და ფიცხლავ წავიდა და
Verse/Line: 100/27    
იგი მინდორი კარვით შეამკო. მეოთხეს დღეს ომაინ ხელმწიფე
Verse/Line: 101/1    
შეჯდა და სამს ფარსანგს მამას წინ მიეგება. რა ინდოთ ლაშქარი
Verse/Line: 101/2    
ნახა, ჩამოხდა და მათის ნახვისათვის პირი მიწას დასდვა და ღმერთს
Verse/Line: 101/3    
მადლი მისცა. აქათ სარიდან ჩამოხდა და იქით ომაინ და ერთმანერთს
Verse/Line: 101/4    
მოეხვივნენ. და [მამან] შვილის ნახვისათვის ღმერთს
Verse/Line: 101/5    
მადლი მისცა. შესხდენ და კარავთა შიგან მივიდნენ. მერმე დედოფალნი
Verse/Line: 101/6    
მოვიდნენ და ომაინს მშვიდობით მოსვლა და შეყრა მიულოცეს და
Verse/Line: 101/7    
პირს აკოცეს. ომაინ ლაშქართ კაცი გაუგზავნა, და თავ-თავის კარავთა
Verse/Line: 101/8    
შიგან ჩამოხდეს. მეფენი მეფეთა კარავთა ტახტზედ დასხდეს
Verse/Line: 101/9    
და დედოფალნი დედოფალთა კარავთა. მერმე ომაინ გამოვიდა და
Verse/Line: 101/10    
სამი ოქროს ტაბაკი გუარით აავსო და ერთი მამას მიართვა და
Verse/Line: 101/11    
ორი დედოფალთა და დევის სახელმწიფოს დაჭირვა მიულოცა.
Verse/Line: 101/12    
მერმე ომაინ დაჯდა, და ლაშქართ გამარჯვება მიულოცეს. სამს
Verse/Line: 101/13    
დღეს მოლოცვა იყო და მეოთხეს დღეს ქალაქად შემოვიდნენ, მაგრამე
Verse/Line: 101/14    
იქაურს მოკაზმულობას გაჰკვირდეს. და ხუთს დღეს მეჯლიში
Verse/Line: 101/15    
იყო. მეექვსეს დღეს თეთრის დევის სალაროს კარი გაახსნევინა და
Verse/Line: 101/16    
ხელმწიფეს მამას პირველად იგი იამანეთის ხელმწიფის ოქროს ტაბაკი
Verse/Line: 101/17    
მიართვა და სხვა მრავალი ურიცხვი საჭურჭლე და ასი ფრიდონის89*
Verse/Line: 101/18    
მიერ შავის ცხენის ნათესავი უძღვნა და ეგრევე დედოფალთა
Verse/Line: 101/19    
ხატაური რიდენი და ყაბარჩანი და ლალ-იაგუნდის ყელსაბამი ანუ
Verse/Line: 101/20    
სალტე და მკლავსაბამი, და სხვათა ლართა სიმრავლე არ შეიგებოდა.
Verse/Line: 101/21    
და მერმე ლაშქართა ზედან ეგზომნი საბოძვარი გასცა, რომე
Verse/Line: 101/22    
ლაშქარნი ზიდვას ეღონებოდეს. და ყოველთა დღეთა სმა და ლხინი
Verse/Line: 101/23    
იყო. დღესა ერთსა სარიმ ომაინს მოახსენა: "ხელმწიფეო, აქ ახლოს
Verse/Line: 101/24    
ერთი სანადირო არის თეთრის დევისა დაცული, რომე მისის შიშით
Verse/Line: 101/25    
ფრინველიც ვერ გაივლიდა". მან უბრძანა: "რა გზა არსა და
Verse/Line: 101/26    
ან რა ნადირი ზისო?" მან მოახსენა: "სამს დღეს მივალთ და
Verse/Line: 101/27    
მეექვსეს დღეს ნადირნი მოვლენ, მაგრამე ყოვლის ნადირისაგან
Verse/Line: 101/28    
არისო". სარიდან მეფემ ბრძანა: "რადგან მაგისთანა სანადირო ახლოს
Verse/Line: 101/29    
არის, დია, ღმერთო, წავიდეთ და მუნცა შევექცეთ." მეორეს
Verse/Line: 101/30    
დღეს წასვლის პირი დაასკვნეს. მას ღამეს ომაინ ცოლს უბრძანა:
Verse/Line: 101/31    
"ხვალ ჩვენ სანადიროდ წავალთ და თქვენ თეთრის დევის დიაცნი
Verse/Line: 101/32    
და ქალნი ნახეთ და, რაც მათი გულის ნება იყოს, იგი ანაწერი
Verse/Line: 101/33    
დამახვედრეთ." ცოლმან მოახსენა: "დია, ღმერთო, თქვენი ბრძანება
Verse/Line: 101/34    
გავათავოთ." რა დილა გათენდა, შეიქნა ასეთი ბუკთა ხმა, რომე
Verse/Line: 101/35    
ყურთა ხმა აღარ ისმოდა. მეორეს დღეს რძალი დედამთილთან მივიდა,
Verse/Line: 101/36    
შვილის ნაუბარი ყველა მოახსენა. ფიცხლავ ხადუმი გაგზავნა
Verse/Line: 101/37    
და პირველ რაც დევის სახლად ყოფილიყო, იგი ბანოვანნი მოვიდნენ,
Verse/Line: 101/38    
მაგრამე მათსა სიმრავლეს და ანუ მოკაზმულობას ყოველნი მნახავნი
Verse/Line: 102/1    
გაჰკვირდეს. დედოფალნი მეტად თავმდაბლად და ტკბილად დახვდეს,
Verse/Line: 102/2    
წინ გაეგებნეს, პირსა აკოცეს და გვერცა დაისხეს და, რაც
Verse/Line: 102/3    
მათი საწადელი იყო, ყველა დაწერეს. ორს დღეს მაემანი უყვეს,
Verse/Line: 102/4    
მესამეს დღეს პირის მარგალიტი წინ დაუდვეს და სამს დღეს
Verse/Line: 102/5    
უმასპინძლეს და მათი სააჯოც მოისმინეს და მათსავე სადგომს გაგზავნეს.
Verse/Line: 102/6    
და იგი თურქთა მეფის ასული დედოფალმან დაიჭირა, რომე
Verse/Line: 102/7    
წამსაც თვალს ვერ მოაშორვებდა. რა მეფენი მოვიდნენ და სანადიროს
Verse/Line: 102/8    
ადგილს ლაშქარნი გაგზავნეს და სარი-დევ თავად აჩინეს, მესამეს
Verse/Line: 102/9    
დღეს დაიწყეს ნადირობა. და შეიქნა სროლა და ნადირთა ხოცა.
Verse/Line: 102/10    
მეორეს დღეს მეფეს მოახსენეს: "ერთსა ცოტასა ჩალათა შიგან
Verse/Line: 102/11    
ერთი მეომარი ლომი უკუდგა. ახლოს ვერავინ მისდგომია." ორთავე
Verse/Line: 102/12    
მეფეთა ცხენი გაქუსლეს. რა ახლოს მივიდნენ, გამწყრალმან ლომმან
Verse/Line: 102/13    
ვალი სარიდან-მეფეს შეასწრო, მოუხდა და ცხენზედ შეაფრინდა.
Verse/Line: 102/14    
მეფემ მარცხენის ხელით ლომს ყია შეუპყრა. ლომმან ორივ ტოტი
Verse/Line: 102/15    
მეფეს შემოხვია. ცხენი ქვეშ გაუხლტა და იგინი მიწათა ზედან დაეცნენ.
Verse/Line: 102/16    
მეფემ ლომი ქვეშ ამოიდვა, ხანჯალი გამოიღო და ფიცხლავ
Verse/Line: 102/17    
თავი მოჰკვეთა. და ყოველთა დიდი ქება შეასხეს და გამარჯვება
Verse/Line: 102/18    
მიულოცეს. ორს დღეს ლხინით გაისვენეს და მესამეს დღეს ქალაქადვე
Verse/Line: 102/19    
მობრუნდნენ. და ომაინ დედოფალთა სადგომად ჩამოხდა და
Verse/Line: 102/20    
ხელმწიფისაგან ლომის სიკვდილი მოახსენა. ომაინ შუაზედ დაიწვიეს.
Verse/Line: 102/21    
და ქალის იქ ჯდომა იამა. ადგა და მამასთან წავიდა, და მას დღეს
Verse/Line: 102/22    
ორთავე მეფეთა იამანეთის მეფის ოქროს ტაბაკზედ ილხინეს და
Verse/Line: 102/23    
ლაშქარნი ერთობით მაზედ აწვიეს და, ვისცა რა ენახა, ერთი
Verse/Line: 102/24    
მეორეს უქებდიან. ბინდამდი სმა იყო და ბინდის ჟამს ომაინ საწოლად
Verse/Line: 102/25    
წავიდა. რა დილა გათენდა, ცოლმან უთხრა: "ერთი რამე
Verse/Line: 102/26    
მწადს თქვენთვის მოხსენებად და იმედსა ვიყო, რომე არ გასწყრეთ."
Verse/Line: 102/27    
ომაინ გაუცინა და ესრეთ უთხრა: "აროდეს შენგნით არა მწყენია
Verse/Line: 102/28    
რა და აწე რა იპოვნე ჩემი საწყინო? ღმერთმან ნუ ყოს, რომე შენგან
Verse/Line: 102/29    
ვიწყინო რამე." მერმე მოახსენა: "ხელმწიფეო, იგი თურქთა
Verse/Line: 102/30    
ხელმწიფის ქალი, რომე ჩემთან იჯდა, მის ქებას ვეღარ მოგახსენებ.
Verse/Line: 102/31    
ჭეშმარიტად იგი ღვთისაგან დაბადებულა. აწე ამისთანა მნათობი
Verse/Line: 102/32    
მინდა სენტვის ვამყოფო და ამა პირსა ზედან შემჯერდი და იგიცა
Verse/Line: 102/33    
შენად ცოლად იყოს და ჩვენს სიცოცხლეში მასთან გავიხაროთ."
Verse/Line: 102/34    
ომაინს გულში დიდად იამა და ესრეთ უთხრა: "ღმერთმან ნუ ყოს,
Verse/Line: 102/35    
რომე შენი უნებური რამე ვქნა." ცოლმან უთხრა: "მე შენი ნება ვქენ
Verse/Line: 102/36    
და შენ ჩემი ნება. აწე, თუ ჩემი სიყვარული გაქვს, ეს ჩემი ნათქვამი
Verse/Line: 102/37    
მოისმინე." ომაინ არად მოისმინა, ადგა და სადგომად წავიდა. მერმე
Verse/Line: 102/38    
დედოფალი დედოფალთან, თავის დედამთილთან, მივიდა და
Verse/Line: 103/1    
ყველა მოახსენა. დედოფალმან რძალს უთხრა: "ნამეტნავი შენი სიკეთე
Verse/Line: 103/2    
არის, თვარა-და ეგე სხვათაგან აროდეს გვასმია." რძალმა ესრეთ
Verse/Line: 103/3    
უთხრა: "მე იმ ქალისა ესეთი სიყვარული მაქვს, რომე შენის
Verse/Line: 103/4    
შვილის მეტს არავის შეეფერების. მე უარი მითხრა, მაგრამე თქვენ
Verse/Line: 103/5    
ნუ მოეშვებით. ღვთის სახელსა დავიფიცავ, უსათუოდ მართლის
Verse/Line: 103/6    
გულით მწადიან." მერმე დედოფალმან შვილი იხმო და რძლის ნათქვამი
Verse/Line: 103/7    
ყველა მოახსენა. ომაინ ესრეთ უთხრა: "მეფესა ჰკითხეთ,
Verse/Line: 103/8    
ქალსაც აცნობეთ და მერმე მოგახსენებო." დედოფალმან
Verse/Line: 103/9    
მეფისა შესვლისა დროსა ქალი გვერც დაისვა. მეფე შევიდა. ქალი ადგა
Verse/Line: 103/10    
და ხელსა აკოცა. მეფეს ეგრე მოეწონა, რომე ეგზომ მნახავი უნახავად
Verse/Line: 103/11    
გახდა. ცოტა ხანსა იჯდა, ქალი ადგა. მეფემან იკითხა პირველად
Verse/Line: 103/12    
ქალისა ამბავი და მამის-შვილობა. მოახსენა, და მერმე მისის
Verse/Line: 103/13    
რძლის ნაუბარი ყველა გააგონა. მეფემან ეგრე უთხრა: "დია მეტი
Verse/Line: 103/14    
სიკეთე და კარგი დედა-კაცობა უქნია; მისგან იყო ესე საქმე სარიდო
Verse/Line: 103/15    
და, რადგან მას მოუწადებია, ჩვენგან დასწრაფება ჰხამს ამად,
Verse/Line: 103/16    
რომე ამა ქალსა ჩემის შვილისაგან კიდე ხორციელი არა ღირსა რა."
Verse/Line: 103/17    
მეფე ადგა. დედოფალმა ომაინი იხმო და მეფისა და რძლის ამბავი
Verse/Line: 103/18    
ყველა მოახსენა. ომაინ ესრეთ ბრძანა: "რადგან ყველას მოგინდომებია,
Verse/Line: 103/19    
იგი უნდა იქნეს." ომაინ გამოვიდა და სარი-დევ მოიხმო და
Verse/Line: 103/20    
ყველას უბრძანა.


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.433/a    
სურვილმა] სევდამან _ C. ^
Verse/Line: n.435/c    
იაზრენითა] იაზდენითა _ A, იანასდენითა _ D, იანაზდენითა _ L. ^
Verse/Line: n.p.101/17    
ფრიდონის] ფირიდონის _ A.^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.