TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 51
Previous part

Chapter: L 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 113/1    აქა ამ დიდთა ხელმწიფეთა ტკბილის საუბარით ერთმანერთის
Verse/Line: 113/2    
გაკამათება






Strophe/Paragraph: 438 **
Verse/Line: a       დიდი ნუშირვან ხელმწიფე   ბრძანებს მორჭმული ბედითა,
Verse/Line: b       აქებს მეფეთა ხმა-ტკბილად   სიტყვითა მოსალბედითა:
Verse/Line: c       "ვინ თქვას ჩვენთანა სწორობა,   მან თავი გაიბედითა,
Verse/Line: d    და   კაცი ჭმუნვითა ჩავარდეს   ზოგითა დანაყბედითა.






Strophe/Paragraph: 439 **
Verse/Line: a       მეფეთა თქმული დარჩების   სხვათ სიტყვათზედა სრულია,
Verse/Line: b       მოვიღოთ თვითო იადგრად   ჩვენთა სრათაგან სრულია,
Verse/Line: c       ბედით ვინც მიჰყვეს ჩვენს ნათქვამთ,   მტერი ჰყავს გაბასრულია."
Verse/Line: d    და   მათ ჰქონდა ლხინი, უყვავდენ   ნარგისი, ვარდი სრულია.


Strophe/Paragraph: A 
Verse/Line: 113/3       
მეჯლიშსა შიგან ანუშრევან ესე სიტყვა მოიღო და ესრეთ ბრძანა:
Verse/Line: 113/4    
"რადგან ეს ოთხნი დიდი ხელმწიფენი ერთად შევიყარენით, ეს ჯერ
Verse/Line: 113/5    
არს, რომე თვითო ასეთი სიტყვა ვთქვათ, რომე ჩვენს უკან ჩვენი
Verse/Line: 113/6    
ნათქვანი ჩვენდა იადგრად დარჩეს ამად, რომე ხელმწიფეთა ნათქვამი
Verse/Line: 113/7    
სიტყვა, ვითარცა სხვათა ნათქვამთა კაცთა სიტყვაზედ ხელმწიფურად
Verse/Line: 113/8    
თქმულა." რა ხელმწიფეთ ეს მოისმინეს, ასრე მოახსენეს: "რაც
Verse/Line: 113/9    
თქვენს სიბრძნეს ეკადრებოდა, იგი ბრძანეთ და პირველად თქვენვე
Verse/Line: 113/10    
ბრძანეთ." ანუშრევან თვალმარგალიტის კოლოფი გახსნა და ესრეთ
Verse/Line: 113/11    
თქვა: "მე, როდესაც სიტყვა არ მითქვამს და გულს შენახულად მქონია,
Verse/Line: 113/12    
უთქმელობისგან აროდეს არა მწყენია რა და ზოგის ჩემის ნათქვამისაგან
Verse/Line: 113/13    
სინანულით ჯავრი მიჭამია." მერმე კეისარმა თავისი სიმრავლე
Verse/Line: 113/14    
გონება გახსნა და მეფეთა თანა ესრეთ თქვა: "რაც არ
Verse/Line: 113/15    
მითქვამს, მისი თქმა შემიძლიან და ჩემს ხელთ არის და, რომელიც
Verse/Line: 113/16    
მითქვამს, ჩემს ხელთ აღარ ყოფილა ამისთვის, რომე, როდესაც
Verse/Line: 113/17    
მშვილდისგან ისარი გავარდა, მსროლელი ვეღარ მოიბრუნებს."
Verse/Line: 113/18    
მერმე ხაყანჩინელმა მუშკის უპე გახსნა და ესრეთ თქვა: "როდესაც
Verse/Line: 113/19    
სიტყვა არ მითქვამს, ჩემს ხელთ არის და უთქმელსა ზედა ვზივარ და
Verse/Line: 113/20    
როდესაც ითქვა, მე იმ სიტყვას ქვეშე ვარ და პირდაპირობას ვეღარ
Verse/Line: 113/21    
უზამ ამისთვის, რომე, სანამდისინ სიტყვა არ მითქვამს, იგი ჩემს
Verse/Line: 113/22    
ხელთ არის და, რა ვიტყვი, მე იმ სიტყვას ქვეშ ვიქნები ამად, რომე
Verse/Line: 113/23    
ვირემდი რძალი პირ-აუხდელი არის, მისის პირის ახდა შენს ხელთ
Verse/Line: 113/24    
არის და, რახან ახდი პირს, ვეღარ ჩამობურავ." მერმე დიდმა
Verse/Line: 113/25    
ინდოთ მეფემ ვარდის ბაღის კარი გააღო და მათ წინაშე შაქრის
Verse/Line: 113/26    
უტკბოსი სიტყვა თქვა: "რაც ენით სიტყვა ითქმის -- ანუ სამადლო
Verse/Line: 114/1    
იქნების და ანუ საცოდავი. თუ სამადლო არის, შენის ნათქვამის
Verse/Line: 114/2    
მსგავსად სხვაც ვინმე მთქმელი გამოჩნდების და, თუ საცოდავი
Verse/Line: 114/3    
არის, თქმას სარგებელი არა აქვს, თუ არ ნაღველი. რადგან აგრე
Verse/Line: 114/4    
არის, თქმას ყოვლის უთქმელობა სჯობს ამ მოწმობითა, რომე ერთი
Verse/Line: 114/5    
ბერი კაცი ვნახე, იუნან ბრძენთა ქვეყანასა და მე ვჰკითხე: "შენ,
Verse/Line: 114/6    
კაცო გონიერო, რა უმჯობეს არის სათქმელად კაცისათვის სხვათათვის
Verse/Line: 114/7    
მოსაწონელად?" მან მითხრა სამჯერ: "უთქმელობა, უთქმელობა
Verse/Line: 114/8    
და უთქმელობა. თუ მკითხავთ, მართალი ეს არის." მერმე მე ჩემს
Verse/Line: 114/9    
გულს ჩავხვდი და მშვიდად ყოფნისა და უთქმელობის უკეთესი ზნე
Verse/Line: 114/10    
კაცისათვის ვერა ვნახე რა. არას ვიტყვი, რომე პირი შევიკრა და
Verse/Line: 114/11    
თვალი დავხუჭო, მაგრამე არც სიტყვა არის ასეთი, რომე ყველა
Verse/Line: 114/12    
წვრილად უნდა გაშინჯო და სათქმელი სთქვათ და უთქმელი
Verse/Line: 114/13    
დამალოთ."

Strophe/Paragraph: B 
Verse/Line: 114/14       
ეს ერთმანერთის ნათქვამი ხელმწიფეთ მეტად მოეწონათ, და
Verse/Line: 114/15    
მას დღეს ლხინით გამოისვენეს. მეორეს დღეს ერთი ვინმე უცხო
Verse/Line: 114/16    
და საკვირველი კაცი მოვიდა მას ქალაქსა შინა. მოქალაქენი
Verse/Line: 114/17    
მოვიდნენ და ხელმწიფეთა აცნობეს და, რაც მისგან ენახათ, ყველა
Verse/Line: 114/18    
მოახსენეს. ერთმან მეტად გონიერმან კაცმან, სახელად მოლა-აბიბ,
Verse/Line: 114/19    
ოთხთა დიდთა ხელმწიფეთა ესრეთ მოახსენა: "მე მკითხა მან კაცმან:
Verse/Line: 114/20    
"რომლის მიზეზით იქნა ამ ქვეყნის მპყობელთა მეფეთა ერთად
Verse/Line: 114/21    
შეყრა?" მან ეს წიგნი თავით ბოლომდის სპარსთა ენით გამაგონა და
Verse/Line: 114/22    
მე ამ ქართულის ენით გადმოვსწერე, რომე ჭეშმარიტად დიდი არის
Verse/Line: 114/23    
ღმერთი".


Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.438/x    
ეს ორი სტროფი (438, 439) გვაქვს მხოლოდ D-ში (საფიქრებელია, რომ L-შიაც იქნებოდა...).^
Verse/Line: n.439/x    
ეს ორი სტროფი (438, 439) გვაქვს მხოლოდ D-ში (საფიქრებელია, რომ L-შიაც იქნებოდა...).^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.