TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 27
Previous part

Chapter: 18 
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფისა და იამანთ ჴელ-მწიფის შეყრა.






Strophe: 288_[288] 
Verse: a       ფრიდონ უთხრა: "ფალავანო,   დადეგ, მეცა ჩამოვჴდები,
Verse: b       რა ჩამოჴდა, დაქუ̂ეითდა,   -- მერმე სრულა თავადები.
Verse: c       მიეგებნეს ერთმანერთსა,   მოეხვივნეს მეფეები,
Verse: d    და   ესალამეს, კუ̂ლავე შესხდეს.   გაახშირეს ქოსთა კმები.






Strophe: 289_[289] 
Verse: a       წამოუძღვა, ერთობილნი   სარავს ქალაქს წამოვიდეს.
Verse: b       ოთხსა დღესა ქალაქს შუა   და ფოლორცში გამოვლიდეს,
Verse: c       სულ აივსო მთა-მინდორი,   კლდე-კაპანი შეიძროდეს.
Verse: d    და   რომ ჴმელეთი ვერ იტევდა,   წყალსა ნავით გამოვიდეს.






Strophe: 290_[290] 
Verse: a       რა სარუშამა შეიტყო   ფრიდონის მორჭმა-დიდება,
Verse: b       ქოიალს უთხრა: "რა იყო   შენგან ომისა ზიდება?"
Verse: c       ჰკადრა თუ: "ჩუ̂ენ რა ვიცოდით,   თვარა გვმართებდა რიდება,
Verse: d    და   რომე გვემძახლა, -- შევსწიროთ   ღმერთსა მადლი და დიდება!"






Strophe: 291_[291] 
Verse: a       ქალაქს შევიდეს, კარშიგა   მუნ დადგეს ჴელ-მწიფენია.
Verse: b       გარიგდეს ფალავანები   და ფრიდონ მეფის ძენია.
Verse: c       საამს უბრძანა მეფემან:   "ეგ რა სადგომი თქუ̂ენია?!
Verse: d    და   ჩემს ზემოთ გარდმოიარე,   ამაზედ ნურას გრცხვენია!"






Strophe: 292_[292] 
Verse: a       მართ ამაზედა მოვიდა   სამთავე ქალთა მოაბა.
Verse: b       ვერ იტყუ̂ის მათსა ქებასა   ვერც ბასთანელი მოაბა.
Verse: c       მათთა მჭვრეტელთა დააბმენ,   მართ ვითა ჯაჭვი მოაბა:
Verse: d    და   მზესაცა უნათლენია.   რას შევადარნეთ მო აბა?!.






Strophe: 293_[293] 
Verse: a       ორმოცდა ათი ხადუმი   წინ შემოუძღვა მთვარეთა.
Verse: b       უკანით ქალი ხუთასი   გაანათლებდეს არეთა,
Verse: c       მათ უკან ვაჟნი ხუთასნი,   -- ვერ ნახავ მათშიგ მდარეთა !..
Verse: d    და   ქალაქსა შიგა შევიდეს   სამოთხის შესადარეთა.






Strophe: 294_[294] 
Verse: a       მათ უკან მოჰყუ̂ა მზითევი   ანგარიშ-მიუჴდომელი :
Verse: b       რას ვაგრძელებდეთ? -- ყოველი   ზემოთ დავსწერე რომელი!
Verse: c       ფრიდონ სარუშას უბრძანა   და სიტყუ̂ა ჰკადრა მლმობელი.
Verse: d    და   სალაროშიგან შეიღო,   -- ვერ ვისგან გაუზომელი!







Strophe: 295_[295] 
Verse: a       დარბაზისაკენ წავიდეს   მეფენი ფალავნებია.
Verse: b       დავრიშთა ბრუნვა დაიწყეს,   გახშირდა ქოსთა ჴმებია.
Verse: c       თვალ მარგალიტსა აყრიდეს   ქალაქს ბერნი და ყმებია.
Verse: d    და   ღალია, მუშკი, ამბარი   ეფანტა სურნელებია.






Strophe: 296_[296] 
Verse: a       უზომოდ დიდნი დარბაზნი   იდგეს ბროლითა გებულნი.
Verse: b       იყო კედელი ნაჭედი,   თვალნი სხდეს მეტად ქებულნი!
Verse: c       ფრიდონ შეუძღვა, შევიდეს   სარუშან, -- გმირთა კრებულნი,
Verse: d    და   თვით ტახტზედ დასხდეს, -- თავადნი   შეიქნეს გარიგებულნი.






Strophe: 297_[297] 
Verse: a       სუფრა მოიღეს, -- საჭმელი   ძლივ ითქმის კაცთა ენითა!..
Verse: b       ანუ ჭურჭელთა სიკეთე?..   არ გათავდების ენითა!
Verse: c       მოასხეს ჯარი მუტრიბთა,   მომართეს ჩანგი ჟღერითა.
Verse: d    და   გამართეს სმა და ნადიმი,   შეექცეოდეს მღერითა.






Strophe: 298_[298] 
Verse: a       ორმოცს დღესა ქორწილი ქნეს   ამ წესითა, ისხდეს სრულად.
Verse: b       კმა მეტრიბთა მამაკვდავსა   მოიყუ̂ანდის კაცსა სულად.
Verse: c       მერმე გახსნეს საეტლონი,   ნახეს ბრუნვა ანასრულად,
Verse: d    და   წამოვიდეს, აღარ დარჩეს   ულხინობით გულ-ნაკლულად.






Strophe: 299_[299] 
Verse: a       მეფემ საამს გაუგზავნა   გვირგვინი და კაბა ერთი.
Verse: b       ას-ორმოცი ლიტრა ოქრო   იყო მაზედ შენაერთი.
Verse: c       შეუთვალა: "ნუმცა გაჰჴდის   უშენოდა ზაულს ღმერთი!
Verse: d    და   მობრძანდითო სავაზიროდ,   ვნახოთ აქა ერთმანერთი".






Strophe: 300_[300] 
Verse: a       რა ხალათი მიუვიდა   საამ ფიცხლავ წამოვიდა,
Verse: b       ჴელთა ჰქონდა ოქროს ლახტი,   მეფის სრასა შემოვიდა,
Verse: c       დაბლა მადლი გარდიჴადა   ჴელ-მწიფის წინ რა მივიდა,
Verse: d    და   ოქროს სელზედ დაიწვივა,   ტახტით აღარ ჩამოვიდა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.