TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 28
Previous part

Chapter: 19 
აქა ფრიდონ ჴელ-მწიფე საამს თავისის შვილების გაყრას ეუბნება.






Strophe: 301_[301] 
Verse: a       უბრძანა თუ: "ფალავანო,   გითხრობ ჩემსა გაგებულსა:
Verse: b       მე გაუყოფ ჩემთა შვილთა   სამად ჩემსა მოგებულსა,
Verse: c       მამულსა და საქონელსა,   ციხე-ქალაქს აგებულსა,
Verse: d    და   წყობით იყუ̂ნენ, მათსა მტერსა   ჰყოფდენ შუბზედ აგებელსა"






Strophe: 302_[302] 
Verse: a       საამისურ მოახსენა:   ჱე̂ მეფეო, ბძენთა ბძენო!
Verse: b       ჴელ-მწიფეთა უჯესთესო,   ემაღლესო ბრძენთა ბრძენო,
Verse: c       თუ დავშალო, გეწყინების,   -- ვაი̂ (?) თუ ცუდად მოგახსენო!
Verse: d    და   ბრძანებასა ვინ გარდავა,   რაცა გინდა, იგი ქენო!






Strophe: 303_[303] 
Verse: a       ამას მაშინც მოგახსენებ,   რომ გამიწყრე მეტად დია:
Verse: b       განაყოფი აუშლელი   არა კაცსა არ ასმია.
Verse: c       არ დასჯერდენ გაყოფასა,   თქუ̂ან: "არ ვჯერვარ ამას მია!"
Verse: d    და   თქუ̂ენ დაგაგდონ ნაღვლიანი,   გულს ლახვარი დანასმია.






Strophe: 304_[304] 
Verse: a       ჯერ მეფობა თქუ̂ენივე სჯობს,   გაიგონე მონახსენი:
Verse: b       მერმე ერთი გაჴელ-მწიფდეს,   რომელიცა იყოს ბრძენი.
Verse: c       ორნი იყუ̂ნენ უფლის-წულნი,   წაიარონ ლხინით დღენი.
Verse: d    და   არ მოიშლით, -- აგრე ქენით,   ბრძანება ვქნათ ეგე თქუ̂ენი!"






Strophe: 305_[305] 
Verse: a       ფრიდონ უთხრა: "გმირთა-გმირო,   ყუ̂ელა კარგად გავიგონე!
Verse: b       რომელიცა მეფედ დაჯდეს,   ერთსა ორი რად ვამონე?!
Verse: c       ამ საქმესა აღარ მოვშლი,   რადგან ესე მოვიგონე,
Verse: d    და   წადი, ყუ̂ელა სამად გაყავ,   ოქრო, ვეცხლი აცასწონე.






Strophe: 306_[306] 
Verse: a       კლიტე წაიღე, ყოველი   სალარო გააღებინე.
Verse: b       რაც იყოს, გამოიტანე,   აჰკიდე, გააღებინე
Verse: c       შინაური და მზითევი,   მოედანს გააღებინე,
Verse: d    და   ოქროქსოვილის კარავი   მინდორსა გააღებინე.






Strophe: 307_[307] 
Verse: a       გამოვიდა ფალავანი,   ალვა ნორჩი, ედემს რგული,
Verse: b       გამოიღო ყუ̂ელაკაი   ჯიმშედისგან მოგებული,
Verse: c       გამოიჴვნა საჴელონი,   გაათავა ბრძანებული,
Verse: d    და   სამად დადგა სრა-ფარდანი,   სტავრა-ნახლი და კერული.






Strophe: 308_[308] 
Verse: a       კუ̂ლავ მოვიდა მეფეს წინა,   ჰკადრა: "ვქენი, რაცა ბრძანე.
Verse: b       აწ მონუსხე სამეფონი,   სამად გაათანისთანე!"
Verse: c       ბრძანა: "შექენ სამი ნუსხა,   შეადარე, შეაგვანე,
Verse: d    და   ჩუ̂ენ წავალთ და სარუშაცა,    წადი, იქი მოიყუ̂ანე!"






Strophe: 309_[309] 
Verse: a       წამოვიდა ფალავანი   იამანის მეფეს წინა,
Verse: b       მოახსენა დავედრული,   ანუ რაცა გაეჩინა.
Verse: c       შეჯდა ფიცხლავ, წამოვიდა,   რა ეს სიტყუ̂ა მოისმინა,
Verse: d    და   თქუ̂ა: "ჴელ-მწიფე რასაც ბრძანებს,   მისი ურჩი არავინა!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.