TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 29
Previous part

Chapter: 20 
აქა ფრიდონ შვილები სამად გაჰყო.






Strophe: 310_[310] 
Verse: a       შუაზედა ოთხნი ტახტნი   იდგნეს მძიმედ მოჭედილნი,
Verse: b       ერთზედ იჯდა ფრიდონ მეფე   და სამზედა მისნი შვილნი.
Verse: c       რა სარუშა დაინახეს,   ადგა მეფე, -- სრულად გმირნი --
Verse: d    და   ფრიდონ მასთან დაიწვია,   ერთად დასხდეს სიტყუ̂ა-ტკბილნი.






Strophe: 311_[311] 
Verse: a       დიდებულნი გარეშემო   ალყად დასხდეს, ვინცა ღირსა..
Verse: b       მძიმე ოქროს ლახტი ჴელთ აქუ̂ს   და ნუსხები საამ გმირსა,
Verse: c       ფრიდონ უთხრა ფალავანსა,   მისთა მტერთა ამატირსა:
Verse: d    და   "აწ მიართვი თავ-თავისი,   მიდეგ მათსა ტახტის ძირსა!"






Strophe: 312_[312] 
Verse: a       წააყენა მწიგნობარი,   სალიმს ჩოქით მოახსენა.
Verse: b       ქაიაშარ ფალავანი   შესძღვნა, -- ჰკადრა ტკბილი ენა:
Verse: c       საბერძნეთი," საფრანგეთი,    დასავლეთი გქონდეს შენა!
Verse: d    და   სალიმ მდაბლად ეთაყუ̂ანა,   -- "თქუ̂ენი ურჩი რამცა ვქენა?!."






Strophe: 313_[313] 
Verse: a       მერმე თურის დაუჩოქა,   შესძღვნა ვისი ფალავანი,
Verse: b       დარუბანდი ჯეონამდის    -- ხატაეთის მონავალნი,
Verse: c       აღმოსავლით ამბალალი,    ბეშ ბალალი, თურქისტანი,
Verse: d    და   თური ადგა, თაყუ̂ანი-სცა,   მადლი ჰკადრა შესაგვანი.






Strophe: 314_[314] 
Verse: a       ერაჯს წინაშე მივიდა   პირითა მხიარულითა.
Verse: b       თვით შესძღვნა თავი ფალავნად,   მისრეთი, შამი სრულითა,
Verse: c       ინდოეთი და ერანი,    ხვარაზმა მოსამზღრულითა,
Verse: d    და   ერანი, ადრიბეჟანი    ტახტითა უნაკლულითა.






Strophe: 315_[315] 
Verse: a       ერაჯ მადლი გარდიჴადა,   გააერთებს მიწას პირსა:
Verse: b       ქაიაშარ სელზედ დასვეს,   სალიმისა ტახტის ძირსა,
Verse: c       ვისი თურის ტახტთან დასვეს,   ერთ ფალავნად ისიც ღირსა.
Verse: d    და   საქონელიც სამად გაჰყუ̂ეს,   ჰკრეს ნაღარას, ყუ̂ირო-შტვირსა.






Strophe: 316_[316] 
Verse: a       იამანის ჴელ-მწიფესა   მიუმატა ზანგუბარი,
Verse: b       ტახტი მძიმედ მოჭედილი   და გვირგვინი მათი დარი,
Verse: c       ქოიალს და ფალავნებსა   საჩუქარი ბევრი გვარი
Verse: d    და   მადრიალი გაისტუმრა,   გაიარეს მათი მზღვარი.






Strophe: 317_[317] 
Verse: a       ერთობილნი დაეთხოვნეს   მათსა თემსა წამოსავლად:
Verse: b       სალიმ ცოლით წამოვიდა   საბერძნეთსა მზის დასავლად,
Verse: c       თური თურანს გაემარი,   ჯეონს გაღმა გამოსავლად,
Verse: d    და   ერაჯ დადგა ფრიდონთანა    ერანისა შემოსავლად.






Strophe: 318_[318] 
Verse: a       საამისურს დაუმტკიცა   ზაული და ქუ̂აბულელნი,
Verse: b       ქიშმირი და ყანდაარი,    წიგნს დაუსვა ზედან ჴელნი;
Verse: c       წამოვიდეს შემოსილნი,   საჭურჭლისა ვერ დამთვლელნი,
Verse: d    და   გვირგვინი და მოჭედილნი   ტანთ ჩაიცვეს სამოსელნი.






Strophe: 319_[319] 
Verse: a       ათას ჯორსა და აქლემსა   აჰკიდა საქონელია,
Verse: b       ათასი, ქალი და ვაჟი   -- ტანთ ოქსინოთა მცმელია,
Verse: c       ხუთასი ცსენი კაზმული,   ჩაუქი, ვით მფრინველია,
Verse: d    და   წაასხა ყუ̂ელა, წავიდა,   -- გზაშიგ წაღება ძნელია!






Strophe: 320_[320] 
Verse: a       ქიშვადს უბოძა ერაყი    და მილადს ხვარასანია
Verse: b       ყარანს და ყუბადს მრავალი   მართ მათი შესაგვარია
Verse: c       დაეთხოვნეს და გაუშვა   თავადნი, ყუ̂ელა სპანია.
Verse: d    და   ფრიდონს და ერაჯს მცირენი   შერჩეს შინანი ყმანია.






Strophe: 321_[321] 
Verse: a       სალიმ საბერძნეთს მივიდა,   ეუცხოურა თემია:
Verse: b       მას მუნებური არ ესმის,   არს ვითა გველ-ნაცემია;
Verse: c       თქუ̂ა თუ: "რა მიყო მამამა,   არა ინაღვლა ჩემია,
Verse: d    და   მე ვერ დამარჩენს ქუ̂ეყანა   ეს მისი მონაცემია!"






Strophe: 322_[322] 
Verse: a       თური რა ჯეონს გავიდა,   ეუკუღმართა, ეავა.
Verse: b       ენა არ ესმის თურქული,    თქუ̂ა: "ვაგლახი და მე ვა!
Verse: c       არ გამიშვებსო ცოცხალსა   ამა ქუ̂ეყნისა მე ავა,
Verse: d    და   მე ეს მომცეს, და ტახტზედა   ერაჯ ერანსა ზე ავა".






Strophe: 323A_[323] 
Verse: a       თურიმ ორასი ათასი   შეჰყარა მეომარია,
Verse: b       წავიდა, სალიმს მიმართა,   მით რომ მოედვა ალია,
Verse: c       სალიმ სცნა, გამოეგება,   გაჴდა ზათქი და ზარია,
Verse: d    და   შეიყარნეს და უამბეს   ერთმანერთს საჩივარია.






Strophe: 323B_[324] 
Verse: a       თქუ̂ეს თუ: "შვილად არ გვახსენა,   არ ინაღვლა მამამ ჩუ̂ენდა,
Verse: b       უკეთესი ერაჯს მისცა   ტახტი -- თემი მოსასუ̂ენდა",
Verse: c       ვისმა თქუ̂ა თუ: "დაეხსენით,   გაიგონეთ მონახსენდა,
Verse: d    და   აწ დასჯერდით გაყოფასა,   მეფე არის მამა თქუ̂ენდა".






Strophe: 324_[325] 
Verse: a       ვისის არა გაუგონეს,   სამესისხლოდ შეიყარნეს,
Verse: b       ოთხასი ათასით კაცით   სატანასა მიებარნეს,
Verse: c       თქუ̂ეს თუ: "სრულად მოვამტვეროთ",   ერანისკენ თავნი არნეს.
Verse: d    და   ფრიდონს კაცი მიუვიდა,   რა ახლოსა მიეჯარნეს.






Strophe: 325_[326] 
Verse: a       მეფეს რა ესმა ამბავი,   გულსა ჩაეგზნო ალია,
Verse: b       მას მოაგონდა საამის    სიტყუ̂ები დანაშალია.
Verse: c       ეტლი და ბედი დასწყევლა,   თქუ̂ა: "ყუ̂ელა ჩემი ბრალია,
Verse: d    და   რატომ გაუყავ მამული,   -- არვისგან მადგა ძალია?!"






Strophe: 326_[327] 
Verse: a       საამს წინაშე გაგზავნა   ამა ამბვისა მცნობელი,
Verse: b       ქიშვადს და მილადს მისწერა   ლაშქართა მოსაჴმობელი,
Verse: c       ერაჯ თქუ̂ა: "ძმათა არა ვარ   ლახვართა დამასობელი,
Verse: d    და   წავალ და მივეგებები,   ვით ვიყო მიუნდობელი".






Strophe: 327_[328] 
Verse: a       ფრიდონ უთხრა: "ნუ წახვალო   დამიჯერე ჩემი მცნება:
Verse: b       არ მოველი დანდობასა,   ვიცი მათი აწ გაგება!"
Verse: c       ერაჯ აღარ დაიშალა,   თქუ̂ა: "მწადიან მათი ხლება".
Verse: d    და   მარტო ასით ცხენოსითა   ფიცხლავ წინა მიეგება.






Strophe: 328_[329] 
Verse: a       რა სცნეს, -- ერაჯ" მოვიდაო",   -- ძმანი წინა მიეგებნეს.
Verse: b       ერთმანერთსა უსალამეს,   არ ენანი გულსა ებნეს.
Verse: c       ჩამოჴდეს და დაებარგნეს,   ადრე ჰპოვეს, რაცა ძებნეს.
Verse: d    და   რჩევა შექნეს ღალატისა.   შეკაზმული არ შეებნეს.






Strophe: 329_[330] 
Verse: a       ვინც გაჰყუ̂ების ამ სოფელსა,   ვერ მიჴვდების მართლად ჭკუ̂ასა:
Verse: b       მოაღორებს, არ დაინდობს,   გამოურჩევს ავის ქნასა,
Verse: c       აამაღლებს, "რაცა მინდა,   იგი ვქენო", ესე თქუ̂ასა.
Verse: d    და   მერმე ადრე შერცხვენილსა,   დაანაღვლებს ქუ̂ეყანასა.






Strophe: 330_[331] 
Verse: a       ყუ̂ელამ იცით, ეშმაკისგან   ჯიმშედს რაცა დაემართა,
Verse: b       ანუ ზააქს მჴრის თავზედა   ვით გველები აემართა;
Verse: c       სალიმ-თური იმათ მიჰყუ̂ნეს,   -- არ გონება ეწაღმართა.
Verse: d    და   გაჰყუ̂ეს კვალსა მაცდურისსა,   სამოთხისას დასცთეს კართა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.