Strophe: 331_[332] | ||
Verse: a | ერაჯ დაჯდა ოთახშიგა, | ვით ცისკარი ანათობდა, |
Verse: b | ვითა ვარდი გაშლილიყო, | მათგან ავსა არ აზრობდა, |
Verse: c | იცინოდა, მშუ̂ენიერნი | კბილნი მისნი ბროლსა სჯობდა, |
Verse: d და | სალიმ-თური უდარბაზეს, | -- დაიწვივნა, ალერსობდა. |
Strophe: 332_[333] | ||
Verse: a | თურიმ უთხრა ერაჯს სიტყუ̂ა, | -- ავი, მქისე საუბარი: |
Verse: b | "შენ რა მყევხარ, -- დაიჭირე | ერანი და ინდოთ კარი!" |
Verse: c | ერაჯ თქუ̂ა თუ: "ჩემნო ძმანო! | ეგ არ არის ჩემი ბარი, |
Verse: d და | "თუ გინდოდეს, თქუ̂ენი იყოს | ერანი და მისი მზღვარი. |
Strophe: 333_[334] | ||
Verse: a | თუ მინდოდა თქუ̂ენთვის ავი, | აქ ვიქმოდი მარტო რასა? |
Verse: b | სრულად ლაშქარს შევიყრიდი, | გავბედავდი ჴლმისა კრვასა. |
Verse: c | თურიმ სელი გამოიძრო, | თავს გარდაჰკრა ტკბილსა ძმასა. |
Verse: d და | მერმე ორთავ ქუ̂ეშ დაიდვეს, | ჴელი მიჰყუ̂ეს სისხლის ღვრასა. |
Strophe: 334_[335] | ||
Verse: a | თურიმ ქაქულს უკუ სწივა, | გამოუჩნდა ბროლი ყელი, |
Verse: b | წყეულს ედვა მოგვშიგ დაშნა, | დასაკლავად მიყო ჴელი, |
Verse: c | ფიცხლავ თავი გარდაკუ̂ეთეს, | მოკლეს ტკბილი საყუ̂არელი, |
Verse: d და | ლომ-გულსა და ჯავარ-სრულსა | დაუბნელდეს დღე ნათელი! |
Strophe: 335_[336] | ||
Verse: a | ცრუმა მუხთალმა სოფელმა | ერაჯს რა უყო მთვარესა? |
Verse: b | მშუ̂ენიერსა და ზნე-სრულსა, | ჴმა-ტკბილსა მოუბარესა, |
Verse: c | პილოტანსა და ლომ-გულსა | სუდარი აზეწარესა! |
Verse: d და | ტახტ-გვირგვინისა სანაცვლოდ | ტაგრუცი მიაბარესა. |
Strophe: 336_[337] | ||
Verse: a | ერაჯისა თავისათვის | ოქროს ტაშტი მოიტანეს, |
Verse: b | შიგ ჩადვეს და გარდახურეს, | აგრე ფრიდონს გაუგზავნეს. |
Verse: c | თვით ორნივე მათსა თემსა | წავიდეს და თავნი არნეს, |
Verse: d და | ვირემ თავი მივიდოდა, | ერანს სპანი შეიყარნეს. |
Strophe: 337_[338] | ||
Verse: a | საამ არ იყო. მას გარეთ | მოვიდა სრულ ლაშქარია, |
Verse: b | იდგა მრავალი კარავი, | ნაღარას ქონდა დგარია, |
Verse: c | თავის მიმღებთა უჩუმოდ | შევლეს ქალაქის კარია. |
Verse: d და | იაზრეს მოქალაქეთა, | გაჴდა ანაზდად თქარია. |
Strophe: 338_[339] | ||
Verse: a | დარბაზსა შიგა ჴელ-მწიფე | ტახტზედ ზის მარტო ქავითა, |
Verse: b | ტაშტითა თავი დაუდგეს, | შესძახეს ჴმითა ავითა. |
Verse: c | ფრიდონ გაშტერდა, ვერ მიხვდა, | ვერცა თუ სიტყუ̂ა თქუ̂ა ვითა! |
Verse: d და | რა იცნა, დიდი შაჰყვირა, | იჭეხნა, მაღლა ცა ვითა. |
Strophe: 339_[340] | ||
Verse: a | გულსა ზედა დაიკონა, | დაემგზავსა ვითა მკვდარსა. |
Verse: b | ტახტიდაღმე ჩამოვარდა, | ჩამოვარდა ფიცხლავ მჴარსა. |
Verse: c | თავი სრულად დაიმსხვრივა, | სისხლი მოსდის, ვითა ღარსა. |
Verse: d და | მერმე მისი თეთრი წვერი | დაიგლიჯა, მოიპარსა! |
Strophe: 340_[341] | ||
Verse: a | მაშინ რა ქნა ბერმან ფრიდონ, | დაიგლიჯა თმა და წვერნი. |
Verse: b | თავს იცემდეს ერანელნი | შეძრით იყუ̂ნეს მეტად ბევრნი. |
Verse: c | სისხლი ვეღარ მოიკითხეს, | -- გამოვიდა ხანი ბევრნი. |
Verse: d და | მანუჩარ და საამ მოკლეს | თური-სალიმ ძმისა მკვლელნი. |
Strophe: 341_[342] | ||
Verse: a | ტახტ-გვირგვინი დააქცივა, | თავს ნაცარი გარდიყარა, |
Verse: b | ჴორცნი სრულად დაისივა, | პირსა ტყავი აიყარა. |
Verse: c | ჴმა დავარდა ლაშქარშიგა, | -- ყუ̂ელა დარბაზს შეიყარა. |
Verse: d და | ყუ̂იროდეს და თავს იცემდეს, | გავს თუ: -- მეხი ჩამოყარა! |
Strophe: 342_[343] | ||
Verse: a | დაიპარსნეს და დაშიშკლდეს, | თავს მოიჴადეს ქუდები. |
Verse: b | დროშა-ნაღარა დალეწეს, | ცხენებსა დასჭრეს კუდები, |
Verse: c | ჯაჭვ-მუზარადი, ფარ-ჴმალი | შეიქნა განაცუდები. |
Verse: d და | მტვერი ცათამდის ამაღლდა, | ცეცხლი მოედვა უდები. |
Strophe: 343_[344] | ||
Verse: a | ეტლი უკუღმა დაბრუნდა, | ცა სჭექდა, ქონდა ყუ̂ირილი. |
Verse: b | მზემ და მთვარემან დაიწყეს | სისხლის ცრემლითა ტირილი. |
Verse: c | დედანი ტურფად მოსთქმიდეს, | ყუ̂ელგან შეიქნა კივილი. |
Verse: d და | ვაი̂ (?) ერაჯ შენი შუ̂ენება, | ვაი̂ (?) ბაგე ვარდი, ღიმილი!.. |
Strophe: 344_[345] | ||
Verse: a | კუ̂ლა დაიწყო ფრიდონ მოთქმა, | შემოიკრა თავსა ჴელი. |
Verse: b | თქუ̂ა: "რა იქენ შვილო, შვილო, | რად დაგკარგე საყუ̂არელი. |
Verse: c | ჩემთა თვალთა სინათლეო, | ჯერ ვარდი ხარ გაუშლელი, |
Verse: d და | შვილო ახალ-მოწიფულო, | მოჰკვე, ჯერეთ დაუცდელი!" |
Strophe: 345_[346] | ||
Verse: a | სულისაცა უტკბოსი ხარ, | ალვის ნორჩო საროს ტანო, |
Verse: b | ჯერეთ ლხინის უნახაო, | მკლავ-მაგარო პილოტანო, |
Verse: c | ყუ̂ავილი ხარ სამოთხისა, | შვილო, რასღა დაგაგვანო, |
Verse: d და | შენად ნაცვლად ვის უჭვრეტდე, | ჩემთან ვინღა მოვიყუ̂ანო?! |
Strophe: 346_[347] | ||
Verse: a | ვით მოგკლეს ძმათა პირ-შავთა, | რად არა შეეწყალია?! |
Verse: b | აწ რა ვქნა ბერმან ღარიბმან? | გულსა მომედვა ალია! |
Verse: c | ვის მივცე ტახტი, გვირგვინი? | ვის შემოვარტყა კმალია?! |
Verse: d და | ამდენი იცა, დაუბრმდა | ფრიდონს ორივე თვალია. |
Strophe: 347_[348] | ||
Verse: a | სასაფლაოს მიასუ̂ენეს, | შექნეს გლოვა საშინელი. |
Verse: b | სულის საქმე დაიურვეს, | გასცეს ბეუ̂რი საქონელი. |
Verse: c | ყუ̂ელამ ძაძა შეიმოსა, | არა კარგი ტანს საცმელი. |
Verse: d და | დაეთხოვნეს, წამოვიდეს, | ვინცა იყო ერანელი. |
Strophe: 348_[349] | ||
Verse: a | ეს ამბავი საამისურს | გზასა ზედა შაეყარა: |
Verse: b | ცამან ვითა, დაიჭეხნა, | ცხელი ცრემლი ჩამოჰყარა. |
Verse: c | ცხენიდაღმა ჩამოიჭრა, | დაეხეთქა, დაემყარა, |
Verse: d და | დაბრუნდა და მგლოვიარე | ზაულლისტანს წაეყარა. |