Strophe: 605_[606] | ||
Verse: a | წესი არის საწუთროსა: | "ბოლოდ ლხინსა დაამწარებს, |
Verse: b | ცოცხალს არვის არ გაუშვებს, | რაზომსაცა ხანსა წარებს. |
Verse: c | სტყუის, -- ვინცა სიკუ̂დილისთვის | ეშინის, თუ აწარწარებს. |
Verse: d და | სჯობს სამოთხე მოიპოვნოს, | -- "თვარ სამარე არა წარებს! |
Strophe: 606_[607] | ||
Verse: a | ყველამ იცით ფრიდონისა, | სრულ ქუ̂ეყანა ჴლმით იშოვა, |
Verse: b | მაგრამ მისსა ტახტ-გვირგვინსა | ბოლოს ისიც დაეთხოვა, |
Verse: c | არ შეუნდო საწუთრომან, | ბაჟ-ბეგარალ მასცა სთხოვა, |
Verse: d და | მოუალსა გზას წავიდა, | რომე მუნით ვერვინ მოვა. |
Strophe: 607_[608] | ||
Verse: a | შეიტყო, კარზედ მიადგა | სიკუ̂დილი შეუპოველი. |
Verse: b | მანუჩარ იჴმო და საამ | თავადნი მისი ყოველი, |
Verse: c | ჴელნი შეუპყრა მანუჩარს, | არის ცრემლისა მთოველი. |
Verse: d და | უბრძანა: "წავალ მუნ, სადა | მოსვლასა აღარ მოველი!" |
Strophe: 608_[609] | ||
Verse: a | დალოცა, უთხრა: "ცისა და | მიწისა დამბადებელმან, |
Verse: b | მზისა, მთვარისა, მასკუ̂ლავთა, | საწუთროს განმქარვებელმან -- |
Verse: c | -- ავი ნუროდეს ნუ გიყოს | -- მოსავთა მამატებულმან, -- |
Verse: d და | მაცდურის კუ̂ალსა არ გაჰყუ̂ე, | იცოცხლო ღვთისა მქებელმან!" |
Strophe: 609_[610] | ||
Verse: a | მეფობა თქუ̂ენიმც ნუ არის | მიზდღეჩი შეჭირვებული, |
Verse: b | მბრუნავი ეტლი გიძღოდეს, | დროშა გაქუ̂ს გამარჯვებული, |
Verse: c | კარგსა მთვარესა ნაშობო, | კარმცა ნიადაგ შვებული!.. |
Verse: d და | სამართალი ქენ, -- იქნები | მტერზედა ამაღლებული. |
Strophe: 610_[611] | ||
Verse: a | თქუ̂ენც გასმია, ზააქ რა ქნა? | უმალ თავის მამა მოკლა, |
Verse: b | უბრალონი ჴელ-მწიფენი | აფთიონ და ჯიმშედც მოკლა, |
Verse: c | სხვა მრავალი ქუ̂ეყანასა | გველისათვის კაცი მოკლა, |
Verse: d და | სული ეშმაკს მიაბარა, | დღენი მისნი შეიმოკლა! |
Strophe: 611_[612] | ||
Verse: a | მერმე საამს მოახსენა | საუბარი სიტყუ̂ა კარგი, |
Verse: b | ქიშვადს, ყარანს, ყუბადს, მილადს, | სხვა ვინც იყო კაცი ვარგი, |
Verse: c | მანუჩარის ტახტ-გვირგვინი | თქუ̂ენგან არი განამაგრი, |
Verse: d და | აწ მშვიდობით, თქუ̂ენი პირი, | ცოტა მიმაქუ̂ს აქათ ბარგი. |
Strophe: 612_[613] | ||
Verse: a | ესე თქუ̂ა და ფრიდონ მეფე | საწუთროსა მიეფარა, |
Verse: b | საამ დიდი დაიყუ̂ირა, | თავს ნაცარი გარდიყარა, |
Verse: c | მანუჩარცა გაიგლიჯა | ღაწვი ხოკნით დაიღარა, |
Verse: d და | საჴელ-მწიფო ქუდ-გვირგვინი | მიწას დაჰკრა, შექნა გარა. |
Strophe: 613_[614] | ||
Verse: a | საყელონი გარდიხივნეს, | შექნეს ყოველთა ტირილი. |
Verse: b | მოსთქმიდეს მისსა მორჭმასა, | იყო ლაშქართა ყუ̂ირილი, |
Verse: c | უქეს სიუხვე, სიტურფე, | სოფლისა დანაჭირილი, |
Verse: d და | ეტყოდეს: "იყავ მამაცი, | სად იყო განაჭირილი!" |
Strophe: 614_[615] | ||
Verse: a | თაბუთშიგა ჩააწვინეს, | სასაფლაოს წაასუ̂ენეს. |
Verse: b | ბეუ̂რი გასცეს გლახაზედა, | უქონელნი ააშენეს. |
Verse: c | ქავმან იცა ეზომ თავსა, | რომე ვეღარ მოესუ̂ენეს. |
Verse: d და | წაჰყუ̂ა მისსა ჴელ-მწიფესა, | სულთ სალამი მოახსენეს. |
Strophe: 616_[616] | ||
Verse: a | ორს წლამდის იყუ̂ნეს გლოვითა | მეფე და სრულად ერანი! |
Verse: b | აღარ ისმოდა ქოსთა კმა, | არცა მუტრიბთა მღერანი. |
Verse: c | მანუჩარ ბრძანა: "ტაბლაკთა | ჰკარით, და გაჴდეს დგერანი, |
Verse: d და | ვიჴმოთ ყოველნი თავადნი, | წიგნსა დაუწყეთ წერანი. |