Strophe: 617_[617] | ||
Verse: a | გასწერეს წიგნი ყოველგან | თავადთა მოსაჴმობელი. |
Verse: b | თან შეიტანა თავადნი, | -- საამ მებრძოლთა მპყრობელი. |
Verse: c | მერმე შეუ̂იდა სავარდეს | მანუჩარ ქუ̂ეყნის მპყრობელი. |
Verse: d და | ქიშვად და ყარან და ყუბად, | მილად -- რაზმისა მწყობელი. |
Strophe: 618_[618] | ||
Verse: a | სავარდის ზღუდე ნაჭედი | გარ იყო მონადევნები. |
Verse: b | არაყბარისა სარაჯზე | იდგა ნაჴლისა სევნები. |
Verse: c | ვერცხლის ხეზედა ეკიდა | თვალ-მარგალიტის მტევნები |
Verse: d და | ნავროზობისა დრო იყო. | ყუ̂ელა ყუ̂აოდა ხევნები. |
Strophe: 619_[619] | ||
Verse: a | დაჯდა, დაისხნა თავადნი, | შეიქნა გამოჩუ̂ენება. |
Verse: b | მეჩანგე უზის პირ-მთვარე, | ჰქონდა მასკუ̂ლავთა შუ̂ენება!.. |
Verse: c | ვითა ბულბული, იმღერდეს, | დაიწყეს გამოსუ̂ენება. |
Verse: d და | სვემდეს და შეექცეოდეს, | ვითა მათს გულსა ენება. |
Strophe: 620_[620] | ||
Verse: a | ყოვლგნით მოვიდეს თავადნი, | აივსო სრულად სარავი. |
Verse: b | მეფემან გააღებინა, | მინდორზედ დადგეს კარავი. |
Verse: c | ტახტზედა დაჯდა -- სიუხვით | არ საქონლისა მფარავი, |
Verse: d და | საამ სელზედა დაისვა | მისთა მებრძოლთა მზარავი. |
Strophe: 621_[621] | ||
Verse: a | შემოიწვივნა თავადნი, | მართ ვითა ჴამდა წესითა, |
Verse: b | თაყუ̂ანსა სცემდეს მეფესა, | დალოცეს ზესთა-ზესითა, |
Verse: c | დასხდა, დაიდვა ნადიმი, | ტაბლაკი ჴმობდა კუ̂ნესითა, |
Verse: d და | აავსნო საბოძვარითა | ტურფითა, უკეთესითა. |
Strophe: 622_[622] | ||
Verse: a | ნადიმსა ზედან მოვიდეს | ქეშ-ფარუდ მთისა ძირელნი, |
Verse: b | მოჩივარნი და მტირალნი, | არ მომღერალნი, მცინელნი. |
Verse: c | კარზედა რაზმად წამოდგეს, | მჩქეფარად სისხლის (!?) მდინელნი, |
Verse: d და | მეფე დალოცეს, ქება თქუ̂ეს, | კუ̂ლა და კუ̂ლა შესაძინელნი. |
Strophe: 623_[623] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფეს ჰკადრეს : "ყოველი | ქუ̂ეყანა არის თქუ̂ენია, |
Verse: b | არ პირიანი საქმეა, | ეს რაც ჩუ̂ენ მოგვიხსენია; |
Verse: c | ესე მუხთალი სოფელი, | ვაი̂ (?) წაჴდა კერძი ჩუ̂ენია: |
Verse: d და | ქეშ-ფარუდ მთისა ოდენი | ვეშაპი გამოგვჩენია! |
Strophe: 624_[624] | ||
Verse: a | თმიანი პირ-ცეცხლიანი, | გელაზს უფრო აქუ̂ს თვალია, |
Verse: b | უმაგალითო სიდიდით | ვერ ებრძვის პილო მთვრალია, |
Verse: c | ავის ნაფსლისა მთესავსა | გესლი გამოზდის მყრალია, |
Verse: d და | ნუ აქუ̂ს სიცოცხლის იმედი, | ვიზედ მივიდეს მწყრალია. |
Strophe: 625_[625] | ||
Verse: a | რქა აბია შუბლსა ზედა, | ოცი მჴარი არის სიგრძე, |
Verse: b | მისის კბილის სიდიდესა | ჰკუ̂ირობს ყოვლი ადამის ძე. |
Verse: c | სითაც ჩუ̂ენი წყალი მოდის, | იქი წყუს და მუდამ შიგ ძე, |
Verse: d და | შიგ ჩაასხამს ავსა გესლსა, | შეუპყრივართ ამა ჭირზე. |
Strophe: 626_[626] | ||
Verse: a | მისის ნაფსლისა სმისაგან | სრულ ამოგვიწყდა ჯოგია, |
Verse: b | ძროხა და ცხვარი აღარ გვყავს, | წყურვილით წაჴდა ზოგია, |
Verse: c | აწ მოდგომილა ჩუ̂ენზედა | იგი წყეული მოგვია, |
Verse: d და | ჩუ̂ენ ვართ ამისი მოაჯე, | მისი მებრძოლი მოგვია. |
Strophe: 627_[627] | ||
Verse: a | რა ეს ესმა ჴელ-მწიფესა, | დია მეტად დაუმძიმდა, |
Verse: b | ფიცხლავ თავი ჩამოაგდო | და აღარცა გაცაღიმდა, |
Verse: c | მერმე უჴმო მოლარეთა: | -- "მოიტანეთ, რაცა მინდა!" |
Verse: d და | შვიდი ჯამი თვალით სავსე, | -- მისსა ფასსა ვინ დასთვლიდა?!. |
Strophe: 628_[628] | ||
Verse: a | შვიდასი ლიტრა ოქრო და | შვიდასი ვერცხლის წონაო |
Verse: b | ასი პირ-მთვარე ლამაზი | და ასი ვაჟი მონაო, |
Verse: c | შორს დააყენა ყულაი. | ეს გმირთა გააგონაო: |
Verse: d და | "ეს მისი იყოს, საომრად | ვეშაპს ვინ შეეწონაო!" |
Strophe: 629_[629] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფისა ბრძანებასა | ერთობილთა მისცეს ყური. |
Verse: b | ვერ ვინ ადგეს, მზერა შექნეს, | რა მეფისგან ცნეს დასტური. |
Verse: c | ამაზედა ფალავანი | ნარიმანის დანერგული |
Verse: d და | ზე წამოდგა, სპილო მთვრალი, | რაზმთა მფრეწი სამისური. |
Strophe: 630_[630] | ||
Verse: a | ღთისა სახელი ახსენა | და ჴელ-მწიფისა ბედია. |
Verse: b | პირი დაადვა მიწასა, | თქუ̂ა თუ: "ესე ვქნა, მე დია!" |
Verse: c | ნარიმანისა ლახტი აქუ̂ს, | მისი ლომისა ღვედია, |
Verse: d და | მანუჩარ ლოცვა დაიწყო, | ახსენა მაღლით მხედია. |
Strophe: 631_[631] | ||
Verse: a | საამ ვეშპის საომარად | მივა, -- აღარა დგებოდა, |
Verse: b | ჴელთა მშვილდი აქუ̂ს ლომ-გულსა, | სამანდსა ზედა ჯდებოდა; |
Verse: c | ვერვინ გაბედა, -- მას გმირსა | გულს შიში არა ზდებოდა. |
Verse: d და | ჴელ-მწიფე ლოცავს ქუდ-მოჴდით, | უფალსა ევედრებოდა. |
Strophe: 632_[632] | ||
Verse: a | ფალავანი ქაშიბისკე, | ვით ღრუბელი წამოგრგვინდა, |
Verse: b | მუნებურნი კაცნი ახლდეს, | მოჩივარნი იყუ̂ნეს მუნდა, |
Verse: c | თვით ომს არჩევს, კაცნი შლიან, | მათ სიტყუ̂ასა არა ჰკუ̂ირდა |
Verse: d და | ბრძანა: -- "ახლოს მომიყუ̂ანეთ, | სხვა ვეზირი არად მინდა!" |
Strophe: 633_[633] | ||
Verse: a | მოახსენა: -- "ქედსა იქით | მინარა დგას სამი გრძელი, |
Verse: b | თვალ-უწდომი სიმაღლითა, | ვერ შესწვდების ვერა ძელი, |
Verse: c | ზედა გვისხედს მენაღარე | გამოსვლისა მაცნეუ̂ელი. |
Verse: d და | რა კმა გვესმის, გავიქცევით, | დავიმალვით, ვითამელი. |
Strophe: 634_[634] | ||
Verse: a | ვეშაპს რა ნახვენ, დაუკვრენ, | იქითნი მენაღარენი, |
Verse: b | მერმე ესენი უცემენ, | შეიტყობს ჩუ̂ენი არენი. |
Verse: c | ჩუ̂ენზედა ბრუნავს რისხვით ცა, | არა გვაქუ̂ს კარგი დარენი, |
Verse: d და | ის ას-ოთხმოცი ადლია, | მით სული გვიდგან მწარენი. |
Strophe: 635_[635] | ||
Verse: a | რა გაათავეს ანბავი | და მათი საუბარია, |
Verse: b | თურმე ვეშაპი გამოჩნდა, | ნაღარას გაკდა დგარია. |
Verse: c | გაიქცეს საამის გვერდით, | მოამბეც არსად არია. |
Verse: d და | ფალავანს მეტად უკუ̂ირდა | მათი შიში და ზარია. |
Strophe: 636_[636] | ||
Verse: a | ქედს გარდმოვიდა, შეხედა: | "- დიდად ემაღლა მინარა. |
Verse: b | მენაღარეთა რა ნახეს, | თქუ̂ეს თუ: "შემცდარა ვინარა?!." |
Verse: c | თვალნი მოავლო ყოველგან, | ვერა ნახა რა წინარა, |
Verse: d და | მინარას გვერდი ჩაუვლო, | შიშით არ მოიწყინარა. |
Strophe: 637_[637] | ||
Verse: a | მენაღარეთა უყივლეს: | "უსმინე ჩუ̂ენსა თხრობასა. |
Verse: b | თუ არ ხელი ხარ, დაბრუნდი, | შმაგი ხარ? -- მოდი ცნობასა. |
Verse: c | ვეშაპი გამოჩენილა | ამისთვის უკრავთ ნობასა, |
Verse: d და | დაბრუნდი, თვარამ ჩაგყლაპავს, | დაგჴსნის სოფლისა თმობასა! |
Strophe: 638_[638] | ||
Verse: a | მათ არ უყურა, წავიდა | გმირი ცნობითა მშვიდითა. |
Verse: b | კუ̂ლავ სხვათა მენაღარეთა | უყივლეს კმითა დიდითა: |
Verse: c | "აწ დაგვიჯერე, დაბრუნდი, | ნუ წახვალ მაგა კიდითა! |
Verse: d და | თვარა შემცდარხარ, მისთვის ხარ, | არა კრძალვით დარიდითა! |
Strophe: 639_[639] | ||
Verse: a | მესამესა მინარაზედ | რა მოვიდა ფალავანი, |
Verse: b | შიშით მართლა ვერა თქუ̂ეს რა, | გაამაღლეს ვერცა ჴმანი, |
Verse: c | ვეშაპს თურმე წყალი ესვა, | წამოევლო ახლოს გზანი, |
Verse: d და | მდაბლად ჴელი დაუქნიეს | და ჩურჩულით შექმნეს ჴმანი. |
Strophe: 640_[640] | ||
Verse: a | უთხრეს: "აქა რად მოსულხარ? | შმაგი ხარ თუ, ანუ ვინა?! |
Verse: b | ნებით თავსა რად მოიკლავ? | ნეტარ რამან შეგაცთინა? |
Verse: c | გიჯობს, აწვე გაიპარე, | ასრე ვინა მოგაცდინა?!. |
Verse: d და | თავსა ჩუ̂ენ ნუ შემოგვაკლავ, | გეხვეწებით: "წადი შინა!" |
Strophe: 641_[641] | ||
Verse: a | საამისურ (!?) ფალავანმან | მათ დაუწყო საუბარი: |
Verse: b | "მაგა გვარსა ნურასა მწვრთნით, | არ გაპარვის ჟამი არი, |
Verse: c | თუ გასმიათ უთრუთის ძე | და ნარიმან სფაადარი. |
Verse: d და | ღვთის ძალითა ვეშაპზედა | თქუ̂ენ გაჩუ̂ენო კარგი დარი. |
Strophe: 642_[642] | ||
Verse: a | იადგარად დეუ̂-ვეშაპთა | მათ დამიგდეს ჴოცა, -- ბრძოლა, |
Verse: b | ომის ჟამსა მამაცობა, | არ ჯაბნობა ცუდად წოლა, |
Verse: c | აწე ცხენსა აქ დავაბამ, | მინდა თანა არ წაყოლა, |
Verse: d და | თუ ჴმა გესმას სამჯერ ჩემი, | ფიცხლავ ქენით ჩემკენ რბოლა!". |
Strophe: 643_[643] | ||
Verse: a | ცხენი დააბა, წავიდა, | უფალსა ევედრებოდა, |
Verse: b | თავ-მოჴდით ღმერთსა ევედრა, | ვეშაპზედ ემოწმებოდა, |
Verse: c | თვალი მოკიდა ვეშაპსა, | -- მივა, საწოლზედ წვებოდა, |
Verse: d და | წყნარად მიზდეუ̂და, ჯომარდად, | არ სუსტად ერეწებოდა. |
Strophe: 644_[644] | ||
Verse: a | მას გარეშემო შაექნა | ნაცარი, ვითა მტვერია, |
Verse: b | საროს უმაღლე სფაადი | მუჴლამდის შიგა ერია. |
Verse: c | ბრძანა თუ: "მართლა იტყოდეს | სიდიდეს ისი ერია, |
Verse: d და | დაღონდა, მაგრა ესე თქუ̂ა: | "ღვთითა აწ არაფერია!" |
Strophe: 645_[645] | ||
Verse: a | რა საწოლზედ მოიღვლარჭნა, | მოიხედა, საამ ნახა, |
Verse: b | კუდის წვერზედ აემართა, | ჩასანთქმელად მოემახვა, |
Verse: c | ფალავანმან შემოქმედი | ადიდა და სულთქმნა, ახა. |
Verse: d და | ლახტი ერჭვა, მშვილდ-ისარი | ჴელთა ჰქონდა, შეუზახა. |
Strophe: 646_[646] | ||
Verse: a | ცეცხლის ქარი გამოუშვა, | საამს თავსა გარდაყარა, |
Verse: b | დაიცთუნვა, შორს გააგდო, | პირსა მტვერი შეაყარა, |
Verse: c | შეისულთქმნა ჩასანთქმელად, | სწადდა, -- ახლოს შეეყარა, |
Verse: d და | ფალავანმან კლდესა ფერჴი | მიაბჯინა, დაამყარა. |
Strophe: 647_[647] | ||
Verse: a | კუ̂ლავ გამოუშვა სხვა ქარი | საროსა შესარხეუ̂ელად, |
Verse: b | შეისუნთქნა და მიზიდა, | შტო მოჰყუ̂ა მოსარხეულად, |
Verse: c | ჴელთა აქუ̂ს მშვილდი, ისარი, | მის თემის სისხლთა მზღვეველად, |
Verse: d და | შესჭეხა: -- "ახლა ცოცხალი | ვეღარ წამიხვალ მე ველად!" |