TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 55
Previous part

Chapter: 46 
აქა საამ ფავნისაგან ვეშპის სიკუ̂დილი.






Strophe: 648_[648] 
Verse: a       თვალსა ჰკრა არყის ისარი,   ღაბაბსა შიგან გაავლო.
Verse: b       მშვილდი გააგდო და ჴელი   მძიმესა გურძსა წაავლო,
Verse: c       თავს დაკრა, მისი მებრძოლი   წაღმა აღარა წაავლო,
Verse: d    და   მისი ოჴერი სიდიდე   ყუ̂ელაი ცუდად ჩაავლო.






Strophe: 649_[649] 
Verse: a       საამს ბოლო მოუქნივა,   მერმე კლდესა გარდავარდა.
Verse: b       ფალაჴანმან სიფიცხითა   დაიცთუნა, უკუვარდა. --
Verse: c       სასიკუ̂დილოდ ხაფუნობდა,   ხევსა შიგან რა ჩავარდა,
Verse: d    და   სისხლი წასკდა, ვითა რუი,   ღელის თავსა გარდავარდა.






Strophe: 650_[650] 
Verse: a       იგი წყალი სისხლისაგან   ორი ზომა გარდაიქცა,
Verse: b       ფალავანი გესლისაგან   და სიმყრალით გარდაიქცა,
Verse: c       ვარდის მგზავსი სარო ტანი   ზაფრანისა ფერად იქცა.
Verse: d    და   პირი დაზდვა მიწაზედა,   შემოქმედსა თაყუ̂ანისცა.






Strophe: 651_[651] 
Verse: a       რა გაიგონეს გუშაგთა   სამის ჴმა დავედრებული,
Verse: b       ტირილით ღმერთი ადიდეს,   თქუ̂ეს: "მორჩა სახელ-დებული,
Verse: c       ჩამოჴდეს, ახსნეს სამანდი,   მოჰყუ̂ან და მოვლენ კრებული,
Verse: d    და   კიდევ შიში აქუ̂ს მკუ̂დრისაცა,   მათ გული ჰქონდა კლებული.






Strophe: 652_[652] 
Verse: a       რა ნახა საამ გუშაგნი,   უყივლა, ჴელი უქნია,
Verse: b       თქუ̂ეს : "დასტურ მოკლა ვეშაპი,   მოგვფინა მზემან უქნია!
Verse: c       დამხიარულდეს, წავიდეს   სირპილით, ვითა ბუქნია,
Verse: d    და   მივიდეს, ნახეს, გაჰკუ̂ირდეს,   თქუ̂ეს თუ: "ეს არვის უქნია!"






Strophe: 653_[653] 
Verse: a       მოეხვივნეს, აკოცებდეს   იარაღსა, ფერჴსა, ჴელსა.
Verse: b       გაიჴადა იარაღი,   შემოიჴსნა ჴმალი წელსა,
Verse: c       იბანა და წამოვიდა,   მიწვა ცოტად მოსასვენსა.
Verse: d    და   თემსა კაცი გაუგზავნა,   -- "ნუღარ ეჭობთ ვეშაპს მთელსა!"






Strophe: 654_[654] 
Verse: a       მახარობელი თემშიგა   გაფრინდა, ვითა ქორია.
Verse: b       მერმე მოვიდა, სად იდვა   მთისა ოდენი მძორია,
Verse: c       კეფით ბოლომდინ გააძრო   ტყავი ვიწრო და სწორია.
Verse: d    და   საგდებლად ჰქონდის, მებრძოლთა   მრავალთა მითა მორია.






Strophe: 655_[655] 
Verse: a       რქა ება მეტად მახვილი,   კაცთაგან საკრძალავია,
Verse: b       შუბისა ტარსა უგრძეა,   ამად არ სამალავია.
Verse: c       ჴელი წამოჰკრა, მოსტეხა,   მან გაიშალა მკლავია.
Verse: d    და   საამ თქუ̂ა : ერანს" წავიღებ,   ჴელ-მწიფის სანახავია!"






Strophe: 656_[656] 
Verse: a       იმათ საამს მიულოცეს,   მერმე ჰკადრეს დიდი ქება:
Verse: b       "სიკეთე და ფალავნობა   ამას იქით არ იქნება,
Verse: c       ღმერთმან თურმე შეგვიწყალა,   მისთვის მოგცა ძლიერება,
Verse: d    და   ამას იქით დეუ̂-ვეშაპთა   აღარ ძალუც თქუ̂ენი ვნება!"






Strophe: 657_[657] 
Verse: a       სრულიად მოკრბეს ყოველნი,   სიხარულითა ხლტებიან,
Verse: b       ვისაც არ ესმა შორიელთ,   შესატყობელად მირბიან.
Verse: c       დაწყნარდა ყოვლი ქუ̂ეყანა,   აღარ შიშითა ბნდებიან,
Verse: d    და   საამს ლოცვიდეს ყოველნი,   იქით და აქათ დგებიან.






Strophe: 658_[658] 
Verse: a       ყოვლგნით მოვიდეს, ლოცვიდეს,   ქება თქუ̂ეს არა ავია:
Verse: b       ამას ვერ სჯობდა ნარიმან,    ვერ უთრუთ, ვერცა ზავია,
Verse: c       ჩუ̂ენის ჴელ-მწიფის მებრძოლთა   აწ მოინდომონ ზავია,
Verse: d    და   მერმე სულ გააძრობინა   თავით ბოლომდინ ტყავია.






Strophe: 659_[659] 
Verse: a       თივით გატენა, გარდაბა   ურმები შესაწყობელი,
Verse: b       ზედა შედვა და წაიღო,   წავიდა რაზმთა მწყობელი,
Verse: c       ჴელ-მწიფის წინა გაგზავნა   ჩაუქი მახარობელი,
Verse: d    და   შესთვალა: "მოვკალ ვეშაპი   ქუ̂ეყნისა დამამჴობელი!"






Strophe: 660_[660] 
Verse: a       მალედ წავიდა ფაიქი   სრასა მას ტურფად ნაგებსა.
Verse: b       -- "ყმა ვარო საამ გმირისა",   -- გზა სთხოვა მეფარდაგეთა,
Verse: c       შევიდა, ჰკადრა მანუჩარს    მეფეთა მოსადაგესა,
Verse: d    და   ვითა იამა, ვერ ძალუც   თქმა ბრძენთა მოარაგესა.






Strophe: 661_[661] 
Verse: a       ფიცხლავ წამოხტა ჴელ-მწიფე   მეტისა სიხარულითა,
Verse: b       მახარობელი შემოსა   შესამოსლითა სრულითა,
Verse: c       თავსა აყრიდა წითელსა   უხვი, არ ძუნწი გულითა,
Verse: d    და   ამბავსა კითხვა დაუწყო   პირითა მხიარულითა.






Strophe: 662_[662] 
Verse: a       ფაიქმან ჰკადრა ყოველი,   რაც საამს გარდაჴდომოდა,
Verse: b       ან ვით მოეკლა ვეშაპი,   ან გმირი ვით მიჴდომოდა,
Verse: c       კაცი უბოძა თავადთა,   ვინც იქი არა ხლებოდა:
Verse: d    და   -- "წინ მივეგებნეთ ფალავანს,   წავიდეთ ამოდ ამოდა!"






Strophe: 663_[663] 
Verse: a       შემოიყარა თავადი,   ვინც იყუ̂ნეს ერანელნია,
Verse: b       ქიშვადი, ყარან და ყუბად,    მილად -- არს ფალავანია.
Verse: c       ქიშვადის შვილნი -- გოდერძი    მეტადრე -- გულ-ფიცხელნია,
Verse: d    და   მეფისა კარზედ მოადგეს   ერთობით ერანელნია.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.