TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 96
Previous part

Chapter: 13 
ზაალისაგან რა ეს გაიგონეს დია მოეწონათ.






Strophe: 1708_[1608] 
Verse: a       რა პასუხი ზაალისგან    ყუ̂ელამ მართლად გაიგონეს,
Verse: b       გაუკუ̂ირდა ვეზირებსა,   კუ̂ლავ მეფესა მოაწონეს.
Verse: c       დიდი ქება მას წინაშე   მისთვის კარგად შეაგონეს,
Verse: d    და   რაცა სწადდა გულსა მისსა,   აჯა მისი, გაუთავნეს.






Strophe: 1709_[1609] 
Verse: a       ადგა ხვადი ლომივითა   ზაალ, ტანსა ჩაიცმიდა.
Verse: b       შეეკაზმა ფალავნურად,   მეფის სრასა შემოვიდა,
Verse: c       მეფე წინა გაეგება,   მუნ ფარმანსა გარდიჴდიდა,
Verse: d    და   დაეთხოვა საშინაოდ,   გლახ სურვილი დასდაღვიდა.






Strophe: 1710_[1610] 
Verse: a       მოახსენა: "შარიერო,   ვნატრი ვინცა გიახლების!..
Verse: b       თქუ̂ენის პირის ჭუ̂რეტისაგან   ბედნიერი ვინ გაძღების?!.
Verse: c       ფალავანი ბრძანებასა   თქუ̂ენსა ელის, მესწრაფების,
Verse: d    და   თქუ̂ენგან ტკბილად შეწყნარება   მას მივართვა, იამების.






Strophe: 1711_[1611] 
Verse: a       უბრძანა თუ: "ვერ გაგიშვებ,   ხვალე ლხინი ჩუ̂ენგან უნა.
Verse: b       გინდა შეყრა როდამისა,    მიისწრაფი შინა, მუნა,
Verse: c       პირ-მთუ̂არენი გვერც დავისხნეთ,   მეჩანგე და მკუ̂რელნი მუნა,
Verse: d    და   მერმე წადი, გაგითავებ,   გიზამ, რაცა გულსა უნა!"






Strophe: 1712_[1612] 
Verse: a       ლაშქართ უბრძანა დილასა   მზადება ნადირობისა,
Verse: b       გათენდა. ბურჯი ოქროსა   გამოჩნდა კაცთა ცნობისა.
Verse: c       ჴელ-მწიფის კარსა შეიქნა   შტვირი და ცემა ნობისა.
Verse: d    და   ლაშქარნი შესხდეს, მივიდეს,   ჴელ-მწიფე სად ემკობისა...






Strophe: 1713_[1613] 
Verse: a       მეფესა ცხენი მიჰგვარეს,   შეჯდა, არის ვითა წესი,
Verse: b       წელთა ერტყა ჴმალ-ქარქაში,   შვენის ყუ̂ელას უკეთესი.
Verse: c       ზალდასტანცა გვერცა ახლავს   მიჰყუ̂ებოდა ზესთა-ზესი.
Verse: d    და   ბუთა დასვეს, დაერჩივნეს   მშვილდოსნები უკეთესი.






Strophe: 1714_[1614] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან რა ბუთასა   შესტყორცა და დააცდინა,
Verse: b       მერმე ყუ̂ელამ მოურიგა,   მშვილდოსანი ვინცა ვინა.
Verse: c       მიდგა რიგი ზაალზედა,    დიდნი ხენი იდგეს წინა.
Verse: d    და   შესტყორცა და ბუთასა ჰკრა,   ჭანდართშიგან გაირბინა.






Strophe: 1715_[1615] 
Verse: a       მათ ხეთა შიგან გაავლო,   მიწასა ესო იქითა.
Verse: b       ეს ეუცხოვა, ვინც ნახა,   გაკუ̂ირვებითა დიდითა:
Verse: c       "ამას აბჯარი როგორა   დაუდგამს, არა ვიცითა,
Verse: d    და   ვისცა ჰკრავს, უსაცილოთა   მოჰკლავს ჴელითა მისითა!






Strophe: 1716_[1616] 
Verse: a       "აღარ წავალ ნადირობას",   -- მეფე ბრძანებს, -- "სროლა კმარის!"
Verse: b       შვილდოსნობით მამასა ჰგავს,   ფალავანი საამ არის:
Verse: c       საფადარი უმართლეა,   სარტყლის შერტყმა მისი არის,
Verse: d    და   დიდს ნარიმანს კიდეცა სჯობს,   თუ ასეთი სხვითა არის?!






Strophe: 1717_[1617] 
Verse: a       მეფემან ბრძანა: "ზუფინი   და გურზი მოიხვენითა,
Verse: b       უმძიმესი და უსრულე   ზარდახშანს მონახენითა,
Verse: c       ფარნი გილანეთს ნაქმარნი   ოთხნივ აქ მომართვენითა,
Verse: d    და   ჴმალნი ინდოეთს ნაქმარნი   აბჯარნი ჩაიცვენითა!"






Strophe: 1718_[1618] 
Verse: a       მერმე უბრძანა ზალდასტანს:    "აწ ომთა კარი გააღე,
Verse: b       ჩაიცვი ტანსა აბჯარი,   გურზი და ზუფი აიღე,
Verse: c       უბრძანა ხუთსა თავადსა:   "სრული აბჯარი დაიღე!
Verse: d    და   წინა ფარები დაიდგით,   ზუფინი მისკენ წაიღე!"






Strophe: 1719_[1619] 
Verse: a       ოთხი ფარი დაარჩიეს,   იგ დაუდგეს ზაალს წინა.
Verse: b       მან ზუფინი შემოსტყორცა,   ყუ̂ელას შიგან გაირბინა,
Verse: c       მიწაშიგა დაიკარგა,   ეძებს, არსად არ აჩინა.
Verse: d    და   ერთობილთა მოეწონა,   მისნი მჭუ̂რეტნი გააკუ̂ირნა.






Strophe: 1720_[1620] 
Verse: a       მეფე ბრძანებს: "აწ ამისი   ომი არვის შეუძლია,
Verse: b       აწ იმითაც გამოვსცადოთ,   აბჯარშიგან როგორ მძლეა,
Verse: c       გორჯასპისა თესლი არის,   ნარიმანსაც უფრო მძლეა,
Verse: d    და   მას აბჯარი ტანს ჩააცვეს,   ჴელთა მისცეს ზუფინია.






Strophe: 1721_[1621] 
Verse: a       მას გუარამ შეუტივა,   ერთელ უყივლა ენითა.
Verse: b       ზალდასტან ცხენი გაქუსლა,   სარტყელსა სტაცა ჴელითა,
Verse: c       ზე უნაგირსა მოჴადა,   მეფისკენ მიაქუ̂ს რბენითა,
Verse: d    და   სიცილით წინა მიადგა,   მაღლა ჰყუ̂ა ჴელ-გაშვერითა.






Strophe: 1722_[1622] 
Verse: a       მეფე ბრძანებს: "არ მინახავს   მე კაცთაგან ეგზომ ომი,
Verse: b       შავით დედას ის შემოსავს,   ვისცა უნდა მისი ომი:
Verse: c       არ იქნების ამ ძალისა   ნიანგი და ხვადი ომი!"
Verse: d    და   დალოცა და წამოვიდა   დარბაზისკენ ცხენსა მსხდომი.






Strophe: 1723_[1623] 
Verse: a       ჴელ-მწიფე დაჯდა ტახტზედა   მით უებროთა ტანითა.
Verse: b       ფალავნისათვის გვირგვინი   ოქროსა სამარღანითა,
Verse: c       ტანისამოსი, სარტყელი,   მარგალიტითა-თუ̂ალითა
Verse: d    და   შემკული, შეზავებული   ფეროზითა და ლალითა,






Strophe: 1724_[1624] 
Verse: a       ჯაჭვ-მუზარადი, ტაიჭი   ოქროსა აკაზმულითა,
Verse: b       ბარგისტანი და ჯავშანი   ჴმალ-დროშა ლომ-სახულითა,
Verse: c       ლახტი, ზუფინი, ხვაფთანი,   დიდი იმედი გულითა,
Verse: d    და   ფალავანს წინა პასუხი   ნათლად შესთვალა სულითა:






Strophe: 1725_[1625] 
Verse: a       "რაცა გებრძანა, პასუხი   მე წიგნად მომიწერია:
Verse: b       მას პილოტანსა ზალდასტანს    უყავით საწადელია,
Verse: c       დასტური მივეც, შეირთოს   მან მისი საყუ̂არელია,
Verse: d    და   სარო-ტანი და პირ-მთუ̂არე   არს მისი შესაფერია.






Strophe: 1726_[1626] 
Verse: a       სადაცა შენი ჴმა ისმის,   ილევის უზაბარიო,
Verse: b       ჴმელზედ ლომი და ნიანგი   ზღუ̂აშიგ ფერ-კრთომით არიო,
Verse: c       ნურას დახედავ ამისთვის,   ზააქთა გუ̂არი არიო,
Verse: d    და   ლომ-გულად -- სარო-ტანისთვის   თუ შესაფერი არიო.






Strophe: 1727_[1627] 
Verse: a       დია ვიამე, რა ვნახე   ტან-სარო, ასაკიანი.
Verse: b       ლომისა ლეკუ̂სა რაც მართებს,   შემკობილია ზნიანი.
Verse: c       ნადიმსა, სიხარულშიგა,   მყოფი გულ-ნათელიანი,
Verse: d    და   საწადელ-აღსრულებული   მოგივა ზაალ ჭკუ̂იანი!"






Strophe: 1728_[1628] 
Verse: a       ჴელმწიფესა ეთაყუ̂ანა   ზალდასტან და გამოვიდა.
Verse: b       საამს წიგნი მიუწერა,   თავის სრასა რა მოვიდა:
Verse: c       "სახელ-დიდო ფალავანო,   გულით სევდა ამოვიდა!"
Verse: d    და   ეს ამბავი მოახსენა,   თვითან აღარ წამოვიდა:






Strophe: 1729_[1629] 
Verse: a       "ძალის მოკლება, სიბერე,   შენი მეფესა ეწყინა.
Verse: b       დია გულ-ტკბილად დაგლოცა,   თუ̂ალთ ცრემლი წამოედინა,
Verse: c       დიდი წყალობა, იმედი,   მას პირი ამოედინა.
Verse: d    და   არცა რას მე დავიყოვნი,   ამბავი ჰკადრე, ჰე, წინა!"






Strophe: 1730_[1630] 
Verse: a       წიგნი მისცა და წავიდა   ფაიქი, ვითა ქარიო.
Verse: b       ფიცხლად იარა. მივიდა,   სად ლომი საამ არიო.
Verse: c       მან მოახსენა ყოელი   ზაალის მუნ ნაქმარიო.
Verse: d    და   რა წიგნი ნახა, გავაჟდა   საამ, პირ-ნათლად არიო.






Strophe: 1731_[1631] 
Verse: a       მერაბს და სინდუხტს ამბავი   წიგნად უბრძანა, არ ენით:
Verse: b       "შეწყალებული ზალდასტა    მოგივა, შეიყარენით,
Verse: c       ორნივე მოვალთ თქუ̂ენს გვერდით,   ლხინითა გაიხარენით.
Verse: d    და   ნუღარა ჭმუნავ, სევდანი   გულისა გაიყარენით"!..






Strophe: 1732_[1632] 
Verse: a       მერაბს ესმა ეს ამბავი,   კაეშანი გაეყარნეს,
Verse: b       როგორაცა მას მართებდა,   აგრე დიდად გაეხანეს.
Verse: c       ქორწილისა სამზადებლად   მწიგნობარნი შეიყარნეს,
Verse: d    და   თავადთა და ლაშქართათვის   საწვეველად კაცნი არნეს.






Strophe: 1733_[1633] 
Verse: a       მაშინ დაიწყეს მზადება   ჴელ-მწიფურითა წესითა:
Verse: b       დარბაზნი მოაკაზმინეს   სტავრითა უკეთესითა,
Verse: c       ხატაური და ბერძნული    ჭრელითა უმრავლესითა.
Verse: d    და   მათ დააშვენეს, მოჰკაზმეს   სამოთხის უტურფესითა.






Strophe: 1734A_[1634] 
Verse: a       აბრეშუმისა ორხოვა,   მანასაჯური საფენი,
Verse: b       ალამი ჩინეთს ნაქმარი,   მარგალიტითა ნატენი,
Verse: c       მუნ ერთი ტახტი ოქროსა,   თუ̂ალ-გუარითა ნაფენი,
Verse: d    და   მას ოთხი ფერჴი ზობარჯი,   ოთხი ფეროზის საფენი,






Strophe: 1734B_[1635] 
Verse: a       დიდროვანი იაგუნდნი,   მარგალიტი, ისხდეს სხვილნი,
Verse: b       ფეროზი და ტურფა ლალი,   ზურმუხტზედა შეწყობილი,
Verse: c       როდამისთვის გამოიღეს   მუნ გვირგვინი შემკობილი,
Verse: d    და   უკომლოსა ნაკვერცხალსა   იაგუნდნი გვანან თლილნი!






Strophe: 1735_[1636] 
Verse: a       რა როადამ გამოვიდა,   მას ეკიდნეს მუნა ჴელსა,
Verse: b       მას საყურნი ანათობდეს,   შუქნი ადგეს ბროლის ყელსა,
Verse: c       სალტე ტყავი შეშვენოდა   სარო-ტანსა შემკობილსა,
Verse: d    და   კაცის თვალნი ვერ განსცდია   მისთა შუქსა, ტანსა ზრდილსა.






Strophe: 1736_[1637] 
Verse: a       "ესე სჯობს მზესა შვენებით!"   ფიცვიდა, ვინცა ნახისა.
Verse: b       გულის ნაღუ̂ელი გაჰქარდის,   მჭუ̂რეტელთა სულ-თქმა-ახისა.
Verse: c       მან გაანათლის დარბაზი,   ნაქმარი ყუ̂ელა დახისა.
Verse: d    და   არ შეუძლია მხატვარსა   დახატვა მისის სახისა!






Strophe: 1737_[1638] 
Verse: a       ზაალ მივიდა დარბაზსა,   არავის გაუმჟღავნაო.
Verse: b       შინა შევიდა უწვევრად,   მამასა ეთაყუ̂ანაო,
Verse: c       მას მამა ყელს მოეხვია,   აკოცა, წაიყუ̂ანაო,
Verse: d    და   გვერცა დაისვა ტახტზედა   ზალდასტან პილოტანაო.






Strophe: 1738_[1639] 
Verse: a       ჰკადრა მოკითხვა მეფისა   და წიგნი გაუშალა მან.
Verse: b       გაშალა, ჴელსა აკოცა,   კულვ მადლი გარდიჴადა მან.
Verse: c       წაიკითხა და იამა,   ბერი გავაჟდა სალამან.
Verse: d    და   ზაალს რაც ექნა, ყუ̂ელაი   მამასა დაუთვალა მან.






Strophe: 1739_[1640] 
Verse: a       საამ ბრძანა: "დავეკაზმნეთ   ქუ̂აბულისტანს წასასვლელად,
Verse: b       ფიცხლავ სპანი შეგვეყარნე   მუნ ხანისა დაუზმელად.
Verse: c       მას დღეს შეჰკრა ლარ-საჭურჭლე,   რაცა უნდა წასახმელად,
Verse: d    და   იმავ ღამეს გააჩინა.   მერმე დაჯდა ნადიმს მსმელად.






Strophe: 1740_[1641] 
Verse: a       ლაშქარნი და დიდებულნი   დილას მეფის კარსა მიდგეს.
Verse: b       ყვირო-შტვირსა შეუბერნეს,   ნაღარასა ყუ̂ელგან სცემდეს.
Verse: c       კარავთა და სრა-ფარდაგთა,   გამოიღეს, აჰკიდებდეს,
Verse: d    და   ცხენთა შესხდეს დაკაზმულნი,   ქუ̂აბულისკენ წამოვიდეს.






Strophe: 1741_[1642] 
Verse: a       მერაბს გვერდით მახარობლად   გაუგზავნეს დიდებული.
Verse: b       წინა სინდუხტ გაეგება,   გაუნათლდა ახლად სული.
Verse: c       მახარობელს ტანს ჩააცვეს,   მისცეს ოქრო მაღრიბული,
Verse: d    და   მუნ გამოდგეს ქუ̂აბულელნი,    იყუ̂ნეს კარგათ დაკაზმული.






Strophe: 1742_[1643] 
Verse: a       მერაბს ცხენი მოუყუ̂ანეს,   საამისკენ თავნი არნეს,
Verse: b       თავადნი და დიდებულნი   გაჰყუ̂ეს, თანა წაიტანეს,
Verse: c       მიეწურნეს მხიარულნი,   უჭუ̂რეტდეს და თუ̂ალნი არნეს,
Verse: d    და   ახლოს მიდგეს, ერთმანეთსა   ჩამოჴდეს და ესალამნეს.






Strophe: 1743_[1644] 
Verse: a       დალოცეს, ქება შეასხეს.   უქებდა მათ მგზავრობასა.
Verse: b       თავს მუშკი გარდააყარეს.   სცემდეს ყოელნი ნობასა.
Verse: c       ქალაქს შევიდნეს, ჰპირობე   არ ავსა მასპინძლობასა.
Verse: d    და   მათნი მჭუ̂რეტელნი ნატრიდეს   იმათსა სიძე-რძლობასა!






Strophe: 1744_[1645] 
Verse: a       მოქალაქეთა სახლშიგა   ოქრო და მუშკი დაჰყარეს,
Verse: b       მუნ ზაალისთვის საჭუ̂რეტლად   დარაჯაგები აჰყარეს.
Verse: c       მაღლა ზღუდესა წამოდგეს,   ფლური ტაბაკსა დაჰყარეს.
Verse: d    და   ვის ახლოს წაუარიან,   მათ თავსა გარდააყარეს.






Strophe: 1745_[1646] 
Verse: a       მერაბის სრას ოქროს ტახტი   თუ̂ალ-მარგალიტიანია
Verse: b       საამისთვის. ერთი ზაალს    -- ოქროს საჭურჭლიანია. --
Verse: c       მაზედ დასხდეს. მესტუმრეობს   მერაბ ბრძენი, ჭკვიანია.
Verse: d    და   მწუ̂არ-ხარშულსა მოიღებდეს   ოქროს ტაბაკიანია.






Strophe: 1746_[1647] 
Verse: a       იაგუნდი ბროლის ჭიქა   მუნ წამოდგეს საღვინენი,
Verse: b       ლალის თასი, ოქროს ჯამი,   უამრავი საფენენი.
Verse: c       ბალშიაშნი, მომღერალნი,   მოშაითნი, მეჩანგენი,
Verse: d    და   რაც მეჯლიში მათ გამართეს,   ვერ იქმოდეს კაცთა ძენი.






Strophe: 1747_[1648] 
Verse: a       საამის ომსა იტყოდეს,   ზაალს აქებდეს ენითა.
Verse: b       ასაკობა და შვენება   გასინჯეს ფალავნურითა,
Verse: c       იხარებს სინდუხტ, უჭუ̂რეტდა   გულითა მხიარულითა (!),
Verse: d    და   კარგი ნაკთობა-სისრულე,   ტანი-ხე დანერგულითა.






Strophe: 1748_[1649] 
Verse: a       სინდუხტ ადგა, მოახსენა   საამს სიტყუ̂ა მათი სახე:
Verse: b       "საფადარო, სახელ-დიდო,   გმირო მზისა მონასახე!..
Verse: c       ერთგულთა და მოყუ̂არეთა   შენ ლხინი ხარ, მტერთა -- მახე,
Verse: d    და   აწ თუ ბრძანებთ თქუ̂ენის ძისა   ზალდასტანის ვარდი ნახე!"






Strophe: 1749_[1650] 
Verse: a       საფადარი ფიცხლად ადგა,   წამოვიდა. მას უჭუ̂რეტეს.
Verse: b       მოლარენი თუ̂ალ-გუარსა   ოქროს თეფშზედ დაუფენდეს.
Verse: c       სინდუხტ წინა წამოუძღვა.   როდამს გვერდით სტავრას ფენდეს.
Verse: d    და   რა შევიდა, რძალი ნახა,   საამს თუ̂ალნი გაურეტდეს.






Strophe: 1750_[1651] 
Verse: a       მარგალიტი და გუარი   მას თავსა გარდააყარა,
Verse: b       მოიკითხა და დალოცა,   თუ̂ალთა მოჴლეჩდა ვეღარა.
Verse: c       ვითა წესია, რცხვენოდა,   როდამ მზემ თავი დახარა.
Verse: d    და   ტანის ზრო, პირის სინათლე,   მისებრი არის აღარა!..






Strophe: 1751_[1652] 
Verse: a       პირი მზესა უღრუბლოსა   უგავს იმის სინათლესა,
Verse: b       თმა ელვარე სიშავითა   მრავალ-კეცსა საგდებელსა,
Verse: c       ბაგენი და საუბარნი   -- ჯერეთ ვარდსა გაუშლელსა,
Verse: d    და   კბილნი წყობით -- მარგალიტსა   დაცმულსა და შესაბმელსა.






Strophe: 1752_[1653] 
Verse: a       ჴელს მოეკიდა როადამს    სინდუხტ შუქ-მონასახეა,
Verse: b       საამს მიჰგვარა: -- "ჰე ლომო,   აწ თქუ̂ენი რძალი ნახეა!"
Verse: c       ჴელი ჩაუდვა ჴელშია,   ალვისა შტოთა სახეა,
Verse: d    და   : -- "თქუ̂ენი მიწაა, დღესითგან   საკადრად შეინახეა!"






Strophe: 1753_[1654] 
Verse: a       საფადარმან საიმედო   სინდუხტს კადრა: როდამს" ვნახავ,
Verse: b       ამას იქით გაუთავებ,   ჩემსა მზესა მაზედ ვსახავ,
Verse: c       რაცა უნდა აუსრულებ,   ავის თუ̂ალით არა ვნახავ.
Verse: d    და   საწუთროსა შეწევნითა   სულის ოდნად შევინახავ.






Strophe: 1754_[1655] 
Verse: a       ღმერთიმცა არის მათი მწე,   დღეს ვისგანც გავიხარენით!..
Verse: b       აწ ერთად დავსხნა, რომელნი   სიძე-სძლად შეცავყარენით,
Verse: c       საწუთროშიგან მრავალ-ჟამ   თქუ̂ენ მორჭმით გაიხარენით.
Verse: d    და   ნაყოფიერად შვილითა,   ლხინითა, დაიფარენით!.."






Strophe: 1755_[1656] 
Verse: a       ადგეს მერაბ და ზალდასტან,    სალამად სუფრა აჰყარეს,
Verse: b       ზაულელ-ქაბულისტნელთა   ოქსინოები დაჰყარნეს,
Verse: c       ოქრო, მუშკი და ღალია   როადამს გარდააყარეს.
Verse: d    და   როდამის ელვარებამან   დარბაზით შუქნი აჰყარნეს.






Strophe: 1756_[1657] 
Verse: a       სინდუხტ ჴელსა მოეკიდა,   ორნივ დასხნა ტახტსა ზედან,
Verse: b       დალოცა თუ: "ჴელ-მწიფურად   თქუ̂ენმცა სუფევთ ამაზედან:
Verse: c       ნიადაგმც ხართ შეუჭირვლად   თქუ̂ენთ ორგულთა, მტერთა, ზედან:
Verse: d    და   ერთმანეთსა შეშვენია   მაღლად მსხდომნი ზურმუხტზედან!"






Strophe: 1757_[1658] 
Verse: a       ერთი ტახტი საამისთვის    შეკაზმული ჴელ-მწიფული
Verse: b       მაზედა ზის მოვლენილი   პილოტანი -- ლომი-გული.
Verse: c       მერაბ ზე დგას სამასპინძლო,   -- სინდუხტ ალვა დანერგული. --
Verse: d    და   მათ მოიღეს სანუკვარი,   გაძღებოდა კაცთა გული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.