Strophe: 1758_[1659] | ||
Verse: a | იგ ორნივე სარო-ტანნი | დალოცეს და ერთგან დასხეს. |
Verse: b | ზაულ-ნიმროზ-სისტანელნი, | მუნ თავადნი შემოასხეს. |
Verse: c | ვეზირნი და მოურავნი | შიგ ჩარივნეს, რჩევით დასხეს, |
Verse: d და | სანუკვარი ჩაურიგეს, | ხოშ-გუარი ღვინო ასხეს. |
Strophe: 1759_[1660] | ||
Verse: a | იაგუნდისა, ლალისა | მუნ თასნი, ფეროზისანი, |
Verse: b | ბროლის კოკები ჩამოდგეს, | ჭურჭელნი ზურმუხტისანი, |
Verse: c | სხვილი კოკები, ოქროსა | ტაბკები, სადაფისანი, |
Verse: d და | სუფრა არ დაძრეს, ხუთს დღესა | მუნა სხდეს შუქნი მზისანი. |
Strophe: 1760_[1661] | ||
Verse: a | ერთმანერთსა გამოჰყუ̂იან, | ითრობოდეს ამა ზმითა, |
Verse: b | ზე-მდგომელთა დოსტაქანი | დალივიან ღვინის სმითა, |
Verse: c | მუტრიბნი და მომღერალნი | არ გასწყუ̂ეტდეს ჩანგსა კუ̂რითა, |
Verse: d და | უცხო ფერად იქცევია | მოშაითნი ფიცხლად ქნითა. |
Strophe: 1761_[1662] | ||
Verse: a | საამს მოართვეს კლიტენი | სამოცის საჭურჭლისანი, |
Verse: b | წინ ანაწერი დაუდვეს | საზითოდ როდამისანი: |
Verse: c | ეწერა ფერად-ფერადნი | ზარდახშა-საჭურჭლისანი. |
Verse: d და | გული განცვიფრდა მსმენელთა | და თუ̂ალნი მწიგნობრისანი! |
Strophe: 1762_[1663] | ||
Verse: a | ოქროს სარტყლითა ნაკაზმი | ყმები და მოახლებია, |
Verse: b | ბარგის მზიდავნი პილონი, | მრავალი აქლემებია. |
Verse: c | ყათარი, ახოსალარი, | რიქიფი, მუქიფებია. |
Verse: d და | ოქროს ლაგმითა შემკული | მარქაფა ტაიჭებია. |
Strophe: 1763_[1664] | ||
Verse: a | მას აქათ ჯოგი, პირუტყუ̂ი | -- სიმრავლე ვერ დათუ̂ალესა! |
Verse: b | მისაცემელი გათავდა. | მწიგნობართ მოიცალესა. |
Verse: c | მერაბ და სინდუხტ, ზალდასტა | და როდამ ეთაყუ̂ანესა, |
Verse: d და | აგრევე მათნი ლაშქარნი | უკუდგეს, ესალამნესა. |
Strophe: 1764_[1665] | ||
Verse: a | საამ მერაბ გარდიწვია, | რა სალამი გარდიჴადეს. |
Verse: b | სინდუხტ როდამს წინ მიუჯდა, | შემოქმედსა მადლი ხადეს. |
Verse: c | კუ̂ლავ წამოდგნეს საღვინენი, | -- თუ̂ალით ვერა გაიცადეს! -- |
Verse: d და | მუტრიბთა და მომღერალთა | ტკბილნი ჴმანი გაისახნეს. |
Strophe: 1765_[1666] | ||
Verse: a | მათ დარბაზი საზაფხულო | კუ̂ლა იცუ̂ალეს მერვეს დღესა. |
Verse: b | მოჰკაზმეს და დააშვენეს, | თუ სთქუ̂ა: "სჯობდა სამოთხესა!" |
Verse: c | სიხარულით მოისუ̂ენეს, | მაშიგ იყუ̂ნეს ერთსა თვესა. |
Verse: d და | მერმე ძოწის კარვებითა | შიგან ჩადგეს სავარდესა. |
Strophe: 1766_[1667] | ||
Verse: a | მოისუ̂ენეს ნადიმითა, | -- მე ვერ ვათქმევ ენასაო!.. -- |
Verse: b | ყაბახსა და ბურთობასა | იქმენ, ცხენთა დგენასაო. |
Verse: c | აშფაშაგსა ისროდიან, | ზალდასტან სჯობს ყუ̂ელასაო, |
Verse: d და | საამ მერაბს გაეფიცა, | იქმენ წიგნის წერასაო: |
Strophe: 1767_[1668] | ||
Verse: a | "ვიყუ̂ნეთ ბრძანების მორჩილნი | მანუჩარ ჴელ-მწიფისანი: |
Verse: b | მტერისა მტერნი ორნივე | მათისა ორ-გულისანი, |
Verse: c | მოყუ̂რისა ლხინნი მუდამად, | მჩუქები ერთგულისანი!" |
Verse: d და | რა ესე პირი დაასკუ̂ნეს, | ზეადგეს შუქნი მზისანი. |