Strophe: 1768_[1669] | ||
Verse: a | მეპილოვენი მოასხეს, | ჯორ-აქლემები ყოელი, |
Verse: b | ფერად-ფერადი აჰკიდეს | საჭურჭლე აწ უპოელი, |
Verse: c | აურაცხელი ვარსკუ̂ლავთა, | კაცთაგან შეუპოელი. |
Verse: d და | წამოდგეს გვერცა საახლოდ | ლაშქარი, მონა, მჴეველი. |
Strophe: 1769_[1670] | ||
Verse: a | ყრიმული ალვისა კუბო | მათ დაადგეს პილოზედა, |
Verse: b | თავს ფარშამანგი ოქროსა, | გუარი ისხდეს მაზედა. |
Verse: c | ოქრო-ქსოვილი ბერძული | მოხვეულ-იყო სრაზედა, |
Verse: d და | ზურმუხტის ტახტი შიგ დადგეს, | ზაალ და მზე სხდეს მაზედა. |
Strophe: 1770_[1671] | ||
Verse: a | ტან-სარო როდამ, ზალდასტან, | შიგან კუბოსა დასხნესა, |
Verse: b | მერაბ და ცოლი იმისი, | -- საამ, ტაიჭთა შესხდესა. |
Verse: c | ყოშუნ-ყოშუნად ლაშქარნი | თანა დროშებით გაჰყუ̂ესა, |
Verse: d და | ქორ-შავარდენი, ავაზა, | -- მინადირობდენ, -- თან ჰყუ̂ესა. |
Strophe: 1771_[1672] | ||
Verse: a | წინ ერთი კაცი გაგზავნეს, | ზაალის დედას ახარეს. |
Verse: b | მახარობელი შემოსეს, | თავს ოქრო გარდააყარეს. |
Verse: c | დააკაზმინა დარბაზნი | სისტანსა, მუნ შეიყარნეს. |
Verse: d და | შესხდეს წინ მისაგებებლად, | ქალაქი ბუკთა აჰყარნეს. |
Strophe: 1772_[1673] | ||
Verse: a | მოეგებნეს, ესალამნეს, | გარდაჰყარნეს მარგალიტნი. |
Verse: b | მუნ შეიქნა სიხარულნი | ქალაქშიგან აჰა ფლიდნი! |
Verse: c | მუტრიბთა და მომღერალთა | ჴმა გახშირდა მეტად დიდნი, |
Verse: d და | ერ-ჯალაბნი შეყრილიყო, | ვერ იხვედრეს მცველთა ხიდნი. |
Strophe: 1773_[1674] | ||
Verse: a | ზაალს დედა მოეგება | ტან-სარო, პირით მთვარითა. |
Verse: b | გვერც ახლავს ჯარი ხადუმთა, | მივა ქცევითა წყნარითა. |
Verse: c | ალვა-ამბარი ეკმევის | და მუშკი მუჯამარითა. |
Verse: d და | გოარი გარდააყარა | ლაღმან ჴელითა ჯანითა. |
Strophe: 1774_[1675] | ||
Verse: a | აჰჴადა და პირს აკოცა, | მას შეადგა შუქი მზისა. |
Verse: b | მოეკიდა, წინ მიუძღვა, | შევლეს კარი დარბაზისა. |
Verse: c | სამი ტახტი შეკაზმული | მუნა იდგა ძვირ-ფასისა, |
Verse: d და | მათზედ ისხდა მარგალიტი, | იაფობდა გოარისა. |
Strophe: 1775_[1676] | ||
Verse: a | შუასა ტახტსა ზედ დასვა | ვარდისა დასამწიფოსა, |
Verse: b | ერთზედა საამ და მერაბ, | მარჯუ̂ენით, საჴელ-მწიფოსა. |
Verse: c | საამის ცოლი და სინდუხტ, | მარცხენით, საარიფოსა. |
Verse: d და | მაშინ ჰგავს იგი დარბაზი | ედემსა მოსაკრიფოსა!.. |
Strophe: 1776_[1677] | ||
Verse: a | თავადნი და დიდებულნი | ყოველნივე შეიწვივნეს, |
Verse: b | სადაცა ვის ეფერების, | ერთმანერთი გარდიწვივნეს, |
Verse: c | მუტრიბთა და მომღერალთა | რვა დღე დიდნი მოაწივნეს. |
Verse: d და | იცუ̂ალიან დარბაზები, | სანუკვარნი სხუ̂ა იქცივნეს. |
Strophe: 1777_[1678] | ||
Verse: a | მას უკანა სავარდესა | ჩავიდიან, ღვინო სვიან, |
Verse: b | მათ ჩანგები ჴელთა ჰქონდის, | მოედანშიგ ბურთობდიან, |
Verse: c | გავიდიან ნადირობად, | ავაზანი კელთა ჰყუ̂იან. |
Verse: d და | სონღულებსა ადევნებდეს, | თვითან ისრით სისხლთა ღვრიან. |
Strophe: 1778_[1679] | ||
Verse: a | მშვილდოსან-ფალავნობითა | ზაალ მეტობდა მათზედა. |
Verse: b | იგ შეუყუ̂არდა ლაშქართა, | ზაალ მოსწონდათ ჭკუ̂აზედა. |
Verse: c | აგრევე ზნე-კეთილობით, | ყოფა-ქცევასა, ზმაზედა. |
Verse: d და | სიდედრ-სიმამრთა როადამ | არ ნახეს ავსა თუ̂ალზედა. |
Strophe: 1779_[1680] | ||
Verse: a | რა ორი თვე გამოვიდა, | საამ შვილსა ეუბნების: |
Verse: b | მაზანდარას" წასვლა მინდა, | ჩემი გული აქ არ დგების, |
Verse: c | სხუ̂ა ქუ̂ეყანა უკეთესი | ჴმელეთზედა არ იქნების, |
Verse: d და | უსაზომოდ მომეწონა, | ქება მისი არ ეგების!.. |
Strophe: 1780_[1681] | ||
Verse: a | როდეს დავჴოცნე საგსარნი | და სიმაგრენი დავშალენ, |
Verse: b | გრძნეულთა ჰქონდა ქალაქნი, | ქუ̂ეყანა მათგან დავსცალენ, |
Verse: c | ჩემგან დაჭირვა იამა, | ჴელთ მამულნი დავათუ̂ალენ, |
Verse: d და | მართებს, მოგვართუ̂ან ხარაჯა, | წელნი თვეურად დავთუ̂ალენ. |
Strophe: 1781_[1682] | ||
Verse: a | წელიწდის თავსა მართებდა, | სამი თუ̂ე მეტი არისა. |
Verse: b | გამოჩნდა ვინმე მოსარჩლე, | ოღონ ქაქუთის გუ̂არისა. |
Verse: c | ჩემად აღარად სცალიან, | წასვლა საქნელი არისა. |
Verse: d და | თქუ̂ენ აქა გამოისუ̂ენე, | წავალ უფიცხე ქარისა". |
Strophe: 1782_[1683] | ||
Verse: a | ბრძანებს: "წავალ უსაცილოდ, | ხვალ არ ვნახავ მზისა შუქთა, |
Verse: b | თან წავიტან დიდებუთა | მუნ, აბჯართა არ სუბუქთა, |
Verse: c | აქლემსა და პილოებსა, | ნაღარასა, სპილენძ-ჭურთა, |
Verse: d და | თავადთა და ფალავანთა | საომარად დაკაზმულთა!" |
Strophe: 1783_[1684] | ||
Verse: a | საამ შეჯდა და წავიდა | ლომ-გული, ტან-ნაკუ̂თიანი. |
Verse: b | მერაბ და სიძე იმისი | თან გაჰყუ̂ნეს პირად მზიანი. |
Verse: c | საჴელ-მწიფოსა საქმესა | სწუ̂რთის. ზაალ ისმენს ჭკუ̂იანი. |
Verse: d და | ორსა ფარსანგსა იახლეს | მერაბ და ზაალ სვიანი. |
Strophe: 1784_[1685] | ||
Verse: a | საფადარმან დააბრუნა, | სისტანისკენ თავნი არნეს, |
Verse: b | დალოცეს და ესალამნეს, | წამოვიდეს, გაიყარნეს, |
Verse: c | შინ მივიდნეს, პირ-მთუ̂არენი | ნახეს. ერთგან შეიყარნეს. |
Verse: d და | ერთი კვირა მუნა იყუ̂ნეს. | მეჯლიშითა გაიხარნეს. |
Strophe: 1785_[1686] | ||
Verse: a | მერაბ სიძეს დაეთხოვა: | "აწ გაგვიშვი, წავალთ შინა!.. |
Verse: b | თქუ̂ენი გაყრა მეძნელების. | ვთქუ̂ა, შავ გულმან რა ილხინა?!. |
Verse: c | მივალ, ვნახავ სახლსა ჩემსა, | მე ვსცნობ, უზამს რასა ვინა. |
Verse: d და | რა გვიბრძანო, გიდარბაზებ, | კუ̂ლა მოვიდე თქუ̂ენსა წინა!" |
Strophe: 1786_[1687] | ||
Verse: a | სინდუხტისათვის ზანდუხჩა | სავსე გუარით ფრქუ̂ეული, |
Verse: b | ტყავ-ყაბაჩა, საბუავი, | ყოვლი ფერი სამკაული; |
Verse: c | მერაბსა და თავადებსა, | ვინცა ახლავს ქუ̂აბულელი, |
Verse: d და | გაუგზავნა ლალ-ბადახში | საჴელ-მწიფო, მაღრიბული. |
Strophe: 1787_[1688] | ||
Verse: a | აჰკიდეს და გაემართნეს, | ნაჩუქები წამოვიდეს. |
Verse: b | მხიარულნი, გულ-ნათელნი | ქუ̂აბულისტანს შემოვიდეს. |
Verse: c | ტახტი დახუ̂და ჟამ-კეთილი, | სახლსა შინა რა მოვიდეს. |
Verse: d და | როადამცა დაორსულდა, | რა სამი თუ̂ე გამოვიდეს. |
Strophe: 1788_[1689] | ||
Verse: a | დამძიმდა. ღონე წავლისა | უგავს შეკრულთა ჴუნდითა, |
Verse: b | მუცელი უგავს სავსესა | წითლითა იაგუნდითა. |
Verse: c | ზიდვა აღარა შეეძლო, | ვეღარ დაიძრა მუნითა. |
Verse: d და | დაწვის, ატკივნის მუცელი, | ბასრისა გუ̂რდემლი უც ვითა. |
Strophe: 1789_[1690] | ||
Verse: a | ლალისა ღაწუ̂ნი როადამს | ზაფრანის ფერად გაუჴდეს. |
Verse: b | ვერ დაწვის, ვერც დაიძინის, | მას მუჴლთა ძალნი წაუჴდეს. |
Verse: c | დედას აცნობა: -- "მიშველე!" | -- სული უფსკრულსა ჩაუჴდეს, |
Verse: d და | ფერდზედა ედვის ბალიში, | ტირს, ცრემლსა წკარნი გაუჴდეს! |
Strophe: 1790_[1691] | ||
Verse: a | მიუწერა: "უღონიოდ | მე მოვჰკუ̂დები, მნახე მალე! |
Verse: b | დაარჩივე აქიმები, | მოიტანე, მოდი ხვალე, |
Verse: c | დაავედრა მოციქულსა: | "თავი ქარსა დაათუ̂ალე! |
Verse: d და | სადაც იყოს, დედაჩემსა | წიგნი ჴელთა მიათუ̂ალე!" |
Strophe: 1791_[1692] | ||
Verse: a | რა მივიდა მოციქული, | ტახტზედა ზის სინდუხტ მზია. |
Verse: b | წიგნი ნახა როადამის, | მას ეწყინა მეტად დია. |
Verse: c | ესე ბრძანა: "ორსულობას | ოდენ როგორ შეუძლია, |
Verse: d და | თუ სხუ̂ა რამე არ დაერთო?... | ესე ჩემგან სააზრია"!.. |
Strophe: 1792_[1693] | ||
Verse: a | ორნი ბრძენნი მოახლენი | მუნ აქიმნი, მეცნიერნი, |
Verse: b | იჴმნა, შინა შემოასხნა | ჭკუ̂იანნი და გონიერნი, |
Verse: c | მათ უსტარი წაუკითხა | როდამისგან მონაწერნი, |
Verse: d და | თუ უშველოთ, მე შემოგზღო | ას ნაკეცად თქუ̂ენი ფერნი. |
Strophe: 1793_[1694] | ||
Verse: a | სინდუხტ შეჯდა, წამოვიდა, | თან აქიმნი წაიტანა. |
Verse: b | ზაულისტანს მოიწია, | ქალაქისა კართა თანა. |
Verse: c | წინა ზაალ მოეგება, | ჩამოჴდა და ეთაყუ̂ანა, |
Verse: d და | მოიკითხეს ერთმანერთი, | წინ მიუძღვა როდამთანა. |
Strophe: 1794_[1695] | ||
Verse: a | დედამან ნახა როადამ | დამჭკნარი, გაყუ̂ითლებული, |
Verse: b | როგორ შვენოდა პირველად, | არ ისრე აყუ̂ავებული. |
Verse: c | სინდუხტს ეწყინა, შეიქნა | გულითა შეჭირვებული. |
Verse: d და | თუ̂ალთაგან ცრემლი გარდმოზდის, | ტიროდა ვაგლახებული. |
Strophe: 1795_[1696] | ||
Verse: a | მოიკითხა: "ვით გასრულხარ, | დედის თუ̂ალთა სინათლეო!.. |
Verse: b | სად არს შენი ელვარება, | ღაწუ̂ი-ვარდი, პირი-მზეო?!. |
Verse: c | გვერცა მსხდომთა შენი შუქი | გულსა ადგის ნათლად დღეო. |
Verse: d და | აწ მიბრძანე, როგორა ხარ, | ჴმელთა შუქო, მზეთა მზეო?".. |
Strophe: 1796_[1697] | ||
Verse: a | როდამ ეგრე მოახსენა: | "ვერცა რა მე შემიგნია, |
Verse: b | რაღაცა მიც, მოუკლავარ, | სიმძიმითა ტინი კლდია, |
Verse: c | ზე ავდგები, ვერ ავიტან, | ჰგავს, ტყუ̂იასა ზვავი ძია, |
Verse: d და | თუ დაიძრვის, გარდამაქცევს, | დავბნდები და მკუ̂დარი ვძია. |
Strophe: 1797_[1698] | ||
Verse: a | სინდუხტ იტყუ̂ის თუ: "გათავდა | აწ ნათქუ̂ამი ბასტანელთა:" |
Verse: b | "- გვარჯასპის და ზაქიანთა | ნათესავი -- გმირი ჴმელთა, |
Verse: c | აღმოსავლით დასავლამდის | იგი დაჴოცს ყუ̂ელგან მტერთა, |
Verse: d და | მას ვერავინ ესწორების!" | -- უწინვე თქუ̂ეს მერამლეთა. |
Strophe: 1798_[1699] | ||
Verse: a | მეეტლეთათვის ეკითხა | მანუჩარს გამოცნობითა. |
Verse: b | ისრევ მათ ეთქუ̂ა, ყუ̂ელაი | შეეტყო დასტურობითა: |
Verse: c | "დაიბადების ყმა-შვილი, | მათ მეეტლეთა ცნობითა. |
Verse: d და | "ვირ დაეხსნების, მანამდი | თუ მოჰკუ̂დე გარჯილობითა!" |
Strophe: 1799_[1700] | ||
Verse: a | როდამ დედას მოახსენა: | "აწ რომ ჩავდეგ, მეცხრე თვეა. |
Verse: b | სისავსითა ვერასა ვსჭამ, | არა მძინავს, ასი დღეა. |
Verse: c | გულსა შიგან მამემშევის, | სტომაქი მაქუ̂ს მე სავსეა, |
Verse: d და | მივეწურე სასიკუ̂დილოდ, | მეტი აღარ შემიძლია. |
Strophe: 1800_[1701] | ||
Verse: a | სინდუხტ დაღონდა, მოასხა, | ესე აქიმთა გაანდო. |
Verse: b | საძილ-სათრობი წამალი | მათ გახსნეს კარი და სანდო. |
Verse: c | მუშკ-ფალაური, შაქარი. | ხაშხაში ურთეს და სალდო. |
Verse: d და | საბუჟებელი წამალი | აჭამეს ძუ̂ალთა დასალბო. |
Strophe: 1801_[1702] | ||
Verse: a | დაიძინა. მოისუ̂ენა, | ოდენ ცრემლნი აღარ სდიან. |
Verse: b | რა მოჰქარდის, მისთანავე | ახლად რძითა ახუ̂რიტიან, |
Verse: c | საძილითა გარეული | ძველი ღვინო შეასვიან, |
Verse: d და | შობამდისი ესე უყუ̂ეს, | ყოვლთა დღეთა ესე ქნიან . |
Strophe: 1802_[1703] | ||
Verse: a | მას შეექნა ძნელი ტეხა, | რა შობისა დღე მოვიდა. |
Verse: b | სიკუ̂დილსაცა მიეწურა, | სთქუ̂ა თუ: "სული ამოვიდა!" |
Verse: c | დასტიროდა დედამთილი, | სინდუხტ ხოჭით შემოვიდა. |
Verse: d და | ზალდასტანსცა მოახსენეს, | სანახავად წამოვიდა. |
Strophe: 1803_[1704] | ||
Verse: a | მას მოეგონა ფასკუნჯი | და ფრთენი სიმურღისანი. |
Verse: b | დავედრულობა წამლისა | ტკბილისა გამზრდელისანი, |
Verse: c | ცეცხლზედა დადვა, ამაღლდა | მუნ კუ̂ამლი ნაკრტენისანი. |
Verse: d და | ღ(მერ)თსა შესტირის, მოსთქუ̂ემდა: | "ვა წაჴდეს შუქნი მზისანი!" |
Strophe: 1804_[1705] | ||
Verse: a | ფრთესა კუ̂ამლი აედინა, | ერთი ჟამი გამოვიდა. |
Verse: b | ფიცხლავ გული გაუხურდა, | ფასკუნჯიცა წამოვიდა. |
Verse: c | ვით ღრუბელი საწვიმარი, | ქუხილითა ჩამოვიდა. |
Verse: d და | მზისა შუქი აღარა ჩანს, | სისტანს ქალაქს რა მოვიდა. |
Strophe: 1805_[1706] | ||
Verse: a | ზაალდასტან გაეგება, | ილოცვიდა, იდგა დიდხა. |
Verse: b | მადლი მისცა, ეთაყუ̂ანა, | მამა ვითა, მოიკითხა. |
Verse: c | "რად შექნილხარ შეჭირვებით?" | ფასკუნჯურად ეგრე ჰკითხა. |
Verse: d და | როადამის ავად ყოფნა | მოახსენა, რაცა ჰკითხა. |
Strophe: 1806_[1707] | ||
Verse: a | სიმურღმან მისცა იმედი: | "ნუ სჭმუნავ, გული გააყმე!" |
Verse: b | ჭანგითა მისცა ბალახი: | "დანაყე, ფიცხლავ გააჴმე, |
Verse: c | მარჯუ̂ენა ფერდი გულოვნად | გაუპე, ბრალი დაცათმე. |
Verse: d და | გამოიყუ̂ანონ, შეჰკერე, | აყარონ ეგე დაცადმე!". |
Strophe: 1807_[1708] | ||
Verse: a | მოლი მისცა და ასწავლა. | ფასკუნჯი ეუბნებოდა, |
Verse: b | -- არვის ესმოდა. უჭუ̂რეტდეს. | ყუ̂ელასა ეკუ̂ირვებოდა, |
Verse: c | შინა შევიდა ზალდასტან, | წინ სინდუხტ მოეგებოდა. |
Verse: d და | სიმურღის" იმედს გვიბრძანებ?" | ტირილით ეუბნებოდა. |
Strophe: 1808_[1709] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "ნუღარ სტირი, | რა მამესწრა მე გამზრდელი!" |
Verse: b | იჴმეს ფიცხლა მათ აქიმი | -- ბერი კაცი, ქუ̂აბულელი. |
Verse: c | მან წამალი შარბათითა | შექნა იგივ სათრობელი, |
Verse: d და | შეასვა, და დაეძინეს, | ვერ შეიტყუ̂ეს, -- იყო მთელი. |
Strophe: 1809_[1710] | ||
Verse: a | მარცხნივ გვერდსა მიაწვინეს, | არ აზრობდეს როდამს მთელსა. |
Verse: b | მას აქიმსა გამოცდილსა | ალმასს მისცემს ზაალ ჴელსა. |
Verse: c | მარჯუ̂ნივ ფერდი გაუხივე | მზისა შუქსა, მთუ̂არე მთელსა, |
Verse: d და | ხუ̂ადი ლომი გამოვგვაროთ, | მე დავაყრი საკურნელსა. |
Strophe: 1810_[1711] | ||
Verse: a | აქიმმან ფერდი გაუპო | სოფლისა მანათობელსა. |
Verse: b | ლომისა ლეკუ̂ი ატირდა, | არა ჰავს დასათმობელსა. |
Verse: c | მათ აიყუ̂ანეს, იამა, | შეხვიეს გასათბობელსა. |
Verse: d და | ფიცხლა შეკერეს, აყრია | წამალსა საკურნებელსა. |
Strophe: 1811_[1712] | ||
Verse: a | როდამ ფიცხლა გაამთელა | ჯერ სიმურღი არ წავიდა. |
Verse: b | მოლმან მისგან მონატანმან, | სისხლიც არსად გამოვიდა. |
Verse: c | მას დახურეს საკარმანგი, | ძუ̂ალთა ოფლი გამოვიდა. |
Verse: d და | ზალს ფასკუნჯი ეუბნების, | ოდენ ხანი გამოვიდა: |
Strophe: 1812_[1713] | ||
Verse: a | "ძალად და გულად აჯობებს | ეგ შენი შვილი პილოსა: |
Verse: b | ისარსა შავსა კლდეშიგან | გაავლებს, დასწუ̂ავს ნილოსა, |
Verse: c | უზაბარსა და ნილოსა, | ღრუბელსა დასაჩრდილოსა, |
Verse: d და | ზღუ̂ას აადუღებს შიშითა, | გურზითა დალეწს პილოსა. |