TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 99
Previous part

Chapter: 16 
აქა დაბადება როსტომისა და ნახვა სინდუხტისაგან.






Strophe: 1813_[1714] 
Verse: a       დედოფალი შემოვიდა,   ლომ-ნაკუ̂ეთი სინდუხტს მისცეს.
Verse: b       რა აჰჴადა, ჰგავს ცისკარსა.   შემოქმედსა მადლი მისცეს.
Verse: c       იგ სიმურღსა ლოცვიდიან,   მივიდეს და თაყუ̂ანი სცეს.
Verse: d    და   ვაჟი ახლა წაახვიეს,   დედას გვერდი საწოლს მისცეს.






Strophe: 1814_[1715] 
Verse: a       კუ̂ლა მისცა ფრთენი სიმურღმან:    -- ზალდასტან," ჴელთა გეჭიროს!
Verse: b       ცეცხლსა აკმევდი ისრევე,   დაღონდე, დაცაგეჭიროს,
Verse: c       ამ ვაჟსა კარგად აწოვე,   ძიძა მრავალი გეჭიროს,
Verse: d    და   სხუ̂ის კაცის ტომსა არა ჰგავს,   აძღებდი, შეცაგეტიროს!"...






Strophe: 1815_[1716] 
Verse: a       აფრინდა და მოიმაღლა   მუნ სიმურღი შეკაზმული.
Verse: b       უჭუ̂რეტდიან, იკუ̂ირვებდეს.   გაუნათლდა ზაალს გული.
Verse: c       ბრძანა: "გუ̂მართებს სიხარული,   სინდუხტ ზე დგას შეკაზმული,
Verse: d    და   ჩემი როდამ მოუბარი,   ვნახო ერთხელ თუ̂ალ-ახმული!"






Strophe: 1816_[1717] 
Verse: a       ზალდასტან ბრძანა: "მოჰკაზმეთ   საჯდომი სარაჯებია!
Verse: b       როდამს საძილი წამალი   ჯერეთ არ მოჭირვებია.
Verse: c       მუტრიბნი იჴმნა, უბრძანა:   "მეჯლიში მოსაღებია!"
Verse: d    და   საჴელ-მწიფოსა ტახტზედა   დარბაზს სხდეს დედოფლებია.






Strophe: 1817_[1718] 
Verse: a       როდამს ზედა ხალასისა   ოქროს კუბო გადაადგეს.
Verse: b       მძიმედ მოთვალ-მარგალიტეს.   მისნი შუქნი გულსა ადგეს.
Verse: c       ჭრელი სტავრა მოახვიეს.   მეჩანგენი გარე ადგეს.
Verse: d    და   იყო დიდი სიხარული.   იმღერდიან, არცა ადგეს.






Strophe: 1818_[1719] 
Verse: a       როდამს მოჰქარდა წამალი   მაშინ, სიძნელე ბანგისა.
Verse: b       კელი მოივლო მუცელსა,   კმა გაიგონა ჩანგისა.
Verse: c       ლომისა ლეკუ̂ი ატირდა,   ნაკუ̂ეთი საღამანგისა
Verse: d    და   თუ̂ალნი აახუ̂ნა როადამ,    ტანი ხე დასძრა დანგისა.






Strophe: 1819_[1720] 
Verse: a       შეიძრა და გადაბრუნდა,   საუბარი იძრა ამან:
Verse: b       "ასე ძნელის ჭირისაგან   დამაჩინა მიხსნა რამან!"
Verse: c       სინდუხტ ადგა, აიტაცა   ლომ-ნაკუ̂ეთი ვაჟი ამან
Verse: d    და   როდამს გვერდით მიიყუ̂ანა.   პირ მთუ̂არესა აჰჴადა მან.






Strophe: 1820_[1721] 
Verse: a       როდამს მისცა ლომ-ნაკუ̂ეთი   სანახავად სანატრელი:
Verse: b       "- აჰა, დედის სინათლეო,   აქანამდის შენი მრჯელი!..
Verse: c       შემოქმედსა მადლი მიეც,   ნაცვლად ეს გყავს მაწყინელი,
Verse: d    და   ალვის ხესა ამისებრივ   შტო მოესხა, -- ამის კელი".






Strophe: 1821_[1722] 
Verse: a       დედოფალმან მიულოცა,   თავს გუარი გარდაჰყარა.
Verse: b       მუნა მყოფმან ხადუმებმან   აგვატირნა აწ აღარა.
Verse: c       გარდაყრილმან მარგალიტმან   ტახტის ფერჴი დაცაჰფარა.
Verse: d    და   ალვ-ამბარი ეკმეოდა,   მუშკმან კუ̂ამლი აცაჰყარა.






Strophe: 1822_[1723] 
Verse: a       როდამ შვილი გაიცადა,   გაიხარა, მოისუ̂ენა.
Verse: b       ღ(ვ)თის სახელი კურთხევითა   მან მრავალჯერ მოიხსენა:
Verse: c       "სიხარულად შემიცვალე   ტირილი და ცრემლთა დენა!"
Verse: d    და   რაც გარდაჰჴდა მისი საქმე,   დედამ ყუ̂ელა მოახსენა.






Strophe: 1823_[1724] 
Verse: a       როსტომ დაარქუ̂ეს მაშინვე,   თქუ̂ეს ნაკუ̂ეთია გმირისა.
Verse: b       არირსა ზედა დახატეს   ნაკუ̂ეთი სახე-პირისა.
Verse: c       მას გაუსინჯეს ჴელ-ფერჴი   ნორჩი ალვისა ზრდილისა,
Verse: d    და   დედამან სეფე ქალთ მისცა,   -- არ არის სახე შვილისა!..






Strophe: 1824_[1725] 
Verse: a       "მკერდი, ჴელ-ფერჴი, შეჰკერეთ,   თქუ̂ენ შეახამეთ გვამითა:
Verse: b       ვეშპისა სახე მკლავზედა   შავითა აბრეშუმითა,
Verse: c       წინა მზე, მთუ̂არე უკანა,   თქუ̂ენ გული გითქუ̂ამს ნუ მითა.
Verse: d    და   ვითა ცოცხალი, მოჰკაზმეთ   ტან-საცმელითა, ქუდითა!"






Strophe: 1825_[1726] 
Verse: a       ნადიმად მჯდომი ზალდასტა    იხარებს ალვისა ხეო.
Verse: b       ჩუ̂ენ ჴელოვანი, ჭკუ̂იანი,   მხატვარი მამინახეო,
Verse: c       ნაკუ̂თიანობა, მკერდ-მკლავი   ვაჟისა ესე ნახეო.
Verse: d    და   მახარობელი გაგზავნე   საამს წინ, ეგე სახეო!






Strophe: 1826_[1727] 
Verse: a       მათაც ცნან, ალვის ხისაგან   ნერგი კეთილი მოვიდა,
Verse: b       ნადიმად მჯდომი ყუ̂ელაი   სინჯვად მაზედა მოვიდა.
Verse: c       მოეწონა და უკუ̂ირდა,   თქუ̂ეს ღ(ვ)თის ბრძანება მოვიდა,
Verse: d    და   მისი მიმტანი შემოსა,   აჩუქა, წაცამოვიდა.






Strophe: 1827_[1728] 
Verse: a       მოაბადთა მოახსენეს:   "არს ძველითგან თქუ̂ენი გუ̂არი!..
Verse: b       რჯულ-წმინდაო, იგ იქნების   ფალავანი ცათა სწორი!
Verse: c       რძითა უნდა კარგად ძღება,   ვერ დარჩების ჩიტით ქორი.
Verse: d    და   ბევრი ძიძა დაიჭირე,   არას გარგებს ერთი, ორი!"






Strophe: 1828_[1729] 
Verse: a       ათი ძიძა დაირჩივეს   დიდებულთა -- ყუ̂ელა გუ̂არი,
Verse: b       როსტომისთვის გასაზრდელად   მათ უბოძა საბოძვარი,
Verse: c       შვილთა მათთა დასარჩენლად   უნდა რაცა სანუკვარი.
Verse: d    და   -- "სხუ̂ა ძიძები დაიჭირეთ,   ჩემი როსტომ თქუ̂ენი არი!"






Strophe: 1829_[1730] 
Verse: a       როდამს გვერდით გაცაგზავნა,   -- "საჭურჭლე გაქუ̂ს სრულად ჴელთა, --
Verse: b       სიმურღმან თქუ̂ა: "ძღება უნდა   აწ, კუ̂ლავ გვითხრეს მეცნიერთა.
Verse: c       რაცა უნდა, ნუ დაუჭერ,   გაუჩინე შვილის მზრდელთა;
Verse: d    და   რაც უნდოდა, როდამს მისცა,   აავსებდა უხვი ველთა.






Strophe: 1830_[1731] 
Verse: a       ზაალ მისწერა მამასა   მისი ამბავი ცნევისა:
Verse: b       "სიმხიარულე, დიდება,   ჰე, ნუმცა დაგელევისა!..
Verse: c       შენთა ორგულთა თავები   ფერჴთ ქუ̂ეშამც მოგექცევისა!..
Verse: d    და   ღმერთმან გვიბოძა დიდება,   გვირგვინი ზეცით ძლევისა:






Strophe: 1831_[1732] 
Verse: a       თქუ̂ენ წახვედით, მასუკანით   როადამცა დაორსულდა.
Verse: b       ექუ̂სის თვისა რა შეიქნა,   დამძიმდა და დაუძლურდა.
Verse: c       "შობის ჟამსა", -- ვთქუ̂ი, -- "მოკუ̂დების!"   მისთვის გული დამიწყლულდა.
Verse: d    და   მე ფასკუნჯი მამაგონდა,   ზემოვე ვთქუ̂ი ყუ̂ელა სრულ და.






Strophe: 1832_[1733] 
Verse: a       ზაალ საქმე როსტომისა    საამს ყუ̂ელა მიუწერა,
Verse: b       იგი სახე გაუგზავნა,   დედა-მათმან რომ შეჰკერა:
Verse: c       "ის იზრდების ამ ნაკუ̂თითა,   თქუ̂ენსა ბედსა მართებს ჯერა!"
Verse: d    და   წაიკითხა, შემოქმედსა   თაყუ̂ანი სცა, დაიჯერა.






Strophe: 1833_[1734] 
Verse: a       სახე ნახა, გაუკუ̂ირდა   ასაკი და ნაზარდობა,
Verse: b       ქარქისტნისა ქუ̂ეყანასა   მან დაუწყო ახლა წყობა.
Verse: c       მათი ურჩი არვინა ჰყავს,   მტერზედა აქუ̂ს ამაყობა,
Verse: d    და   მხიარული წამოვიდა,   შეშვენოდა თამაშობა.






Strophe: 1834_[1735] 
Verse: a       საამის მოსვლა შეიტყო,   რა გამოვიდა ნილოსა.
Verse: b       მან ვაჟსა კუბო აუგო,   ზედან დაუდგა პილოსა.
Verse: c       მაშიგან დასვეს უძრავად   ნებასა, იჯდა ჩრდილოსა.
Verse: d    და   მაღალი საროს ოდენი   ჰგავს მთასა უადგილოსა!..






Strophe: 1835_[1736] 
Verse: a       ერთმანერთსა მიეწურნეს.   მოჰყუ̂ებოდა ტან-აუშო.
Verse: b       როსტომ მივა პაპისაკენ,   ტანსა ეცვა საარმუშო,
Verse: c       აკოცა და მოეხვია   საამ, დიდხან არ გაუშო,
Verse: d    და   -- "შემოქმედმან მოგაშორვოს,   ავი თუ̂ალი მტერთა უშო!"






Strophe: 1836_[1737] 
Verse: a       მერმე შესხდეს, წამოვიდეს.   სისტანს ქალაქს შემოვიდეს.
Verse: b       მათ ლხინითა მოისუ̂ენეს,   ნადირობდეს, ღვინო სმიდეს.
Verse: c       გმირულსა და ფალავნურსა   როსტომს ზნესა ასწავლიდეს.
Verse: d    და   როგორაცა შეჰფერობდა   ჴელ-მწიფურად აგრე ზმიდეს.






Strophe: 1837_[1738] 
Verse: a       მართ ამაშიგან გამოჴდა   რვა წელიცა სამყაროსა.
Verse: b       როსტომ ისწავლა ზნეობა,   გვანდა მაღალსა საროსა.
Verse: c       მის მშვილდსა ვერვინ მოზიდნის,   -- მათსავე დასადაროსა.
Verse: d    და   ცხენი ვერ ჰპოეს მზიდავი   ადგილსა წასაყუ̂ანოსა.






Strophe: 1838_[1739] 
Verse: a       საამ წავა მაზანდარას,    როსტომ მამას შეავედრეს.
Verse: b       ზაალ, მერაბ, დედოფლებმან,   სისტანს ამოდ გაიხარეს
Verse: c       მერმე მერაბ დაეთხოვა,   ქუ̂აბულიტანს წამოვიდეს.
Verse: d    და   ამაშიგა წელიწადნი   ხუთნი სხუ̂ანი გამოვიდეს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.