Strophe: 1839_[1740] | ||
Verse: a | დღესა ერსა ბროლის ჯამით | ღვინოს სვემდეს სავარდესა. |
Verse: b | "მზის მსგავსო, სახელოვანო!" | ზალდასტან შვილს ეტყოდესა. |
Verse: c | "გულოვანთ ტანსა შემოსე, | ერთგულთა თავი უჩნდესა!" |
Verse: d და | როსტომ ცხენი და ყმა გასცა | ლაშქარნი იხარებდესა. |
Strophe: 1840_[1741] | ||
Verse: a | სეფაბანდ გამოისვენა, | წავიდა სადგომისაკენ. |
Verse: b | "თაამთან, პილო აეხსნა!" | -- ძახილი ისმა კართაკენ. |
Verse: c | გულოვანთ გული ადუღდა, | წყენა შეიტყო კაცთაკენ, |
Verse: d და | მან მძიმე ლატი აიღო, | სირბილით მივა მათთაკენ. |
Strophe: 1841_[1742] | ||
Verse: a | ვინცა ვინ იყო კარის მცველ, | ყუ̂ელა კარსა უჭირევდეს, |
Verse: b | "ღამეა, პილო ახსნილა, | გვეშინის!" -- მოახსენებდეს. |
Verse: c | პირ-ნათელსა ფალავანსა | უხუცესნი არ უშვებდეს. |
Verse: d და | მუშტი შემოჰკრა, გაგორდა. | სხუ̂ა ყუ̂ელა გაექცეოდეს. |
Strophe: 1842_[1743] | ||
Verse: a | რკინისა კარსა ლახტი ჰკრა, | ვინც ნახა, ეკუ̂ირვებოდა, |
Verse: b | საძულველს პილოს მიმართა, | ჰგავს თუ ზღუ̂ა იღელვებოდა. |
Verse: c | მან ნახა, გაგულისებით | ფერჴთ ქუ̂ეშე მიწა დრკებოდა. |
Verse: d და | მოსახლოვანნი დამფრთხალნი | ცხუ̂რებს მგლურებ შაერეოდა. |
Strophe: 1843_[1744] | ||
Verse: a | თამთან ხვადსა ლომსავითა | შეუზახნა, შეეშინდა, |
Verse: b | მაგრა გულოვნად მიმართა, | სივაჟისა ქარი ქროდა, |
Verse: c | გაგულისდა, პილო ნახა, | -- მას, მთა ვითა, მიმართვიდა. |
Verse: d და | მთუ̂რალი პილო ფალავანსა | როსტომს ვითა ეომოდა?! |
Strophe: 1844_[1745] | ||
Verse: a | თამთან თავსა გურზი დაჰკრა, | მაღალს ტანსა წაუქცევდა. |
Verse: b | ათრთოლდა იგ მთა უსვეტო, | ერთის კუ̂რითა მოკუ̂დებოდა. |
Verse: c | როსტომი მოვალს, მზე ვითა, | საწოლსა მოსუ̂ენებოდა, |
Verse: d და | ზაალს ახარეს: "ერთის კუ̂რით | პილოს კინწი მოსწყდებოდა!" |
Strophe: 1845_[1746] | ||
Verse: a | რა ზალდასტან ეს ამბავი | გაიგონა, გაუკუ̂ირდა: |
Verse: b | როსტომის" მგზავსად პილოსა | ფალავანი ვინ მოჰკლვიდა?!." |
Verse: c | ჯერეთ ომი არ ენახა, | სიხარული გაადიდა. |
Verse: d და | ბრძანა: როსტომ" მოიყუ̂ანეთ, | სიხარული გაგვიდიდა!" |
Strophe: 1846_[1747] | ||
Verse: a | უთხრა: "ხვადის ლომის ლეკუ̂ო!" | -- ყელ-ყურზედა აკოცადა. |
Verse: b | "აწვე ჭანგი გაგიმახავს | და გულოვნად შექმნილხარდა. |
Verse: c | მარტვილობით შეგეტყობის: | "შენი სწორი არვინადა, |
Verse: d და | მკლავ-კისერი არვის აქუს | (!), ვერც შენებრივ ტანადადა. |
Strophe: 1847_[1748] | ||
Verse: a | აწ სადანამდის შენისა | მოწიფების ჴმა გავიდეს, |
Verse: b | იარაღი წელთ შეირტყი, | ნარიმანის სისხლს ეძებდეს. |
Verse: c | ცხენ-მალედ წადი, იარე, | რა მიხვიდე მაღალს მთამდეს, |
Verse: d და | ერთს მთას ნახავ, -- რომე თავი | სიმაღლითა ღრუბელთ ჰქონდეს. |
Strophe: 1848_[1749] | ||
Verse: a | მის სიმაღლესა ოყარი | ვერსით ვერ გარდაფრინდების. |
Verse: b | ოთხის ფარსანგის სიმაღლე, | თუ̂ალი არსაით შესწუ̂დების!.. |
Verse: c | სავსე წყარო, ყუ̂ავილითა | კაცსა სევდა მოჰქარდების. |
Verse: d და | ოთხ-ფარსანგი თავის სიბრტყე. | მთაზედ ბევრი ხენი დგების. |
Strophe: 1849_[1750] | ||
Verse: a | იმაზედა უმეცარი | სულიერი ბევრი არის. |
Verse: b | ჴორციელსა ვის უნახავს, | სიმაღლისა ის რომ არის. |
Verse: c | ერთი გზა და ერთი კარი | რომ იმაზედ მაგრად არის. |
Verse: d და | ციხის ოდნად მაღალია, | იგი ღ(ვ)თის ბრძანებით არის. |
Strophe: 1850_[1751] | ||
Verse: a | ნარიმან რომე ყოფილა | ყოველთ ფალავანთ მჯობია. |
Verse: b | ფრიდონ მეფის ბრძანებითა | იმა მთასა მიჴდომია. |
Verse: c | დღივ და ღამ, ერთსა წელიწადს, | ყოფილა დიდი ომია. |
Verse: d და | გრძნეულმან ციხით ქუ̂ა დასცა, | მან მოჰკლა ხუ̂ადი ლომია. |
Strophe: 1851_[1752] | ||
Verse: a | მათ ლაშქართა გაქცეულთა | მოცამართეს ჴელ-მწიფესა. |
Verse: b | საამ ცნა თუ: "იგი ლომი | შამბში ყოფით გააძღესა. |
Verse: c | დაიწყეს გლოვა-ტირილი, | ჭირი ჭირსა მომატესა. |
Verse: d და | ერთს კუ̂ირასა ბნელი დადვეს, | ერდო-კარი დაიჴშესა. |
Strophe: 1852_[1753] | ||
Verse: a | მათ უბრძანა ფალავანმან | ლაშქრის შეყრა, მერვეს დღესა. |
Verse: b | არე-მარენი აივსო, | ლაშქარნი ადგეს ციხესა. |
Verse: c | დიდხანს იყუ̂ნეს, მის ციხისა | შესავალი ვერ ჰპოვესა. |
Verse: d და | სულდგმული იმ კარს ვერ შევა, | არცა ვინ გამოუშვესა. |
Strophe: 1853_[1754] | ||
Verse: a | რაგინდ დიდხან ყოფილიყუ̂ნეს, | ციხეს ვერა დააკლესა. |
Verse: b | უიმედოდ გამობრუნდეს, | სისხლი ვეღარ იკითხესა. |
Verse: c | " -- არ გაგვიცუდდეს თათბირი, | ვაჟო, აგკაზმავ დრო არსა. |
Verse: d და | ქარავანს თანა გაგატან, | -- ფალავნად ვერვინ გიცნასა!.. |
Strophe: 1854_[1755] | ||
Verse: a | გმირო შვილო, შენი თავი | მას თეთრსა მთაზედ მიაგდე. |
Verse: b | მათი ფესვი, საძირკველი, | ავის მქნელი, ამოაგდე, |
Verse: c | ჯერ სახელი არვინ იცის, | ჩემი სევდა გამოაგდე!" |
Verse: d და | როსტომ ჰკადრა: "მორჩილი ვარ, | მაგ ჭირს ლხინად შემოვაგდე!" |
Strophe: 1855_[1756] | ||
Verse: a | ზაალ უთხრა: "შვილო, ნუ იქ, | რაც არ გითხრა, მისგან კიდე. |
Verse: b | თავი შეჰქენ მეაქლემედ, | ქარავანსა გაეკიდე, |
Verse: c | იმ ქუ̂ეყანას კარგად გავა, | ყათარს მარილი აჰკიდე, |
Verse: d და | ციხეშიგან მყოფთ საჭმელი | უმარილო არის კიდე. |
Strophe: 1856_[1757] | ||
Verse: a | რა მარილი დაინახონ, | დიდმან, წუ̂რილმან, შენ მოგნახოს!" |
Verse: b | ესმა რა როსტომს, მათზედა | საომარად გაემართოს, |
Verse: c | საომარი დაცამალოს, | ცოტა კაცი წაიტანოს, |
Verse: d და | ფალავანთა ნათესავმან | სიხარულით მთას მიმართოს. |