TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 101
Previous part

Chapter: 18 
აქა როსომისაგან ვაჭრად წასვა თეთრს მთაზედ, ნარიმანის სისხლის ძებნად.






Strophe: 1857_[1758] 
Verse: a       რა მივიდა ციხეზედა,   მეთუ̂ალემან დაინახა.
Verse: b       მათს უხუცესს სირბილითა   მიმართა და აღარ ნახა.
Verse: c       თქუ̂ა: "ქარავანი მოვიდა.   ციხის სიახლესა, ახა!..
Verse: d    და   ვეჭუ̂, მარილი მოიტანეს,   თუ მიბრძანებ, წავალ -- ვნახა".






Strophe: 1858_[1759] 
Verse: a       გამოგზავნა უხუცესმან   სირბილითა ერთი კაცი.
Verse: b       მუნით როსტომს მოცამართა,   ჩამოვიდა იგი კაცი.
Verse: c       "ქარავანთა უხუცესო,   მე მიამბე!" -- ჰკითხავს კაცი.
Verse: d    და   რა აჰკიდა აქლემებსა,   ჩემსა პატრონს ვჰკადრო კაცი."






Strophe: 1859_[1760] 
Verse: a       როსტომ უთხრა: "წადი, თქუ̂ენსა   უხუცესსა მოახსენე:
Verse: b       სრულ საპალნი მარილია",   დაგვაყენოს, "გაიგონე!"
Verse: c       უხუცესსა გაეხარნეს,   გაიცინეს მეტად გონე,
Verse: d    და   უბრძანა თუ: "მოახსენე   გაახვენით კარი, ღონე.






Strophe: 1860_[1761] 
Verse: a       ძირიდაღმან ციხეს მივა,   ესმა ომისა მძებნელსა.
Verse: b       ვიწროს კარზედა რა მიდგა,   თუ̂ალნი მაზედან დარჩესა.
Verse: c       უხუცესთან რა მივიდა,   როსტომ მიწას აკოცებსა,
Verse: d    და   უხუცესსა მრავალს უძღვნის,   დიდ-წუ̂რილამდის აავსებსა,






Strophe: 1861_[1762] 
Verse: a       უხუცესმან თქუ̂ა: ცოცხალიმც   თქუ̂ენი პირი ნათლად არი!..
Verse: b       დავიმადლე და შევიძღვენ.   რაცა შენი ძღვენი არი.
Verse: c       ყუ̂ელა ურიდლად მოაკრფა   დიდი, წუ̂რილი, ვინა, არი,
Verse: d    და   მარილისათვის ოქროსა   მისცემენ, -- რაც თუ̂ალი არი.






Strophe: 1862_[1763] 
Verse: a       რა დაღამდა, ციხოვანთა   როსტომ დაუწყო ომია.
Verse: b       პირი ციხის თავს მიაპყრა,   მიუჴდა, ვითა ლომია.
Verse: c       გულოვნად რაზმის მფრეწელნი   ყმანი მას ზდევენ რომია,
Verse: d    და   რა ციხის თავმან შეიტყო,   როსტომს დაჰკიდა ომია.






Strophe: 1863_[1764] 
Verse: a       ჴრმლის ელვა ღამეს ანათობს   თხუთმეტ დღის მთუ̂არესავითა,
Verse: b       მიწანი წითლად ელევდეს   ბადახშურს ლალებსავითა.
Verse: c       საავდროსა ცის სიწითლეს   დაემგზავსა სისხლთა ღუ̂რითა.
Verse: d    და   ოთხი ადლი მიწა დავლო   თავმან გურზის შემოკუ̂რითა.






Strophe: 1864_[1765] 
Verse: a       რა ციხოვანთა შეიტყუ̂ეს   სიკუ̂დილი უხუცესისა,
Verse: b       ყუ̂ელასა ომი მოუნდა   მის როსტომ პილოტანისა. --
Verse: c       თამთან ჴმალ-მოწუ̂დით მიუჴდა,   ჭეხა ისმოდა ლახტისა.
Verse: d    და   მათ ერთობილთა თავები   მიწასა ენარცხებისა.






Strophe: 1865_[1766] 
Verse: a       მზემ ჴმელეთი დააშვენა.   ნახეს აღარვინ იყუ̂ნესა:
Verse: b       ნახეს, ზოგნი დაჴოცილნი   და ზოგნი მალულს იყუ̂ნესა.
Verse: c       მოიარეს გულოვანთა   და დაჴოცეს, ვინც ჰპოესა.
Verse: d    და   თამთან ერთი სახლი ნახა,   იმ ვიწროს ადგილს იყუ̂ნესა.






Strophe: 1866_[1767] 
Verse: a       სიპს ქუ̂აზედ ამოეზარდა   მისსა ოსტატსა მაზედა.
Verse: b       რკინისა კარი გაეწყო,   გურზი შემოჰკრა მაზედა.
Verse: c       კარი დალეწა, შინ შევა.   ნახა გუმბადი რაზედა.
Verse: d    და   მთვარესავით ოქროს მელნით   ნაწერი იყო სრაზედა.






Strophe: 1867_[1768] 
Verse: a       მეტისა გაკუ̂ირვებითა   როსტომ იკბინა ბაგესა.
Verse: b       თქუ̂ა: "არ მინახავს მისებრივ,   კაცთა რა რიგად აგესა?!.
Verse: c       ოქროს ქანი და ზღუ̂ის თუ̂ალი,   მგონ, მაზედ გადააგესა!"..
Verse: d    და   მამასა წიგნი მისწერა,   რაც საქმე მუნ გააგესა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.