TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 102
Previous part

Chapter: 19 
აქა როსტომისაგან სამახარობო წიგნის მიწერა ზაალის წინაშე.






Strophe: 1868_[1769] 
Verse: a       "პირველად დიდება ღ(მერთ)თსა   -- მზე-მთუ̂არისა შემოქმედსა.
Verse: b       ღ(ვ)თისაგან ლოცვასა ვჰკადრებ   ზაალს გმირთა უხუცესსა,
Verse: c       თქუ̂ენი შუქი ანათებდეს,   ვით მასკუ̂ლავი, მუნ არესა!..
Verse: d    და   მე, თქუ̂ენითა ბრძანებითა,   მიველ მათსა სიმაგრესა.






Strophe: 1869_[1770] 
Verse: a       მაღალს მთას უმაღლე იყო,   რაცა მწადდა, აგრუ ვქენა,
Verse: b       ზოგნი დავჴოცენ უსულოდ,   და ზოგნი გავაქცივენა,
Verse: c       ოქრო და ვერცხლი, საპალნე,   ხუთასი ათასად ვქენა.
Verse: d    და   ტან-საცმელ-ქუ̂ეშ-საგებლისა   ანგარიში ვერა ვქენა.






Strophe: 1870_[1771] 
Verse: a       აწ მიბრძანოს ფალავანმან   საწადელი, რაცა არი.
Verse: b       ტანი მისი მხიარულად,   სული მისი ნათლადმც არი...
Verse: c       ესე ესმა, გაგზავნილი   წამოვიდა, ვითა ქარი.
Verse: d    და   მან იარა დღე და ღამე.   მოვა, სადაც ზაალ არი.






Strophe: 1871_[1772] 
Verse: a       წიგნი ნახა მან შვილისა,   ლოცავს მასა ფალავანსა.
Verse: b       დღენი ახლად გაუახლდეს,   გაეხარნეს ზალდასტანსა.
Verse: c       მოკითხვისა წიგნს მიუწერს   შვილსა, მისსა შესაგვანსა...
Verse: d    და   -- ნარიმანის" სულთ ნათელო,   მტერი შენგან დაიწვასა!..






Strophe: 1872_[1773] 
Verse: a       რა ეს წიგნი წაიკითხო,   ქარფეჴს შეჯე, წაცამოდი.
Verse: b       შენის პირის მოშორვებით   მკუ̂დარი ვძევარ უსულოდი.
Verse: c       რაც გებრძანა, აქლემები   გამოვგზავნე ათასოდი,
Verse: d    და   უკეთესი წამოიღე,   ციხე დასწვი, კლდე და ლოდი!".






Strophe: 1873_[1774] 
Verse: a       წიგნი ნახა, გაეხარნეს,   არჩევს საკეთო რაც იყო:
Verse: b       ჴრმალი, ლახტი, ოქროს ქუდი,   ქამარი და, რაცა იყო,
Verse: c       თუ̂ალ-გუარი საჴელ-მწიფო,   მარგალიტი, რაცა იყო.
Verse: d    და   აჰკიდეს და წამოიღეს.   სრულ ყუ̂ელასა დია ეყო.






Strophe: 1874_[1775] 
Verse: a       სეფაბანდს ცეცხლი მოუდვეს,   კუ̂ამლი ცათ შემოსწუ̂დებოდა.
Verse: b       მხიარულნი წამოვიდნეს.   როსტომ ქარფეჴსა ჯდებოდა.
Verse: c       რა შეიტყო მოსლვა მისი,   ზაალ წინ მიეგებოდა.
Verse: d    და   ბუკსა ჰკრეს და წინწილასა,   რა რიგადცა ეგებოდა.






Strophe: 1875_[1776] 
Verse: a       რა შვილისა პირი ნახა,   ზაალ ყელსა ეხვეოდა.
Verse: b       თავს ოქრო გარდააყარა,   საამის სრას შევიდოდა.
Verse: c       მდაბლად აკოცა მიწასა,   რა როსტომს წინ მოვიდოდა.
Verse: d    და   მას წინ დედა მოეგება,   ყელ-ყურზედან აკოცებდა.






Strophe: 1876_[1777] 
Verse: a       მახარობელი გაგზავნეს,   საამს წინა მივა ვლითა.
Verse: b       საამ წიგნი წაიკიხა,   გაიშალა, ვარდი ვითა.
Verse: c       მახარობელს ბევრი მისცა,   იგ აავსო საქონლითა.
Verse: d    და   ვინცა ახლდა, შეიყარნეს.   გაიხარეს ჭამა-სმითა.






Strophe: 1877_[1778] 
Verse: a       წიგნი მისწერა: "ლომისა   ლეკუ̂ი ხარ გულოვნობითა.
Verse: b       ბარტყი ხარ გაუძღომელი   ჯერ დედის ძუძუს წოვნითა.
Verse: c       ვერც გამაძღარხარ ჯერეთა   მამისა სათუთობითა.
Verse: d    და   ეს საქმე საკუ̂ირველი ჰქე   შენითა მარტვილობითა.






Strophe: 1878_[1779] 
Verse: a       როსტომისაგან არ არის   ეს საქმე საკუ̂ირველია:
Verse: b       ლომს მშველად დაეჭირების   ზაალ და მისი შვილია.
Verse: c       მრავალი გამოუგზავნა,   წავიდა გაგზავნილია,
Verse: d    და   ფალავნის გულსა იამა,   ვინც ეხლა მოწიფულია.






Strophe: 1879_[1780] 
Verse: a       აქ მანუჩარ ავად გაჴდა   საწუთროსა დანერგული.
Verse: b       ნავზარ იჴმო, წინ მოისვა:   -- "შვილო, ვიყავ მე მორჭმული,
Verse: c       ასოცდაათს წელიწადსა   გამარჯუ̂ებით მოვლენილი,
Verse: d    და   საჭურჭლე და საჴელ-მწიფო   მოვიმატე მე მამული.






Strophe: 1880_[1781] 
Verse: a       აწ მე გავალ ამ სოფლითა,   სამართლითა იქცეოდი!
Verse: b       რაცა ჩემგან მოგენახოს,   გასცემდი და მას იქმოდი,
Verse: c       გაქუ̂ს და არა დაგაკლდების,   -- ჴელ-მწიფურსა წესსა მოდი,
Verse: d    და   რაგინდ ხანგრძლად ცოცხალ-იყო,   შენც ამასა მოელოდი!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.