Strophe: 1881_[1782] | ||
Verse: a | მოაღებინა გვირგვინი | მან, ნავზარს თავსა დაარქო, |
Verse: b | მას ათაყუ̂ანა ლაშქარი, | მეფედ დალოცა და აქო. |
Verse: c | მოუალს გზასა წავიდა, | ლუსკუმს ლოგინი დააგო. |
Verse: d და | ნავზარ გააგდო გვირგვინი, | პირი მიწასა დაარქო. |
Strophe: 1882_[1783] | ||
Verse: a | მუნ შეიქნა დიდი გლოვა, | ტიროდიან ლაბურითა. |
Verse: b | მერმე თავი გაუტენეს | ჴელ-მწიფესა ქაფურითა, |
Verse: c | კუბოშიგან შეასვენეს, | ბნელი დასცეს საბურითა, |
Verse: d და | ცხრას დღეს ისხდეს იმაშიგან | მტკივნეულნი შავ-გულითა. |
Strophe: 1883_[1784] | ||
Verse: a | გლოვა გახსნეს, ამოვიდეს, | ნავზარ დასვეს ტახტსა ზედა, |
Verse: b | საჭურლენი მოიარნეს, | სხუ̂ა ბეჭედი დასხეს ზედა, |
Verse: c | მოლარენი დაუცუ̂ალნა, | ზარდახშანთა გარდასწერდა, |
Verse: d და | არ იყურა შეგონება, | ლაშქართ ზედა არ გასცემდა. |
Strophe: 1884_[1785] | ||
Verse: a | არვისთანა ნადიმობდა, | არცა გამოისვენებდა, |
Verse: b | მას ლაშქარი უკუ-უდგა, | აღარავინ მსახურებდა. |
Verse: c | საამ ცნა თუ: მეფე მოკუ̂და, | მას ეწყინა, ვით მართებდა, |
Verse: d და | გარდიხივნა საყელონი, | გულ-მდუღარედ იტირებდა. |
Strophe: 1885_[1786] | ||
Verse: a | ქარქისანით წამოვიდეს, | ერანისკენ გზანი ტკეპნეს, |
Verse: b | მოვიდნეს და დიდებულნი | წინ ლაშქარნი გაეგებნეს, |
Verse: c | ერთმანერთსა მიუმტკივნეს, | ბროლის მკერდნი დაიღებნეს, |
Verse: d და | ნავზარისგან საჩივარი | ერთპირობით გაუბედნეს. |
Strophe: 1886_[1787] | ||
Verse: a | საამისგან მოისმინეს, | შესხდეს, შინა წამოვიდეს, |
Verse: b | წინა ნავზარ გაეგება, | ჩამოჴდეს და ცრემლსა ღუ̂რიდეს, |
Verse: c | სულ-კურთხევით მოიხსენეს, | ერთმანერთსა აუტირდეს, |
Verse: d და | ჴელ-მწიფობა მიულოცეს, | ცხენთა შესხდეს, გზასა ვლიდეს. |
Strophe: 1887_[1788] | ||
Verse: a | საამ დაუდვა იმედი | ლაშქართა მოსაწონითა: |
Verse: b | "მე ურჩევ ნავზარს ყუ̂ელასა | სიტყუ̂ითა შესაგონითა: |
Verse: c | რაცა თქუ̂ენ გინდა, მას ვაქნევ, | ბოძებით მოსაღონითა, |
Verse: d და | გაუერდგულდით, ნაწყენსა | ნურცა თქუ̂ენ დაიხსოვნითა!" |
Strophe: 1888_[1789] | ||
Verse: a | საჴელ-მწიფოს სრას ჩამოჴდეს, | ეკმეოდა მუშკი, გონა, |
Verse: b | ლაშქართა და დიდებულთა | ნაუბარი მოეგონა, |
Verse: c | ადგა, ნავზარს წინ მიუჯდა, | საამ ყუ̂ელა გააგონა, |
Verse: d და | შეანანა მომდურვება, | ბრალობითა შეაგონა: |
Strophe: 1889_[1790] | ||
Verse: a | "მას მაღალსა ჴელ-მწიფესა | ზნე-უხობა ჰქონდა ჴელთა, |
Verse: b | სიუხვითა მიმცემელი | ზღუ̂ასა გუ̂ანდა, სრულად ჴმელთა, |
Verse: c | იგ გადიდდა სამართლითა, | მოერივა ყუ̂ელგან მტერთა, |
Verse: d და | რად დაგვიწყდა მამის მცნება, | გაერივე რადგან მტვერთა?!." |
Strophe: 1890_[1791] | ||
Verse: a | ნავზარ დია შეირცხვინა | და შენდობა მოითხოვა: |
Verse: b | "ას ნაკეცად გარდავიჴდი, | ვის აკლია, რაცა მთხოვა, |
Verse: c | ვიქ რასაცა მიბრძანებენ, | ვიმასპინძლებ, ვინცა მოვა, |
Verse: d და | დაშავება შევინანო, | ჩემის გულით არ ამოვა". |
Strophe: 1891_[1792] | ||
Verse: a | მოვიდა საამ, შეფიცა | ლაშქართა, მოქალაქეთა: |
Verse: b | "ვიქნები თქუ̂ენი თავდები, | ნავზარ იქს აწ სიკეთეთა". |
Verse: c | წინა წაუძღვა ლაშქართა, | ჰგავს, შუქთა მოიაფეთა, |
Verse: d და | კუ̂ლა ეთაყუ̂ანეს, დალოცეს, | ნავზარ იქს მუნ სიაფეთა. |
Strophe: 1892_[1793] | ||
Verse: a | ნავზარ აიხუ̂ნა კლიტენი | მაშინვე საჭურჭლეთანი, |
Verse: b | გასცა განძი და გუარი | მან მონაგები დღეთანი, |
Verse: c | სრულად აავსნა ლაშქარნი, | ყოვლგნით მოსულნი თემთანი, |
Verse: d და | უმისოდ ვერვინ გასძლებდა, | მას ჰყმობდეს ტომნი ძეთანი. |