Strophe: 1893_[1794] | ||
Verse: a | თვითან მანუჩარს მოეკლა | თურ-სალიმ, ვითა ნადირი, |
Verse: b | მამისა მკუ̂ლელნი ბიძანი | კიდევ ახსოვდეს სატირი, |
Verse: c | ყუ̂ელგან აცნობა ლაშქართა | ფეშანგ, დაიწყო ქადილი: |
Verse: d და | "სისხლი ვიძებნო, წავიდე, | მამა-ბიძათა ნადინი!" |
Strophe: 1894_[1795] | ||
Verse: a | მამა მამიკლა, ამავსო | მე ობლობისა ნისლითა, |
Verse: b | ჩემი ქუ̂ეყანა საეკლედ | გაჰჴადა, მორწყო სისხლითა, |
Verse: c | ღ(მრ)თითა მეც უყო პასუხი, | მივალ ჩემითა მისვლითა, |
Verse: d და | ჩემთა ლაშქართა ერანი | სრულ გაასწორონ ქუსლითა. |
Strophe: 1895_[1796] | ||
Verse: a | აღზვართ ეგრე მოახსენა: | "ჰე მაღალო კელ-მწიფეო!.. |
Verse: b | თუცა მოკუ̂და ერთი კაცი, | ერანია ისევეო, |
Verse: c | მათ ლაშქართა საფადარი | საამ არის მტერთა მძლეო, |
Verse: d და | ბერი მგელი რაზმაზანი | ყარან ერანს ზესთა-ზეო. |
Strophe: 1896_[1797] | ||
Verse: a | გურასპის იცნობ როგორა | სალამ ომსა დაგწვა გული... |
Verse: b | თუ რაზდენსა დიდებულსა | მან გაუპო კუ̂რითა გული?!. |
Verse: c | ვირემ ერანს მივიდოდეთ, | დაგვხუ̂დენ ომად დაკაზმული, |
Verse: d და | კარგი ვერა ვისაქმოთ რა, | ჩუ̂ენ შეგვექნას სინანული. |
Strophe: 1897_[1798] | ||
Verse: a | რა აფრასიობს ეს ესმა | და გაიგონა ძმისაგან: |
Verse: b | -- "ჩუ̂ენცა მათებრნი კაცნი ვართ | დაბადებულნი ღ(მრ)თისაგან. |
Verse: c | საამ, ყარან და გურასპი | არ ნაშობია კლდისაგან, |
Verse: d და | მოეკიდების აბჯარი, | მათცა ევნების ჴლმისაგან!" |
Strophe: 1898_[1799] | ||
Verse: a | საფადარსა ვისს უბრძანა: | "აწ ლაშქარი დავამზადოთ: |
Verse: b | დაკაზმულნი შევიყარნეთ, | ბარგი ერანს ჩამოვჰჴადოთ, |
Verse: c | ჩუ̂ენ ავიზღოთ პაპის სისხლი, | მიწა წითლად გაცავჴადოთ, |
Verse: d და | ნავზარ მოვკლათ, დიდებულთა | სისხლი ველთა გარდავღვაროთ! |
Strophe: 1899_[1800] | ||
Verse: a | "ვაჟი არის აფრასიობ", | -- ფეშანგ ბრძანა, -- "ერთობ მძლია: |
Verse: b | მისთა შვილთა საფადართა | ლაშქართაგან აქო დია." |
Verse: c | აღზვარდ იტყუ̂ის: ყარანსაც" სჯობს | მისი მოკუ̂ლა შეუძლია, |
Verse: d და | რა დგომისა ჟამი არის, | აწ ლაშქარი შეგვიყრია!" |
Strophe: 1900_[1801] | ||
Verse: a | გაჰპირდეს და წამოვიდეს, | საფადარი ვისი მისი, |
Verse: b | ბაჰრამ, სიამ, -- აღზვართ იყო | ფალავანი მოყმე მისი, |
Verse: c | თურან, მაზელ, ჩინ-მაჩინი, | სიყალბელი, საბერძ მისი, |
Verse: d და | ას ოთხმოცჯერ ათასია, | -- ერანს სისხლთა დაღუ̂რის ისი. |
Strophe: 1901_[1802] | ||
Verse: a | დიდებულნი ტახტოსანნი | -- პატრონები გვირგვინისა, |
Verse: b | წავიდეს და ჴმა გახშირდა | სპილენძ-ჭურთა ტაბლაკისა, |
Verse: c | ზროხა კუდთა შეუბერნეს, | მიწა იძუ̂რის სიმრგუ̂ლე ცისა, |
Verse: d და | ჯინჭუ̂ელთაგან უმრავლესი | -- ვერ დაიტევს სიბრტყე ცისა. |
Strophe: 1902_[1803] | ||
Verse: a | ერანელსა ჴელ-მწიფესა | ჴმა მიესმა, ურანია: |
Verse: b | აფრასიობ" შეიყარა, | ჩემზედ მოვა თურანია! |
Verse: c | არ ეტევის, აუვსია | კლდე, კაპანი, მინდორნია, |
Verse: d და | ნავზარს ჰკადრეს: "ლაშქართათვის | შენცა კაცი გაგზავნია!" |