TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 106
Previous part

Chapter: 23 
აქა ერანელო საჴელ-მწიფო კაცს ძებნა დაუწყეს და არჩევდეს.






Strophe: 1987_[1889] 
Verse: a       აქ შეექნა გამორჩევა   ერანელთა პატრონისა,
Verse: b       ტუსი თქუ̂ეს, და ტუმაზპც იყო   ნათესავი ფრიდონისა,
Verse: c       ოთხმოცისა წლისა იყო,   ღ(ვ)თის მოშიში, მქნელი ჭკვისა,
Verse: d    და   მოიყუ̂ანეს, იგ დალოცეს   საჴელმწიფოდ ერანისა.






Strophe: 1988_[1890] 
Verse: a       ამაზედა აფრასიობ    აღზვართისთვის გაგულისდა,
Verse: b       ძმასა უთხრა: "ყუ̂ელა შენ ჰქენ,   სხუ̂ას ვაბრალო ესე ვისდა?!
Verse: c       არ დამეჴსენ, -- დამეჴოცა   თურისა და სალიმისდა,
Verse: d    და   მათი სისხლი დამეღვარა,   შენთვის დანა გულსა მიცდა.






Strophe: 1989_[1891] 
Verse: a       მტერი ოდეს მოვიხელე,   დამრჩა, ვეღარ მამერივა,
Verse: b       შეჭირვებით გულის წასვლა   ჩემი ლხინად წამერივა,
Verse: c       არ დავჴოცე, მას ვინანი,   სული მათი დამელივა,
Verse: d    და   თერიაყსა მოსაკლავად   აღზვარდს ზარი გაერივა.






Strophe: 1990_[1892] 
Verse: a       "ვის ასმია უმრავლესი,   -- აღზვართ ეგრე უპასუხა: --
Verse: b       "დღეს რომ მოსწყდა ერანელი,    მჴარ-დაკრულთა დაჰკოც ნუღა,
Verse: c       ჯერ ჯეონი ძოწსავე ჰგავს,   საწუთროა ეკალ-მუხა,
Verse: d    და   ნავზარ დაჰკალ ცხვარივითა,   ღ(მერ)თსა უმძიმს აჰა, უხა!






Strophe: 1991_[1893] 
Verse: a       ჴელ-ფერკ-დაკრულთა თავებსა   დასჭრიდი, ზროხათა ვითა,
Verse: b       ღ(ვ)თის შიში დაგვიწყებია,   ნუ ხარ ცნობითა ავითა,
Verse: c       მას საუკუნოს ცეცხლითა   სრულ დაგწვავს სადაგავითა,
Verse: d    და   როს გაგიკითხოს უფალმან,   პასუხსა გასცემდი ვითა?!"






Strophe: 1992_[1894] 
Verse: a       გაგულისდა აფრასიობ,    კბილით ჴორცი მოიჴეჩა,
Verse: b       ვითა ბნელსა ჯოჯოხეთსა,   პირით კუ̂ამლი აღმოჴეჩა,
Verse: c       ჯავრით თუ̂ალნი დაუბნელდეს,   ბასრი ჴრმალი ამოჴეჩა,
Verse: d    და   წამოხტა და ძმასა დაჰკრა,   თავი ორად გაუჴეჩა.






Strophe: 1993_[1895] 
Verse: a       თურანელთაცა ეწყინა,   იწამა ერანისათვის,
Verse: b       ზაალ და მერაბ ჩიოდეს,   აღზვართ მოუკლავს რისათვის?!
Verse: c       დევის ნაშობმან ძმა მოკლა   ჩუ̂ენთვის მართლისა თქმისათვის,
Verse: d    და   ჩუ̂ენ გუ̂მართებს ძებნა სისხლისა   სანაცვლოდ ნავზარისათვის.






Strophe: 1994_[1896] 
Verse: a       ტუმაზპს წინა შეიყარნეს   ერანელნი, ვინცა ღირსა,
Verse: b       ქაი̂ანთ-დროშა, ქოს-ნაღარა,   პილოს აბმენ ყუ̂ირო სტვირსა,
Verse: c       ბარგ-კარვები წაიტანეს,   ფარსის ქალაქს მიდგეს ძირსა,
Verse: d    და   ყარაული გაიყენეს,   თურქთა უდგა პირის-პირსა.






Strophe: 1995_[1897] 
Verse: a       გვალვიდა და მზისა სიცხე   პირსა ქუ̂ასა გაუპობდა,
Verse: b       ცვარი წვიმა არ მოვიდა,   მოლ-ბალახსა არ ალბობდა,
Verse: c       ნავზარ მოკუ̂და. მასუკანით   მათ შიმშილი დაამჴობდა,
Verse: d    და   ღვინო ვეღარ იშოვნიან,   პური ძვირობს, უპურობდა.






Strophe: 1996_[1898] 
Verse: a       დიდი სიცხე და შიმშილი   ყუ̂ელასა მისჭირდებოდა,
Verse: b       ხესა ხრევდიან ცხენები,   კბილები გარდასცუ̂დებოდა,
Verse: c       ცხენისა ჴორცი ვეცხლთანა   წონად არ იშოვებოდა,
Verse: d    და   სალს კლდესა გვანდეს, ექუ̂ს თუ̂ესა   ძუ̂რა ყოლე არ ეტყობოდა.






Strophe: 1997_[1899] 
Verse: a       ჰკადრა ტუმაზპ მოციქული   აფრასიობს სიტყუ̂ა-მძლია:
Verse: b       "უსამართლოდ ავის ქნასა,   ჩანს, რაზომი შეუძლია,
Verse: c       ცა გამჴმარა, მიწაზედა   მოლსა ძირი დალევია,
Verse: d    და   შიმშილითა მიჭირვებით   შენ ლაშქარი დაგლევია.






Strophe: 1998_[1900] 
Verse: a       აწ გავიყარნეთ, სამტერო   ჴრმალი ორთავე ჩავაგოთ,
Verse: b       დასწყნარდეს ძველი მტერობა,   ფიცითა ზავი ავაგოთ.
Verse: c       გაყოფით გვიჩანს სამზღვარი,   თავის-თავისად გავაგოთ,
Verse: d    და   დავსჯერდეთ, შფოთი დაწყნარდეს,   თური-სალამი დავაქოთ.






Strophe: 1999_[1901] 
Verse: a       ერთი კაცი აფრასიობს    მოციქული გაუგზავნეს,
Verse: b       საუბარნი გააგონეს   ერთმანერთსა, დაეზავნეს,
Verse: c       ქუ̂ეყანანი გაისწორნეს,   ერთმანერთსა არა ავნეს,
Verse: d    და   ერთმანერთსა წიგნი მისცეს,   შინასაკენ თავნი არნეს.






Strophe: 2000_[1902] 
Verse: a       ტუმაზ ჴელ-მწიფე ტახტზედა   დაჯდა და მოისვენამან,
Verse: b       ღ(ვ)თის მოშიში და მოწყალე,   მისი ძლევა თქუ̂ას ენამან,
Verse: c       მომართეს კარგთა ნაყოფთა,   და მოისვენა ყუ̂ელა მან,
Verse: d    და   დაჰფარა ყოვლი ქუ̂ეყანა   მაშინ კეთილთა დენამან.






Strophe: 2001_[1903] 
Verse: a       მაშინ მომართა ყუ̂ელამან,   ვინცა წასული არიო,
Verse: b       აშენდა ყოვლი ქუ̂ეყანა,   ტუმაზპ მოწყალე არიო. --
Verse: c       ღ(მერ)თსა ესვიდა ლოცვითა,   გადიდდა საფადარიო,
Verse: d    და   დასწყნარდა ყოვლი ქუ̂ეყანა,   მგელთანა სძოვდა ცხვარიო.






Strophe: 2002_[1904] 
Verse: a       რა აფრასიობ მივიდა,   ფეშანგ უწყრების დიაო:
Verse: b       "ყოვლი ქუ̂ეყანა გაახელ,   სხუ̂ასა ვის შეუყრიაო,
Verse: c       ორთა კაცთზედა გაგზავნე,   ერანს რა დაგიკლიაო,
Verse: d    და   დაჰჴოცენ ჩემნი თავადნი,   ძმის სისხლი დაგიღუ̂რიაო!






Strophe: 2003_[1905] 
Verse: a       მარცხვინე, ჩემი სახელი   სრულად დაჰკარგე მაზედა,
Verse: b       ასეთნი გვირგვინიანნი,   მითხარ, დაჰჴოცენ რაზედა?!.
Verse: c       მოსამართლე და მორჭმული   მოჰკალ მართლისა თქმაზედა,
Verse: d    და   მტერთა სანაცვლოდ აბჯარი   შენი იჴმარე ძმაზედა?!"






Strophe: 2004_[1906] 
Verse: a       თურისა და სალიმისგან    აღზვართ უფრო დამწვა გული,
Verse: b       ძმისა მკუ̂ლელსა ვეღარ გიჭუ̂რეტ,   დაიკარგე გაბასრული!"
Verse: c       წამოვიდა აფრასიობ,    გაღარიბდა დაკარგული,
Verse: d    და   თურანსა და ერანს შუა   იყუ̂ის მტერთა დანაბული.






Strophe: 2005_[1907] 
Verse: a       ექუ̂ს წელსა იყო ღარიბი,   წაუჴდა ნებიარობა,
Verse: b       ზავითა იყუ̂ნეს ორნივე,   დასწყნარდა ძველი მტერობა,
Verse: c       ტუმაზპ ოთხმოც წელ ტახტზედა   იჯდა, ეტყობის ბერობა,
Verse: d    და   ღ(მერ)თს შეევედრა, მას მიხუ̂და   სამოთხის ნებიარობა.






Strophe: 2006_[1908] 
Verse: a       ღ(ვ)თის მოშიშთა ერანელთა    გული სტკივის, ცრემლი სდიან,
Verse: b       ჴელ-მწიფეთა სამარხოსა   მიათვალეს, იგლოვდიან,
Verse: c       ბედ-სვესა და სამართალსა   მისსა მეტად მოსთქმიდიან,
Verse: d    და   ამ ამბავსა აფრასიობს    ახარებდეს, მორბოდიან.






Strophe: 2007_[1909] 
Verse: a       აფრასიობ ჴელ-მწიფესა   ფეშანგ წიგნი მიუწერა:
Verse: b       "ბედნიარო ჴელ-მწიფეო,   რასა ბრძანებ, ეტლი ჯერა:
Verse: c       რაც გინდოდა, მოაჴდინა,   ჟამი ჩუ̂ენკენ მოიწვერა,
Verse: d    და   დღე გათავდა ტუმაზპისა,    ტახტ-გვირგვინი ოჴრად ძე რა.






Strophe: 2008_[1910] 
Verse: a       აწ პატრონი ხარ, შემინდევ   პირველად დაშავებული!
Verse: b       მე ვისახელო, არ მინდა,   აწ თავი მოყივნებული,
Verse: c       უკეთ გმსახურო, გიჩუ̂ენო   ერანი მომტუ̂ერებული,
Verse: d    და   მე დავიჭირო, ყუ̂ელანი   შენ გყმობდენ შეშინებული.






Strophe: 2009_[1911] 
Verse: c       ესე წიგნი მიუწერა,   მოციქულთა თავნი არნეს,
Verse: b       წაიკითხა, ღ(მერ)თსა მადლი   მისცა, ფეშანგს გაეხარნეს,
Verse: c       ყოვლგნით უჴმო საფადართა,   მათ ლაშქარნი შეეყარნეს,
Verse: d    და   მათ უქადეს ბრძანებული,   თავი გმირთა დაადარნეს.






Strophe: 2010_[1912] 
Verse: a       უბრძანა მათ აფრასიობ:    -- "იარეთ, შეიყარენით!
Verse: b       თქუ̂ენ დაგრჩეს ერანს სახელი,   თავი ამისთვის არენით,
Verse: c       ნუ შეიბრალებთ, დაჰჴოცეთ,   ციხენი მოამტვერენით,
Verse: d    და   თუ სხუ̂ა ჴელ-მწიფე გუ̂ყოლია,   ეს არ ისმოდეს ერანით.






Strophe: 2011_[1913] 
Verse: a       ვერ იტევდა მიწის პირი,   მზისა შუქნი დაეფარნეს,
Verse: b       დროშა-შუბის სიმრავლითა   მათ ვარსკუ̂ლავნი ჩამოყარნეს,
Verse: c       ყუ̂ირო-სტვირნი გამოაბეს   ჴმა დაბდაბთა გააქარვნეს,
Verse: d    და   რა ერთი თვე გამოვიდა,   აფრასიობს შეეყარნეს.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.