Strophe: 2012_[1914] | ||
Verse: a | ბარგ-სამძიმარი მინდორად | გაიღეს ჴარგა-სარავი, |
Verse: b | სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, | ქარი უქროდა არავი, |
Verse: c | მიწა იძროდა, საწუთრო | შიგან ჩნდა დასაფარავი, |
Verse: d და | რიეს ქალაქად მივიდნეს, | მუნა დაიცეს კარავი. |
Strophe: 2013_[1915] | ||
Verse: a | სცნეს, მოვიდა აფრასიობ, | ერანელთა სევდა ისხეს, |
Verse: b | თქუ̂ეს: "არა გუ̂ყავს ჩუ̂ენ, ჴელ-მწიფე, | თურანელთა მისთვის გვითხეს, |
Verse: c | ზაალს წინა შეიყარნეს, | ერანელნი მოიკითხეს, |
Verse: d და | მოახსენეს: "როგორ გავსძლოთ? | ჩუ̂ენ რა გვიყუ̂ეს?!" -- ესე ჰკითხეს. |
Strophe: 2014_[1916] | ||
Verse: a | "ვითა გავსძლოთ ყუ̂ელა ჭირი | -- ტყუ̂ეობა და შეჭირვება!?. |
Verse: b | აქანამდის ვერ გვიყუ̂იან, | არსად იყუ̂ის მათგან ვნება, |
Verse: c | ზურგად ვიჩნდა მამა თქუ̂ენი, | იყო მტერთა განქარვება, |
Verse: d და | თავსა ვერსად გამოჰყობდეს, | არ ძალ-ედვა აზრახება. |
Strophe: 2015_[1917] | ||
Verse: a | ყოველთ დღეთა გვატყუ̂ევებე | ტახტი წაჴდა განაცუდი, |
Verse: b | თქუ̂ენ დაგიგდო მამა თქუ̂ენმა | საფადრობა ჴრმალი, ქუდი, |
Verse: c | ჴელ-მწიფეთა სისხლის ძებნა | აწ შენ გმართებს, ძლევა ბუდი, |
Verse: d და | სახელისა გამოჩენა | მტერთაზედა არა ცუდი. |
Strophe: 2016_[1918] | ||
Verse: a | ზაალ უბრძანა იმედი, | არ სიტყუ̂ა დასათნეველი: |
Verse: b | "მათ ჩემი სწორი არვინ ჰყავს, | მძიმის ლახტისა მქნეველი, |
Verse: c | ჴრმალ-გამოწუ̂დილმან მივმართო, | გამოვჩნდე მათი მძლეველი, |
Verse: d და | სადავე გაჴდეს საძუედ, | მოკუ̂დეს სულ-დასალეველი. |
Strophe: 2017_[1919] | ||
Verse: a | ყოველი კაცი მიწა ვართ, | ღ(ვ)თისგან სულ-ჩანაბერია, |
Verse: b | ძალსა მოგვაკლებს, მოგუ̂ზიდავს, | მე ვარ შობითგან ბერია, |
Verse: c | მესტროლაბეთა ნათქუ̂ამი | გათავდა, ანაწერია, |
Verse: d და | შვილი მამესწრა, საამს სჯობს, | ძალ გულად მისი ფერია! |
Strophe: 2018_[1920] | ||
Verse: a | სახელისა ძებნა მართებს, | მოერიოს როსტომ მტერსა! |
Verse: b | ასაკობა პაპას უგავს, | ასახელებს მამას ბერსა, |
Verse: c | თუ უშოებთ, რომ ვით ზიდოს, | ცჴენსა მისსა შესაფერსა, |
Verse: d და | გულოვანთა ომს უჩვენებს, | მოერევის ახლად მტერსა." |
Strophe: 2019_[1921] | ||
Verse: a | ერანელნი დაემოწმნეს | ზალდასტანის, სიტყუ̂ის თქმათა, |
Verse: b | მოეგონა, უწინვე თქუ̂ეს | მეცნიერთა კაცთა ბრძენთა, |
Verse: c | მანუჩარსაც მოახსენეს | მესტროლაბე-მოაბადთა, |
Verse: d და | როსტომს წინა წამოვიდეს, | თქუ̂ეს, გაგვიგებს ომთა გზათა. |
Strophe: 2020_[1922] | ||
Verse: a | მოახსენეს: "შემოქმედმან | ეტლად გიჴმო მთვარისაო! |
Verse: b | ჰე ახალო ფალავანო, | ბედნიერთა გვარისაო, |
Verse: c | გმართებს ჩუ̂ენი წინამძღრობა, | სახელება თავისაო, |
Verse: d და | ჩუ̂ენად ზურგად მოაბადთა | შენ გთქუ̂ეს, -- მცველად ტახტისაო!" |
Strophe: 2021_[1923] | ||
Verse: a | როსტომ ენა შეუქცივა, | ვერ იტყოდა კაცთა ტომი! |
Verse: b | "კანჯრის ჯოგი ცუდად ჩქარობს, | მას პასუხსა გასცემს ლომი, |
Verse: c | დედამ ცუდად რად გამზარდა, | ზობარჯზედა ვიყავ მჯდომი, |
Verse: d და | ტახტსა ცხენი მირჩევნია, | მესწრაფების მათი ომი. |
Strophe: 2022_[1924] | ||
Verse: a | სმასა ომი მირჩევნია, | -- მძიმე ლახტი, ჴრმლისა ქნევა, |
Verse: b | თუ მყავს ცხენი შესაჯდომი, | მე მამხუ̂დების ღ(ვ)თითა ძლევა, |
Verse: c | თვითან მარო შეუტევებ, | შიგ დაეწყო თურქთა რევა, |
Verse: d და | ჩემის გურზით ჩამოყრილთა | მათ დაუწყონ სულთა ლევა!" |
Strophe: 2023_[1925] | ||
Verse: a | ერანს ნაბამი ტაიჭი | მეფეთა დადაღულია, |
Verse: b | საჩეხეს შიგან შეყარეს, | ვისაც უთქმიდა გულია, |
Verse: c | კარშიგა როსტომ დაუდგა, | ჰგავს, იყო გაზრახულია, |
Verse: d და | ჴელი დასდვის და გაზდრიკის, | ვითამც არ ედგის სულია. |
Strophe: 2024_[1926] | ||
Verse: a | რომ როსტომისთვის გაეძლო, | ცხენით ვერ გაცხენიანდეს, |
Verse: b | ზაალ, მერაბ და თავადნი | დაჭმუნდეს, დანაღუ̂ლიანდეს, |
Verse: c | პაპისა რემა მოასხეს | ფიცხლად, არ დაცაგვიანდეს, |
Verse: d და | ვერცა მაშიგან იპოეს, | თქუ̂ეს: თურქნი" არ დაზიანდეს!" |
Strophe: 2025_[1927] | ||
Verse: a | მერაბ ბრძანებს: "ცხენ-ჯოგითა | მე ვერა მჯობს არაბეთი: |
Verse: b | ვსაზრობ, ვპოებთ იმაშიგა, | არ გაგუწირავს სრულად ღ(ვ)თი! |
Verse: c | მოასხეს, და თანა მოჰყუ̂ეს | უხუცესი კაცი ერთი, |
Verse: d და | რა შეხედა, როსტომ იცნა | ჭაკი ერთი, ლომ-ნაკუ̂ეთი. |
Strophe: 2026_[1928] | ||
Verse: a | მაღალი, მოკლე ზურგითა, | შავ-რახსი მუნ სახიერი, |
Verse: b | ყელ-გრძელი, ყურნი შუბს უგავს, | იგია ფერჴ-ბედნიერი, |
Verse: c | მას კვიცი ახლდა ტერფ-ბასრი, | აბრაში თვალ-შვენიერი, |
Verse: d და | უმაღლე იყუ̂ნეს ყუ̂ელასა, | ვით ჴმელთა მზისა ჰაერი. |
Strophe: 2027_[1929] | ||
Verse: a | ხვაშიადი გააცხადა | როსტომ გულის ნადებია. |
Verse: b | თქუ̂ა თუ: "ღ(ვ)თისა უსაცილოდ | ჩემთვის დაუბადებია! |
Verse: c | მერამლეთა პირველად თქუ̂ეს, | რაცა უქადაგებია, |
Verse: d და | აწ მამართვით საგდებელი, | მისი ყელსა სადებია!" |
Strophe: 2028_[1930] | ||
Verse: a | მას საგდებელი მოართვეს, | გრძელი, მაგარი, ხვეული, |
Verse: b | ზარდახშანშიგან ნადები, | გმირის საამის-ეული, |
Verse: c | ახლოს მოუდგა, უჭუ̂რეტდა, | კუ̂იცი დგას არ გაქცეული, |
Verse: d და | ერთობ უსახოდ მოსწონდა, | როსტომ დგას ცნობა-რეული. |
Strophe: 2029_[1931] | ||
Verse: a | მისი მკერდ-ზურგი და გავა, | გვანდა, კლდე არის მყაფარი, |
Verse: b | თვალი შვენოდა ლამაზად, | ყელ-ყური, ძუა-ფაფარი, |
Verse: c | ტერფნი რკინისა ბასრს უგავს, | მთა არის მინდორთ-საფარი, |
Verse: d და | მას საგდებელი შესტყორცა, | შეიპყრა პილოსა დარი. |
Strophe: 2030_[1932] | ||
Verse: a | საგდებელი გარდააცვა, | კუ̂იცი მოჰყუ̂ა, როსტომს მილდა, |
Verse: b | მერემეთა უხუცესა | ნამეტნევად გაუკუ̂ირდა, |
Verse: c | მისი მშვიდად წამოყოლა, | თქუ̂ა თუ, როგორ დამორჩილდა, |
Verse: d და | გულსა შიგან დაუმძიმდა, | მერაბისთვის ინახვიდა. |
Strophe: 2031_[1933] | ||
Verse: a | რა დედასა გამოშორდა, | ზედ მოუჴდა ლომივითა, |
Verse: b | მაღლა ტერფი აიშვირა | მან, გაჰპირა ომი მითა, |
Verse: c | მკერდსა ნები შეაძგერა, | ცხენი დასცა როსტომ მითა, |
Verse: d და | ათრთოლდა და გაემართა, | მარჯანასა ტორო ვითა!?. |
Strophe: 2032_[1934] | ||
Verse: a | მერემეთა უხუცესი | უბნობდა შეჭირვებული: |
Verse: b | "არ არის ამა ჯოგისა, | სხუ̂ათა გუ̂ყავს შევედრებული, |
Verse: c | მერაბ უბრძანა: "რას უბნობ, | შეცუ̂ლილი, გაშმაგებული! |
Verse: d და | ჩემსა შავს რაშსსა რატომ გავს, | დედა ჰყავს იმათებული. |
Strophe: 2033_[1935] | ||
Verse: a | გვინდოდა თქუ̂ენი ჩვენება, | მრავალ-ჯერ ვეცადენითა, |
Verse: b | მან საგდებელი დაწყუ̂იტის, | დაჭირვით ვერა ვქენითა, |
Verse: c | ზედ მოგვიჴდიან, ვით ლომი, | გარდვეხვეწენით რბენითა, |
Verse: d და | ხუთი წელია, -- აჯილღა | არ გაუშვია კბენითა. |
Strophe: 2034_[1936] | ||
Verse: a | წეღან დია გამიკუ̂ირდა | საგდებლისა გამოყოლა, |
Verse: b | რადგან ესე როსტომ არის, | არა მართებს კუ̂იცსა რბოლა, |
Verse: c | მისი რაში ეს იქნების, | ამას მართებს მისი ყოლა, |
Verse: d და | სხუ̂ა ვერავინ დაჰჴედნიდა, | იმათ უჩნდა მტერთა ბრძოლა. |
Strophe: 2035_[1937] | ||
Verse: a | როსტომ ჴელი გარდაავლო | მისსა რაშსა ალვა-ზრდილსა, |
Verse: b | თვალ-ყურიცა მოუფშუ̂ნიტა | განგებითა მისთვის ქნილსა, |
Verse: c | მერმე ფერჴი ამოუღო, | თქუ̂ა: "მაჩუ̂ენებს ესე ლხინსა!" |
Verse: d და | არ იწყინა, მშვიდად დადგა, | ჰგავს ადრიდგან დაჴედნილსა. |
Strophe: 2036_[1938] | ||
Verse: a | შეკაზმა და ზედა შეჯდა | როსტომ, გუ̂ანდა ალვა-ზრდილსა, |
Verse: b | მოყუ̂არეთა უხაროდა, | მათი მტერი ახლა ტირსა, |
Verse: c | რაშსა ფრთენი გამოესხა, | უგავნ ზურგსა ამოზდრილსა, |
Verse: d და | ვითა ორბი, ააფრინა, | ოდენ ხედვენ მზისა ჩრდილსა. |
Strophe: 2037_[1939] | ||
Verse: a | იქით-აქათ გარდიზიდა, | ავჟანდათა ჩააჭირნა, |
Verse: b | ტერფით ცეცხლი დააკუ̂ესა, | ქუ̂ათ ბურჯღული გაადინა, |
Verse: c | ზალდასტან და ერანელთა | გაიხარნეს, არ იტირნა, |
Verse: d და | ღმერთსა დიდი მადლი ჰკადრეს, | თურქთა ომი გააპირნა. |
Strophe: 2038_[1940] | ||
Verse: a | წავიდეს სრასა, საამის | შედეგად როსტომ არისა, |
Verse: b | გვიბოძა ღ(მერ)თ(მ)ან სამუქფოდ | ნაკუ̂ეთი პილოტანისა, |
Verse: c | გვინდა მოვნახოთ ჴელ-მწიფე, | ტახტი უთაო არისა, |
Verse: d და | კაცი ერაჯის თესლისა, | ქაიყუბადის გვარისა. |
Strophe: 2039_[1941] | ||
Verse: a | ეზომი ხანი ულოცავს, | მიუმართნია ღ(ვ)თისათვის, |
Verse: b | ღ(ვ)თის მოსავი და მოწყალე | ყოვლისა სულდგმულისათვის, |
Verse: c | უფალსა უბრძანებია | პატრონად ერანისათვის, |
Verse: d და | რად არ მოვიყუ̂ანთ ჴელმწიფედ, | მას არ დავლოცავთ რისათვის. |
Strophe: 2040_[1942] | ||
Verse: a | ზალდასტან შვილი დალოცა, | ბედნიერისა დღისაო, |
Verse: b | "საწუთრომც შენით იხარებს, | გმორჩილობს სული მზისაო! |
Verse: c | გაგზავნი სადმე, მე მოგცე | შენ კაცი მცოდნე გზისაო, |
Verse: d და | ყუბად აწვიე, მოვიდეს | ჴელ-მწიფედ ერანისაო! |
Strophe: 2041_[1943] | ||
Verse: a | როსტომ ფიცხლად დამორილდა, | მჭუ̂რეტელთ ლხინი პილოტანა, |
Verse: b | სასუბუქოდ შეეკაზმა, | არა ზიდა ბარგი თანა, |
Verse: c | შეკაზმა და რაშსა შეჯდა, | ხუთი კაცი წაიტანა, |
Verse: d და | იარა და მიიწივა | ყუბადთანა, ეთაყუ̂ანა. |
Strophe: 2042_[1944] | ||
Verse: a | დალოცა და მოაჴსენა: | "ღ(ვ)თისგან საფარველიანო, |
Verse: b | ზაალდასტან გამომგზავნა, | ჩემს ამბავსა ელიანო, |
Verse: c | ღ(მერ)თმან მოგცა ტახტ-გვირგვინი, | ჩუ̂ე გაგუ̂წირა სულ დიანო, |
Verse: d და | ერანელნი ფალავნები | სატახტოსნოდ გელიანო! |
Strophe: 2043_[1945] | ||
Verse: a | თვალ-გუარით, მარგალიტით | ტახტი დაგხუ̂ეს სასურველი, |
Verse: b | შენ გვირგვინი საჴელ-მწიფო, | საქონელი, განძი ძველი, |
Verse: c | აბჯარი და საურჭლენი, | ზარდახშანი საკუ̂ირველი, |
Verse: d და | ქაიყუბად ეთაყუ̂ანა, | რას მიბრძანებთ, -- მე ვარ მქნელი. |
Strophe: 2044_[1946] | ||
Verse: a | ერანელთა მოჴსენება | მეტად კარგად გაიგონა, |
Verse: b | როსტომ ტკბილად მოიკითხა, | ნამეტნავად მოეწონა, |
Verse: c | ღ(მერ)თსა მადლი მოაჴსენა, | თქვა თუ: "ლოცვა გამიგონა!" |
Verse: d და | მე მივყავარ საჴელ-მწიფოდ, | მათ უფალმან შეაგონა. |
Strophe: 2045_[1947] | ||
Verse: a | მთით ჩამოვიდნენ, ძირს უდგეს | მოსამსახურე მონანი, |
Verse: b | ვინც უნდა, თანა წაიტანს, | ვაზირნი შემაგონანი, |
Verse: c | გამოემართნეს, მოდია | ყუბად და როსტომ -- ორანი, |
Verse: d და | როსტომ წინ კაცი გაგზავნა, | სიტყუ̂ანი გასაგონანი. |
Strophe: 2046_[1948] | ||
Verse: a | ერანელნი ფალავანნი | შეიყარნეს კარგად ზმითა, |
Verse: b | ტუსი, ზაალ, მილად, ყარა | -- ქოსითა და ნაღარითა, |
Verse: c | პილოზედა ტახტი დადგეს | ფეროზით და გუარითა, |
Verse: d და | სარტყელი და ტან-საცმელი | მოამზადეს გვირგვინითა. |
Strophe: 2047_[1949] | ||
Verse: a | წაიტანეს ბარგ-კარავნი, | მიეგებნეს, თავნი არნეს, |
Verse: b | მივიდეს და ჴელ-მწიფესა | ლოცვიდიან, ეთაყუ̂ანეს, |
Verse: c | ოქროშიგან გარეული | თავს გუარი გარდაყარეს, |
Verse: d და | კარავები აუმართეს | საკრამანგი გარდაფარეს. |
Strophe: 2048_[1950] | ||
Verse: a | წყლისა პირსა შემკობილი | საჴელ-მწიფო ტახტი დადგეს, |
Verse: b | ყუბად დასვეს მოკაზმული, | თავს გვირგვინი დაცაადგეს, |
Verse: c | შეიყარნეს ერანელნი, | დალოცეს და მას წინ წადგეს, |
Verse: d და | სამსა დღესა წართვით იყუ̂ნეს, | ნადიმობდეს, არცა ადგეს. |
Strophe: 2049_[1951] | ||
Verse: a | მეოთხეს დღესა აჰკიდეს, | წავიდეს, აიყრებოდეს, |
Verse: b | სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, | მსმენელნი გაკუ̂ირდებოდეს, |
Verse: c | მათ აფრასიობს მიმართეს, | არა ზავზედა დგებოდეს, |
Verse: d და | რაზმან და ყარან მას წინა | მაღლადრე იარებოდეს. |
Strophe: 2050_[1952] | ||
Verse: a | ერანელთა რაზმი აწყუ̂ეს, | იკაზმებდეს ომთა გზასა, |
Verse: b | მარჯუ̂ნით უდგა თურანელნი, | დაწყობილნი მათსა გზასა, |
Verse: c | ორთავ მტკიცედ გაიჩინეს, | აპირობდეს სისხლთა სმასა, |
Verse: d და | ყარანისგან ისწავლიდა | მაშინ როსტომ აბჯრის ცმასა. |
Strophe: 2051_[1953] | ||
Verse: a | როსტომ ზაალს მოაჴსენა: | "ჰე ჯანდარო ფალავანო! |
Verse: b | თურანელთა ჴელ-მწიფისა | გკითხო საქმე დასაგვანო: |
Verse: c | როგორია აფრასიობ, | მე გენუკვი რომ მიბრძანო, |
Verse: d და | რაზმსა შიგან თუ სად ვნახო, | ჩემი ომი შევანანო!" |
Strophe: 2052_[1954] | ||
Verse: a | ზაალ უთხრა: "ნუ ისწრაფი, | შვილო, მისთვის შესაბმელად! |
Verse: b | ხვადსა ლომსა უფიცხეა, | მას დაუდგამს პილო ძნელად, |
Verse: c | ომის ჟამსა მეტად მძლეა, | გამოჩდების მტერთა მკუ̂ლელად, |
Verse: d და | ვითა ვეფხი, გაფიცხდების, | მოედების ცეცხლი ველად, |
Strophe: 2053_[1955] | ||
Verse: a | შავ-ვეშპის ხახე დროშა აქუ̂ს, | ტარსა ალამი აბია, |
Verse: b | წინ უკან ოქრთოთ ნაკაზმი, | ცხენსა ზის დიაღ კაცია, |
Verse: c | ჰგავს, იყოს შავი ვეშაპი | რომ ბარგის ტანი აცვია, |
Verse: d და | ბნელისა ალმასის ფერი | გარე ბეგთარი აცვია. |
Strophe: 2054_[1956] | ||
Verse: a | როსტომ ჩაიცვა ბაბრაბი, | რაშს ბარგისტანი შეაბა, |
Verse: b | პაპისა ლახტი აიღო, | თქუ̂ა: "ჩუ̂ენთა მტერთა დღე აბა!.. |
Verse: c | სთქუ̂ა, -- მთუ̂რალი პილო ბრდღვინევდა, | მტერი მახესა შეაბა, |
Verse: d და | როსტომ მფრეწელმან მიმართა, | -- თურქთა რა უყო მე აბა?! |