Strophe: 2055_[1957] | ||
Verse: a | მძიმე ლახტი გამოიღო, | რაზმსა შიგან გაერივა, |
Verse: b | რასაცა ჰკრის, ჩამოაგდის, | ტვინი თმასა გაურივა, |
Verse: c | ვინცა წინა გარდაუდგის, | მას ძვალები დაუმტრივა, |
Verse: d და | მეომართა გარიდიან, | შიშით მისკენ ვეღარ მივა. |
Strophe: 2056_[1958] | ||
Verse: a | შავი დროშა დაინახა, | შეუტივა, ჯართა ეცა, |
Verse: b | აფრასიობ დაინახა | იგ, ბეგთარი ტანსა ეცვა, |
Verse: c | ჰგავს, მთა არის შეჭურვილი, | საომარი ბევრი ეცვა, |
Verse: d და | შავსა ცხენსა ზედა იჯდა, | ბარგისტანი მასცა ეცა. |
Strophe: 2057_[1959] | ||
Verse: a | როსტომ ჴრმალი ჩაცაიგო, | ჴრმლითა ომი აღარ უნა, |
Verse: b | რაშსა უთხრა: "გაფიცხება, | აწ გაძლება ჩემგან უნა, |
Verse: c | შეუტივა, ჴელი მიჰყო, | -- "აფრასიობ, შე ძაბუნა!" |
Verse: d და | უნაგრითა აიყუ̂ანა, | ყუბადისკენ მოიბრუნა. |
Strophe: 2058_[1960] | ||
Verse: a | მაღლად ჴელით გაიშვირა, | ჰყუ̂ანდეს მტერნი, გაამჩივნეს, |
Verse: b | ერთობილნი ფალავანნი | როსტომს გარე მოეხვივნეს, |
Verse: c | სეტყუ̂ისაგან უმრავლესი | ლახტი ჰკრეს და ვერ ატკივნეს, |
Verse: d და | აფრასიობს ათრთოლებდა, | შიშით სულნი დაელივნეს. |
Strophe: 2059_[1961] | ||
Verse: a | მჭედელნი ვითა უროსა, | მას სცემდეს გუ̂რდემლზედა ვითა, |
Verse: b | მას გმირსა ამად არ უჩნდა, | ოდენ ნიგუ̂ზისა ყრა ვითა, |
Verse: c | სარტყელი შესწყდა, ჩავარდა | სიმძიმე ნამეტნავითა, |
Verse: d და | წამოიჭრა და შევარდა, | ლაშქართა შიგან თხა ვითა. |
Strophe: 2060_[1962] | ||
Verse: a | როსტომს ეწყინა, დაღონდა, | თითსა იკბინა კბილითა, |
Verse: b | სარტყელსა რასთვის მივენდევ, | იყო ჭურვილი რკინითა, |
Verse: c | რად არ ცხენს წინა დავიდევ, | ყუბადს მივგვარე იმითა, |
Verse: d და | იამებოდა უსახოდ, | აივსებოდა ლხინითა. |
Strophe: 2061_[1963] | ||
Verse: a | როსტომ ცხენით შეუტივა | ერთობილთა თურანელთა, |
Verse: b | ლომი შიგან გაერივა, | მიღებევდა სისხლი ველთა, |
Verse: c | ჰკრეს ბუკთა და ნაღარათა | ჴელი ერთად ერანელთა, |
Verse: d და | მტვერი ზესა აბნელებდეს, | იჴმარებდეს ქუ̂ელნი ჴელთა. |
Strophe: 2062_[1964] | ||
Verse: a | თრთის აფრასიობ შიშითა, | წორისა ფურცელივითა, |
Verse: b | ლაშქართა ცხენი მიგვარეს, | შესვეს, მიჰყუ̂ანდეს იმითა, |
Verse: c | როსტომ იბრძოდა ლომ-გული, | პილოტანითა ზრდილითა, |
Verse: d და | ვისცა ჰკრის მუზარადს ზედან, | ლახტი გასვარის ტვინითა. |
Strophe: 2063_[1965] | ||
Verse: a | ერანელთა ფალავანთა | თურქთა რაზმი გაცაფრინეს, |
Verse: b | ცხენთ ჴვივილი ხშირად იყო, | მიწა სისხლით გაეწითლნეს, |
Verse: c | სისხლი ძებნეს პირვანდელი, | ღ(ვ)თითა კარგად გაიფიცნეს, |
Verse: d და | თავნი გორად დაჰყარიან, | საღრტილითა ვერა ზიდნეს. |
Strophe: 2064_[1966] | ||
Verse: a | ჴრმალთა ელვა საშინელი | იყო -- ერთობ ჯახა-ჯუხი, |
Verse: b | მეხსა სწვიმდეს, ამას გვანდა, | ღრუბელია დანაქუხი, |
Verse: c | ცა დაეცა ქუ̂ეყანასა, | თვარ რა იყო ეს პასუხი?! |
Verse: d და | მეომართა თავი გორავს | უპატიოდ დანასუხი. |
Strophe: 2065_[1967] | ||
Verse: a | როსტომისგან ეშინოდათ, | მართ უკრავად ჩამოცვივდეს, |
Verse: b | მიწაზედა დამჴობილნი | თრთოდიან და სისხლსა ღუ̂რიდეს, |
Verse: c | გლახ სიცოცხლე გაუმწარდათ, | ჭირნი მათნი გაცადიდნეს, |
Verse: d და | მკუ̂დართა შიგან იმალვოდეს, | მართ სიკუ̂დილსა მინატრიდეს. |
Strophe: 2066_[1968] | ||
Verse: a | მას დღესა ჴოცეს, თურზედა | რისხვით მოვიდა ჯამასი, |
Verse: b | ზალდასტან მოკლა შვიდასი | და როსტომ ათას-სამასი, |
Verse: c | მერაბ და ყარან ორთავე | ერთობით ხუთას-ხუთასი, |
Verse: d და | სხვასა ნაჴოცსა ვინ დასთვლის? | -- მუნ დგას სისხლისა ტბა ასი. |
Strophe: 2067_[1969] | ||
Verse: a | რაცა ოდენ მორჩომოდა, | როსტომს აღარ ემუქარნეს, |
Verse: b | დაჴოცილთა უაბჯროთა | გასაქცევლად თავნი არნეს, |
Verse: c | აფრასიობს შეეყარნეს, | რა ჯეონი გაიარნეს, |
Verse: d და | ტახტ-გვირგვინი, ბარგ-კარავნი | ერანელთა დაუყარნეს. |
Strophe: 2068_[1970] | ||
Verse: a | აწ ერანელნი მობრუნდე | ერთობით გამარჯვებულნი, |
Verse: b | სახელით სარგებლიანნი, | შოვებით აცავსებულნი, |
Verse: c | ღ(ვ)თისა მადლისა მიმცემნი, | თურქზედან ამაღლებულნი, |
Verse: d და | როსტომის ომი მოსწონდათ, | იყუ̂ნეს ყუბადის ხლებულნი. |
Strophe: 2069_[1971] | ||
Verse: a | აფრასიობ გაქცეულმან | მივიდა და ნახა მამა, |
Verse: b | მოახსენა: "ყუ̂ელა შენ ქენ, | ნამეტნავად აბრალა მა, |
Verse: c | კაცსა კარგი რამცა უყო | უსამართლოდ ავის ქნამა, |
Verse: d და | ღმერთმან გვიყო ესე საქმე, | ჩუ̂ენმა, ფიცის გატეხამა! |
Strophe: 2070_[1972] | ||
Verse: a | გეგონა თუ: მოკუ̂და ტუმაზპ, | ეტლი მათი ჩუ̂ენკე რბოდა, |
Verse: b | მას უკანით ერანს ტახტი | უჴელ-მწიფოდ იქნებოდა, |
Verse: c | საფადარის საამისა | ნათესავი იქნებოდა, |
Verse: d და | უჴრმლოდ ტახტი დაგეჭირა, | მცილე არვინ დაგხუ̂დებოდა. |
Strophe: 2071_[1973] | ||
Verse: a | აწ დაუსვამს ქაიყუბად, | მათი მტერი ყუ̂ელგან ტირსა, |
Verse: b | ფრიდონისა ნათელავი | ღმერთსა ესავს, ლოცვით ტირსა, |
Verse: c | ნარიმანის ნათესავი | გამოსულა, მას სჯობს გმირსა, |
Verse: d და | ფალავანსა როსტომ რქუ̂ია | ჯერ რძის სული უდის პირსა. |
Strophe: 2072_[1974] | ||
Verse: a | დადგების მიწათაზედა, | თავი ღრუბელთა უწუ̂დების, |
Verse: b | პილოს აიღებს ჴელითა, | მასთანა გასუბუქდების, |
Verse: c | ხვადი ლომი და ნიანგი | მას გვერცა ვერ მიუდგების, |
Verse: d და | ვინც მისსა ომსა გაჰპირავს, | დედას უკრავად უკუ̂დების. |
Strophe: 2073_[1975] | ||
Verse: a | ლაშქარშიგა შამოიჭრა, | ვითა შავი ვეშაპია, |
Verse: b | შუა რაზმი გამოფრიწა, | დროშა ნახა, ალამია, |
Verse: c | ვითა ქარი, ზედ მამიჴდა, | ჴელი მამკრა ფიცხლა მია, |
Verse: d და | ვითა ჩიტი, მამიტაცა, | შიშით სული დამილია. |
Strophe: 2074_[1976] | ||
Verse: a | ბოლოდ ჯავშნის სიმძიმემან | მე დამწყუ̂იტა ზორტ-სარტყელი |
Verse: b | ცხენის ტერფთა ქუ̂ეშ ჩავარდი, | მართ უსულო, ვითა მელი, |
Verse: c | ორ-ათასი მეომარი | -- გულოვანი კაცი ქუ̂ელი -- |
Verse: d და | მე მიშველდა ლაშქართაგან, | მას მოადგა ლახტის მკუ̂რელი. |
Strophe: 2075_[1977] | ||
Verse: a | მას მარტოსა ოთხ-ათასი | მოქნეული ლახტი ჰკრესა, |
Verse: b | არად უჩნდა, ასრე ვითა | მუშკ-ამბარსა აყრიდესა, |
Verse: c | რაცა ჩემი ლაშქარია, | სრულა იმას მოაკრფესა, |
Verse: d და | პირ-ცოფისა ვეშპისაგან | ძლივ ცოცხალი დამაძუ̂რესა. |
Strophe: 2076_[1978] | ||
Verse: a | მას წინაშე უზებარი | გამოჩნდების, ვითა მელი, |
Verse: b | თვით ზალდასტანს ვით დაუდგამს | არ მორჩების მტერი მთელი, |
Verse: c | მართ მათივე შედეგია | მერაბ მეფე -- ქუ̂აბულელი, |
Verse: d და | მძიმით ლახტით მეომარნი | -- ფალავნები ერანელი. |
Strophe: 2077_[1979] | ||
Verse: a | მილად, ტუსი და გუარამ | -- არია გვირგვინოსანი, |
Verse: b | ბარზინ, ყარან და ქიშვადი | -- მეომარია ჴრმლოსანი, |
Verse: c | მძიმის ლახტისა მქნეველნი | თავადებია ყმოსანი, |
Verse: d და | ნახე, რაზომი დაჴოცეს | თავადნი ჭარმაგოსანი. |
Strophe: 2078_[1980] | ||
Verse: a | რა გვიყუ̂ეს ერხელ ომითა, | ცა დაგვიბნელეს მზიანი! |
Verse: b | მათ დარჩა ტახტი, -- გვირგვინი, | სარტყელი გუარიანი, |
Verse: c | ქუდი, საცმელი ტანისა | -- ჩუ̂ენი აბჯარი სვიანი, |
Verse: d და | ჯოგი, განძი და სალარო, | სრა სრული, ფარდაგიანი. |
Strophe: 2079_[1981] | ||
Verse: a | გვენახა მათი ქონება, | ჩუ̂ენნი ლაშქარნი რა იქნეს! |
Verse: b | მათმანვე სისხლმან იგინივ | მკუ̂დარნი დაჰკარგნეს, წაიხუ̂ნეს |
Verse: c | ჴევნი, მინდორნი, ღელენი | -- მათი მძორითა აივსნეს, |
Verse: d და | სჯობს, -- დავემზადნეთ ქაჰყუბადს | ნავზარის სისხლი აზღავნეს. |
Strophe: 2080_[1982] | ||
Verse: a | ფიცსა არ გასტეხს ქაჰყუბად, | ღ(ვ)თისა მოშიში არისა, |
Verse: b | ჩუ̂ენ ნათესავნი ერთობით | ვართ ფრიდონ საფადარისა, |
Verse: c | თურიმ და სალიმ ავად ქნეს, | ძმა მოკლეს თავის გვარისა, |
Verse: d და | რა დააშავა მანუჩარ, | სისხლი აიღო მამისა?!. |
Strophe: 2081_[1983] | ||
Verse: a | თური-სალიმ თუ დაჴოცა, | -- ერაჯისა მკუ̂ლელნი იყუ̂ნეს, |
Verse: b | ჩუ̂ენ ნიადაგ სისხლსა ნუ ვღუ̂რით, | აწ დავსწყნარდეთ, კმარა იყუ̂ნეს. |
Verse: c | ბედნიერმან ფრიდონ ოდეს | გაგვიჩინა, გაცაიყუ̂ნეს, |
Verse: d და | დავსჯერდეთ და მას ვიქმოდეთ, | როგორაცა მაშინ იყუ̂ნეს. |
Strophe: 2082_[1984] | ||
Verse: a | ფეშანგ ბრძანა: "მამეწონა | ეგ საქნელად ჩუ̂ენგან არი!" |
Verse: b | ამაზედა მოიყუ̂ანეს | გონიერი მწიგნობარი, |
Verse: c | გამორჩევა დაიჯერა | ყოვლგნით იჴმო საფადარი, |
Verse: d და | წიგნსა სწერენ ყუბადს წინა, | ახლა მოლბა უზებარი. |
Strophe: 2083_[1985] | ||
Verse: a | პირველად ღ(მერ)თი ახსენა | და მისი მინდობილობა, |
Verse: b | ქაიყუბადის სიმართლე | ფიცის არ გატეხილობა: |
Verse: c | "ადრინდელისა საქმისა | სჯობს ავლა, გარდასულობა, |
Verse: d და | აწ დავაწყნაროთ ჩუ̂ენ შუა | ლაშქრობა, დარბეულობა: |
Strophe: 2084_[1986] | ||
Verse: a | ღმერთი ამას არ მოგვიწონს, | ჩუ̂ენგან ბევრი სული ტირსა, |
Verse: b | ჩუ̂ენ დავჯერდეთ ჴელ-მწიფისა | ფრიდონისა გაჩენილსა, |
Verse: c | დანდობილნი ზავით ვიყუ̂ნეთ, | ფიცით მოგცემთ ამა პირსა. |
Verse: d და | თქუ̂ენმან ყმამან დაიძინოს, | არ გაუკრთობთ -- მივხუ̂დეთ ძილსა. |
Strophe: 2085_[1987] | ||
Verse: a | ფიცი მოგცეთ, სათქუ̂ენოსა | მძღვარსა ცხენი არ ვაძოვოთ! |
Verse: b | ჩუ̂ენ მოვიღოთ, თქუ̂ენს წინაშე | დაკარგული რაცა ვპოვოთ, |
Verse: c | გარდაუშვათ ცოდვის საქმე, | ერთმანერთსა ჩუ̂ენ ვადროვოთ, |
Verse: d და | ერთი სიტყუ̂ა საიმედო, | თქუ̂ენ გვიბოძეთ, რაცა გთხოვოთ!" |
Strophe: 2086_[1988] | ||
Verse: a | ერთსა კაცსა გონიარსა | წიგნი მისცეს, გაცაგზავნეს, |
Verse: b | ტკბილი სიტყუ̂ა შეუთვალეს, | საუბრითა დაეზავნეს, |
Verse: c | რა მივიდა, ერანელსა | ჴელ-მწიფესა გაუმჟღავნეს: |
Verse: d და | -- "ელჩი არის ფეშანგისა!" | -- უბრძანეს და შეიყუ̂ანეს. |
Strophe: 2087_[1989] | ||
Verse: a | მოციქული ეთაყუ̂ანა, | დამჴობილი დიდ-ხან არი, |
Verse: b | რაც იცოდა, მოახსენეს, | წააყენეს მწიგნობარი, |
Verse: c | თავადთა და ქაიყუბათ | თქუ̂ეს: "საქნელად ჩუ̂ენგან არი," |
Verse: d და | ამაზედა გაგულიზდა, | გაიარა როსტომ კარი. |
Strophe: 2088_[1990] | ||
Verse: a | თუ ეს გგონია, დაგინდოთ | ღ(ვ)თითა და ამა ფიცითა, |
Verse: b | მათ ღონედ მოუგონია | ჩემისა ჴრმლისა შიშითა, |
Verse: c | უსამართლოდა ავის ქნა | პიველ მათა ქნეს, იცითა, |
Verse: d და | უბრალო ერაჯ რად მოკლეს, | ვთქუ̂ათ მიზეზითა ვისითა?!. |
Strophe: 2089_[1991] | ||
Verse: a | ჴელ-მწიფისა შვილი ნავზარ | მოსაკლავად მისცეს ვისა?! |
Verse: b | ჯერეთ მოლი არა მწვანობს, | სად მოურწყავს სისხლსსა მისსა, |
Verse: c | იგ სიკუ̂დილსა რად ჩივია | თურისა და სალიმისა, |
Verse: d და | არ დავწყნარდე ბრძოლისაგან, | თუ არ მოვჰკუ̂ეთ თავსა მისსა!" |
Strophe: 2090_[1992] | ||
Verse: a | ზაალდასტან შვილი იჴმო | და დაუწყო შეგონება: |
Verse: b | "შვილო, ნუ იქ, არ მოჴდების | ჴელ-მწიფისა შეცილება, |
Verse: c | ნურას ჰკადრებ უპირულსა, | რადგან არის მათი ნება, |
Verse: d და | აწ დასწყნარდი, რაცა მათ ქნან, | ჩუ̂ენც (!) გუ̂ამართებს მათი ხლება!" |
Strophe: 2091_[1993] | ||
Verse: a | მას ღამესა ერთად იყუ̂ნეს, | როსტომ ყუბადს დააზავნეს, |
Verse: b | ღამისაგან დამალული | ხვაშიადი გაამჟღავნეს. |
Verse: c | შეხვეწება გაუგონეს, | აფრასიობს არა ავნეს, |
Verse: d და | საფიცარი წიგნი მისცეს, | იგივ კაცი გაუგზავნეს. |