Strophe: 2092_[1994] | ||
Verse: a | როსტომისთვის საჯილდოვოდ | მეფემ გახსნა ზარდახშანი, |
Verse: b | გუარითა შეფრქუ̂ეული | შესამოსი ერთი ტანი, |
Verse: c | მანშურითა დაუმტკიცეს | შირაზი და ხვარასანი, |
Verse: d და | -- ურმუზამდის" შენი იყოს, | გმსახურებდეს გულიშტანი! |
Strophe: 2093_[1995] | ||
Verse: a | ქუ̂აბული და მისი მზღვარი | მერაბს ჰქონდეს, მასვე მიხუ̂დეს! |
Verse: b | ერანელთა მიულოცეს, | საბოძვარი ზაალს მისცეს, |
Verse: c | ქუდ-გვირგვინი გამოუხუ̂ნეს, | საჩუქარი ცალკე უსხნეს, |
Verse: d და | ლალ-ფეროზი, თვალ-გუარი, | მარგალიტი ხშირად ისხნეს. |
Strophe: 2094_[1996] | ||
Verse: a | ტაიჭები არაბული, | აბჯარი და მუზარადი, |
Verse: b | მოკაზმული საბოძვარი, | სასახელოდ განაცხადი: -- |
Verse: c | "თუ ცოცხალვარ, უმრავლესი | კუ̂ლავ ვიკადრო სხვა დიადი, |
Verse: d და | საქონელი არვისთვის მშურს, | თუ̂ენგან მტერსა მე ვექადი!" |
Strophe: 2095_[1997] | ||
Verse: a | აგრევ სხვათა თავადზედა | გასცა უხვად საჩუქრები, |
Verse: b | საჴელ-მწიფო ტან-საცმელი, | არაბული ტაიჭები, |
Verse: c | ანგარიში არ იქნების, | არვინ დარჩა აუვსები, |
Verse: d და | მოიმადლა ერთობილნი | -- ლაშქარნი და ბატონები. |
Strophe: 2096_[1998] | ||
Verse: a | გავიდა მისი სახელი | -- ცის კიდემდისინ სწუ̂დებოდა, |
Verse: b | სამართლითა და ლოცვითა | საწუთრო აივსებოდა, |
Verse: c | მისსა ჟამშიგან უწყინრად | მგელი ცხვართანა დგებოდა, |
Verse: d და | ამოწყუ̂ეტილი ქუ̂ეყანა | ქალაქად აშენდებოდა. |
Strophe: 2097_[1999] | ||
Verse: a | ყუ̂ელგან იყუ̂ნეს მოსვენებით, | ნადიმობდეს, ღვინოს სმიდეს, |
Verse: b | ძალოვანნი უსუსურთა | უსამარლთოს ვერ უზმიდეს, |
Verse: c | კარნი ჟამნი წაიარეს, | მოსვენებით ასრე ზმიდეს, |
Verse: d და | ასსა წელსა იტახტოსნა, | მისნი მტერნი მინატრიდეს. |
Strophe: 2098_[2000] | ||
Verse: a | მორჭმით იყო, ჟამ-დაწყობით | მტერთა ზედან ამაყობდის, |
Verse: b | გვერც ახლდიან ფალავნები, | ნადირობდის, თამაშობდის, |
Verse: c | საქონელი არა შურდა, | ვისცა უნდა, თვითან სთხოვდის, |
Verse: d და | მას წინაშე მოვიდოდის, | ვინ ამბავსა მისსა სცნობდის. |
Strophe: 2099_[2001] | ||
Verse: a | ღმერთმან მისცა ოთხნი ძენი | მას ყოველგან კაცთა ცნობით, |
Verse: b | შვენიერნი სანახავად, | მასვე გვანდეს ნაზარდობით, |
Verse: c | გაასწავლნა ზნე-კეთილად | საყუ̂არელნი ასაკობით, |
Verse: d და | ქექაოზ და ქაიაშარ, | ქიბსან, ქარმან იყუ̂ნეს ძმობით. |
Strophe: 2100_[2002] | ||
Verse: a | მან ცოცხალმან საპატრონოდ | ძე ქექაოზ წაიყუ̂ანა, |
Verse: b | მას უბოძა ტახტ-გვირგვინი, | საფადარნი ათაყუ̂ანა, |
Verse: c | შეაგონა საჴელ-მწიფოდ, | დიდხან იყო შვილთა თანა, |
Verse: d და | შენი არის, რასაც ხედავ, | მე თან არას წავიტანა. |
Strophe: 2101_[2003] | ||
Verse: a | შეავედრა საფადართა, | რასაც უზამთ, გაგიჩნდების!.. |
Verse: b | რაცა უნდა, -- ასწავლიდით, | მარტვილობით ვერ მიხუ̂დების, |
Verse: c | ბრძანებასა დამორჩილდით, | დღეს პატრონი ეს იქნების, |
Verse: d და | ერთობილნი ეთაყუ̂ანეს | დალოცვილი ტახტსა ჯდების. |
Strophe: 2102_[2004] | ||
Verse: a | ხუთას წელსა ცოხალ იყო, | ლოცვით ღმერთი მოიმადლა, |
Verse: b | ქაიყუბად ღმერთსა მადლი | მისცა, ლხინი გაისადლა, |
Verse: c | მან გლახაკთა მიცემითა | საუკუნო მოიმადლა, |
Verse: d და | ამ სოფელსა ლხინი ნახა, | სული მისი გაინათლა. |
Strophe: 2103_[2005] | ||
Verse: a | ქაიყუბათ მიიცვალა. | ესეა სოფლის საქმენი, |
Verse: b | ვით მართებდა, შეიყარნეს | მუნ სატირლად ერანელნი, |
Verse: c | თავადნი და დიდებულნი | ტირან, თქუ̂იან მისნი ზნენი, |
Verse: d და | სიკუ̂დილისა მისისათვის | იგ არ იყუ̂ნეს მოამენი. |
Strophe: 2104_[2006] | ||
Verse: a | მერმე მაღლად გუმბადზედა | აჯის ტახტი აუშენეს, |
Verse: b | გარეთ მოთვალ-მარგალიტეს, | შიგან სტავრა ჩაუფინეს, |
Verse: c | შეამკეს და ზედა მოთქუ̂ეს, | მას ღამესა გაათენეს, |
Verse: d და | იმაშიგან ჩააწვინეს, | თავი მუშკით დაუტენეს. |
Strophe: 2105_[2007] | ||
Verse: a | მიუნდობელი სოფელი | არავის გაუთავდების, |
Verse: b | ერთს თვეს ტიროდეს გლოვითა, | მათ ლხინი გაუქარდების, |
Verse: c | ქექაოზს გული დაუდვეს, | თქვენთ მტერთა გაუხარდების, |
Verse: d და | მათ შექნეს დიდი პურობა, | აწ ჭირი გაცაქარდების! |
Strophe: 2106_[2008] | ||
Verse: a | აწ ქექაოზ ჭამით ადგა, | მას იახლნეს სპანი თანა, |
Verse: b | საჭურჭლეთა გასაჴსნელად | მოლარენი წაიტანა, |
Verse: c | გვირგვინი და თვალ-გუარი, | რაცა უნდა, მოაქუ̂ს თანა, |
Verse: d და | ქუ̂იშათაგან უმრავლესი | მან საჩუქრად მოიტანა. |
Strophe: 2107_[2009] | ||
Verse: a | ტან-საცმელი, ცხენ-აბჯარი, | საჭურჭლე და თვალ-გუარი, |
Verse: b | ოქრო-ვეცხლი, ქუდ-გვირგვინი | -- სასახელო რაცა არი, |
Verse: c | საკელ-მწიფოს ტახტსა დასვეს, | ვით მეფეთა წესი არი, |
Verse: d და | თავადებსა საბოძვარი | მან უბოძა -- განძი მყარი. |
Strophe: 2108_[2010] | ||
Verse: a | მოვიდა და მათთანავე | ჭამად დაჯდა, ჯანად მოვა, |
Verse: b | მომღერალი ვინცა ნახა, | ჩანგ-ბარბითი ვერა ჰპოვა, |
Verse: c | მერმე ადგა, ლაშქართაგან | მან შენდობა მოითხოვა: |
Verse: d და | -- "შემინდევით გლოვისათვის, | სხვა სალხინო დღეცა მოვა! |
Strophe: 2109_[2011] | ||
Verse: a | მიმძიმს თქუ̂ენის გულისათვის | კაეშანი შემეყარნეს! |
Verse: b | მისთვის, მინდა ტახტ-გვირგვინი, | -- თქუ̂ენმან გულმან გაიხარნეს." |
Verse: c | ერთობილთა დაუმადლეს, | ადგეს, ერთგან შეიყარნეს, |
Verse: d და | დიდი მადლი მოახსენეს, | დალოცეს და ეთაყუ̂ანეს. |
Strophe: 2110_[2012] | ||
Verse: a | ერანელნი ფალავანნი | ქაოზს წინა მოვიდიან, |
Verse: b | ნადიმობდეს, ნადირობდეს | მოედანსა, ბურთობდიან, |
Verse: c | ყაბახზედან ჯილდობდიან, | აშფაშაგსა ისროდიან, |
Verse: d და | რაცა კაცთა სალხინოა, | ყოვლთა დღეთა იქმოდიან. |