TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 110
Previous part

Chapter: 27 
აქა ქაიყუბადის შვილის ქექაოზის გაჴელმწიფება. სამოცდაათი წელი იბატონა.






Strophe: 2111_[2013] 
Verse: a       ვინც მიენდობის სოფელსა,   მას უფრო გაუავდების,
Verse: b       თავი და ბოლო არ უჩნდეს,   ანაზდად გაუთავდების,
Verse: c       თუ ვინმე დასდებს ავს წესსა,   იმასვე გაუმწარდების,
Verse: d    და   ვინც იტყუ̂ის, -- ჩემთა ჴელთ არის,   არცა მას გაუთავდების.






Strophe: 2112_[2014] 
Verse: a       ქაიყუბადის შედეგად   ქექაოზ ზის ტახტსა ზედა,
Verse: b       მამის წესი დაიჭირა,   ჰყმობს საწუთრო ამაზედა,
Verse: c       ეთსა ღესა სავარდესა   იჯდა ოქროს ტახტსა ზედა,
Verse: d    და   ტახტსა ფერჴნი ოქროსანი,   მარგალიტნი ისხდეს ზედა.






Strophe: 2113_[2015] 
Verse: a       ერანელნი დიდებულნი   მის წინაშე შემოვიდეს,
Verse: b       იგ საქმესა გააგებდეს,   საწუთროსა რასმე სთუ̂ლიდეს,
Verse: c       მუნ ბროლისა ჭიქებითა   ხოშ-გუარსა ღვინოს სმიდეს,
Verse: d    და   მცველნი იდგეს ფარდაგს გარე,   რომ სხვა კაცი ვერ შევიდეს.






Strophe: 2114_[2016] 
Verse: a       ერთსა კაცსა ჩანგი ჰქონდა,   მეფეს წინა გზა ითხოვა,
Verse: b       ჴმა-ტკბილი ჰკრა სუფრაზედა,   მუყამი და რასტინოვა,
Verse: c       გრძნებაზედა მაზანდარით    ჴელოვანი თურმე მოვა,
Verse: d    და   თქუ̂ა თუ: "უქო მაზანდარა,    გაილაშქუ̂რის, წაცამოვა!"






Strophe: 2115_[2017] 
Verse: a       მეფარდაგე შინ შევიდა,   შარიერსა მოახსენა:
Verse: b       "ერთი უცხო კარგი მკუ̂რელი   მოგვივიდა ახლა ჩუ̂ენა!"
Verse: c       უბრძანა და შეიყუ̂ანეს,   ეთაყუ̂ანა, დაძრა ენა,
Verse: d    და   ძალი მორთო, კურა დაწყო,   თავი კარგად გაამჩუ̂ენა.






Strophe: 2116_[2018] 
Verse: a       რა ჩანგსა, ტკბილად ახსენა   ქუ̂ეყანა მაზანდარისა:
Verse: b       "ეს შარიერი ჴელ-მწიფე   შენზედამც ტკბილად არისა,
Verse: c       შენიმც მინდორნი მწვანობენ,   სული დის მუშკ-ამბარისა,
Verse: d    და   მთა სუმბულითა აყაჩობს   და ველნი მულღანზარიხა.






Strophe: 2117_[2019] 
Verse: a       მოწის ვარდი აყუ̂ავდების,   ბაღ-წალკოტი სურნელითა,
Verse: b       ზამთრით დია არა ცივის,   ზაფხულია აერითა,
Verse: c       წყლისა პირი აყუ̂ავდების   ვარდითა და ყუ̂ავილითა,
Verse: d    და   ცნობა წავა ბულბულთაგან,   იადონთა ყივილითა!






Strophe: 2118_[2020] 
Verse: a       ორნივე წყლისა სამზღვარნი   არიან მოცინარენი,
Verse: b       შვენიერნი და ამონი   მონადირეთა არენი,
Verse: c       ქალაქნი ორო-ქსოვილთა   სტავრითა მოკამარენი,
Verse: d    და   შეკაზმულნია ტურფანი   ოქროთა მოქამარენი.






Strophe: 2119_[2021] 
Verse: a       რა ქექაოზს ქება მისი   ესმა უცხოდ საკუ̂ირველი,
Verse: b       მას გონება გარდეცვალა,   სხუ̂ა დაედვა საძირკუ̂ელი,
Verse: c       მან ლაშქრობა დააპირა,   ომის დასკუ̂ნა წასასვლელი,
Verse: d    და   ერანელნი სავაზიროდ   შეიყარნეს მას წინ მთქმელი:






Strophe: 2120_[2022] 
Verse: a       -- "არას გვარგებს, თავი მივსცეთ   უჴმრობასა, სიღაფლესა,
Verse: b       დიდსა ფრიდონს მე ვჯობივარ,   -- ქაიყუბადს მტერთა-მძლესა,
Verse: c       ძალითა და მოსამართლედ   მას ჯიმშედსა მოლაშქრესა,
Verse: d    და   რასა ვდგავართ, ჩუ̂ენ მიუჴდეთ   მაზანდარის ჴელ-მწიფესა!"






Strophe: 2121_[2023] 
Verse: a       რა თავადთა გაიგონეს   ნაბრძანები ბატონისა,
Verse: b       მას პასუხი ვერვინ გასცა,   დაჴდეს ფერად ზაფრანისა,
Verse: c       ნაღუ̂ლიანთა ისუნთქიან,   არ მოსწონდათ სიბრძნე ჭკვისა,
Verse: d    და   დევთა ომი მათ უმძიმდათ   არჯანგ, ფოლად-ღულადისა.






Strophe: 2122_[2024] 
Verse: a       პასუხის თქმა ვერ გაბედეს   შესაქცევლად პატრონისა,
Verse: b       ქიშვად, მილად იყუ̂ნეს მუნა,   ტუსი -- შვილი ნოდარისა,
Verse: c       გურგენ, ბარმან მათთანავე   -- თავადნია ერანისა,
Verse: d    და   მოახსენეს: "ჴელ-მწიფეო,   მონანი ვართ ბრძანებისა!






Strophe: 2123_[2025] 
Verse: a       ესე თქუ̂ეს და გაიყარნეს,   მათი გული დაცაჭკნების.
Verse: b       იტყოდიან: "ეტლისაგან   ავი საქმე გარდაგუ̂ჴდების,
Verse: c       შარიერმან რომ სმაშიგან   ბრძანა, -- იგი გათავდების,
Verse: d    და   რისხვა მოვა ერანზედა,    უსაზომოდ აოჴრდების.






Strophe: 2124_[2026] 
Verse: a       წაჰჴდეს ერანს მიწა-წყალი,   მაზანდარას თუ წავიდა,
Verse: b       ტახტ-გვირგვინი ჯიმშედს ჰქონდა,   საწუთროსა ინახვიდა,
Verse: c       დევ-ქაჯნიცა დაიმონა,   ყოვლი სული მას ნატრიდა,
Verse: d    და   მას მორჭმულსა არ უყურა,   მაზანდარას რომ წავიდა.






Strophe: 2125_[2027] 
Verse: a       ჯიმშედ არსად მოიგონა,   და ჩუ̂ენ არცა სიტყუ̂ად ვთქუ̂ითა,
Verse: b       მამაცი და გულოვანი   ამას სჯობდა საჭურჭლითა,
Verse: c       -- ფრიდონ იყო გონიერი,   ჭკუით სავსე კეთილითა; --
Verse: d    და   ეს უჭკუო, ცნობა-თხელი   დევთ შეებმის ნეტარ რითა?!.






Strophe: 2126_[2028] 
Verse: a       ერანელთა მოახსენა   ერთი სიტყუ̂ა მაშინ ტუსი:
Verse: b       "ჰუი-ჰუინ მოციქულად   ვჰკადროთ, -- შვილი თაქორისი,
Verse: c       ზაალდასტან მოგვაჴმაროს   გამორჩევა, ჭკუა მისი,
Verse: d    და   შევეხვეწნეთ, წამოვიდეს,   ამა ნასკუ̂სა გახსნის ისი!"






Strophe: 2127_[2029] 
Verse: a       რა მოვიდეს მოციქული,   ჩუ̂ენი საქმე ამას ჰკითხე,
Verse: b       თუ მოგეცხოს თავსა გილი,   ნუ მოიბან, მოდი, ვით ხე,
Verse: c       ვითა ქარმან, წამოსავლად   ფიხლავ ტვინი გაიფიცხე,
Verse: d    და   შარიარსა გულის ნასკუ̂ი   დახსნა, დევთა მოაკიცხე.






Strophe: 2128_[2030] 
Verse: a       მოახსენე: "ესე საქმე   დასტურ დევმან მოგაგონა,
Verse: b       ნუ გააღებ მაგა კარსა,   არ ვარგია, ნუ იქ, მგონა,
Verse: c       მისი გული მოაბრუნვე   ნუ თუ შენ რა გაგიგონა,
Verse: d    და   თვარ ესენი სრულად წაჴდა,   საყმოდ მტერთა დაამონა!"






Strophe: 2129_[2031] 
Verse: a       ვითა ქარი გაემართა   მაშინ შვილი თაქორისა,
Verse: b       ერანელთა გაგზავნილი,   მივა სახლსა საამისა,
Verse: c       იგ მოკითხვით მოიხსენა   როსტომ -- შვილი ზაალისა,
Verse: d    და   არ გვიშველი, უსაცილოდ   წაჴდა ტახტი ერანისა!






Strophe: 2130_[2032] 
Verse: a       საქმე მოსრულა ჩუ̂ენზედა,   რომ ბრძენნი ვერ მოსწუ̂დებიან,
Verse: b       არას გვიშველი, ერანი    წაჴდების, აოჴრდებიან;
Verse: c       კაცი არ იყოს, სამყოფად   ნადირნი აქ დადგებიან,
Verse: d    და   ქექაოზს საგონებლითა   ცნობანი გაშმაგებიან.






Strophe: 2131_[2033] 
Verse: a       მოვიდა და დევმან ზაკუ̂ით   ეს გზისაგან მოაცდუნა,
Verse: b       შენც და კაცი გონიერი,   გვერც საახლოდ აღარ უნდა,
Verse: c       ტახტ-გვირგვინი დაავიწყდა,   მაზანდარას წასვლა უნდა,
Verse: d    და   აწ თავსაცა ნუ მოიფხან,   მოდი ფიცხლავ, დაშლა უნდა.






Strophe: 2132_[2034] 
Verse: a       ამას წინად რაც მსახურე   ქაიყუბადს -- მტერთა მძლესა,
Verse: b       დედის, ძუძუს მოგაშორეს,   წელთ სარტყელი შეგარტყესა,
Verse: c       რაც მტერთათვის გიბრძოლია   ამას წინად, წაჴდა დღესა. --
Verse: d    და   ვითა ქარი, დაავიწყდა,   წაუღია სიავესა."






Strophe: 2133_[2035] 
Verse: a       ზაალს რა მოციულობა   ესმა და გული დაეძრა,
Verse: b       თქუ̂ა, ვიცი, დროშა გაყუ̂ითლდა,   ტარსა მტერთაგან დაეძრა,
Verse: c       თავის მიმდომან ქექაოზ    ტახტი-გვირგვინი გაეც, სრა,
Verse: d    და   საწუთროს უნახავი ხარ,   მისთვის გაჰპირე, ვა, ეს რა!






Strophe: 2134_[2036] 
Verse: a       უნდა მეფე გამოცდილი,   ჟამ-ნაკუ̂ეთი, ეტლ-ნახული,
Verse: b       მტერთა ჴრმლისა მანაშური   წაეკითხოს მისი სრული,
Verse: c       მივალ, ყუ̂ელა გავაგონო   ნახული და მონახული,
Verse: d    და   თუ არ მისმენს, როსცა არის,   მოიგონებს იგ გულ-წყლული.






Strophe: 2135_[2037] 
Verse: a       წავიდე და შევაგონო,   ვაი თუ ვერ გამიგონოს,
Verse: b       არ წავიდე, შემოქმედსა   ვაწყენ, აღარ მოეწონოს,
Verse: c       თუ მამისმენს სარგებელსა,   ჰპოვოს, -- ლხინსა შეაწონოს,
Verse: d    და   გაფიცხდეს და არ მიყუროს,   მან უჩემოდ გზა იქონოს.






Strophe: 2136_[2038] 
Verse: a       მე შინ ვიქნები ლაშქრითა,   თუ იგ მაცთურმან წაიღო".
Verse: b       მას ღამე ამას იგონებს.   გაჩნდა, მზემ კარი გაიღო.
Verse: c       ზაალ შეირტყა სარტყელი,   ჴელთა აბჯარი აიღო,
Verse: d    და   ერანს წავიდა. მზის შუქმა   დიდი ნათელი მიიღო.






Strophe: 2137_[2039] 
Verse: a       რა მივიდა, მოეგებნეს   ერანელნი ფალავანნი,
Verse: b       ბარმან, ტუსი და გოდერძი    -- ახლავს გურგენ გულოვანი,
Verse: c       ერთმან ერთი მოიკითხეს,   გარდიჴადეს მათ ფარმანი,
Verse: d    და   მეფისაკენ გაემართნეს,   სადარბაზოდ დასაგვანნი.






Strophe: 2138_[2040] 
Verse: a       "თავ-მაღალო ფალავანო",   -- ტუსმან ეგრე მოახსენა: --
Verse: b       "გრძელსა გზასა გაგვირჯიხარ,   მოგიყუ̂ანეთ აქა ჩუ̂ენა,
Verse: c       ერანელთა დიდი საქმე,   -- შეჭირვება ჩამოგვხსენა,
Verse: d    და   თქუ̂ენ ყოფილხართ მათი ზურგი,   თუ დაგვარჩენთ ახლა ჩუ̂ენა."






Strophe: 2139_[2041] 
Verse: a       ზაალ თქუ̂ა თუ: "უნდა კაცმან   გაიგონოს შეგონება,
Verse: b       იყოს ჟამთა გაცვეთილი,   ქნას ჭკუ̂იანმან სხუ̂ათა ნება,
Verse: c       ეტლმან მისცეს სამართალი,   ჩუ̂ენ არ გუ̂მართებს შეგონება.
Verse: d    და   არ მამისმენს შარიერი,   -- შაექნების შენანება.






Strophe: 2140_[2042] 
Verse: a       შევეხვეწნეთ, ნუღარ წავა   მაზანდარას, მისცეს ზავი,
Verse: b       არ იყუროს შეგონება,   გამოიღოს იმან თავი,
Verse: c       საწუთრომან შეანანოს,   დაემართოს ჭკუით ავი,
Verse: d    და   ნუ უყურებთ, -- დაგვემართოს   საქმე მისგან საზარავი.






Strophe: 2141_[2043] 
Verse: a       მათ ესე პირი დაასკუ̂ნეს,   ჴელ-მწიფეს წინა მოვიდეს.
Verse: b       წინა ზალდასტან შეუძღვა,   უკან თავადნი შევიდეს.
Verse: c       ტახტზედა მჯდომსა ქექაოზს    ჴმელთა მნათობად ხედვიდეს,
Verse: d    და   მას წინა წადგეს სააჯოდ,   ვით მზისა შუქი ელვიდეს.






Strophe: 2142_[2044] 
Verse: a       თავ-დადრეკით, ჴელ-ჩაშვებით,   მას ჴელ-მწიფეს წინა დგესა,
Verse: b       ჴელ-მწიფესა გაუკუ̂ირდა,   ბრძანა: "გვანან მოაჯესა",
Verse: c       სასაუბროდ გაემართნეს,   ჰკადრეს ქება ზესთა-ზესა,
Verse: d    და   მოახსენეს: "თავ-მაღალო,   საწუთროსა სჩანხარ დღესა!






Strophe: 2143_[2045] 
Verse: a       არ უნახავს სხვა შენებრივ   ერანს -- იჯდეს ტახტსა ზედა,
Verse: b       ეტლს აჴსოვხარ ჟამ-ნახულსა,   გაგათაოს ამაზედა,
Verse: c       ბედნიარად გული შენი   დაემტკიცოს ამაზედა!"
Verse: d    და   გარდიწვია ჴელ-მწიფემან   ზაალ, დასვა ტახტსა ზედა.






Strophe: 2144_[2046] 
Verse: a       დალოცა და ჴელ-მწიფემან   მერმე ჰკითხა გარჯა გზისა:
Verse: b       ზაულელთა ფალავანთა   როსტომ სარო, -- თავ-მაღლისა!
Verse: c       ზაალ ლოცავს შარიერსა,   მადლსა მდაბლად გარდიჴდისა,
Verse: d    და   მოახსენა: "ნიადაგმცა   შენ ხარ ტახტი ჴმელეთისა!






Strophe: 2145_[2047] 
Verse: a       აწ შენითა სიმართლითა   დღეს საწუთრო კარგად არი,
Verse: b       გრძლად ცოცხალხარ, მტერი თქუ̂ენი   შიშეულად თქუ̂ენგან არი,
Verse: c       ბედნიერად, მხიარულად,   ერანი და ტახტი არი!"
Verse: d    და   თქმა დაუწყო გონიარად,   მან გაუღო სიტყუ̂ათ კარი.






Strophe: 2146_[2048] 
Verse: a       თქუ̂ა: "რაზომნი ეტლისაგან   ბრუნვით ჟამნი გარდმიჴდიან,
Verse: b       მანუჩარ და ჴელ-მწიფენი,   -- ერანს მეფედ რაცა სხდიან,
Verse: c       მისგან დარჩა საჭურჭლენი,   ტახტ-გვირგვინი ცუდად ჰყრიან,
Verse: d    და   ზააქ, ნოდარ, ქაიყუბად    -- სხუ̂ა თავადნი მათთან დგიან.






Strophe: 2147_[2049] 
Verse: a       მათცა თქუ̂იან: მაზანდარას,   " სჯობს, თუ ლაშქრად წაისუ̂ლების,
Verse: b       ლაშქარი და ლახტოსანი   უამრავი შეგვეყრების,
Verse: c       შეკრულია ტილისმითა   მათგან კაცი, შეიგრძნების,
Verse: d    და   დევთა ნასკუ̂ი, -- მათი გრძნება,   ვიყუ̂ნეთ, აროს გაიჴსნების.






Strophe: 2148_[2050] 
Verse: a       ამას წინათ სირეგუნთა   ერანს ტახტი არ წამჴდარა,
Verse: b       ქარს ნუ მისცემ საჭურჭლესა,   სხუ̂ა ჴელ-მწიფე არსად არა,
Verse: c       ომითა და მამაცობით   იხვედრების იგი არა,
Verse: d    და   ვინც წასულა მაზანდარას,    ბედნიერად არ მამჴდარა.






Strophe: 2149_[2051] 
Verse: a       აწ მაზანდარას ნუ წახვალ,   არ მოჰჴდეს უარესია!
Verse: b       საფადარნი გყავს მონანი,   -- თქუ̂ენნი მორჩილნი ესია,
Verse: c       სისხშიგან ხესა ნუ დარგავ,   საზრდელად ანალესია,
Verse: d    და   ნაყოფად წყევას მოისხამს,   არ ჴელ-მწიფეთა წესია!"






Strophe: 2150_[2052] 
Verse: a       ბრძანებს მეფე: "არა მევნოს   მაზანდარას მე წასვლითა,
Verse: b       მმართებს შენი გაგონება,   მონახული მჯობხარ ჭკვითა,
Verse: c       ფრიდონს, ჯიმშედს მე ვჯობივარ   მამაცად და საჭურჭლითა,
Verse: d    და   მანუჩარს და ქაიყუბადს    უარე ვარ ნეტარ რითა?






Strophe: 2151_[2053] 
Verse: a       ჩემია ყოვლი ქუ̂ეყანა,   -- ჩემთანა მოაჯენია,
Verse: b       ჴრმალსა მოვიწუ̂დი, ამოვსყუ̂ეტ,   არ დარჩეს კაცთა ძენია,
Verse: c       მაზანდარელნი დავსცალო,   გიჩუ̂ენო სისხლ-ნადენია,
Verse: d    და   ჴრმლები ავჴსნა და დავიპყრა   ქალაქსა ხარაჯანია.






Strophe: 2152_[2054] 
Verse: a       ბედითნი და უტვინონი   იგ არიან ჩემსა თვალსა.
Verse: b       რაა დევი და გრძნეული,   ვინ აჴსენებს მათს ლაშქარსა?!.
Verse: c       მე წავალ, და შენ და როსტომ    აქ იყუ̂ენით შუა მზღვარსა,
Verse: d    და   საწუთროსა დამჭირავნო,   შემინახავთ თქუ̂ენ ერანსა".






Strophe: 2153_[2055] 
Verse: a       ზაალს ესმა მეფისაგან   საუბარი უმეცრული,
Verse: b       მოახსენა: "ვართ მონანი,   მე გული მაქუ̂ს დადაღული,
Verse: c       მართლად ბრძანეთ, თუ ტყუილად,   მეთავ-ბოლო ვერ ვსცან სრული,
Verse: d    და   შენთვის გვინდა ჩუ̂ენ სიცოცხლე,   მიწაზედა სიარული.






Strophe: 2154_[2056] 
Verse: a       ჭკვა დავსცალე საუბრითა,   მე გონება სრულად მელმის,
Verse: b       თუ სიკუ̂დილი გვამად ჩავა,   კაცთა აღარ გაეძლების,
Verse: c       თვალსა ვინმე წამოიგდებს   ნემსით, აღარ ჩაიგდების,
Verse: d    და   მამავალსა ფათერაკსა   არსით აღარ წაესუ̂ლების.






Strophe: 2155_[2057] 
Verse: a       საწუთრომცა შენსა ზედა   ბედნიარად მობრუნდების,
Verse: b       მაგრამ ვაი, თუ სიტყუ̂ანი   მოგეგონოს, გული კუ̂დების!..
Verse: c       შენ ნაქმარი სინანულად,   ავ-ცნობობით მოგიჴდების!"
Verse: d    და   ვაი, წაჴდეს ერანელნი,    ლხინი ჭირად შეგვეცუ̂ლების.






Strophe: 2156_[2058] 
Verse: a       ესალამნეს და გავიდნეს   გულ-წყლულნი დარბაზისაგან,
Verse: b       გვანდეს, რომ იყუ̂ნეს უმზეოდ,   უნაწილონი დღისაგან,
Verse: c       ბარმან, გივი და გოდერძი    ჩიოდეს პატრონისაგან,
Verse: d    და   ტუსი და ზაალ -- ორნივე   ტირან იაჯდეს ღ(ვ)თისაგან.






Strophe: 2157_[2059] 
Verse: a       შენ უშველე, მოწყალეო,   მოაშორვე მტერთა ვნება,
Verse: b       სად მეშველი აღარა ჰყუ̂ეს,   ამას უყავ მისი ნება,
Verse: c       ამად კაცად არ ვაჴსენებ,   არ ისმინა შეგონება,
Verse: d    და   მტერთა ჴელი მოაშორე,   ამას მიეც ნეტარება.






Strophe: 2158_[2060] 
Verse: a       ქექაოზ ზაალს უბრძანა:   "ეგების მოჴდეს ავიდა,
Verse: b       ვერ მოვიშალე მე წასვლა",   -- საგონებელსა ჩავიდა, --
Verse: c       "ფალავანთათვის გარჯილხარ,   გზა მოვლე გძელი, ავი და".
Verse: d    და   გამოესალმა თავადთა,   სისტანისაკენ წავიდა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.