TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 131
Previous part

Chapter: 48 
აქა ქაოზისგან ზურაბის მისვლის ცნობა და დიდად წყენა და გაფიცხება ერანელთაგან ამა საუბარსა ზედა.






Strophe: 2686_[2588] 
Verse: a       ფიცხლად იჴმნა დიდებულნი,   ბრძანა: "ლხინი დაგვიძვირდა!"
Verse: b       გოდერძის და გივსა, ფარადს,    ტუსის -- მეფე აუტირდა,
Verse: c       გურგენ, ბარამ, ვინცა ღირსა,   ყუ̂ელა კარგად გაუპირდა,
Verse: d    და   ესე წიგნი წაიკითხეს,   ერთობილთა გაუკუ̂ირდა.






Strophe: 2687_[2589] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან ხვაშიადად   დიდებულთა თავის წინა,
Verse: b       არავინ გუ̂ყავს მისი სწორი,   ვიცი, ღმერთმან მოგვიწყინა,
Verse: c       ჩუ̂ენ გავგზავნოთ მოციქულად   გივი ზაულს, როტომს წინა,
Verse: d    და   მოეწონა გამორჩევა,   ყუ̂ელამ კარგა მოისმინა.






Strophe: 2688_[2590] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან დალოცვითა   როსტომს წიგნი მიუწერა:
Verse: b       "გაც ღ(მრ)თისაგან საფარველი,   მტერთა ძლევა შენ გაქუ̂ს ჯერა,
Verse: c       საწუთროსა მეშუ̂ლად მყევხარ,   მოყუ̂ასი გჯობს ჟამად ვერა,
Verse: d    და   წიგნი ნახე, თუ რა მოჰჴდა",   ეს გულდაფრის მოეწერა.






Strophe: 2689_[2591] 
Verse: a       "აწ გივი და იგი წიგნი   თქუ̂ენსა წინა გამოვგზავნეთ,
Verse: b       წიგნი ნახოთ, საპასუხოდ   ყოლე არამც დაიყოვნეთ,
Verse: c       ჩანს ახალი ფალავანი,   საქმე მისი გაიგონეთ,
Verse: d    და   მეომარი მისი სწორი   სხვა, შენს მეტი, ვერა ვპოეთ!"






Strophe: 2690_[2592] 
Verse: a       წიგნი გივსა მიაბარა,   მას უბრძანა: "მალე ვლია!"
Verse: b       რასაც წამსა ესე ნახოს,   მან იაროს ღამე-დღია,
Verse: c       მოისწრაფოს, ნუ იყოვნის,   ომი ახლოს მოგუ̂წურვია,
Verse: d    და   გივი შეჯდა, წამოვიდა   ქარისაგან უფიცხია.






Strophe: 2691_[2593] 
Verse: a       გივი ტალამ დაინახა   როსტომისკენ მირბის ვით თხა,
Verse: b       ერობილნი ერანელნი    გააგება წინა დითხა,
Verse: c       ერთმან ერთსა ესალამნეს   მას ანბავი როსტომ ჰკითხა,
Verse: d    და   ჴელ-მწიფისა, ერანელთა,    მოწერილი წაიკითხა.






Strophe: 2692_[2594] 
Verse: a       შესხდეს, დარბაზს წამოვიდეს,   ვინცა ნახა, თაყუ̂ანი სცა,
Verse: b       იგი წიგნი ამოიღო   გივმან, როსტომს ჴელთა მისცა,
Verse: c       ყუ̂ელა წუ̂რილად გაიგონა,   მოეხსენა რაცა ვისცა?!
Verse: d    და   დიდი ქება ზურაბისა    კაცს ასმია სხვასა ვისცა?!






Strophe: 2693_[2595] 
Verse: a       როსტომ წიგნი წაიკითხა   და ამბავი მოისმინა,
Verse: b       გაუკუ̂ირდა ქება მისი,   გაღიმდა და გაიცინა,
Verse: c       ღმერთმან ნუ ყოს ფალავანი   საამისებრ არსა ჩინა,
Verse: d    და   თურქთა შიგან არ გამოჩნდეს,   ჩუ̂ენ გულ-ამოდ ვყუნეთ შინა!"






Strophe: 2694_[2596] 
Verse: a       მოვისვენოთ, დღეს ბაგენი   ღვინით გავინამიანნეთ,
Verse: b       ხვალე შევსხდეთ, გავემართნეთ,   ჴელ-მწიფესა შევეყარნეთ,
Verse: c       გზა უჩვენოთ ფალავანთა,   თურქთა ომად შევიყარნეთ,
Verse: d    და   ტკბილი ეტლი გაუავოთ,   მათ საწუთრო გაუმწარნეთ!






Strophe: 2695_[2597] 
Verse: a       არ იცი თუ, ზღვისა ღელვა   მზის ნათელსა ვერა ავსებ!
Verse: b       ჩემი დროშა თურქთა გულსა   შეჭირვებით მათ აუვსებს,
Verse: c       თქუ̂ენ რომ აქებთ ფალავანსა,   ჩემსა რაზმსა ვერას ავნებს,
Verse: d    და   არვინ არის ჩემი სწორი,   შეჭირვება არა გმართებს!"






Strophe: 2696_[2598] 
Verse: a       წინ მეჯლიში გაიშალეს   მათ, ღამესა ათენებდეს,
Verse: b       ღვინოს ჴელნი წაუყარნეს,   ჴელ-მწიფესა აჴსენებდეს,
Verse: c       სამს დღეს ისხდეს მხიარულნი,   მტერსა არად აჴსენებდეს,
Verse: d    და   გივი წასვლად შეეკაზმა,   სხვანი ღვინოს იქარვებდეს.






Strophe: 2697_[2599] 
Verse: a       თქუ̂ა თუ: ქექაოზს" ჯავრითა   საწუთრო გამწარებია,
Verse: b       გამოსვენება, სმა-ჭამა,   მას ლხინი მოშორვებია,
Verse: c       ზაულისტანით მიგელის,   ჩემგან არ საყოვნებია,
Verse: d    და   არ მივესწრებით, ქუ̂ეყანა   მტერთაგან აოჴრდებია!"






Strophe: 2698_[2600] 
Verse: a       როსტომ ბრძანა: "მამაცია   ჴორციელი ვინც მე მჯობდეს!"
Verse: b       ფიცხლად რაში შეიკაზმა,   სპილენძ-ჭურნი მაღლად ჴმობდეს,
Verse: c       მხიარულნი გზასა ვლიდეს,   ავაზითა ნადირობდეს,
Verse: d    და   მოვიდეს და ჴელ-მწიფესა   პირ-დამკობით თაყუ̂ანობდეს.






Strophe: 2699_[2601] 
Verse: a       ჴელ-მწიფემან მათ პასუხი   არა გასცა დიდხან კიდეთ,
Verse: b       გივსა დიდი შეუზახნა:   "ამას იქით ცრემლსა ღუ̂რიდეთ,
Verse: c       როსტომ რა მყავს, ფიცხლად გმართებს,   ბრძანებასა დაგუ̂მორჩილდეთ,
Verse: d    და   წაიყუ̂ანეთ მჴარ-შეკრული,   ფიცხლად ძელსა ჩამოჰკიდეთ!"






Strophe: 2700_[2602] 
Verse: a       გაჰკუ̂ირდეს სრულად ლაშქარნი,   შეიქმნეს ცრემლთა დენითა,
Verse: b       როსტომს ვინ ჰკადრა შეპყრობა,   ვერცა ვინ უთხრა ენითა!
Verse: c       ტუსის უბრძანა ქექაოზ:    "რაც გითხრა, ფიცხლად ქენითა!
Verse: d    და   გივი და როსტომ წაასხით,   ძელზედან დაარჩვენითა!"






Strophe: 2701_[2603] 
Verse: a       იზახოდა, ენთებოდა,   ცეცხლისაგან, ვითა თივა,
Verse: b       ტუსი მჴარსა მოეკიდა,   როსტომ წყნარად გაიწივა,
Verse: c       გაგულისდა ამაზედან,   ოდენ ჴელი გაიქნივა,
Verse: d    და   ჰგვანდა ზეცით ჩამოჭრილსა,   ტუსი ასრე გაასრივა.






Strophe: 2702_[2604] 
Verse: a       რაშსა შეჯდა პილოტანი,   თქუ̂ა: "ზაულის გზასა ვლიდე,
Verse: b       მიკუ̂ირს, ქაოზ, ჭკვა -ნაკლულო,   თუ რასათვის წამეკიდე!
Verse: c       ტვინსა ცეცხლი კუ̂ლაც მოედვას,   შენს წინაშე თუ მოვიდე,
Verse: d    და   თურქნი გიდგან მას შეები,   ძელსა ზურაბ ჩამოჰკიდე!






Strophe: 2703_[2605] 
Verse: a       მე შვილი ვარ ზაალისა,    მტერთა ჩემთა სისხლის მღუ̂რელი,
Verse: b       ტახტისა და გჳრგჳნისა   ჴელ-მწიფეთა მიმცემელი,
Verse: c       ბეჭედი და ლახტი ჩემი,   მე რაში მყავს სასურველი,
Verse: d    და   ყოვლი პირი ქუ̂ეყანისა   არის ჩემთა ფერჴთა ველი.






Strophe: 2704_[2606] 
Verse: a       მე თუ ჴრმალი მოვიწვადო,   თავსა დაჰყრით, ვითა მხალსა,
Verse: b       მე მყავს ქაოზ შესაპყრობლად,   მამეკიდოს ტუსი მჴარსა,
Verse: c       მე მეფედ მყავს ჩემი ჴრმალი,   მით გავაპობ კლდესა მყარსა,
Verse: d    და   შუბი ჩემი მოყუ̂ასია,   ვიაშიკებ მისთვის ფარსა.






Strophe: 2705_[2607] 
Verse: a       რას მიწყრების შეუცოდრად,   სატანასა გაეძრახოს!?.
Verse: b       მე რა წავალ, ზურაბ მოვა,   ტახტ-გჳრგჳნი გაიახლოს,
Verse: c       მრთელი არვინ მოურჩების,   აღსასრულსა დაემსგავსოს,
Verse: d    და   ამას იქით მათთვის საყმოდ   ერანს როსტომ ვეღარ ნახოს!"






Strophe: 2706_[2608] 
Verse: a       აქ ერანელნი დაცვივდეს,   ვით ჯოგი უკაცურია,
Verse: b       გოდერძის ჰკადრეს: "წავჰჴედით   უცილოდ, ეს დასტურია!
Verse: c       იცი, საფადო, ქექაოზს    ეუფლა რომ მაცდურია?!
Verse: d    და   არვის მოუსმენს ჭკვა-სუსტი,   შენ დასძარ ბრძენი პირია!"






Strophe: 2707_[2609] 
Verse: a       გოდერძი ჴელ-მწიფეს წინა   მიდგა ფერჴ-ბედნიერია,
Verse: b       თქუ̂ა: "რა ქნა როსტომ ასეთი,   დღესითგან შენი მტერია!?.
Verse: c       ვიცი, დაჰკარგე გჳრგჳნი,   ერანი მოამტვერია,
Verse: d    და   არვინ ცოცხალა მისებრივ,   ვიცი, ეს დასაჯერია!






Strophe: 2708_[2610] 
Verse: a       ერთი გმირი, ვითა ცეცხლი,   თურანელთა მოუძღვების,
Verse: b       მას ლახტითა ვინ გამოსცდის,   ნახავ, ვინცა გაეჴრმლების,
Verse: c       იტყუ̂ის: "სადმე ერანელნი    წინ ვერავინ დამიდგების,
Verse: d    და   ჩემი სწორი არვინა ჰყავს,   მუნ არცა ვინ გამოჩნდების!






Strophe: 2709_[2611] 
Verse: a       თავშიგან ტვინი არა გიც,   ვინ როსტომ გააძენითა,
Verse: b       რა გაიგონა ქექაოზ,    შეიტყო, ავად ვქენითა,
Verse: c       მაშინ უბრძანა გოდერძის:    "უკანა მისდივენითა,
Verse: d    და   გული დასცალოს ჯავრითა,   თქუ̂ენ ტკბილად ეუბენითა!"






Strophe: 2710_[2612] 
Verse: a       გოდერძი და დიდებულნი   როსტომს უკან მიეწივნეს,
Verse: b       მათ დაუწყეს გმირსა ქება   ტკბილად, გული არ ატკივნეს,
Verse: c       "საწუთრომცა შენი არის,   ეტლსა იჯდე, ფრთეთა ივნეს,
Verse: d    და   ჭკვა შესცუ̂ლია ჴელ-მწიფესა,   ცნობა შმაგად მოექცივნეს.






Strophe: 2711_[2613] 
Verse: a       იგ ანაზდად გაშფოთდების,   აენთების, მართალია,
Verse: b       სინანულსა ჩავარდების,   შეინანებს ფიცხალია,
Verse: c       თუ გაწყინა ჴელ-მწიფემან,   ერანელთა რა ბრალია?!
Verse: d    და   დღეს ნუ წახვალ შემამწყრალი,   თქუ̂ენგან არა საქნელია!"






Strophe: 2712_[2614] 
Verse: a       როსტომ თქუ̂ა: ქაოზ" მეფისა   ვარ დია შეუპოველი,
Verse: b       კაბისა ნაცუ̂ლად მაცვია   ჯავშანი მოუქსოველი,
Verse: c       მე ტახტად უნაგირი მაქუ̂ს,   გჳრგჳნსა ზეცით მოველი,
Verse: d    და   მას მოვჰკლავ ერთის მჯიღვითა,   ტიროდეს არსი ყოველი!






Strophe: 2713_[2615] 
Verse: a       გავძეღ მისითა ყმობითა,   აღარას ვესათნოები,
Verse: b       ერანს მოსული დღესითგან   მონურად არ ვიპოები,
Verse: c       რომ გაგულისდეს, იცისა,   ნეტარ რას შევეპოები,
Verse: d    და   მას აღარ ვნახავ ცოცხალი,   მოყუ̂ასთა დაგეთხოები!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.