Strophe: 2714_[2616] | ||
Verse: a | როსტომ სიტყუ̂ა გაათავა, | ერანელნი სულთქმით ახვენ, |
Verse: b | მოახსენეს: "პილოტანო, | მტერნი ჩუ̂ენნი დაცაგუ̂ზრახვენ! |
Verse: c | ჴელ-მწიფე და ფალავანნი | სხვასა რასმე დაგიზრახვენ! |
Verse: d და | -- "ვერ გაბედა ჩუ̂ენი ომი!" | -- თურქნი ჭანგსა გაიმახვენ. |
Strophe: 2715_[2617] | ||
Verse: a | გუ̂მართებს დაცლა ქუ̂ეყანისა, | რადგან როსტომს ეშინიან, |
Verse: b | ნუ უყურებ ჴელ-მწიფესა, | დღეს ცნობანი მას შესცუ̂ლიან, |
Verse: c | სპათა ზურგსა ნუ შეაქცევ, | ერანელთა ცრემლნი სდიან, |
Verse: d და | შენს სახელსა ნუ დაჰკარგავ, | ცის მასკუ̂ლავნი იმღერიან. |
Strophe: 2716_[2618] | ||
Verse: a | ესე ესმა პილოტანსა | სჩნდა სირცხვილად, საძაგელად, |
Verse: b | თქუ̂ა თუ: "გულსა შიში შევა, | გამოვიგდებ, ვიგდებ ჴელად, |
Verse: c | აღარ მინდა, ფიცხლად მივსცემ, | მინდორს მჴეცთა შესაჭმელად, |
Verse: d და | დავბრუნდები, რადგან აგრე | მეუბნები შესარცხვენლად!" |
Strophe: 2717_[2619] | ||
Verse: a | მობრუნდა და ქაოზ მეფე | გაეგება როსტომს წინა, |
Verse: b | მოითხოვდა შენდობასა, | თავი მისი გაამჩივნა, |
Verse: c | შობითგან მჭირს ავ-ცნობობა, | სიშმაგემან წამაჴდინა, |
Verse: d და | ახლად მტერი გამამიჩნდა, | გული მეტად მან მატკინა! |
Strophe: 2718_[2620] | ||
Verse: a | ახლად ზურაბ გამამიჩნდა, | მტერმან მეტად შემაშინა, |
Verse: b | მისთვის გიჴმე, თქუ̂ენ გმართებდა, | მოსულიყავ ჩემსა წინა, |
Verse: c | დაგეყოვნა, გავგულისდი, | არ მოხვედით, იგ მეწყინა, |
Verse: d და | აწ შემინდევ, სავარდესა | გავიშალოთ სუფრა წინა!" |
Strophe: 2719_[2621] | ||
Verse: a | როსტომ ეგრე მოახსენა: | "დღეს საწუთრო შენი არი! |
Verse: b | მტერსა არა შეუძლია, | მორჭმული ხარ შარიარი! |
Verse: c | კაცთა ტომი შენ გმორჩილობს, | გმსახურებდეს დასთა არი, |
Verse: d და | ტახტსა ზიხარ, მორჩილი ვარ, | მოუშალო მტერთა ფარი!" |
Strophe: 2720_[2622] | ||
Verse: a | ქაოზ მეფე წამოვიდა, | სავარდესა ჩამოჴდების, |
Verse: b | სამ დღეს წართეს, -- სხვა მეჯლიში | ამისებრი არ იქნების! |
Verse: c | "ლხინთა ნაცუ̂ლად ამას იქით", | -- ბრძანებს, -- "ჭირნი ჩუ̂ენ მოგუ̂ხუ̂დების! |
Verse: d და | თარიაყი უსამსალოდ | არავისგან იშოების!" |
Strophe: 2721_[2623] | ||
Verse: a | მოჰკაზმეს ტურფა დარბაზი, | მათ შექნეს დიდი პურობა, |
Verse: b | მღერა ჩანგზედან, ყოელგან | მუტრიბთა მხიარულობა, |
Verse: c | ოქრო-ქსოვილით, სტავრითა, | ბაღისა მოკაზმულობა, |
Verse: d და | ვერცხლის ხე დარგეს ტახტზედან, | აქუ̂ს დიდი შემკობილობა. |
Strophe: 2722_[2624] | ||
Verse: a | შტო მოასხეს მას ოქროსი, | იადგარად დანერგვიდეს, |
Verse: b | თვალ-გუარი, მარგალიტი, | მტევან-მტევნად ჩამოჰკიდეს, |
Verse: c | ზურმუხტსა და იაგუნდსა, | ვით ფურცელსა მოასხმიდეს, |
Verse: d და | ბუთა შექნეს ოქროსანი, | ზედ თურინჯსა გარდაჰყრიდეს. |
Strophe: 2723_[2625] | ||
Verse: a | ღვინო-ძოწი ჴელ-მწიფესა | გულსა ვარდად უყუ̂ავებდა, |
Verse: b | გულში ზაკუ̂ას იგონებდა, | საუბრითა ლაყაფს ჰკრებდა, |
Verse: c | როსტომს თასი გაუშვირა, | მუჴლ-მოყრილი უყურებდა, |
Verse: d და | თქუ̂ა თუ: "გმირო, მე სტროლაბნი | თქუ̂ენსა თავსა მიქადებდა! |
Strophe: 2724_[2626] | ||
Verse: a | შენ ხარ პაპათ ნათესავი | იადგარად ქადებული! |
Verse: b | სარტყელ-შერტყმით მეომარი, | შენ გაუპო მტერთა გული! |
Verse: c | თქუ̂ენ ხართ ტახტი ჴელ-მწიფეთა, | ერანს კარი გაღებული, |
Verse: d და | დევ-გრძნეულნი ამოსწყუ̂იტენ, | მაზანდარა მოსპე სრული! |
Strophe: 2725_[2627] | ||
Verse: a | დაჰხოცე შენი მებრძოლი, | მშობელი აუტირდების! |
Verse: b | შენი სახელი ბეჭდად აქუ̂სთ, | სიცოცხლე დაუძვირდების, |
Verse: c | ვისცა შეუგდებ ბორკილსა, | ფერჴი არ გაუპირდების, |
Verse: d და | მისი გატეხა ძნელია, | ეტლსაცა გაუჭირდების!" |
Strophe: 2726_[2628] | ||
Verse: a | როსტომ შესვა დოსტაქანი | სიტყუ̂ა ჰკადრა მათი ფერი, |
Verse: b | ემთხვივა და მუნვე დაჯდა | სანახავად შვენიერი, |
Verse: c | ორსა დღესა ქნეს მეჯლიში, | იხარებდეს ყმა და ბერი, |
Verse: d და | ტუსს უბრძანა: "შენ და გივმან | მოიჴსენეთ სახიერი!" |
Strophe: 2727_[2629] | ||
Verse: a | გათენდეს, ქოსი, ნაღარა | პილოსა მოაბენითა, |
Verse: b | ქაიანური დროშანი | ტახტზედან ააბენითა, |
Verse: c | კარი გააღეთ, ლაშქარნი | აბჯრითა აავსენითა! |
Verse: d და | ბარგი გაიღეთ მინდორად, | ჩუ̂ენ გავდგეთ შუქთა ფენითა!" |
Strophe: 2728_[2630] | ||
Verse: a | გამოვიდნეს საფადარნი, | ჩუ̂ენ გამოგუ̂ყუ̂ა ელვა-კრთომით, |
Verse: b | ჩნდა საწუთრო ლილის ფერად, | მტვერისაგან მზე წაჴდომით, |
Verse: c | მან დათვალა ჯავშნოსანნი, | -- ას-ათასი ჰყუ̂ანდა ზომით, |
Verse: d და | მათ კარვები დაიციან, | მოდიოდეს დგომა-დგომით. |
Strophe: 2739_[2631] | ||
Verse: a | დროშათა და შუბთა ელვა | საწუთროსა ანათებდა, |
Verse: b | ცას მასკუ̂ლავი აღარ უჩანს, | მისთა შუქთა დაავსებდა, |
Verse: c | ახლოს მიდგნეს მას ციხესა, | ღელვა ზღვათა ადუღებდა, |
Verse: d და | ზურაბ შედგა ციხეზედან, | ომანს თითით უჩუ̂ენებდა. |
Strophe: 2740_[2632] | ||
Verse: a | ომან გაჴდა შეჭირებით, | მოუვიდა ჴორცთა თრთოლა. |
Verse: b | ზურაბ თქუ̂ა თუ: "შეჭირვება | არა გუ̂მართებს მათგან ყოლა, |
Verse: c | ღმერთი უნდა შემწედ ჰყუ̂ანდეს, | თვარ ცუდია სპათა ყოლა, |
Verse: d და | მათ არა ჰყავს ლახტოსანი, | რომ შეეძლოს ჩემი ბრძოლა. |
Strophe: 2741_[2633] | ||
Verse: a | ნაძლევი ვარ, -- მათ ვინცა ჰყავს | ფალავანი, მე რომ მჯობდა!" |
Verse: b | -- მერმე ღვინო მოითხოვა | კარავშიგან ნადიმობდა, |
Verse: c | ბრძანა თუ, სცნობს აფრასიობ, | სრულ ერანი სისხლსა ზღობდა, |
Verse: d და | ერანელთას გააგებდა, | ხვალე ომსა აპირობდა. |
Strophe: 2742_[2634] | ||
Verse: a | დაღამდა და საწუთრომან | გაიცადნა კუპრის ზღვანი, |
Verse: b | სთხოვს ფარმანსა ჴელ-მწიფესა, | როსტომ მოდგა ჯავშნოსანი. |
Verse: c | თქუ̂ა თუ: "ვნახავ, ვინ მოსულა | ის ჯომარდი ფალავანი, |
Verse: d და | მას თავადნი ვინ ახლავა | მეომარნი კაცნი სხვანი?!. |