TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 133
Previous part

Chapter: 50 
აქა როსტომისაგან კარავში შეპარვა და ზანდარაზმის მუშტით მოკუ̂ლა.






Strophe: 2743_[2635] 
Verse: a       ქაოზ მადლი გარდიჴადა,   მოუშალა წასვლა არა,
Verse: b       "მშვიდობისამც გზა დაგხუ̂დების,   სულითამცა ნათლად ხარა!"
Verse: c       პილოტანი, ვითა თურქი,    შეეკაზმა, -- "მიცნან არა!"
Verse: d    და   სადა ზურაბ ნადიმად ჯდა,   ციხეშიგან შეიპარა.






Strophe: 2744_[2636] 
Verse: a       ზურაბ ნახა ტახტსა მჯდომი   მზე უღრუბლოდ მონავანი,
Verse: b       მარცხნით უჯდა ზანდარაზმი,    მარჯუ̂ნით ომან ფალავანი,
Verse: c       დოსტაქასა მუჴლ-მოყრილი   ბარმან სმიდა გულოვანი,
Verse: d    და   ზურაბ მჯდომი კოშკსა გვანდა,   გარეთ ევლო გალავანი.






Strophe: 2745_[2637] 
Verse: a       ტახტზედან მჯდომი ზურაბ ჰგავს,   -- მაღალი სარო არისა.
Verse: b       მკერდ-მკლავი უგავს პილოსა,   მულღანზარს ვარდი არისა,
Verse: c       ორმოცდაათი მუტრიბნი   მკუ̂რელნი სხდეს ქალთა ჯარისა,
Verse: d    და   ბნელსა ღამესა იდუმალ   როსტომ საჭურლად არისა.






Strophe: 2746_[2638] 
Verse: a       ამაზედა ზანდარაზმი    ადგა, შარდად გამოვიდა,
Verse: b       ანაზდ როსტომ დაინახა,   გაუკუ̂ირდა: "ვინ მოვიდა!"
Verse: c       მიდგა, ჴელსა მოეკიდა,   სანთლისაკენ წამოზიდა,
Verse: d    და   -- "ხარ შექნილი საფალავნოდ,   აქანამდის ვინ გმალვიდა?!"






Strophe: 2747_[2639] 
Verse: a       უთხრა თუ: "პირი მიჩუ̂ენე,   თქუ̂ი, ვინ ხარ, სადაურთაგან?
Verse: b       უმაღლე ჩანხარ ყოველთა   ამა ლაშქართა სრულთაგან!"
Verse: c       როსტომ თქუ̂ა: აჰა გავმჟღავნდი   მე დაფარული გულთაგან,
Verse: d    და   კისერსა მუშტი წამოჰკრა,   ფიცხლა დასცალა სულთაგან.






Strophe: 2748_[2640] 
Verse: a       როსტომ ფიცხლად წამოვიდა,   ზანდარაზმი ნახა მკუ̂დარი,
Verse: b       მათ უკუ̂ირდა დაყოვნება,   ზურაბ ბრძანა თუ, სად არი,
Verse: c       მონახეს და მკუ̂დარი პოეს,   შეიყარა ხასთა ჯარი,
Verse: d    და   ესე ზურაბს გაუმჟღავნეს,   მუნ შეიქნა გლოვა, ზარი.






Strophe: 2749_[2641] 
Verse: a       გაგულისდა, ჯავრიანად   გამოიჭრა, ვითა ქარი,
Verse: b       ფიცხლად იჴმნა დიდებულნი,   მუნ მოვიდა სპათა ჯარი,
Verse: c       მგელი რემად შემოვიდა,   საკრძალავი ჩუ̂ენგან არი,
Verse: d    და   ჴელთა შუბი დავიჭიროთ,   გავიმაგროთ ყუ̂ელამ ფარი!"






Strophe: 2750_[2642] 
Verse: a       მე დავიწყო სამანდითა   ერანელთა ნადირობა,
Verse: b       ვძებნო ჩემი ზანდარაზმი,    შევანანო ღალატობა,
Verse: c       არ შევიჴსნა საგდებელი,   მათ დაჰკარგონ ჭკუ̂ა და ცნობა,
Verse: d    და   ტახტსა დაჯდა მხიარული,   კუ̂ლა დაიწყო ნადიმობა.






Strophe: 2751_[2643] 
Verse: a       ზანდარაზმი მათ მამიკლეს,   მოვედები ცეცხლის ალად,
Verse: b       ჯავრით გული მე დავსცალო,   სისხლი მათი შევსვა წყალად,
Verse: c       როსტომ ესე გაიგონა,   გამობრუნდა იდუმალად,
Verse: d    და   მას ღამესა ერანელთა    გმირი გივი უდგა ტალად.






Strophe: 2752_[2644] 
Verse: a       რა როსტომ ნახა, მოუჴდა   გივი, ყუ̂იროდა მთა ვითა,
Verse: b       ლახტ-გამოწუ̂დილი საომრად,   წამ ერთ არ იყო ზავითა,
Verse: c       თაამთან მივა ქუ̂ეითი,   იგ მარტო ოდენ თავითა,
Verse: d    და   მათ ერთმან ერთი რა იცნეს,   დატკბეს ცნობითა კაითა.






Strophe: 2753_[2645] 
Verse: a       გივმან ჰკადრა: "ფალავანო,   აქანამდის სად ყოფილხარ?!
Verse: b       თქუ̂ენ უცხენოდ, პილოტანო,   ბნელსა ღამეს სად გარჯილხარ?
Verse: c       ან სად იყავ საილეთოდ,   ფიცით გკითხავ, მართლად მითხარ,
Verse: d    და   მან უამბო, სადაც იყო,   -- "ფრთხილად იყავ, ტალად თუ ხარ!"






Strophe: 2754_[2646] 
Verse: a       მოვიდა და ჴელ-მწიფესა   ქება ჰკადრა ზურაბისი,
Verse: b       თურანელი ცხენოსანი   არ მინახავს მსგავსი მისი,
Verse: c       ტანად სარო, გულად ლომი,   შვენებითა შუქი მზისი,
Verse: d    და   ნახოთ, გმირსა ნარიმანს ჰგავს   და შვილია საამისი.






Strophe: 2755_[2647] 
Verse: a       მუშტით მოვჰკალ ზანდარაზმი,    ფიცხლად სულნი დაეცალნეს,
Verse: b       ჴელ-მწიფემან დაუმადლა,   უსაზომოდ გაეხარნეს,
Verse: c       ღვინო სთხოვა ჴელ-მწიფემან,   თქუ̂ა თუ: "ჭირნი გამეყარნეს",
Verse: d    და   მას ღამესა ერანელნი    ქაოზს წინა შეიყარნეს.






Strophe: 2756_[2648] 
Verse: a       გათენდა მზემან საწუთრო   გაანათლა -- მთა და ბარი,
Verse: b       ზურაბ შეჯდა სამანდზედა,   ტანს ჩაიცვა საომარი,
Verse: c       ერანელთა საომარად   წამოვიდა, ახლდა ჯარი,
Verse: d    და   წაიტანა მუნ საამბოდ   თანა აჯერ პატიმარი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.