TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 134
Previous part

Chapter: 51 
აქა აფრასიობის დავედრებული ნიშანი მოიჴმარა ომან.






Strophe: 2757_[2649] 
Verse: a       აჯერ მოჰგვარეს პყრობილი,   მას ზურაბ ეუბნებისა:
Verse: b       "ისარი უნდა მართალი,   იყოს გულისა ნებისა,
Verse: c       მრუდი თუ კაცმან შესტყორცოს,   მიწასა ენარცხებისა,
Verse: d    და   რაც გკითხო, მართლა მიამბე,   ავი არ გარდაგჴდებისა!






Strophe: 2758_[2650] 
Verse: a       თუ ეს გინდა, რომე მოგხუ̂დეს   ამას იქით დღე-გრძელობა,
Verse: b       შენ იშოვნო უსათუოდ   ამა სპათა ფავადობა,
Verse: c       საჭურჭლე და ხაზინანი,   -- აწ მართლისა გინდა თხრობა, --
Verse: d    და   თუ არ მითხრა, შენ იშოვნო   საკანშიგან პატიმრობა!






Strophe: 2759_[2651] 
Verse: a       აჯერ ჰკადრა: "შენ ტყუილი   არ გეთხრობის ეტლისაგან,
Verse: b       არას გკადრებ სიცრუესა   საუბარსა ენისაგან,
Verse: c       მე თუ ტყუილი შემატყო,   მოვკუ̂დე შენის ჴელისაგან,
Verse: d    და   შემოქმედი მართლად დაგსვამს,   ჩემთა სისხლთა დენისაგან.






Strophe: 2760_[2652] 
Verse: a       ზურაბ უთხრა: "მე ამბავი   გკითხო ახალ ჴელ-მწიფისა,
Verse: b       ერანელთა ფალავანთა,   ტუსისა და როსტომისა,
Verse: c       გივისა და ბარამისა,    იმ ჭკუ̂იანის გოდერძისა,
Verse: d    და   აწ მიჩუ̂ენე სრა-სადგომი   ცალკე-ცალკე, კარვებისა,






Strophe: 2761_[2653] 
Verse: a       სად დიდი ფერად-ფერადი   ოქრო-ქსოვილი სტავრისა,
Verse: b       ფეროზის ტახტსა ზედა ადგს   კარავი ვეფხის ტყავისა,
Verse: c       კარსა მნათობი დროშა უდგს   და მთუ̂რალი პილოს ჯარისა,
Verse: d    და   ვინ არის მისი პატრონი,   თემად ვისისა გვარისა.






Strophe: 2762_[2654] 
Verse: a       აჯერ ჰკადრა: ქაოზ" მეფე   ჴელ-მწიფეა, მუნა ზისა,
Verse: b       სხვა რომე ჩანს იგ კარავი   შავი მარჯუ̂ნით ფარდაგისა,
Verse: c       პილოს გვერდით დია ჯარი   ოქროს ფერი სარმუზისა,
Verse: d    და   ტუსი ჰქუ̂იან ფალავანსა,   იგ შვილია ნოდარისა.






Strophe: 2763_[2655] 
Verse: a       კვლაცა ჰკითხა: "სპათა ჯარი   ვისი არის ჯავშნოსანი?
Verse: b       ლალის-ფერთა კარავთანა   მას დროშა უთქს ლომოსანი,
Verse: c       შუაშიგან თუ̂ალი უზის,   სინათლითა მზისა გვანი,
Verse: d    და   აჯერ თქუ̂ა თუ: ქიშვარდის" ძე   გოდერძია გულოვანი!"






Strophe: 2764_[2656] 
Verse: a       ზურაბ კუ̂ლა ჰკითხავს ამბავსა,   ვით იადონი მგოსანი:
Verse: b       "ვისია მწვანე კარავი,   სპა-ჯარი ჭარმაგოსანი,
Verse: c       მას გვერდით ცხენი უბია,   ვით პილო საგდებლოსანი,
Verse: d    და   კაცი ლაშქართა უმაღლე,   ტახტი უთქს პატიოსანი.






Strophe: 2765_[2657] 
Verse: a       მას უბია საღრტილზედა   მრავალ-კეცი საგდებელი,
Verse: b       ჰგავს არავინ სისრულითა   იმა კაცსა ერანელი,
Verse: c       მისი დროშა, ვეშპის სახე,   პატრონი ჰყავს სისხლთა მღუ̂რელი,
Verse: d    და   რად არვინ ჰგავს ჩემგან მეტი,   აწ მბობასა შენგან ველი!"






Strophe: 2766_[2658] 
Verse: a       მაშინ აჯერს მოეგონა,   რაცა ომანს დაერიგა,
Verse: b       მოახსენა: "ვერა ვიცნობ,   გაზდილია ჩინეთშიგა,
Verse: c       მუნებური მეომარი   მოუვიდა ქაოზს იგა,
Verse: d    და   როდეს ისი მოსულიყო,   მაშინ ვიყავ ციხეშიგა.






Strophe: 2767_[2659] 
Verse: a       ზურაბს გული სევდისაგან   გაეტენა ამაზედა,
Verse: b       მას ნიშანსა მამისასა   დავედრებდა როდეს დედა,
Verse: c       რაც იცოდა, ყუ̂ელაკასა   იგ ხედვიდა როსტომს ზედა,
Verse: d    და   გული მისი არ ჯერიყო,   კვლავ ჰკითხევდა ზედი-ზედა.






Strophe: 2768_[2660] 
Verse: a       უნდოდა თუმცა ნიშანი   ეპოვნა ვისთვის კუ̂დებისა,
Verse: b       მას მიჰჴდომოდა წადილი   ზურაბს გულისა ნებისა,
Verse: c       ღ(მრ)თის განგებისა, თვინიერ   წინ ვერვინ დაუდგებისა,
Verse: d    და   არცა რა შეემატების,   არცა რა დააკლდებისა.






Strophe: 2769_[2661] 
Verse: a       ვისი უჩნს წითლად კარავი   და სახე დროშა ღორისა,
Verse: b       სიმრავლე ახლავს ლაშქრისა,   ქუ̂ეითი დასთა გორისა,
Verse: c       თქუ̂ა: გურზი" ჰქვიან სახელად,   მძებნელი არის ომისა,
Verse: d    და   მას თამაშობად მიუჩანს   მოკუ̂ლა მარტოსა ლომისა.






Strophe: 2770_[2662] 
Verse: a       ზურაბ აჯერს კვლავ ჰკითხევდა,   გულ-ტკბილად ეუბნებოდა,
Verse: b       ჰკითხავს როსტომის ამბავსა,   ვით მართებს ენატრებოდა,
Verse: c       მას ცხენ-კაცისა, კარვისა   ცნობა გლახ ენატრებოდა,
Verse: d    და   არ მოახსენა აჯერიმ,    სალიზღად ეუბნებოდა.






Strophe: 2771_[2663] 
Verse: a       ზურაბ უბრძანა: "მიანბე,   არ გმართებს შიში კრძალვისა!
Verse: b       იცით სახელი თავადთა,   ფარდაგთა, დროშა-კარვისა,
Verse: c       ორთა ქიშვადთა თავადთა   თვითვე თქუ̂ეს: როსტომ" არისა!"
Verse: d    და   ლაშქართა შიგან სახელი   მისი სად დაიმალვისა?!






Strophe: 2772_[2664] 
Verse: a       აჯერ ზურაბს მოახსენა:   -- არ მოჰჴდების ცრუად თხრობა,
Verse: b       აქა როსტომ არსად არის,   ვერ მიცნია ჯომარდობა,
Verse: c       არ მოსრულა ჯერეთ შინა   ტურფა მისი ნაზარდობა,
Verse: d    და   აწ იქნების ზაულისტანს,    არის ვარდის ყუ̂ავილობა".






Strophe: 2773_[2665] 
Verse: a       ზურაბ თქუ̂ა თუ: როსტომისთჳს   " ვიარები ჴმელთა პოვნად,
Verse: b       თუ მასწავლო, შენ საჭურჭლე   მოგცე სპათა დასათოვნად,
Verse: c       გაგამდიდრო უსაზომოდ,   იყო კაცთა შეუპოვნად,
Verse: d    და   არ მიამბობ, აწვე მოგკლავ,   თავმან ჩემმან, დაუყოვნად!"






Strophe: 2774_[2666] 
Verse: a       აჯერ თქუ̂ა თუ: "ფალავანი   ტახტ-გჳრგჳნით გამაძღარა,
Verse: b       როსტომისა ომსა ეძებს,   დევ-ვეშაპი მას ჰკუ̂ირს არა,
Verse: c       პილოს ღრუბლით ჩამოიყუ̂ანს,   წუ̂რილა დასჭრის ფარა-ფარა,
Verse: d    და   მას ტინის კლდე ვერ დაუდგამს,   ვითა ბადე, გაიარა.






Strophe: 2775_[2667] 
Verse: a       ზურაბ თქუ̂ა: "იგი ბედ-მლაშე   გოდერძი ქიშვადიანი,
Verse: b       მიკუ̂ირს, რად გიჴმობს შვილობით,   კაცია სახელიანი,
Verse: c       შენ მეომართა ვერ იცნობ,   იბრძოდენ ჯავშანიანი,
Verse: d    და   მათთა ცხენთ ტერფთა ჴმა გესმის,   დღე დაგიბნელდეს მზიანი.






Strophe: 2776_[2668] 
Verse: a       შენ აქებ როსტომს, მას იტყუ̂ი:   "აქუ̂ს ძალი მტერთა ძლევისა,
Verse: a       ქარი თუ ცეცხლსა იახლოს,   საჴმილი დაილევისა,
Verse: b       მზე რა ამოვა ზღვიდამენ,   უკუნი განითხევისა,
Verse: d    და   ჴრმალსა, მოწუ̂დილსა ღამესა,   თავი სრულ დაექცევისა.






Strophe: 2777_[2669] 
Verse: a       თქუ̂ა, ეძებს, უნდა საომრად,   აჯერის გული ბრუნდების,
Verse: c       ამ თურქის ტანი მთასა ჰგავს,   მკლავთ მტერი შეუშინდების,
Verse: b       ვერვინ დაუდგამს მებრძოლი,   ტინი კლდე გაუცვილდების,
Verse: d    და   ეს როსტომს მოჰკლავს, წავჰკდებით,   ერანი დაძაბუნდების.






Strophe: 2778_[2670] 
Verse: a       ქექაოზს ტახტსა წაუღებს,   სრულ საბატონო წაჴდების,
Verse: c       სჯობს სახელითა სიკუ̂დილი,   თუ კაცს აუგი ჩაჰყუ̂ების,
Verse: b       მე თუ მოვკუ̂დები, ამისთვის   მზის თვალი არ დაბნელდების,
Verse: d    და   გოდერძი სამოცდაათით   შვილით კიდევე დარჩების.






Strophe: 2779_[2671] 
Verse: a       არ უანბობ, მოცავკუ̂დები,   -- ტახტსა წყალი ნუ წაიღებს,
Verse: c       ედემს ია აყუ̂ავდების,   მას კოკობი ყურად იღებს,
Verse: b       უსუნებს და გაიხარებს,   იგ ბუდესა აცაიგებს,
Verse: d    და   იტყუ̂ი ბრძენი მოაბადი:   "სარო შტოსა გამოიღებს".






Strophe: 2780_[2672] 
Verse: a       როსტომს მკითხავ, არა ვიცი,   არ მინახავს, თუ მოვიდა,
Verse: b       გასმია თუ: მაზანდარა   " ამოსწყუ̂იტა, სისხლსა ღუ̂რიდა,
Verse: c       ადვილ ჴელად ვერ შეიგდებ,   მისთა მტერთა დღე მოვიდა,
Verse: d    და   ზურაბს გული აუდუღდა,   მობრუნდა და წამოვიდა.






Strophe: 2781_[2673] 
Verse: a       შეეკაზმა, ცხენსა შეჯდა,   მუზარადი დაირქოდა,
Verse: b       წამოვიდა საომარად,   ჴელთ ზუფინი აიღოდა,
Verse: c       კარავთ ახლოს ნავარდი ქნა,   ვითა პილო, იზახოდა,
Verse: d    და   თავსა შუბი შემოივლის,   -- "ვინ შემებმის", -- ესე თქოდა.






Strophe: 2782_[2674] 
Verse: a       "გამოდით და შემებენით!"   -- ერანელთა ეუბნების. --
Verse: b       ვერვინ გაჰყუ̂ა. ვით კანჯარი   ხვადსა ლომსა, ერიდების,
Verse: c       ქაოზობით იზახოდა,   რაზმის პირსა იარების,
Verse: d    და   თქუ̂ეს თუ: "ამას ვინ შეებმის,   არც შეხედვა ეკადრების!"






Strophe: 2783_[2675] 
Verse: a       ქაოზს აგინებს: "რა იქენ,   მოგკლავ ჩემისა ჴელითა!
Verse: b       რა რიგი მეომარი ხარ,   მიკუ̂ირს, ვინ გაქებს ენითა?!
Verse: c       ვინ გიჴმობს ბედნიარობით,   მეომრად თავ-გაჩენითა?!
Verse: d    და   საჴმილსა შიგან შეგაგდებ,   აგიყუ̂ან შუბის წვერითა!






Strophe: 2784_[2676] 
Verse: a       ეტლი შენზედ შევამოკლო,   აღარ ნახო დღე ნათელი,
Verse: b       ზანდარაზმი მუხთლად მოკუ̂და,   თვალთა მწვევდა ცრემლი ცხელი,
Verse: c       ფიცითა თქუ̂ი, არ გაუშვა,   ერანელი ერთი მრთელი,
Verse: d    და   ტახტი თქუ̂ენი გაცავლაჴო,   ქაოზ მივსცე ძელსა მრთელი!"






Strophe: 2785_[2677] 
Verse: a       ვერვინ გაჰყუ̂ა მეომარი,   ეშინოდა მისგან დია,
Verse: b       იზახოდა: "ვინ გამოხვალთ,   ვინ შემებმით, მართლად თქუ̂ია!
Verse: c       დიდხან იდგის რაზმის პირსა,   დაიბრუნის სამანდია,
Verse: d    და   ვითა ცამან დაიქუხა,   კელ-მწიფესა შეუტია.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.