TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 135
Previous part

Chapter: 52 
აქა ზურაბ ჴელ-მწიფვს დიდი ავნო.






Strophe: 2786_[2678] 
Verse: a       შუბი შესცა, მან მოსწყუ̂იტა   სამოცდათი პილო ბოლოდ,
Verse: b       ზარი იყო ლაშქარშიგა,   ქაოზ გაჴდა უთავბოლოდ,
Verse: c       თქუ̂ა: "არ ვარგა ესე საქმე.   როსტომისთვის გაუგონოდ,
Verse: d    და   ერთის ბილწის თურქისაგან    ვითა გავჰჴდეთ უთავბოლოდ!






Strophe: 2787_[2679] 
Verse: a       თვალთ ბრუ გვესხმის, ტვინსა ცეცხლი   მოგუ̂დებია გასატუსი,
Verse: b       ერანელი მისი სწორი   არვინა გვყავს, არცა რუსი,
Verse: c       ვერვინ გაჰყუ̂ა ცხენოსანი,   წაუვიდა მართ ნამუსი,
Verse: d    და   წავიდა და ეს ამბავი   როსტომს ჰკადრა ყუ̂ელა ტუსი.






Strophe: 2788_[2680] 
Verse: a       როსტომ იტყუ̂ის: "ვის ყმად უნდი,   გული მისი თამაშობდა,
Verse: b       ქაოზისაგნ არას მიკუ̂ირს,   ჩემზედ ლხინსა ომი სჯობდა,
Verse: c       თქუ̂ა თუ: "რაში შემიკაზმეთ!"   -- გივიც მისკენ მივიდოდა,
Verse: d    და   ბარგისტანი ტუსის ჰქონდა,   გურგენ დია უსწრაფოდა.






Strophe: 2789_[2681] 
Verse: a       გულშიგა თქუ̂ა: "ესე არის   დევივითა ავსებული,
Verse: b       არ მოსულა ერანზედა    ამისებრივ აღსასრული,
Verse: c       ტანს ჩაიცვა მან ბაბრაბი,   ვნახეთ ტურფად მოკაზმული,
Verse: d    და   რაშს შეაბა ბარგისტანი,   ზედა შეჯდა ჯავშან სრული.






Strophe: 2790_[2682] 
Verse: a       ამა დღესა ერანელთა    ზავარ უდგა მონაპირე,
Verse: b       როსტომ უთხრა: "ნუ შეიძუ̂რი,   თვალი ჩემზედ დაიჭირე!
Verse: c       ზურაბ ნახა, მოეწონა   ბეჭთა სიპრტყე, მკლავთ სიმაგრე,
Verse: d    და   ფიცხლად საამს დაამსგავსა,   გაიცადა უწინ ვირე.






Strophe: 2791_[2683] 
Verse: a       როსტომ უთხრა: "ჰე ყმაწვილო,   შეავედრე ღმერთსა სული!
Verse: b       ორთა ლომთა საომარი   ვნახოთ, ველი მოკაზმული,
Verse: c       ზურაბს ესმა, გაეხარნეს,   გაუნათლდა, თუ სთქუ̂ა, გული!
Verse: d    და   მან შეისვა ნების ნებსა,   წამოვიდა მხიარული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.