TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 136
Previous part

Chapter: 53 
აქა პირველი ომი როსტომისა და ზურაბისა.






Strophe: 2792_[2684] 
Verse: a       ზურაბ უთხრა: "შეჭირვება   შენ ამჴადე ომთა ქარად,
Verse: b       გამოვსცადოთ ერთმან-ერთი   სხვა მეშუ̂ელი უნდა არად,
Verse: c       მე მიამა თქუ̂ენი ნახვა   ომად, ჩემთჳს მოსაჴმარად,
Verse: d    და   გპოე ერანს ლაშქარშიგან   ერთი კაცი ჩემად დარად!






Strophe: 2793_[2685] 
Verse: a       ვერა გხედავ ჩემად სწორად,   ვაზრობ, შენგან ჩამოსვლასა,
Verse: b       ჩემსა მჯიღუ̂სა ვერ დაუდგამ,   მზა ხარ სულთა ამოსვლასა!
Verse: c       ხარ მაღალი მკერდ-მკლავ-სხვილი,   სისრულითა ჰგავხარ ზღვასა,
Verse: d    და   მაგრა ბეჭნი დაუჭირავს   მრავალთ წელთა გამოსვლასა.






Strophe: 2794_[2686] 
Verse: a       რა როსტომ ნახა მკერდ-მკლავი   და მისი ჭანგ-მახვილობა,
Verse: b       წყნარად თქუ̂ა: "მიწა ცივია,   სიტყუ̂ასა მოსდევს რბილობა,
Verse: c       ამ სიბნელითა მინახავს   მე ომთა გარდაჴდილობა,
Verse: d    და   მიწათა გამირევია   შენებრივ მოწიფულობა.






Strophe: 2795_[2687] 
Verse: a       დღეს აქამდის გაუქცევი   არ მამირჩა, ვის შევები,
Verse: b       ცა მხედავს და ეტლმან იცის,   თურქთ დავსჭერი ჴრმლით თავები,
Verse: c       ჩემი საქმე ცათა სწუ̂დების,   მამაცობით ასავსები,
Verse: d    და   ვეშაპს ნუღარ ერიდები,   თუ ცოცხალი მამირჩები.






Strophe: 2796_[2688] 
Verse: a       ზურაბს ესმა ესე სიტყუ̂ა,   საეჭოსა ჩაჰჴდა გული,
Verse: b       როსტომს უთხრა: "ერთი სიტყუ̂ა   გკითხო ღ(ვ)თითა დაფიცული:
Verse: c       მე მგონია, შენ როსტომ ხარ,   ზაულისტანს თემად რჯული,
Verse: d    და   ნარიმანის ნათესავი,   ზალდასტანის დანერგული!






Strophe: 2797_[2689] 
Verse: a       უთხრა თუ: როსტომ" არა ვარ,   არცა მისისა გვარისა:
Verse: b       ერთი მოლაშქრე კაცი ვარ,   მომკუ̂ლელი უზებარისა,
Verse: c       მტერთა სისხლისა დამღუ̂რელი,   ჴრმლითა გამკუ̂ეთი ტანისა,
Verse: d    და   აწ შენი აღსასრული ვარ,   სრულ დამამჴობი პირისა.






Strophe: 2798_[2690] 
Verse: a       ზურაბ თქუ̂ა: "ცეცხლთა აბედი,   აჰა, ჩამეგზნა მე გულსა!
Verse: b       ამაზედ ვხედავ ნიშანსა,   დედისგან დავედრებულსა,
Verse: c       ახლა გარდმიწყდა იმედი   დადაგვით ცეცხლ-მოდებულსა,
Verse: d    და   რადგან ეს როსტომ არ არის,   ვა მე ჭირ-გაცუდებულსა!"






Strophe: 2799_[2691] 
Verse: a       შეუტივეს ერთმან-ერთსა,   ეტლი მათი აატირეს,
Verse: b       რა დალეწეს მათ შუბები,   მერმე ჴრმლითა დაუშინეს,
Verse: c       იზახოდეს, მუზარადთა   სცეს, ბურჯღული გაადინეს,
Verse: d    და   კუ̂ლავ დალეწეს საომარი,   ტანი მათი გაატინეს.






Strophe: 2800_[2692] 
Verse: a       სხვა აიღიან აბჯარნი,   იგ საომარსა ლეწდიან,
Verse: b       დაშუ̂რეს და ძალი მოაკლდათ,   ცხენნი გლახ მოირეწდიან,
Verse: c       სიცხემან ენა დაუპო,   სისხლსა და ოფლსა ხუ̂ეტდიან,
Verse: d    და   ლახტითა სცემდეს აბჯრებსა,   ვითა ზეწარსა ფრეწდიან.






Strophe: 2801_[2693] 
Verse: a       რაში დადგა, ძრვისა ღონე   არა ჰქონდა, ვითა ვირსა,
Verse: b       ერთმან-ერთსა დაეთხოვნეს,   მოისვენეს ოდენ ჩრდილსა,
Verse: c       შვილსა, მისთჳს საყუ̂არელსა,   მაში მისცემს მამა ჭირსა,
Verse: d    და   კუ̂ლაცა შესხდეს შესაბმელად,   დალესვიდეს ისრის პირსა.






Strophe: 2802_[2694] 
Verse: a       ჰკრეს ისარი ერთმან-ერთსა,   მშვილდსა მჴარ-გრძლად წამოზიდნეს,
Verse: b       ჯაჭუ̂-ბაბრაბი ორთავ ეცვა,   წყლულნი ყოლე არ ეტკივნეს,
Verse: c       საომარნი დაელივნეს,   ერთმან-ერთსა ვერა ავნეს,
Verse: d    და   მერმე ჴელად შეიყარნეს,   ერთმან-ერთსა მოეჭიდნეს.






Strophe: 2803_[2695] 
Verse: a       როსტომ უთხრა: "მე და რაში   აწ ცუდად არა ვშუ̂რებითა,
Verse: b       ვით სხვანი სახელდებულნი   ამიხუ̂ნამს უნაგრებითა,
Verse: c       ცხენსა მოვჴადო მათებრივ,   ავავსო შეჭირვებითა,
Verse: d    და   აზიდნა მან უნაგირი,   გახეთქა ჩაჭირებითა.






Strophe: 2804_[2696] 
Verse: a       მაგრამ ზურაბ ძლივ შეიძრა,   მუნვე იჯდა, დაემყარა,
Verse: b       მერმე როსტომს მან აზიდნა,   თავი პილოს დაადარა,
Verse: c       ქუ̂ეშეთ ფერჴნი შემოხვივნა,   როსტომ რაში მოიჴმარა,
Verse: d    და   ოთხნივ ფერკნი მოუსხლიტნა   ქარმან, ქუ̂ეშე გაუარა.






Strophe: 2805_[2697] 
Verse: a       კუ̂ლა გაიყენა სამანდი,   ვითა სონღულმან გაუსო,
Verse: b       კისერსა ჴელი წამოჰკრა,   ზურგსა ლახტი ჰკრა, გაუშო,
Verse: c       მან ერანელთა მომართა,   ეტლი დაბმული აუშო,
Verse: d    და   ქარულად ზედა მოუჴდა,   სისხლისა ღუ̂არი გაუშო.






Strophe: 2806_[2698] 
Verse: a       ტუსი წინა მოეგება   მას მემეტად ერანელთა,
Verse: b       ზურაბს ჴრმალი გაეტეხა,   კარვის სვეტი ჰქონდა ჴელთა,
Verse: c       ტუსის ჰკრა და მუზარადი   მიგორევდა მისი ველთა,
Verse: d    და   შეშინდეს და გარდიხვეწნეს,   დაეგზავნეს მისგან მელთა.






Strophe: 2807_[2699] 
Verse: a       რაშსა შესდგა უნაგირი,   როსტომს ჰქონდა ჴელთ ოროლი,
Verse: b       თურანელთა შეუტივა,   ჰფანტავს, ვითა ტრედთა ქორი,
Verse: c       უყო რისხვა საშინელი,   დაჴოცილთა იდვა გორი,
Verse: d    და   პილოტანსა ვერვინ დახუ̂და   მეომარი მისი სწორი.






Strophe: 2808_[2700] 
Verse: a       თქუ̂ა: "იგი თურქი რა იქნა,   ვინ მზესა დაედარების?!.
Verse: b       ერანელთაგან თავადი   მას ვერვინ გაედარები,
Verse: c       მათ ავი რამე მან უყოს,   არვისგან გაიყენების,
Verse: d    და   ამათი ჴოცა ქექაოზს    აღარას მოეკმარების.






Strophe: 2809_[2701] 
Verse: a       ესე თქუ̂ა და უკ-მობრუნდა,   ქაოზისკენ წამოვიდა,
Verse: b       ზურაბ ვლიდა, ვითა მგელი,   ერანელთა სისხლსა ღუ̂რიდა,
Verse: c       რიყედ იდვა დაჴოცილი,   ვითა ბზესა დალაჴვიდა,
Verse: d    და   მკლავთა სისხლი ჩაზდიოდა,   ჯაჭვის კალთას უღებვიდა.






Strophe: 2810_[2702] 
Verse: a       როსტომ ნახა, ეგრე უთხრა:   თურქო," მსმელო სისხლისაო!
Verse: b       ერანელი ვინ შეგება,   რად ჰჴოც ავის რჯულისაო?!
Verse: c       ზურაბ უთხრა: "შენ რად დაეც   სპათა ჯარი თურქისაო,
Verse: d    და   თქუ̂ენ მუქარა ვერვინ გთხოვა   შესაბმელად რაზმისაო!"






Strophe: 2811_[2703] 
Verse: a       როსტომ უთხრა: "აწ დაღამდა,   აღარა ჩანს მზისა არე,
Verse: b       ხვალ აქავე შევიყარნეთ,   ჴრმალს ქუ̂ეშ არის ტახტ-სამარე,
Verse: c       შემოყუ̂რებით ეტლისაგან,   ჯერ ვაჟი ხარ რძე-მწოვარე,
Verse: d    და   ცასა უკუ̂ირს შენი საქმე,   განცქუ̂იფრდების მზე და მთვარე.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.