Strophe: 2812_[2704] | ||
Verse: a | ლაშქარშიგან შემოვიდა | ზურაბ, -- ალვა დანერგული, |
Verse: b | მკერდ-მკლავი და ჯაჭუ̂-ჯავშანი | ჰქონდა სისხლით შეღებული, |
Verse: c | ომანს უთხრა: "დღეს ღრუბელი | ვნახე, სისხლით ავსებული, |
Verse: d და | მე უჩუ̂ენო ერანელთა | მზე უღრუბლოდ დავსებული! |
Strophe: 2813_[2705] | ||
Verse: a | შენ ნახია ცხენოსანი, | სიმაღლითა სწუ̂დების ჴომსა?! |
Verse: b | თქუ̂ენ რა ჰქენით რომ მოგიჴდა, | ჴრმალი ჰკარით თუ რაზომსა? |
Verse: c | მას მკერდ-მკლავი გმირსა უგავს, | სისრულითა გული ლომსა, |
Verse: d და | იგ ვერ არის ჩემი სწორი, | გამოვსცადე დღეს ის ომსა!" |
Strophe: 2814_[2706] | ||
Verse: a | ომან თქუ̂ა თუ: "თქუ̂ენვე ბრძანეთ, | დღეს არ დასძრათ აქათ თავნი! |
Verse: b | ერთი კაცი ჩამოიჭრა, | ვითა პილო განამჟღავნი, |
Verse: c | არსად მოკლა ერთი კაცი, | მან ამითა გვიყო ზავნი, |
Verse: d და | იგ ანაზდად გამობრუნდა, | ჩუ̂ენა დავხუ̂დით უკაზმავნი. |
Strophe: 2815_[2707] | ||
Verse: a | ზურაბ თქუ̂ა: "მას ვერ უქნია | დღეს აქა ომთა ადიმნი, |
Verse: b | მე ერანელნი დავჴოცი, | სისხლისა რუნი ვადინი, |
Verse: c | ყოლ მათი რაზმი არა მჩანს, | არის ჩემს წინა ნადირნი, |
Verse: d და | გული დავსცალოთ სევდითა, | წინა დავიდვათ ნადიმნი! |
Strophe: 2816_[2708] | ||
Verse: a | როსტომ ჰკითხა: ზურაბ" რა ქნა, | რომ მოგიჴდა გულოვანი?" |
Verse: b | გივმან თქუ̂ა თუ: "არ მინახავს | მე მისებრივ ფალავანი! |
Verse: c | ვითა ქარი, შემოიჭრა, | ლომისებრივ ძალოვანი, |
Verse: d და | წინა ტუსი მიეგება, | გარდიხვეწნეს შიშით სხვანი. |
Strophe: 2817_[2709] | ||
Verse: a | ცხენსა იჯდა, შუბი ჰქონდა, | არ უქნია ჴრმლითა რადი, |
Verse: b | კარავთ სვეტი გამოუგდო, | არა თქუ̂ა რა დასაქადი, |
Verse: c | მოუჴდა და თავსა დაჰკრა, | დაულეწა მუზარადი, |
Verse: d და | ტუსიმ ზურგი შეაქცივა, | უკან მისდევს ლომი ხვადი. |
Strophe: 2818_[2710] | ||
Verse: a | მას ლაშქარნი მოეხვივნეს | ჰჴოცს უწყალოდ, სისხლი სჩქეფდა, |
Verse: b | არვინ იყო მისი სწორი, | ვით პილოსა ძაღლი ჰყეფდა. |
Verse: c | როსტომს გული აუდუღდა, | ჯავრიანი ახსენებდა, |
Verse: d და | მას აქებდა უსაზომოდ, | სიკეთესა იკუ̂ირვებდა. |