TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 138
Previous part

Chapter: 55 
აქა როსტომ გივს ზურაბის ქებას უანბობს დიდად შეჭირვებული,






Strophe: 2819_[2711] 
Verse: a       "იგ ფალავანი ახალი   დღესითგან მტერთა ბადია,
Verse: b       სიმძიმით მიწა ვერ ზიდავს,   მასკუ̂ლავთა განაცხადია,
Verse: c       ლახტითა, ჴრმლითა, შუბითა,   ისრითა გამოვსცადია,
Verse: d    და   მე ვერა უყავ ომითა,   -- "ყოლ არა მჩანხარ!" -- თქუ̂ა დია.






Strophe: 2820_[2712] 
Verse: a       ვთქუ̂ი: "სხვანი სახელდებულნი   მე ამივსია ჭირითა,
Verse: b       ესეცა დავსცე მიწასა,   ავიღო უნაგირითა!"
Verse: c       მას შევეჭიდე ცხენზედა   მედგრად, გულითა ძვირითა,
Verse: d    და   მაგრა, ვითა მთა, ვერ შევსძარ,   იგ შეჭურვილი რკინითა.






Strophe: 2821_[2713] 
Verse: a       ხვალ ადგილსა საომარსა   რკენით მინდა ღონის დება,
Verse: b       შევეხვეწნეთ შემოქმედსა,   -- მისი იყოს ჩემგან ვნება,
Verse: c       მზე და მთვარე მას ქუ̂ეშ არის,   გამიმარჯვებს თუ განგება,
Verse: d    და   ზოგთა მისცემს ტახტ-გჳრგჳნსა,   ზოგთა -- მიწათ გასწორება.






Strophe: 2822_[2714] 
Verse: a       ქაოზ იტყუ̂ის: როსტომ" იყავ   ამაზღამე ლოცვის ახლოს!
Verse: b       პირი მიწას გააერთე,   გული შენი გაანათლოს,
Verse: c       მოგცეს ძალი მორევნისა   და ცათამდის აგამაღლოს,
Verse: d    და   ხვალე მოჰკლა უზებარი,   მკლავი შენი გაგიახლოს!"






Strophe: 2823_[2715] 
Verse: a       როსტომს ტვინი გაუფიცხდა,   გული ჯავრით აენთების,
Verse: b       მოახსენა: "ჴელ-მწიფეო,   ღ(მრ)თითა ნურა გეჯავრების!
Verse: c       კეთილისა მგონებელო,   თქუ̂ენი ნება გათავდების,
Verse: d    და   თქუ̂ა და სადგომს წამოვიდა,   მას ზურაბვე ეგონების.






Strophe: 2824_[2716] 
Verse: a       ჭამად იჯდა პილოტანი,   მოითხოვდა სანუკარსა,
Verse: b       კაეშანი გაეყარა,   სვამს, დალევდა დასტაქანსა,
Verse: c       ზავარს უთხრა: "ხვალ შევებმი,   სადა იგი თურქი არსა,
Verse: d    და   შეეკაზმე გულმღვიძარედ,   დადეგ ჩემის კარვის კარსა!






Strophe: 2825_[2717] 
Verse: a       მეც ადრე მოვალ, თუ მამცემს   განგება გამარჯვებასა,
Verse: b       თუ მამკლან, გულსა ნუ მისცემ,   ტირილსა, შეჭირვებასა,
Verse: c       აქ ნუ დახუ̂დები ქექაოზს,    ამ რაზმსა თუ შეებასა,
Verse: d    და   ზაულს მიმართე, ეცადე   დასტანის გამაგრებასა!






Strophe: 2826_[2718] 
Verse: a       დედაჩემსა მოახსენე:   "ჩემთვის გული ნუ ეწვების!
Verse: b       მე ეს მიყო საწუთრომან,   ხან-გრძლად არვინ გათავდების,
Verse: c       არამი და ცრუ, მტყუანი   -- ყოვლსა კაცსა ემტერების,
Verse: d    და   მუხთალია ეს სოფელი,   -- კაცი ვერსით მოურჩების.






Strophe: 2827_[2719] 
Verse: a       ლომი, ვეფხი და ნიანგნი,   ჰე, ჩემგან მოცაკუ̂დებოდა!
Verse: b       თუ დღეთა ჩემთა სიგრძესა   ათას-წელ დამეტებოდა,
Verse: c       გზა ესევ გვედვა სავალი,   არსით არ აგუ̂ცილდებოდა,
Verse: d    და   არავინ არის უკუ̂დავი,   საქმე აქ მოიყრებოდა.






Strophe: 2828_[2720] 
Verse: a       ზაალს ჰკადრე ერანელსა:    "ჴელ-მწიფისგან შორს ნუ დგების!
Verse: b       მტერთან კარგად მოეჴმაროს,   ნურას დაუსუსურდების,
Verse: c       ბრძანებასა ნუ გადავა,   ნურცა ომსა მოეშლების,
Verse: d    და   ყრმა იყოს თუ, უნდა ბერი,   ყუ̂ელა სწორად გარდაჰჴდების.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.