TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 139
Previous part

Chapter: 56 
აქა ამა ანდერძსა ავედრებს როსტომ ძმასა მისსა ზავარს ზაალს წინაშე და დედასა მისსა გვერდით მისსა -შვილისა სისხლისათვის ვითა ირემი წყურვილისათვის, მომსურნე -- და სისხლი დაღვარა.






Strophe: 2829_[2721] 
Verse: a       როსტომ ომსა აპირებდა   შვილისათვის -- სისხლ-საჩქეფად,
Verse: b       მან ჩაიცვა ტანს აბჯარი,   ისწრაფოდა მისთვის ვნებად,
Verse: c       ფრინვით შეჯდა ვეშაპზედან,   მზისა შუქთა დასავსებად.
Verse: d    და   წინ მეჯლიში გაეშალა,   ზურაბ იჯდა მოსვენებად.






Strophe: 2830_[2722] 
Verse: a       ომანს უთხრა: "იგ ლომ-კაცი   დღეს მოვა და მე შემებმის,
Verse: b       მკლავ-კისერი ჩემსა უგავს,   ჭუ̂რეტად თვალნი არ მოჴლჩთების,
Verse: c       ავჟანდათა ფერჴთა ქნევა,   სიყუ̂არული შემექნების,
Verse: d    და   მას საკრავად ვერ ვიმეტებ,   ცნობა რადმე ერიდების.






Strophe: 2831_[2723] 
Verse: a       დედისაგან დავედრულსა   მაზედ ვხედავ მანშურათა,
Verse: b       ბრძოლად გული არ მიმეტყუ̂ის,   სირცხვილითა დავჴშავ კართა,
Verse: c       როსტომ არის უსაცილოდ,   ვინ შეიპყრობს უზაბართა,
Verse: d    და   უცხოდ მოვჰკლა მამაჩემი,   არამც ასრე დამემართა!"






Strophe: 2832_[2724] 
Verse: a       ომან უთხრა: "მე მინახავს   რაზმთა შიგან როსტომ ომად,
Verse: b       მისსა რაშსა ესე ცხენი   ჰგავს: ავჟანდათ, ცხენსა ჯდომად.
Verse: c       უცხო კაცი დააგვანებს,   -- სადავეთა ჴელთა ქონად, --
Verse: d    და   ნუ ყოს ღმერთმან!.. იგ არ არის,   ყოლე ნუ გჩანს მისად სწორად!"






Strophe: 2833_[2725] 
Verse: a       ზურაბ ჩაიცვა აბჯარი,   რაზმთა საომრად ლხინითა,
Verse: b       გრგვინვიდა ღრუბელივითა   იგ შეჭურვილი რკინითა,
Verse: c       მან როსტომს ჰკადრა მოკითხვა   მოცინარითა პირითა,
Verse: d    და   ჰგვანდა, მას ღამე ნადიმად   ერთად წაერთო ღვინითა.






Strophe: 2834_[2726] 
Verse: a       მოახსენა: "როგორა ხარ   ნაომარი ლომისაგან?
Verse: b       როგორ დაგიპირებია,   ვარჩევ დავსცხრეთ ჯავრისაგან,
Verse: c       ჴრმალ-ლახტი და ჯაჭუ̂-ჯავშანი   გავიშორვოთ ტანისაგან,
Verse: d    და   უბედური ფათერაკი   ჩამოვიჴსნათ ეტლისაგან.






Strophe: 2835_[2727] 
Verse: a       დავიდვათ წინა ნადიმი   ჩუ̂ენ მხიარულის გულითა,
Verse: b       ვსთხოვოთ უფალსა შენდობა,   მას შევეხვეწნეთ სულითა,
Verse: c       სისხლთა ღუ̂რა, ომი, ორთავე   აღუთქუ̂ათ აღსასრულითა,
Verse: d    და   ამას წინათი ნაქმარი   შევინდოთ სინანულითა.






Strophe: 2836_[2728] 
Verse: a       კუ̂ლაცა უთხრა საუბარი   ზურაბ, სიტყუ̂ა არა მქისი:
Verse: b       მე შენზედა ნიშანს ვხედავ,   ნათესავად შენ ხარ ვისი,
Verse: c       საძებნელად გამოვჭრილვარ,   მე სურვილი მამკლავს ვისი,
Verse: d    და   შენ როსტომ ხარ, დასტანის ძე,   შვილის-შვილი საამისი!"






Strophe: 2837_[2729] 
Verse: a       როსტომ თქუ̂ა: "ცუდად აუბნებ,   ყმაწვილო, ტკბილსა ენასა!
Verse: b       ჩუ̂ენ ერთმანერთსა ომშიგან   ძოღან დავჰპირდით რკენასა,
Verse: c       მით ხვალმე გარდავიწყუ̂იტოთ,   ერთი ველოდეთ შველასა,
Verse: d    და   ბოლო იგ იყოს სამისა,   ვიწყოთ ცრემლისა დენასა!






Strophe: 2838_[2730] 
Verse: a       არ მოვსტყუვდები ლაყბითა,   მაქუ̂ს ჟამთა გამოცდილობა,
Verse: b       ბერიკაცი ვარ, მაჩნია   ომშიგან ჭირთ-ნახულობა,
Verse: c       მოკაზმული ვარ სარკენლად,   გინახო მოწიფულობა,
Verse: d    და   დასცადე ჩემი ძალ-გული   და ჩემი ჭანგ-მახვილობა!






Strophe: 2839_[2731] 
Verse: a       ზურაბ უთხრა: "ბერო კაცო,   დამიკოდე გული წყლული!
Verse: b       სჯობდა შინა მისულიყავ   დაგელივა მუნვე სული,
Verse: c       ცხენი ქუ̂ასა გამოაბეს,   ბარგისტანით შეკაზმული,
Verse: d    და   ჭმუნვით იყუ̂ნეს, ორთავ ედგა   შეჭირვებით სავსე გული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.