Strophe: 2859_[2751] | ||
Verse: a | როსტომ უთხრა: "ლომის ომსა | რადგან დაჰკრთი, გიჯობს ზავი! |
Verse: b | აწ მოდი და ერთმან-ერთსა | ჩუ̂ენ უჩუ̂ენოთ კუ̂ლავცა მკლავი!" |
Verse: c | როსტომ ყოლე არა თქუ̂ა რა, | რაშსა შეჯდა გმირთა თავი, |
Verse: d და | კუ̂ლა სარკენლად დაეკაზმნეს, | უბრუნევდა ეტლი ავი. |
Strophe: 2860_[2752] | ||
Verse: a | ვითა ლომთა შეუტიეს, | გააპობდეს კლდესა ტინსა, |
Verse: b | რკენასშიგან იგ მკერდებსა | აძგერებდეს გმირი გმირსა, |
Verse: c | მაგრა ეტლი უკუღმართი | გაუპირებს ვისცა ძვირსა, |
Verse: d და | მან შეუკრა მჴარი ზურაბს, | კლდეს დაადნობს ვითა ცვილსა. |
Strophe: 2861_[2753] | ||
Verse: a | მას ნიანგთა მეომარსა | მკერდ-კისერსა ჴელი დასცა, |
Verse: b | ლომმან როსტომ დაიძახნა, | აიყუ̂ანა ზურაბ, დასცა, |
Verse: c | მან ჴელ-ფერჴნი გაიქნივა, | ასადგომლად თავის გზასცა, |
Verse: d და | ფიცხლად დანა გამოიღო, | მოსაკლავად გულსა დასცა. |
Strophe: 2862_[2754] | ||
Verse: a | როსტომ ვერ დაიმაგრებდა | ზურაბს, გავსილსა მთვარესა, |
Verse: b | ვით ეტლი, აუდგებოდა, | ჰგავს მზისა მეჯუფთარესა, |
Verse: c | მამამან დასცა ხანჯარი | გლახ სისხლთა სადინარესა, |
Verse: d და | გული და ღვიძლი გაუპო | ყმაწვილსა გულ-მღვიძარესა. |
Strophe: 2863_[2755] | ||
Verse: a | ზურაბ თქუ̂ა: "ეს ფათერაკი | თავს უყავ ანაზდეული!" |
Verse: b | სისხლისა ღუ̂არი გაუშვა, | უკუ-წვა გულ-მტკივნეული, |
Verse: c | მე მქონდა საწუთროს კლიტე, | შენ მოგეც განასრეული, |
Verse: d და | შენ უბრალო ხარ, მოვსტყუვდი, | სირეგუ̂ნით ცნობა-რეული! |
Strophe: 2864_[2756] | ||
Verse: a | საძებარად მამისათვის | ჩემი გული გამოჭრილა, |
Verse: b | დედაჩემან გამამგზავნა, | საქმე იმან მამილბილა, |
Verse: c | სული დავსთმე ძებნისაგან, | დღეს სანთელი დაშრეტილა, |
Verse: d და | აწ იტყუ̂იან: "საწუთრონი | ჩემნი ეტლით ჩამოჭრილა". |
Strophe: 2865_[2757] | ||
Verse: a | შენ, ბეროკაცო, მუხთლობით | საუბრად პირი აიღო, |
Verse: b | რად მამკალ, გიჯობს, ზღუ̂აშიგან | თევზთაგან ცნობა აიღო", |
Verse: c | ჰაერთა შიგან გახვიდე, | ზეცის ძალთ ჭკუა აიღო, |
Verse: d და | ვარსკუ̂ლავთა თანა საჯდომლად | მიწათ სურვილი აიღო! |
Strophe: 2866_[2758] | ||
Verse: a | ამ ლაშქართაგან ერთიცა | მორჩების სახელ-დებული, |
Verse: b | როსტომს მიართვამს ამბავსა | მტირალი შეჭირვებული, |
Verse: c | ზურაბ მოგიკლეს ღალატად | ძე, შენად ძებნად რებული, |
Verse: d და | მან ჩემი თავი იძებნოს | ღრუბელთა შესწორებული!" |
Strophe: 2867_[2759] | ||
Verse: a | როსტომს რა ესმა, გაჰკუ̂ირდა, | დადგა უშტოსა ხე ვითა, |
Verse: b | ვითა ფურცელი, ათრთოლდა, | დაეცა მკუ̂დარი ძე ვითა, |
Verse: c | სულად მოვიდა, ჰკითხევდა | ნიშანსა ცნობა-რევითა, |
Verse: d და | აწ შენი საქმე მიანბე, | აწ დავიკარგე მე ვითა! |
Strophe: 2868_[2760] | ||
Verse: a | ზურაბ უთხრა: "თუ როსტომ ხარ, | რისთვის მამკალ, შენ გეძებდი, |
Verse: b | ავ-ცნობობით არ მოგეკალ, | ცეცხლსა წყლითა გინელებდი, |
Verse: c | არ შეგეძრას სიყუ̂არული | ყოვლგნით გზასა გიჩუ̂ენებდი, |
Verse: d და | აწ ჯავშნისა ნასკუ̂ი გაჴსენ, | თუ ტყუილად გიჩემებდი. |
Strophe: 2869_[2761] | ||
Verse: a | აქა წამოსვლად ბუკსა ვკარ, | ტაბლაკსა რა ეგვანების? |
Verse: b | მუნ დედაჩემი მოვიდა, | ტირს, მკუ̂დართა დაედარების, |
Verse: c | მან ესე მძივი მიბოძა, | რომელი მკლავსა არ ების, |
Verse: d და | დამვედრა მამისეულმა, | ნახე სად მოგეჴმარების?! |
Strophe: 2870_[2762] | ||
Verse: a | როდეს გნახე, მუნვე გიცან, | გიჩუ̂ენებდი გზასა დია, |
Verse: b | მძივი თქუ̂ენგან ნაბოძები | ამად ჩემთვის უჴმარია, |
Verse: c | ბედი ავი გამიმლაშდა, | შავი ეტლი მამერია, |
Verse: d და | მამის ჴელით დალახრული | უპატიოდ მკუ̂დარი ვძია. |
Strophe: 2871_[2763] | ||
Verse: a | მერმე გაუჴსნა ხვაფთანი, | ელვა გამოჰკრთა, მზე ვითა, |
Verse: b | მძივი იცნა და ატირდა | როსტომ, ყუ̂იროდა, მთა ვითა, |
Verse: c | გარდაიხივა საყელო, | გრგვინავს, მღელვარე ზღვა ვითა, |
Verse: d და | ვაი̂, შვილო, ჩემგან მოკლულო, | ტირს, ამას მოსთქუ̂ამს ვაითა! |
Strophe: 2872_[2764] | ||
Verse: a | ვაი̂ უებროვ ფალავანო, | ტირილით როსტომ ყუ̂იროდა, |
Verse: b | შვილობით მოსთქუ̂ამს საბრალოდ, | თავს მიწა გარდასცვიოდა, |
Verse: c | მინდორთა ჰფრეწდა ჴელითა, | სისხლი და ოფლი სდიოდა, |
Verse: d და | ცრემლისა ნაცუ̂ლად თვალთაგან | ძოწისა წყარო სცვიოდა. |
Strophe: 2873_[2765] | ||
Verse: a | ზურაბ თქუ̂ა: "ჟამად კმა არის, | ჩუ̂ენ ავი რაცა ვქენითა, |
Verse: b | უარესია მოიკლავ | თავსა თავისა ჴელითა, |
Verse: c | ეს მოსავალი მოვიდა, | სირეგუ̂ნით რაცა ვქენითა, |
Verse: d და | გარდაჰჴდა ჩემი სოფელი, | არ მოსალოდნი ლხენითა!" |