TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 142
Previous part

Chapter: 59 
აქა ცნობა ერანელთაგან ზურაბისა როსტომის შვილობის და როსტომისაგან ზურაბის მოკუ̂ლა, ვაი წყეულო სოფელო.






Strophe: 2874_[2766] 
Verse: a       მზე ამაღლდა გუბადზედა,   ჴმელთა იწყეს სარაჯობად,
Verse: b       არ მოვიდა ლაშქარს შიგან   ჴელ-მწიფეთა როსტომ ჴმობად,
Verse: c       თქუ̂ეს თუ: "მოკუ̂და პილოტანი,   ღმერთს მოუნდით ჩუ̂ენ დამჴობად,
Verse: d    და   ოცი კარგი ცხენოსანი   წამოვიდა ამბვის ცნობად.






Strophe: 2875_[2767] 
Verse: a       მინდორშიგან ორნი ცხენნი   ებნეს, როსტომ ვეღარ ნახეს,
Verse: b       თქუ̂ეს თუ: "მოკუ̂და უსაცილოდ",   -- მათ ლახვარი გულსა ახეს,
Verse: c       თავსა ტვინი დაუბრუნდა,   თავადებმან ივაგლახეს,
Verse: d    და   იგ მოვიდეს ქაოზს წინა,   ტირილითა სულ-თქმით ახეს.






Strophe: 2876_[2768] 
Verse: a       ქაოზს ჰკადრეს : როსტომისგან   " ტახტ-გჳრგჳნი დაიცალა,
Verse: b       ლაშქართაგან ტირილითა   ჩანგ-ბარბითი მოიშალა,
Verse: c       საწუთროსა ადუღებდა,   სპათა რაზმი აიშალა!"
Verse: d    და   ერანელნი ფალავანნი   ქაოზ წინა შეიყარა.






Strophe: 2877_[2769] 
Verse: a       უბრძანა ქოსთა შებერვა,   -- "ლაშქარნი დაჰკაზმენითა!"
Verse: b       საფადი, ტუსი მოვიდა,   უმძიმს, ჩიოდა ენითა:
Verse: c       "დაეკაზმენით საომრად,   მინდორთა გაეწყუ̂ენითა,
Verse: d    და   ორთა ლომ-კაცთა ამბავი   აწ მართლა შეიგენითა!"






Strophe: 2878_[2770] 
Verse: a       ტუსიმ თქუ̂ა: ერანს" მიწათა   ჟამია დატირებისა!
Verse: b       დიდებულნო და თავადნო,   დღე ჩუ̂ენი აოჴრდებისა!
Verse: c       თუ როსტომ მოკუ̂და, უცილოდ   აწ ჩუ̂ენი გარდაგუ̂ჴდებისა,
Verse: d    და   ერანელთაგან საომრად   ზურაბს ვინ დაუდგებისა?!.






Strophe: 2879_[2771] 
Verse: a       ზურაბ ნახა, ლაშქარშიგან   აშლილობა წყობით არა,
Verse: b       როსტომს უთხრა: "მამა ჩემო,   ჩემმან საქმემ ჩაიარა,
Verse: c       თურქთა საქმე სხვარიგ იქნა,   ღმერთმან რისხვა დაამყარა,
Verse: d    და   აწ ამითა შემიწყალე,   მათ ქექაოზ ავნოს არა.






Strophe: 2880_[2772] 
Verse: a       ჩემად საშველად მოსულან,   აქ ჩემგან იმედეულნი,
Verse: b       გზაშიგ არ წაჴდენ ღალატად   შეშინებულნი, ძლეულნი.
Verse: c       წავიდნენ უზურაბონი,    მტირალნი ცრემლ-დათხეულნი.
Verse: d    და   დედა ჩემს წინა მივიდნენ,   საყელო-გარდახეულნი!"






Strophe: 2881_[2773] 
Verse: a       ფალავანი რაშსა შეჯდა,   ჴელ-მწიფეს წინ წამოვიდა,
Verse: b       ჯაჭუ̂-ჯავშანი გარდეხივა,   ვით ღრუბელი მოგრგვინვიდა,
Verse: c       თავსა მიწა გარდეყარა,   ველთა სისხლით შეღებვიდა,
Verse: d    და   თმა და წვერი დაეგლიჯა,   მელნის ტბათა ცრემლსა ღუ̂რიდა.






Strophe: 2882_[2774] 
Verse: a       როსტომ ნახეს მამავალი,   სადავესა აცაზიდნეს,
Verse: b       პირ-დამჴობით ერანელთა    ღ(მრ)თისა მადლი გაადიდნეს,
Verse: c       ნახეს როსტომ გაგლეჯილი,   საყელონი გარდეხივნეს,
Verse: d    და   გაკუ̂ირვებით მიეგებნეს,   სპანი ჴელსა მოეკიდნეს.






Strophe: 2883_[2775] 
Verse: a       ჰკითხეს თუ: "ლომო, რა მოჴდა,   გვიბრძანეთ, რაცა ჰქენითა!"
Verse: b       როსტომ თქუ̂ა გულ-მდუღარემან   ძნელად სამბობი ენითა:
Verse: c       "ვაიმე, ლხინის მამლოდნე,   აწ ჭირით ავივსენითა!
Verse: d    და   რისხვა მოვიდა ზეგარდმო,   თავი მოვიკალ ჴელითა!






Strophe: 2884_[2776] 
Verse: a       არ მეგონა, ზურაბ მოვჰკალ,   ვაგლახ მეა, ჩემი შვილი!
Verse: b       ჯომარდი და გულოვანი,   სასახელო ალვა-ზრდილი,
Verse: c       ერანელთა გაუკუ̂ირდა,   გრგვინვა შექნეს მათ, ტირილი,
Verse: d    და   უჭკოდ გაჴდა სევდისაგან   როსტომ, იდვა დაბნედილი.






Strophe: 2885_[2777] 
Verse: a       ჭკუათ მოდგა პილოტანი,   მოუბრუნდა სული გვამსა,
Verse: b       დავედრულსა იგონებდა   ზურაბისგან თუ რაზომსა:
Verse: c       "ავად გაჴდა ჩემი საქმე,   გარდავასხი სისხლი ჴომსა,
Verse: d    და   ერანელთა შეეხვეწა,   -- "ნუ აპირებთ თურქთა ომსა!"






Strophe: 2886_[2778] 
Verse: a       ჩემზედა რისხვით მოვიდა   კორონოზ ანაზდეული,
Verse: b       რადგან ვარგივარ საცოცხლოდ,   ეშმაკისაგან ძლეული,
Verse: c       ამაზედ ზავარ მოვიდა,   მტირალი, გულ-მტკივნეული,
Verse: d    და   გაგლეჯილიყო, მოსთქუ̂ემდა   საყელო-გარდახეული.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.