Strophe: 2887_[2779] | ||
Verse: a | როსტომ ბრძანა: "ძმაო ზავარ, | ფალავანო სულ-წმინდაო! |
Verse: b | შენ წაასხი იგ ლაშქარნი, | თურანისკენ მიეც გზაო, |
Verse: c | წყლის პირამდინ თანა მიჰყევ, | მდინარია, სადა სანო, |
Verse: d და | ნუ უსწრაფებ, დაცვივიან, | ბრალი არის, არ წაჴდენო! |
Strophe: 2888_[2780] | ||
Verse: a | შინაურთ მიეც სამანდი | მტირალთა დასამჴობელთა, |
Verse: b | მათ სისხლიანი ხვაფთანი | მიართვან შავსა მშობელთა, |
Verse: c | ზურაბის დედას უანბონ, | რა უყავ ცათა მფლობელთა, |
Verse: d და | თვალ-გუარითა აავსებს, | ვით მართებს მახარობელთა!" |
Strophe: 2889_[2781] | ||
Verse: a | ომანს ესე შეუთვალა: | "მე რა მიყო ეტლმან დღესა! |
Verse: b | აწ ჩავაგე ჩემი ჴრმალი, | რადგან ვაქო, ვინცა ლესა. |
Verse: c | თურანელთა თავი შენ ხარ, | თაყუ̂ანის გცეს, ვინცა დგესა, |
Verse: d და | ვირემ წყალსა არ გახვიდე, | თავს ნუ მისცემ სიღაფლესა!" |
Strophe: 2890_[2782] | ||
Verse: a | ზავარს ესე დაავედრა, | ეწვებოდა როსტომს გული, |
Verse: b | ზურაბისკენ წამოვიდა, | საცა იწვა დაკოდილი, |
Verse: c | ტუსი თანა მოჰყუ̂ებოდა, | სხვა მრავალი დიდებული, |
Verse: d და | როამ, გივი, -- კაცნი მჴნენი, | -- ტირს გოდერძი ჯავშან-სრული. |
Strophe: 2891_[2783] | ||
Verse: a | უფალმან დაგდვას წამალი, | ზურაბს ლოცევდეს ენითა, |
Verse: b | როსტომ შეიტყო სიკუ̂დილი, | ატირდა სისხლის ცრემლითა, |
Verse: c | გამოიწვადა ხანჯარი, | შვილისა მკუ̂ლელი ვნებითა, |
Verse: d და | გულსა დაცემა გაჰპირა, | სიკუ̂დილი თავის ჴელითა. |
Strophe: 2892_[2784] | ||
Verse: a | სპანი ჴელსა მოეკიდნეს, | ჰპირობს სისხლი დაღვაროსა, |
Verse: b | ატირდეს და არ მოეშუ̂ნეს, | მათ შეუწყვეს ბაგე როსა, |
Verse: c | გოდერძიმ თქუ̂ა: "რა დაავსებ | დღეს კუ̂ამლითა საწუთროსა, |
Verse: d და | თავი სტანჯო ათას წელსა, | ზურაბს წყლულსა ვერ არგოსა! |
Strophe: 2893_[2785] | ||
Verse: a | თუ სული შერჩა, მრავალ-წელ | წავლოთ ლხინითა ნადიმნი, |
Verse: b | მოკუ̂დების, მაშინც კმა არის, | იტირო, ცრემლთა ადინი, |
Verse: c | ხანგრძლად ვის მიხუ̂და სოფელი, | სალხინო ველნი ანდინი, |
Verse: d და | ყოველნი დავიჴოცებით, | ვართ სიკუ̂დილისა ნადირნი. |
Strophe: 2894_[2786] | ||
Verse: a | ტახტისა ნაცუ̂ლად ტაგრუცი | კაცსა მიხუ̂დების ნაელი, |
Verse: b | მოკლეა ჩუ̂ენი სოფელი, | განცხრომა, მღერა, ტირილი, |
Verse: c | შეუჭირვები არ არის | არცა მზე, შუქთა მფენელი, |
Verse: d და | ყოველნი დავიჴოცებით | მცირენი თავ-გაჩენილი. |