Strophe: 2895_[2787] | ||
Verse: a | თამთან ჰკადრა გოდერძისა | მადლი სიტყუ̂ითა, ენითა: |
Verse: b | "ფიცხლავ წა ჴელ-მწიფეს წინა, | ამით შემიწყალენითა!.. |
Verse: c | ჰკადრე თუ: "სიბერის ჟამსა | თავსა რა წავჰკიდენითა, |
Verse: d და | გული და ღვიძლი გაუპე | შვილსა ჩემისა ჴელითა! |
Strophe: 2896_[2788] | ||
Verse: a | გახსოვს ჩემი ნამსახური, | გნუკავ, რომე თქუ̂ენც გეწყინოს, |
Verse: b | მძივ-ნოშტარო გამილესე, | დაკოდილსა მოულხინოს, |
Verse: c | თქუ̂ენის ტახტის სამსახურად | ბედმან თქუ̂ენმან დამარჩინოს, |
Verse: d და | ჴელ-მწიფეთა სასურველი | ერანს შუქი მოაფინოს!" |
Strophe: 2897_[2789] | ||
Verse: a | საფადმან ჰკადრა ქექაოზს | როსტომის მოციქულობა: |
Verse: b | "ჴელ-მწიფის საქმე სხვა არის, | კაცზედან გაგულ-ძვირობა, |
Verse: a | ბრძანა თუ: "აქა არა მაქუ̂ს | მძივი და ბუდე-სკივრობა, |
Verse: d და | ეს გონიარად ისმინე, | არა გაქუ̂ს ჭკუ̂ისა მცირობა, |
Strophe: 2898_[2790] | ||
Verse: a | თუ ფალავანი ახალი | მორჩების, მრთელი ადგების, |
Verse: b | როსტომს შვილისა ცნობითა | ძალ-ზურგი გაუმაგრდების, |
Verse: c | დიდი და მცირე ყუ̂ელაი | მათის ჴელითა წაჴდების, |
Verse: d და | არვის დაარჩენს სულდგმულსა, | მათ ეტლი გაუმაღლდების. |
Strophe: 2899_[2791] | ||
Verse: a | გახსოვს, საფადო, რა გითხრა | როსტომ აქ წამოსუ̂ლაშია, |
Verse: b | თქუ̂ენი ჴელ-მწიფე რა არის, | ტუსის ვაჴსენებ რაშია?! |
Verse: c | ეს საჴსოვნელი საქმეა, | სადები ზარდახჩაშია, |
Verse: d და | აქა არა მაქუ̂ს ნოშთარო, | რას ვაქნევ ლაშქრობაშია. |
Strophe: 2900_[2792] | ||
Verse: a | შეჯდა გოდერძი, წავიდა, | მალე ქართაცა სწრობითა, |
Verse: b | უთხრა თუ: როსტომ" ჴელ-მწიფე | ხე არის ავ-ცნობობითა, |
Verse: c | თვითან შენ წადი წინაშე, | სააჯოდ, ჴელ-მოჭდობითა, |
Verse: d და | შეხვეწით მოგცეს წამალი, | ბნელნი განათლდეს ცნობითა!" |
Strophe: 2901_[2793] | ||
Verse: a | როსტომ ზურაბს მოუკაზმა | საგებელი მრავალ-გვარი, |
Verse: b | წყლისა პირსა დააწვინა, | სულთ ამოსუ̂ლად იგ მზა არი, |
Verse: c | რაშსა შეჯდა, წამოვიდა | ქაოზისკენ, ვითა ქარი, |
Verse: d და | უკან კაცი მოეწივა, | ნახევარ-გზა წავლად არი. |
Strophe: 2902_[2794] | ||
Verse: a | ჰკადრეს: "რად გინდა წამალი? | ზურაბ ამ სოფლით წავიდა! |
Verse: b | თაბუთსა გნუკავს, არ ტახტსა, | საწუთროსაგან გავიდა! |
Verse: c | როსტომ სულთქნა და ატირდა, | ჴმა მისი ზეცას ავიდა, |
Verse: d და | მოსთქუ̂ემდა უცხოდ საბრალოდ, | ცრემლისა ღუ̂არი გავიდა. |
Strophe: 2903_[2795] | ||
Verse: a | ცხენისაგან ჩამოიჭრა, | დაბნედილი სულთქმით ახავს, |
Verse: b | "ფალავანთა ნათესაო, | შვილო, მოგჴალ!" -- ამას ზრახავს -- |
Verse: c | "ანდამატო მკერდ-მკლავითა, | მთვარე-მზისა შუქი გსახავს! |
Verse: d და | მუზარადი, ტახტ-გჳრგჳნი | სხვას შენებრსა ვისღა ნახავს?! |
Strophe: 2904_[2796] | ||
Verse: a | სხვასა ვის წაჰკიდებია, | მე მოგკალ, შვილო, აწ რადო? |
Verse: b | ჴელ-მწიფის ნათესაობით | საამის თესლო, გვარადო, |
Verse: c | ორთავე ჴელთა დავიჭრი, | ფრინველთა მოსაჴმარადო, |
Verse: d და | ნაცართა ზედან დავჯდები, | მტვერთა გავერთვი ქარადო. |
Strophe: 2905_[2797] | ||
Verse: a | მიწათა ჰგლეჯდა ჴელითა, | არ ჭირთა სასუბუქოთა, |
Verse: b | პილოზედ ტახტი ოქროსი, | ბრძანა, მოკაზმა კუბოთა, |
Verse: c | სტავრა კაკბითა მოჰკაზმა, | მან ჭრელი სარანუბოთა, |
Verse: d და | ტირან და ზღვასა შეიქმა | ცრემლითა დასაგუბოთა. |
Strophe: 2906_[2798] | ||
Verse: a | ზაულისტანს გაემართნეს | მჴარ-დაჴდილნი, დაპარსულნი, |
Verse: b | ორსა დღესა თანა გაჰყუ̂ნეს | ერანელნი -- სპანი სრულნი, |
Verse: c | გოდერძი და გივი, ტუსი, | როსტომ -- სისხლით გაბასრულნი, |
Verse: d და | ესე როსტომ დააბრუნვა | ქაოზსთანა მოციქულნი. |
Strophe: 2907_[2799] | ||
Verse: a | შეუთვალა ჴელ-მწიფესა | საუბარი როსტომ სრული: |
Verse: b | "სამსახური არ მიკლია, | რა ძალ-მედვა სიარული, |
Verse: c | ჩემი რაში დავაბერე, | შვილი მოვკალ ალვა-რგული, |
Verse: d და | შენ წამალი არ მიბოძე, | -- არ დაგეწვა ჩემთვის გული!.. |
Strophe: 2908_[2800] | ||
Verse: a | საწუთროსა შემოქმედსა | დღესა ვფიცავ ჩემად მჴსნელად, |
Verse: b | რომ გაგაძოს აფრასიობ, | მიგცეს მჴეცთა შესაჭმელად, |
Verse: c | ტახტისაგან ჩამოგაგდოს, | მტვერთა შიგან გასათრევლად, |
Verse: d და | მე და რაშმან აღარ დავდგათ | ერანს ფერჴი შენად შველად!" |
Strophe: 2909_[2801] | ||
Verse: a | იგ თავადნი დააბრუნვა, | წაიტანა გივი შინა, |
Verse: b | ზაულისტანს მიეწურნეს, | ვინც ვერ იცნობს, მათც ეწყინა, |
Verse: c | ზალდასტან და ცოლი მისი | მოეგებნეს როსტომს წინა, |
Verse: d და | მჴარ-ჩაჴდილნი ქუ̂აბულელნი, | -- ვით ქუ̂იშასა -- დასთუ̂ლის ვინა?! |
Strophe: 2910_[2802] | ||
Verse: a | ზაალ მოვიდა მტირალი, | მოსთქმიდა ვა ვაიგლახთა, |
Verse: b | თაბუთის კარი გააღო, | მან ზურაბ ნახა ახითა, |
Verse: c | მამასა საამს ამგზავსა, | თქუ̂ა: ნარიმანის" სახითა! |
Verse: d და | ვაიმე გმირო, ვით მოჰკუ̂ე | ფათერაკითა მახითა!" |
Strophe: 2911_[2803] | ||
Verse: a | ზაალ ტირის, იზახოდა, | ვით ღრუბელი სასწრაფონი, |
Verse: b | საყელონი გარდიხივნა, | სისხლი სწუ̂ეთდა, ვით ბისონი, |
Verse: c | ტანი ძოწად შეღებული, | ვარდი დაჭკნა დანაზრონი, |
Verse: d და | მერმე მოთქუ̂ნა ტირილითა | მან სიტყუ̂ანი საბრალონი. |
Strophe: 2912_[2804] | ||
Verse: a | როსტომ ააგო გუბადი | ღრუბელთა შესწორებული, |
Verse: b | თავი მოჭედა ოქროთა, | ხალასად გაბრწყინვებული, |
Verse: c | რა მზე შეადგის, ბრწყინევდის | სამყარო განათლებული, |
Verse: d და | მნახავთა თქუ̂იან: "მზე არის, | მასთანა დაბადებული!" |
Strophe: 2913_[2805] | ||
Verse: a | აჯის ტახტი მოუკაზმა, | გუნბათშიგან დაასვენა, |
Verse: b | პირს ღალია ჩაუყარა, | ყური მუშკით გაუტენა, |
Verse: c | გვერცა უჯდის მამა მათი, | ღამე ბევრი გაათენა, |
Verse: d და | ვირ არ დაწმდეს პილოს ძვალნი, | როსტომ ვერვინ ააყენა. |
Strophe: 2914_[2806] | ||
Verse: a | აიხუ̂ნა ზურაბის ძვალნი | მჭვირვალნი ჯავარ-ელვითა, |
Verse: b | საროსა მგზავსნი ლუსკუმსა | ჩასხნა თავისა ჴელითა, |
Verse: c | გამოვიდა და წავიდა | შვილის მამკუ̂ლელი ველითა, |
Verse: d და | თვალი სოფელსავ მიუგო, | ვითა ყუ̂ავილი ველითა. |
Strophe: 2915_[2807] | ||
Verse: a | მიდგეს გივი და გოდერძი, | მათია მოწიფულობა, |
Verse: b | ქექაოზს ჰკადრეს ორთავე | როსტომის მოციქულობა, |
Verse: c | მას სინანული შეექნა, | ცნობისა არეულობა, |
Verse: d და | თავსა აბრალა ძველთაგან | მან მისი ჭკუა-შლილობა. |