TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 145
Previous part

Chapter: 62 
აქა ზურაბის შავ-დედისაგან მის ლომ-კაცის შვილის სიკუ̂დილის ცნობა.






Strophe: 2916_[2808] 
Verse: a       ზურაბის გვერცა ნაახლნი   ლაშქარნი გულ-დადაღულნი,
Verse: b       სამანქნის ქალაქს მივიდეს,   იმალვოდიან ნაბულნი,
Verse: c       დღეს ერთსა ჰყუ̂ანდა სამანდი,   საძოვრად ბაღსა დაბმულნი,
Verse: d    და   თუმიან იცნა, გაჰკუ̂ირდა,   ცეცხლნი მოედვნეს დაგულნი.






Strophe: 2917_[2809] 
Verse: a       მიმყუ̂ანნი მიასხმევინა,   მათ მოახსენეს ყოველი,
Verse: b       ხვაფთანი სისხლით გასუ̂რილი   მიართვეს კუ̂ლა უპოველი,
Verse: c       ჰკადრეს: "მობრუნდა რისხვითა   ცა წყალობისა მთოველი,
Verse: d    და   მუხთლად მოგვიკლეს, პატრონი   ზურაბს ნუღარა მოელი".






Strophe: 2918_[2810] 
Verse: a       გარეტდა და ამა გვანდა,   ქუ̂აა, კლდისა მონაკუ̂ეთი,
Verse: b       შვიდთ ქიშვართა გაიგონეს,   დაიკივლა მან ასეთი,
Verse: c       ორსა დღესა მკუ̂დარი იდვა,   სულ ამოსვლად დანაკუ̂ეთი,
Verse: d    და   მან დაიწყო მერმე მოთქმა,   წამოიჭრა, ვითა შეთი.






Strophe: 2919_[2811] 
Verse: a       იტყოდა თუ: "უძლეველო,   ჰე, ლომ-კაცო, აჰა შვილო!
Verse: b       მზის მოყუ̂ასო, საწუთროსა   სიამითა ვარდო ჩვილო,
Verse: c       ჯერ უნდილო, შესაქნელო,   ალვის ხეო, ედემს ზრდილო,
Verse: d    და   ვაი̂ ნაყოფო უბრალოო,   მამის ჴელით დალახრულო!..






Strophe: 2920_[2812] 
Verse: a       მერმე იკრა პირსა ჴელი,   ძოწის წყარო ითხეოდა,
Verse: b       რაცა ეცვა სასალუქო,   უპატიოდ იხეოდა,
Verse: c       ტანი ბროლი, საროს მზგავსი,   შეძრწუნდების, ილეოდა,
Verse: d    და   ქარისაგან მორეული,   ვითა ვერხვი, ირხეოდა.






Strophe: 2921_[2813] 
Verse: a       კუ̂ლავ დაიწყო ზახილითა   უცხო ფერად მან მოთქმანი,
Verse: b       იგ ჩაიჭრის ცეცხლთა შიგან,   ეკიდიან ჴელთა სხვანი,
Verse: c       მკერდსა სისხლი ჩაზდიოდა,   ზეცას ისმის მისნი ჴმანი,
Verse: d    და   ნათხზენთაგან დაიგლიჯნის   ელვარენი შავნი თმანი.






Strophe: 2922_[2814] 
Verse: a       ჴორცთა იჭამდა კბილითა,   ვით ლომი გაფიცხებული,
Verse: b       ნაცარი გარდაიყარის,   ტირს ღონე-გაცუდებული,
Verse: c       რაც დარჩომოდა თმათაგან   ნაგლეჯი, ვაგლახებული,
Verse: d    და   იგ მოიტუსა ცეცხლითა,   აწოდა დავალებული.






Strophe: 2923_[2815] 
Verse: a       დედისა თვალთა ნათელო,   რასა ვიქ მზე-დავსებული?!
Verse: b       ნეტარ ვინ გნახა, მიწათა   გარევით ტალახებული,
Verse: c       სად დაგიტივა სოფელმან,   ღრუბელთა შესწორებული,
Verse: d    და   ვაი̂ წაჴდა შენი სახელი,   ყოველგან მოწონებული!..






Strophe: 2924_[2816] 
Verse: a       ბანთა ვჯდი, შენ მოგელოდი,   ღამე ვერ გავძღი ძილითა,
Verse: b       როსტომის შეყრა მეგონა,   შვილობის სიყუ̂არულითა,
Verse: c       ჩემთანა მოსვლა ორთავე   გულითა მხიარულითა,
Verse: d    და   შავ-დედა რას იაზრებდა   სხვას ამის მეტსა სულითა?!






Strophe: 2925_[2817] 
Verse: a       მე მოგელოდი დღე ყოელ,   ვიჭუ̂რეტდი ბანის-ბანითა,
Verse: b       ჩუქების ნაცუ̂ლად, მამამან   ღვიძლი გაგიპო დანითა,
Verse: c       ვაი, არ შეუბრალიხარ   პირი-მზე, საროს ტანითა,
Verse: d    და   თვალნო, გასძეხით ტირილით,   ღაწვნო, ცრემლისა ბანითა!.






Strophe: 2926_[2818] 
Verse: a       ნაკუ̂თი ტანისა შენისა,   ლამაზად მოჴდომილობა,
Verse: b       თმა შავი, ბროლის ბურჯითა   სწორობით მოკუ̂ეცილობა,
Verse: c       უდრეკთა მკლავთა სიმაგრე,   შუქისა მოფენილობა,
Verse: d    და   არა იაზრა მან ბრძენმან,   ვაი̂, მზეო შენი შვილობა!






Strophe: 2927_[2819] 
Verse: a       მაღალი ტანი, უკლები,   გაგზარდე დიდის ჭირითა,
Verse: b       ვითა გფერობდა, ჯომარდო,   ამოდ და სათუთობითა,
Verse: c       მიტყუვა დღემან მოკლემან,   გამჴადა ასეთობითა,
Verse: d    და   ხვანჯი შენშიგან დამალა   სუდარა ხარიხობითა.






Strophe: 2928_[2820] 
Verse: a       შვილო, დაბნელდა განგებით,   უფალსა თურმე ენება!
Verse: b       წმიდათა თანა მოგხუ̂დების   სამოთხეს გამოსვენება,
Verse: c       სანამდის ვიყო ცოცხალი,   გავძლო ღამისა თენება,
Verse: d    და   ვიყავ გულისა დამდები,   მე მართებს მისი ჩუ̂ენება.






Strophe: 2929_[2821] 
Verse: a       ვინ არს ჩემი მოხოიშნე,   ვის გავანდობ გულის წვასა,
Verse: b       სად არიან შენნი თვალნი,   უმშვენესნი მელნის ტბასა,
Verse: c       საძებარად მამისათვის,   შვილო, წახველ შორსა გზასა,
Verse: d    და   ნაცუ̂ლად ჰპოვე შენ სამარე,   დაამყარებ ჩემთჳს ვასა.






Strophe: 2930_[2822] 
Verse: a       გაჰჴეა, შვილო, უღონოდ   მამისა იმედეული,
Verse: b       ჩასწევი სამარეშიგან,   ხანჯლითა ღვიძლ-დახეული,
Verse: c       ჭკუ̂იანო შვილო, გნახაა   შენ როსტომ ლახვარ-ხეული,
Verse: d    და   რად არ უჩუ̂ენე მანამდის   ეგ მძივი იმათეული?!






Strophe: 2931_[2823] 
Verse: a       ნაკუ̂თი ტანი, შვენიარი   გაეცადა მხიარულსა,
Verse: b       ბრძენმან აჯერ მართლად მითხრა,   ვითა მართებს მოციქულსა,
Verse: c       მოლოდინით დედას მოჰკლავს   და მოყუ̂ასთა დასწვავს გულსა,
Verse: d    და   ტყუ̂ედ მტირალი დედა შენი   დავრჩი, ვამე დაკარგულსა!






Strophe: 2932_[2824] 
Verse: a       თანა რად არა წამოგყევ,   შვილო, მშვიდობით გარებდი,
Verse: b       როსტომს მე შორით ვიცნობდი,   შეგყრიდი, გაგახარებდი,
Verse: c       ვით ვარდსა, აგაყუ̂ავებდი,   მამა-ძედ დაგამყარებდი,
Verse: d    და   აწ ესე არ მოჴდებოდა,   მტერთ გულსა შევაზარებდი!"






Strophe: 2933_[2825] 
Verse: a       ამას მოსთქუ̂ამდა, იგლოვდა,   მტირალი ცრემლ-დათხეული:
Verse: b       "ჰე, შვილო, ზურაბ, მანდ დასწევ,   ვა წყლული ღვიძლ-დახეული!"
Verse: c       მე ლაპარაკად აქა ვზი,   მზეს უჭუ̂რეტ ცნობა-რეული,
Verse: d    და   ორნივე ჴელნი თავს იკრა,   დაბნდა მიწათა რეული.






Strophe: 2934_[2826] 
Verse: a       თქუ̂ეს: "მოკუ̂და, აჰა, უცილოდ,   შვილისა გზასა წავიდა,
Verse: b       სისხლი არ შერჩა, სიწითლე   უფსკრულთა თანა ჩავიდა,
Verse: c       ღამისა ორ-ნაწილამდის   ოდენ სულადვე მოვიდა,
Verse: d    და   ჰპატიჟეს ბრძენთა თუმიანს,    მზის ჭუ̂რეტად არ წამოვიდა.






Strophe: 2935_[2827] 
Verse: a       ოთხნივ ფერჴნი გარდუკოცნა,   გლახ სამანდსა თვალნი არო,
Verse: b       ჰე ზურაბის წამჴდენელო,   ფათერაკთა მოსაჴმარო, --
Verse: c       თვალთ აკოცა, -- "საუკუნოს   პატრონისა ვერ მიმხუ̂დარო,
Verse: d    და   ვინღა შენის ჴელის მქნელი,   ბედ-მლაშეო, საფადარო!






Strophe: 2936_[2828] 
Verse: a       ავჟანდათა ჩამჭირები   ვინ არს შენი მომჴედნელი?!
Verse: b       სადავეთა მამზიდავი,   ნადირთ უკან მიმწეველი,
Verse: c       საისპაოდ, სამამაცოდ   კაცი, ზნეთა მასწავლელი?!"
Verse: d    და   სრულად სისხლით იღებვოდა,   ამას მოსთქუ̂ამს, ვითა ხელი.






Strophe: 2937_[2829] 
Verse: a       ცნობა წასვლოდა რასა იქს   მას არა შეეგებოდა,
Verse: b       პირსა აიდვა ლაგამი,   ტირს, ცრემლი არ შეშრებოდა,
Verse: c       ზურგს უნაგირი დაიდგა,   სამანდსა ემზგავსებოდა:
Verse: d    და   -- "მე წამეყუ̂ანა თუ ზურაბ,    დედას არ მოუკუ̂დებოდა".






Strophe: 2938_[2830] 
Verse: a       ჴრმალი, შუბი, მშვილდ-ისარი   გარდილეწა მისი თავსა,
Verse: b       საჴელ-მწიფო სამოსელი,   რომ ემოსის ზურაბს ტანსა,
Verse: c       მოჰკაზმა და ტირილითა   მოეხვია, ვით ცოცხალსა,
Verse: d    და   მერმე გასცემს გლახაკთზედა   სამკაულსა წასატანსა.






Strophe: 2939_[2831] 
Verse: a       მან სამანდსა გზა უჩუ̂ენა,   წადი, ძოე გზას მაღალსა,
Verse: b       ნადირთთანა იქცეოდე,   ნუ მორჩილობ ქართა ძალსა!"
Verse: c       თქუ̂ა თუ: "შვილო, ვეღარ გიჭუ̂რეტ,   ნადირობით-ნაბურთალსა!"
Verse: d    და   ორნივ თვალნი წაიყარნა,   თქუ̂ა: "რას ვაქნევ სახედავსა?"






Strophe: 2940_[2832] 
Verse: a       წლამდი ისე ცოცხალ-იყო,   ვერ იხილა მზე და მთვარე,
Verse: b       ტიროდის და ილეოდის,   გლახ სიცოცხლე ჰქონდა მწარე,
Verse: c       ბედმან კრულმან, ტახტის ნაცუ̂ლად,   დაუმკუ̂იდრა მას სამარე,
Verse: d    და   წესი არის საწუთროსი,   არის ჩუ̂ენთჳს მოუჴმარე.






Strophe: 2941_[2833] 
Verse: a       ჴამს, რომ კაცი იჭირვოდეს,   საქმე ჰქონდეს აწონილად,
Verse: b       შეჭირვებით არ იქნების,   მოუჭირვო არ ადვილად,
Verse: c       რაცა ღმერთსა არა სწადის,   მოიქცევის ლხინი ჭირად,
Verse: d    და   წამ-ერთ ეტლი დაბრუნდების,   შეიქნების ტინი ლბილად.







Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.