TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 146
Previous part

Chapter: 63 
აქა ტუსისა და გივისა დუღესის მინდორში სანადიროდ მისლვა და ჭალაში თურქის ქალის პოვნა და ქექაოზ ხელმწიფეს წინაშე მიყვანა







Strophe: 2942_[2834] 
Verse: a       დღესა ერთსა ტუსი, გივი    ნადირობად გამოვიდეს,
Verse: b       ქორ-შავარდენ-ავაზითა   ორმოცს დღესა ინადირეს,
Verse: c       დუღეზისა მინდორშიგან   კანჯრის ჯოგსა მედგრად სრვიდეს;
Verse: dxda       წყლისა პირსა შამბი იყო,   მას ცხენ-მალედ მიმართვიდეს.






Strophe: 2943_[2835] 
Verse: a       წინა ტუსი მიუძღოდა,   უკან ლაშქართ დაინახეს,
Verse: b       შამბთა შიგან მზისა მსგავსი   მჯღომი ქალი დაინახეს,
Verse: c       სხვა მისებრივ ვის უნახავს,   გაუკვირდათ, სულთქმით ახეს.
Verse: d    და   გივმან უთხრა: "აქ რასა იქ,   ჩემთა თვალთა მთვარედ გსახეს!"






Strophe: 2944_[2836] 
Verse: a       ქალმან თქვა, თუ: "მამისაგან   საქმე ასრე მომივიდა,
Verse: b       ერთსა ღამეს მამა-ჩემი   მთრვალი შინა შემოვიდა,
Verse: c       მან ხანჯარი ამოიღო,   ჩემად მოკლვად იქ მოვიდა."
Verse: d    და   გვარი ჰკითხეს: "ვისგან ხარო?"   ფალავანთა გაუკვირდა.






Strophe: 2945_[2837] 
Verse: a       ქალმან თქვა, თუ: "ნათესავი   მე ვარ თვითან გარსვაზისი,
Verse: b       მართლად მკითხავთ, წვრილად გეტყვი,   მახლავს გვარი ფრიდონისი."
Verse: c       "მარტო რამან მოგიყვანა?"   -- ქვეითობა ჰკითხეს მისი, --
Verse: d    და   მან თქვა: "სხვაცა ბევრი მქონდა,   თავს მეხურა თაჯი ისი;






Strophe: 2946_[2838] 
Verse: a       ცხენი დამიდგა ქვეითი,   აქ მოველ შეშინებული."
Verse: b       მათ ფალავანთა რა ესმა,   გული აქვს გაკვირვებული.
Verse: c       ტუსიმ თქვა: "ჴელმწიფეს შევძღვნათ,   წავიდეთ მალედ რებული."
Verse: d    და   გივმან თქვა: "მე ნადირსა ვსდევ,   არ ვიყო მოცდუნებული."






Strophe: 2947_[2839] 
Verse: a       ტუსი იტყვის: "ეს მთვარეა,   მით არა ჴამს მოკლვა მისი."
Verse: b       გივსა უთხრა: "წაიზიდნე,   ვქნა შემოსლვა შუა მისი,
Verse: c       ჩვენ მივგვაროთ ჴელმწიფესა,"   დაუჯერა გივმან ისი, --
Verse: d    და   "ვის უბოძოს ჴელმწიფემან,   პირმზე იყოს ესე მისი."






Strophe: 2948_[2840] 
Verse: a       გივმან ზედა წაიზიდნა,   ქალსა მეტად შეეშინდეს,
Verse: b       აღარ მოკლა, დაიჭირეს,   ჴელმწიფისკენ წამოვიდეს;
Verse: c       შინ შევიდეს, ეთაყვანეს,   პირმთვარესა ქალს მიგვრიდეს.
Verse: d    და   რა ქექაოზ დაინახა,   ჭკუა, ცნობა წაუვიდეს.






Strophe: 2949_[2841] 
Verse: a       ღმერთმან" ჭირი მოგაშოროს"   -- მათ ჴელმწიფე ულოცვიდა --
Verse: b       "ავაზისგან დაჭირულსა   ამისთანას ვინ ნახვიდა?!"
Verse: c       უსაზომოდ მოეწონა,   პირმთვარესთან შეგზავნიდა.
Verse: d    და   თქვა: "მოჰკაზმეთ ჴელმწიფურად.   " -- ერთი წელი გამოვიდა.






Strophe: 2950_[2842] 
Verse: a       ჴელმწიფეს მოაჴსენებდეს:   "კოკობი ვარდი გაივსო,
Verse: b       თქვენის ტახტისა საფერი   შვილი გამოვა რომ ისო,
Verse: c       ჴორციელს არვის ენახოს,   ქებით ქვეყანა აივსო."
Verse: d    და   მეფემან ბრძანა: "სახელი   მისი სიაოშ არისო!"






Strophe: 2951_[2843] 
Verse: a       ესე საქმე როსტომს ესმა,   ხანი რამე გამოვიდა,
Verse: b       მასვე წამსა შეიყარა,   ჴელმწიფეს წინ წამოვიდა;
Verse: c       მოაჴსენა."ჴელმწიფეო"   -- რა სალამად შემოვიდა, --
Verse: d    და   "საკადრისად გაზრდა უნდა,   აწ რომ ვაჟი გამოვიდა.






Strophe: 2952_[2844] 
Verse: a       ლომის მსგავს ყმაწვილს ჩემთანა   გამზრდელი არ ეშოების."
Verse: b       ჴელმწიფეს ესმა, იამა,   იგ როსტომს შეევედრების,
Verse: c       მამისა თვალის სინათლე   და გული წაეყვანების.
Verse: d    და   სავარდე ჰქონდის სამყოფლად,   რა ზაულს მიიყვანების.






Strophe: 2953_[2845] 
Verse: a       მან ისწავლა ცხენოსნობა,   ისრის სროლა, საგდებლისა,
Verse: b       სადევისა ჴელთა ქონა,   მოჴმარება ავჟანდისა,
Verse: c       მეჯლიშის ქნა, მოტევება   ქორისა და შავარდნისა;
Verse: d    და   გაიზარდა, სხვა არ იყო   ქვეყანაზედ მსგავსი მისა.






Strophe: 2954_[2846] 
Verse: a       სიაოშს ადვილ შეეძლო   საგდებლით ლომის დაჭირვა,
Verse: b       როსტომს უბრძანა: "წავიდეთ",   -- ჴელმწიფის ნახვა აჭირვა, --
Verse: c       "თქვენ გამზარდეთ და მან მნახოს,   აწ მოგვხვდა თემთა დაჭირვა."
Verse: d    და   როსტომ თქვა: "ხვალე წავიდეთ,"   -- სიტყვითა არ შეაჭირვა.






Strophe: 2955_[2847] 
Verse: a       ოქრო, ვეცხლი, ოქროს ქუდი,   ტანსაცმელი ყოვლისთანა,
Verse: b       ცხენები და ჴმალ-ქარქაში   -- სხვა არ იყო იმისთანა --
Verse: c       ყველგნიდაღმან მოიტანეს;   წაიყვანა, წაჰყვა განა,
Verse: d    და   ის სიაოშს არ მოაწყენს,   მხიარული მისდევს თანა.






Strophe: 2956_[2848] 
Verse: a       რა დადგიან საშიშს ადგილს,   მუშკ-ამბარსა იგ დასწვიდეს,
Verse: b       მას უჭვრეტდეს, ერდო-კართა   ქალი გარეთ გამოვიდეს;
Verse: c       ცხენსა შესხდეს, წამოვიდეს,   ჴელმწიფესა მომართვიდეს;
Verse: d    და   შარიერსა ქაოზს ესმა,   სიახლოვეს რა მივიდეს.






Strophe: 2957_[2849] 
Verse: a       გივსა და ტუსის უბრძანა:   "წადით თქვენითა გვარითა,
Verse: b       თან ფალავნები იახლეთ,   ბუკსა და ქოსსა ჰკარითა."
Verse: c       მივიდეს, როსტომ თანა დგას   სიაოშ პილოს ტანითა,
Verse: d    და   ახლის ალვისა შტოსა ჰგავს,   მტერთა დალევდა ზარითა.






Strophe: 2958_[2850] 
Verse: a       სამას-სამასი ლომგული   იდგა ყოველსა ყურესა,
Verse: b       ყოვლთა სულდგმულთა მოსწონდა,   ლაშქართა შეიყვარესა;
Verse: c       "რამან მიწამან გამოსცა!"   იგ ღმერთსა ეთაყვანესა,
Verse: d    და   სრულ ერანელნი ქექაოზს    მას დღესა ეთაყვანესა.






Strophe: 2959_[2851] 
Verse: a       ბაღი, სახლი, სავარდენი   მუნ აივსო კარვებითა,
Verse: b       სვეს, შეექცნეს ერთი კვირა   არ ღვინისა ქარვებითა;
Verse: c       მერვეს დღესა ხაზინათა   კარი გახსნეს არ ვებითა;
Verse: d    და   სიოშს მისცა ჴმალ-ჯავშანი   და მოჰკაზმა ზარბაბითა.






Strophe: 2960_[2852] 
Verse: a       ცხენი, ტახტი მოკაზმული,   შესაფერი უნაგრითა,
Verse: b       ხუფთანი და ბარგისტანი,   იგ მოჰკაზმა საომრითა;
Verse: c       საჴელმწიფო ოქრო-ვერცხლი,   მარგალიტი არ დათვლითა,
Verse: d    და   საბატონო ყველა მისცა,   უგვირგვინო, მართებს ვითა.






Strophe: 2961_[2853] 
Verse: a       მას გვირგვინი მით არ მისცა,   ჯერ ყმაწვილი ვაჟი იყო,
Verse: b       მანაშურით დაუწერა,   რაც ქაიანთ წესი იყო;
Verse: c       ?გავარსუნის თემი მისცა,   შესაფერი მისი იყო,
Verse: d    და   სხვა მისთანა არ ყოფილა,   სიხარული მისთვის იყო.






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.