Strophe: 2962_[2854] | ||
Verse: a | ქაოზ დაყო ტახტოსანმან | ას ორმოცდა ათი წელი, |
Verse: b | მეხუთე ძე ფრიდონისი, | სრულ ერანის შარიელი, -- |
Verse: c | არს ჴელმწიფე ერაჯისა | იგ მორჭმული სასურველი, |
Verse: d და | მაღალი და მოვლენილი, | მით არს მტერთა მომსპოლველი. |
Strophe: 2963_[2855] | ||
Verse: a | პატრონი ზალდასტანისა | და როსტომ გმირთა-გმირისა, |
Verse: b | სხვათ ფალავანთა მრავალთა, | ტუსის ნოდარის შვილისა, |
Verse: c | გოდერძი ქიშვადიანთა, | ნორჩი ალვისა ზრდილისა. |
Verse: d და | ქაოზს ძე ესვა, სიტურფით | ცისკარი არის დილისა. |
Strophe: 2964_[2856] | ||
Verse: a | ღმრთისა მოსავი, რჯულ-წმინდა, | შემკული არსთა მკობითა, |
Verse: b | მარჯვნივ მკლავს იყო ნიშანი | ხოსროულისა ცნობითა, |
Verse: c | უშენგს, ტომერანს და ჯიმშედს | იგი სჯობს სამართლობითა. |
Verse: d და | სიმსხოთ და სიბრტყით როსტომს ჰგავს, | ალვასა -- ნაზარდობითა. |
Strophe: 2965_[2857] | ||
Verse: a | ერაჯს, თურის და სალიმს სჯობს, | ფრიდონსა დაადარესა, |
Verse: b | სახელად ერქვა სიაოშ, | ძე ქაოზისა ბრძანესა; |
Verse: c | სევდაოზ დედის-ნაცვალი | გვანდა გავსილსა მთვარესა, |
Verse: d და | ბანოვანთ თავი, ლამაზი, | ანათობს ჴმელთა არესა! |
Strophe: 2966_[2858] | ||
Verse: a | სიაოშის სურვილითა | სევდავ ხელსა დაემსგავსნეს, |
Verse: b | წვევად საქმედ ბილწობისა | გონებანი გაეზრახნე! |
Verse: c | "მე ძე თქვენი შვილად მინდა. | სული მისთვის გამიარმნეს, |
Verse: d და | შემოვიდეს სადედოფლოს, | მე და თქვენი ქალნი გვნახნეს." |
Strophe: 2967_[2859] | ||
Verse: a | ქექაოზს ჰკადრა სევდაოზ | რა ესე მოციქულობა. |
Verse: b | "მე დედა ვარ და ეგე ძე, | ჰფერობდეს ჩემი შვილობა, |
Verse: c | ნახვითა გავიხარებდეთ, | ვის შვენის ალვა ზრდილობა; |
Verse: d და | თუ არა მნახავს, ჭმუნვა მჭირს | ამისთვის, გულნაკლულობა." |
Strophe: 2968_[2860] | ||
Verse: a | ქექაოზ ესე სიაოშს | წიგნად უბრძანა, არ ენით, |
Verse: b | შესთვალა: სევდავს" უჴმიხარ, | წადით და შეეყარენით, |
Verse: c | ბანოვანთ თავი, ტანსარო, | ზუალსა დაედარენით, |
Verse: d და | თქვენი დანი და ჩემი მზე, | ნახვითა გაიხარენით; |
Strophe: 2969_[2861] | ||
Verse: a | შვილად გეძებს, წადი, ნახე, | იყავ მათთან შინაური." |
Verse: b | ესე საქმე დაუმძიმდა, | სიაოშის დაჭკნა გული. |
Verse: c | "თუ ურჩ ვექმნა, ვა თუ გაწყრეს, | არ მიუპყრა ქაოზს ყური, |
Verse: d და | თუ წავიდე, ავად მოჴდეს, | საქმე იყოს ეშმაკური." |
Strophe: 2970_[2862] | ||
Verse: a | თქვა: "დედისაგან წვეული | გული რად ლამის დაშლასა?" |
Verse: b | თავსა გაებრჭო, დაასკვნა, | მერმე ლამოდა წასლვასა. |
Verse: c | "ეტლსა და ღმერთსა მივენდო; | თუ არ წავიდე, ვიქ რასა? |
Verse: d და | აწ ჩემი ჴმობა რა იყო, | გული მიმხვდარა სხვას რასა!" |
Strophe: 2971_[2863] | ||
Verse: a | ადგა და გამოემართა | ტურფა, ტაყვ-საყუროსანი, |
Verse: b | იაგუნდისა გვირგვინით, | ოქროსა სარმუზოსანი; |
Verse: c | რა სადედოფლოს შევიდა | იგ იადონი მგოსანი, |
Verse: d და | დანი წინ მოეგებოდენ, | სევდავ პირ-ბაღდადოსანი. |
Strophe: 2972_[2864] | ||
Verse: a | ოქროსა ტახტსა სიაოშ | გვერცა დაისვა ლხინითა, |
Verse: b | ლალისა თეფში სევდაოზ | მას წინ დაუდგა ხილითა, |
Verse: c | ბროლისა ჭიქა დალივეს | ხოშგუარისა ღვინითა; |
Verse: d და | სიაოშს უთხრა: "დედა ვარ, | შენ შვილი ჩემგან ზრდილითა. |
Strophe: 2973_[2865] | ||
Verse: a | არ გმართებს ჩემი სიშორე, | ტანს, გნუკავ, აქა არებდეთ, |
Verse: b | დანი და მამისა ცოლნი | ნახვითა გავიხარებდეთ, |
Verse: c | არავინ მოსწონს მჭვრეტელთა, | სევდასა გავიქარვებდეთ, |
Verse: d და | თუ ნახვა დაგვიძვირდების, | ლახვართა გულსა ვარებდეთ." |
Strophe: 2974_[2866] | ||
Verse: a | შეატყო და მას სიაოშ | არა გასცა ყოლ პასუხი, |
Verse: b | საღამომდის ჭამა იყო, | სევდავ არის პურად უხვი; |
Verse: c | ადგა, შინა წამოვიდა | ლომი ჴმელთა მონაბუქი, |
Verse: d და | წმიდათ თანა წამებული, | სამოთხისა არ აუგი. |
Strophe: 2975_[2867] | ||
Verse: a | კვლავ სევდავ კაცი გაგზავნა: | "თავნი ქაოზთან არენით, |
Verse: b | აქ როდეს იყო სიაოშ, | გულტკბილად შევიყარენით, |
Verse: c | ფიცი დავდევით ჩვენს შუა, | დედა-ძედ გავიყარენით, |
Verse: d და | კვლავცა უბრძანეთ, მისითა | ნახვითა გაგვახარენით. |
Strophe: 2976_[2868] | ||
Verse: a | დანი და დედა-ასულნი | კვლავ გვნახნეს, შევქნათ პურობა, |
Verse: b | გამოვისვენოთ ნახვითა, | გვქონდეს არ გულნაკლულობა." |
Verse: c | ქექაოზ ჰკითხა მას კაცსა: | "რა იცი, სადაურობა?" |
Verse: d და | თქვა გაგზავნილმან მასთანა | სევდავის მოციქულობა. |
Strophe: 2977_[2869] | ||
Verse: a | ქაოზ ბრძანებს: "წადი, შვილო, | პირი-მზე და სარო-ტანი!" |
Verse: b | თქვა სიაოშ: "მე და გივსა | დაგვიც ხვალე პაემანი, |
Verse: c | მინდორს წავალთ სანადიროდ, | მე გავგზავნე კვლევად სხვანი, |
Verse: d და | ხვალ მიბრძანებთ, სევდავ ვნახო, | ბანოვანნი ჩემნი დანი." |
Strophe: 2978_[2870] | ||
Verse: a | მეფე ბრძანებს: "მჴევლისათვის | კაცი დაშლის მჴეცთა სრვასა, |
Verse: b | ახლა დედა გიშოვნია, | ნუ ატკივნებ გულსა მასა; |
Verse: c | გივის საქმე ჩვენცა ვიცით, | ნადირობა მასთან ჴამსა, |
Verse: d და | სჯობს რომ ხვალე უპაემნო, | აწ ეწვიე სევდავ მზასა." |
Strophe: 2979_[2871] | ||
Verse: a | ეწყინა და ვეღარა თქვა, | გული მისი ენთებოდა, |
Verse: b | გაგზავნილსა თანა გაჰყვა, | ტირის თავსა ებრჭობოდა. |
Verse: c | დანი წინა მოეგებნეს, | ტახტსა დაჯდა, შეშვენოდა, |
Verse: d და | სამსა დღესა ნადიმი ქნეს, | თქმა ვითამცა ეგებოდა! |
Strophe: 2980_[2872] | ||
Verse: a | რა პურობა გაიყარა, | ბრძანებს: "წადით, ვინ არ გვინდი." |
Verse: b | სევდავ იტყვის: "გონიერო, | რათგან სჭმუნავ, გა-ცა-ღიმდი! |
Verse: c | შეხედვითა შეგეტყობის, | გიყვარვარ და შენთვის გინდი, |
Verse: d და | მისთვის დაუბადებივარ | განგებასა, შენთვის უნდი! |
Strophe: 2981_[2873] | ||
Verse: a | სამოცი ჭიქა გასცვალოს, | კაცსა ეტყობის ბერობა, |
Verse: b | მამასა შენსა მე დაგჴსნი, | არა ვქნა შუა მტერობა; |
Verse: c | სფაადი მზესა ახალი | მომხვდები ნებიერობა, |
Verse: d და | შენი იქნების გვირგვინი, | ერანის შარიერობა" |
Strophe: 2982_[2874] | ||
Verse: a | პირი ვარდი გაუყვითლდა, | რა სიაოშ ყურად იღო, |
Verse: b | თქვა: "რა არის გაგებული, | სატანამან ვით წაგიღო? |
Verse: c | შენგან წაჴდეს მამა-ჩემი, | მე ცოცხალმან ნათელ ვიღო, |
Verse: d და | წყეულმც არის იგი მიწა, | შენ ნაყოფად გამოგიღო!" |
Strophe: 2983_[2875] | ||
Verse: a | ესე რა თქვა, ფიცხლავ ადგა | პილოტანი წამოსავლად, |
Verse: b | სევდავ კალთას მოეკიდა, | ედებოდა ცეცხლი გულად: |
Verse: c | "სიჩქარითა ნუ წაჰჴდები, | საქმე გქონდეს სინანულად, |
Verse: d და | თავს მოვიკლავ შენს წინაშე, | აწ წაგაჴდენ, ვიცი, სრულად. |
Strophe: 2984_[2876] | ||
Verse: a | არ დამორჩილდა სიაოშ, | ჰქონდა გულისა ტკივილი; |
Verse: b | კალთა დააძრო, -- სევდაოზ | შექნა ტირილი, კივილი, |
Verse: c | საყელო გარდაიხივა; | ქექაოზს ესმა ტირილი -- |
Verse: d და | კაცი გაგზავნა საცნობლად, | შექნა ამისთვის ჩივილი. |
Strophe: 2985_[2877] | ||
Verse: a | შესთვალა: "შვილად სიაოშ | მყვანდა გულითა ჩემითა, |
Verse: b | ჩემთანა წოლა გაჰპირა, | ჩვენ იგი არა ვქენითა; |
Verse: c | თმითა მითრივა, მუცელი, | მან გამიზილა ცემითა, |
Verse: d და | თუ არ გამივლენ, იცოდი, | თავსა მოვიკლავ ჴელითა." |
Strophe: 2986_[2878] | ||
Verse: a | ესმა ქექაოზს ამბავი, | იქნა პირგაყვითლებული. |
Verse: b | თქვა: "საწუთროსა ვემდურვი, | მე მისგან გამწარებული, |
Verse: c | სამსალა თერიაყთანა | ვსვი ერთად შეზავებული." |
Verse: d და | სხვა არა გასცა პასუხი, | იგონებს შეჭირვებული. |
Strophe: 2987_[2879] | ||
Verse: a | სევდავ მოასხნა დიაცნი | ჯერ შობად არ მოწეული, |
Verse: b | ვაჟი მოსწყვიტა, შეასვა | წამალი ანაზდეული, |
Verse: c | თავი შესვარა სისხლითა, | კივის, იზახის წყეული, |
Verse: d და | კაცი გაგზავნა საცნობლად, | მეფე დგას ცნობა-რეული. |
Strophe: 2988_[2880] | ||
Verse: a | მეფე ნახვად წამოვიდა, | გააკვირვა მისნი მჭვრეტნი, |
Verse: b | სადედოფლოს შემოვიდა, | არ გულს ადგა ნათლად სვეტნი; |
Verse: c | სევდავ ვაჟი წინ მიუგდო | სხვის დიაცის მონაწყვეტნი, |
Verse: d და | თავი სისხლით შეღებილი | მას უჩვენა დანაწყვეტნი. |
Strophe: 2989_[2881] | ||
Verse: a | არ დაიჯერა ქექაოზ | ეს საქმე შვილისეული, |
Verse: b | იყო რჯულ წმიდა სიაოშ, | ღვთისა მოსავი, რჩეული; |
Verse: c | კაცი გაგზავნა საჴმობლად, | ტიროდა ცრემლდათხეული; |
Verse: d და | ფიცხლავ მოვიდა წინაშე | წამებულთანა ქცეული. |
Strophe: 2990_[2882] | ||
Verse: a | უთხრა: "შვილო გონიერო. | არ მერიდე საწყინარსა, |
Verse: b | როგორ გავძლო უშენობა, | არ გიჭვრეტდე წყალ-ჯავარსა? |
Verse: c | სხვა შენებრივ არ უნახავს | მიწის პირსა, ცასა მყარსა, |
Verse: d და | ანუ ცოლსა გავეყარო, | მესამაროს მიწა მკვდარსა." |
Strophe: 2991_[2883] | ||
Verse: a | თქვა: "როდეს მიჴმეს, მაშინვე | არ ვაპირებდი ხლებასა, |
Verse: b | ვიწყინე, საქმე ვიაზრე, | ვპირობდი დაალებასა; |
Verse: c | არ წავიდოდი, ამისთვის | ვხედევდი დაპირებასა, |
Verse: d და | გეწადა, მე ვერ ვიქმოდი | ბრძანების შეცილებასა. |
Strophe: 2992_[2884] | ||
Verse: a | აწ ფათარეკსა დაბმულვარ, | რა უთქვამს, მე არ მიქნია, |
Verse: b | მოუგონია სევდაოზს, | გულსა არა მიც იგ მია! |
Verse: c | მაღალი ეტლი მოწმად მყავს, | რას მეუბნევის ის დია, |
Verse: d და | მე თუ რა ბრალი შემკრევდეს, | მაღალიმც ღმერთი მიგმია!" |
Strophe: 2993_[2885] | ||
Verse: a | რა ესე თქვა, წამოვიდა, | გაებრჭობის ცნობა გულსა, |
Verse: b | როსტომს ჰკითხავს: "რით გავმართლდე?" | -- ერანელთა სპათა სრულსა, |
Verse: c | გოდერძის და ტუსის, გივსა, | ფალავანთა მათ ქებულსა -- |
Verse: d და | "თავი ცოცხლად აღარ მინდა, | საჴმილს გავვლი აგზებულსა: |
Strophe: 2994_[2886] | ||
Verse: a | ერთი მჴარი განი ჰქონდეს | და სამასი სიგრძე ველსა, |
Verse: b | იქით-აქათ შეშისასა | ზღუდეს ვაგებ გასავლელსა; |
Verse: c | მას ცეცხლითა საჴმილად ვიქ | სანახავად საზარელსა, |
Verse: d და | შიგ გავივლი ტანშიშველი, | ღმერთი მიზამს არ უქნელსა. |
Strophe: 2995_[2887] | ||
Verse: a | მართლად დამწამა -- დავიწვა, | მიპოვნოთ დაავლებული, |
Verse: b | სევდავ რაცა თქვა, მიქნია, | ვარ თურმე მოყივნებული; |
Verse: c | ღმერთმან ქნა, მოვრჩე მშვიდობით, | ვიქნები გამართლებული, |
Verse: d და | ტყუილად არის ნათქვამი | ეს ჩემთვის დაწამებული." |
Strophe: 2996_[2888] | ||
Verse: a | ეწყინა და ფალავანთა | დაშლით ვერა დაუგვარეს; |
Verse: b | სევდაოზ და ჴელმწიფემა | ეს სიმართლედ დაუჯერეს. |
Verse: c | სამსა დღესა მევირეთა | საშინელი შეშა ჰყარეს, |
Verse: d და | ერთი მჴარი გზა დააგდეს, | შუა გავლა დაამყარეს. |
Strophe: 2997_[2889] | ||
Verse: a | პირდაბანილი ილოცავს | ერთსა კვირასა ღვთისაგან. |
Verse: b | ცეცხლი მოუდვა საჴმილსა, | უმძლავრე გრგვინავს ზღვისაგან. |
Verse: c | იტყოდა: " მოსამართლეო, | ვინ შემქენ მე თიჴისაგან, |
Verse: d და | მართალი ვიყო, ნუ დამწვავ, | წმიდა მყავ აუგისაგან!" |
Strophe: 2998_[2890] | ||
Verse: a | შეეკაზმა, ცხენსა შეჯდა | საჴმილისა გავლა-შრეტად. |
Verse: b | ერანელნი შეიყარნეს, | უთვალავნი ქვიშის მეტად, |
Verse: c | გოდერძის და როსტომს, ტუსის | თვალთ ცრემლი სდის არ დაწყვეტად, |
Verse: d და | სევდაოზ და თვით ჴელმწიფე | გამოვიდეს მისად ჭვრეტად. |
Strophe: 2999_[2891] | ||
Verse: a | ნახეს ყოველთა, -- გაჰკვირდა, | -- საჴმილი გაერთებული, |
Verse: b | თქვეს: "ნუ ყოს ღმერთმან შეშვება, | ვიქნებით ვაგლახებული; |
Verse: c | აქ ანდამატი შევიდეს, | ვიპოვოთ დავალებული, |
Verse: d და | სხვა ვინ ცოცხალა დღესითგან | ცეცხლითა გამართლებული?" |
Strophe: 3000_[2892] | ||
Verse: a | სიაოშ ცეცხლსა მიმართა, | მამისა საქმეს ჩიოდა. |
Verse: b | "თუ შემცოდე ვარ, დავიწვა | " -- ამას ჴმამაღლა ყიოდა -- |
Verse: c | "შეუცოდარი მოვრჩები" | -- ზეგარდმო ცვარი ცვიოდა; |
Verse: d და | ტიროდეს მისთვის ყოველნი, | თვალთაგან ცრემლი სდიოდა. |
Strophe: 3001_[2893] | ||
Verse: a | ალი გავლო, არ უნახავს | ვირ კიდემდის თვალსა ჩვენსა, |
Verse: b | ერთი ბეწვი არ დასწოდა | თვითან მას და მისსა ცხენსა; |
Verse: c | გარდამოჴდა, შემოქმედსა | პირდამჴობით თაყვანს სცემსა. |
Verse: d და | "მე დამიცევ შეუწველად, | შენ მეტი ხარბჭეთა. ბჭესა!" |
Strophe: 3002_[2894] | ||
Verse: a | რა ქექაოზ შვილი ნახა | ცეცხლისაგან შეუწველი, |
Verse: b | მან შესწირა შემოქმედსა | მისთვის მადლი საშინელი; |
Verse: c | სევდავ ტახტით ჩამოაგდო, | ქუსლი დასცა საცემელი, |
Verse: d და | სიაოშის თანაზრდილთა | თქვეს: "გაუშვათ, რათგან მთელი." |
Strophe: 3003_[2895] | ||
Verse: a | თვით ბარამ, გოდერძის შვილი, | სხვათ ფალავანთა შვილები |
Verse: b | ლამოდეს მისსა სიკვდილსა, | ჰქონდათ მახვილი წვდილები; |
Verse: c | იმათ სიაოშ გაუწყრა: | "თქვენგან არ გავიწბილები, |
Verse: d და | რათგან გავმართლდი, არ მინდა | ჴელმწიფე ანატირები." |
Strophe: 3004_[2896] | ||
Verse: a | ქაოზ შვილსა აკოცებდა, | მორჩომასა ულოცვიდა, |
Verse: b | მერმე ყელსა მოეხვია, | თვალისაგან ცრემლსა ღვრიდა, |
Verse: c | დაუწველად ნახვისათვის | ღმერთსა მადლსა შესწირვიდა, |
Verse: d და | გულნათელად გაიყარნეს, | მეფე საღგომს წამოვიდა. |
Strophe: 3005_[2897] | ||
Verse: a | სევდაოზ იტყვის: სიაოშ | " მორჩა როსტომის გრძნებითა, |
Verse: b | ზალდასტანისგან სწავლული | სავსეა ჴელოვნებითა; |
Verse: c | ბარამს არ მომაკვლევინა | თვითან მისითა ნებითა, |
Verse: d და | მისთვის უნდოდი საცოლოდ | პირად მზე მოწონებითა." |