TITUS
Shahname 1 and 2: Metrical parts
Part No. 148
Previous part

Chapter: 65 
აქა მოსლვა აფრასიობისა თურქთა ხელმწიფისა ერანის ამოსაწყვეტლად და დასაჭირავად







Strophe: 3006_[2898] 
Verse: a       ჯეონს იქით შეიყარა   აფრასიობ ჯარი თურქთა,
Verse: b       უთქვამს: " ქაოზ ვერ გამართავს,   ბერი, მკლავთა უსუსურთა,
Verse: c       ერანს ციხეს გავავაკებ,   სიმაგრეთა მუნებურთა,"-
Verse: d    და   ბუკისა და ქოსისაგან   არა ისმის კაცის ყურთა.






Strophe: 3007_[2899] 
Verse: a       ქექაოზს ესმა ამბავი,   იგონებს შეჭირვებული:
Verse: b       "მე მისი სწორი არვინ მყავს,   კაცი ვარ დაბერებული."
Verse: c       პასუხი გასცეს სამისო,   ბრძენით ჭკუითა, ქებული,
Verse: d    და   გამოცდილია მრავალჯერ   ომშიგან გამარჯვებული.






Strophe: 3008_[2900] 
Verse: a       სიაოშ დაძრა ბაგენი,   ნათქვამი ესმა მამისა.
Verse: b       "მე თვით ვაჟი ვარ უღირსი   მართ მოჴსენებად ამისა,
Verse: c       როსტომ, ტუსი და გოდერძი    ჩვენია ფალავანისა,
Verse: d    და   ეს მყვანან, ომი არა მჩანს   მე მათი წონად დრამისა!"






Strophe: 3009_[2901] 
Verse: a       ეს ნათქვამი შვილისაგან   ქაოს მეფეს გაეხარნეს,
Verse: b       ფიცხლავ იჴმო დიდებულნი,   მას წინაშე შეიყარნეს: --
Verse: c       "მე ბერი ვარ, თქვენად მეფედ   დღეს სიაოშ დაემყარნეს!"
Verse: d    და   ეთაყვანნეს, გამობრუნდეს,   მათ საომრად თავნი არნეს.






Strophe: 3010_[2902] 
Verse: a       აქ აფრასიობს სიზმარი   ეჩვენა გაღვიძებული.
Verse: b       იჴმო ფირან და თავადნი,   ვინც იყო სახელდებული;
Verse: c       მათ მრავალგვარად აუჴსნეს,   სიტყვა თქვეს გარდადებული, --
Verse: d    და   არვის უყურა, ზავი ქნა,   რა ნახეს შეშინებული.






Strophe: 3011_[2903] 
Verse: a       შედ და გარსევაზ უამბეს   სიაოშისა ზრდილობა,
Verse: b       ღვთის-მოსაობა, სიწმიდე,   ფიცის არ გატეხილობა;
Verse: c       ზავს მოგცემს, დაგმორჩილდების,   უყოთ საზღვართა ცილობა,
Verse: d    და   ფიცითა მივსცეთ საჭურჭლე,   წიგნით არ ზავთა ცვლილობა".






Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 1 and 2: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.