Strophe: 3012_[2904] | ||
Verse: a | მისწერა: "ჩემი გასმია | ლაშქართა მკლავ-ძლიერობა, |
Verse: b | ვჰპირებ ერანის დაწვასა, | გავბედე თქვენი მტერობა, |
Verse: c | დასავლეთამდის მოსრულსა | მშვენოდეს შარიერობა! -- |
Verse: d და | მომესმა შენი სიკეთე, | ჭკუა და გონიერობა. |
Strophe: 3013_[2905] | ||
Verse: a | კარგ-რჯულობა მესმა თქვენი | და ფიცისა გათავება, |
Verse: b | სიმართლე და არ-მუხთლობა, | მოყვარეთა გვერცა ხლება; |
Verse: c | გუნებამან სიყვარული | მომცა შენად დაზავება, |
Verse: d და | მე მნახავთა შემახარბეს, | მინდა შენი შემოყვრება. |
Strophe: 3014_[2906] | ||
Verse: a | დავიზავნეთ; ვინცა გვნახნეს, | ჩვენ მამა-ძედ დაგვსახვიდეს |
Verse: b | საჭურჭლე და თვალ-გუარი | მოგცე, ვერვინ დასთვალვიდეს, |
Verse: c | ოქრო, თვალი, მარგალიტი, | -- მამა-თქვენი თქვენ გნატრიდეს, |
Verse: d და | წიგნი მოგცე, კვლა ლაშქარი | ჩემი აქა არ მოვიდეს. |
Strophe: 3015_[2907] | ||
Verse: a | საჭურჭლე და თვალ-გუარი, | მარგალიტი დარჩეული |
Verse: b | ასს აქლემსა აგიკიდო, | სასახელო სტავრა სრული, |
Verse: c | ოქრო-ვეცხლი მანასუჯი | ათას პილოს კიდებული, |
Verse: d და | შენი ავი არ ვინდომო, | მოგცე წიგნი დაფიცული." |
Strophe: 3016_[2908] | ||
Verse: a | წიგნი მოართვეს სიაოშს, | სიტყვა და საუბრებია, |
Verse: b | იჴმო როსტომ და გოდერძი, | ტუსი, სპა, თავადებია; |
Verse: c | წიგნი ნახეს და გაჰკვირდეს, | თქვეს თუ: "რა წაჰკიდებია? |
Verse: d და | იგი მუხთლობით გვაღორებს, | ან მეტად შეშინებია!" |
Strophe: 3017_[2909] | ||
Verse: a | სავაზიროდ გაემართნეს | ერანელთა სპათა ჯარი, |
Verse: b | როსტომ იტყვის: "ნუ ვენდობით, | ლაპარაკი სხვაებრ არი, |
Verse: c | მათ ჰქონია გამარჯვება, | ერანელთა დღეს აქვს დარი, |
Verse: d და | რას გვაძლევენ საჭურჭლესა, | გამოვართვათ ჩვენი ზღვარი. |
Strophe: 3018_[2910] | ||
Verse: a | მან შვილი მოგვცეს, მამული | რაცა აქვს გარდადებული, |
Verse: b | მართ მძევლად შვილი თავადთა, | ვინც იყოს სახელდებული, |
Verse: c | ერთი ძე გარსევაზისი, | ჰყვანდეს რომელი ქებული; |
Verse: d და | ჩვენი სახელი იქნების | დღესითგან გადიდებული." |
Strophe: 3019_[2911] | ||
Verse: a | მძევლები და საჭურჭლენი | მათ სიაოშს ყველა უძღვნეს; |
Verse: b | როსტომს უკვირს ბელუქობა, | აფრასიობს წიგნით უქნეს; |
Verse: c | მიუწერეს: "მოვითვალეთ, | საგანძურთა ჩვენ მოგვბუქნეს, |
Verse: d და | ქექაოზსცა შევეკითხვით, | -- რისხვის კოშკნი არ აუგნეს. |
Strophe: 3020_[2912] | ||
Verse: a | არ მოგცეს ზავი ქექაოზ, | მისია შარიერობა, |
Verse: b | მძევლებსა თქვენსა თქვენ მოგცემთ, | იყოს ჩვენს შუა მტერობა." |
Verse: c | რა აფრასიობ გაშინჯა | წიგნისა მონაწერობა, |
Verse: d და | ციფხლავ თურქისტანს დაიწყო | ამოდ რამ ნებიერობა. |
Strophe: 3021_[2913] | ||
Verse: a | როსტომ თქვა: "დღეს გამარჯვება | ჩვენ მოგვხვდა კვლავ უპოველი |
Verse: b | ვერავინ იტყვის, თვით წავალ, | ქაოზს მე ვჰკადრო ყოველი." |
Verse: c | ბუხისტანს დადგა სიაოშ, | იგ მტერთა შეუპოველი, -- |
Verse: d და | აწ როსტომ ერანს მოვიდა | არ მათი დაუთხოველი. |
Strophe: 3022_[2914] | ||
Verse: a | როსტომს გაუწყრა, უბრძანა | სიტყვანი ასაკლებელი; |
Verse: b | შეიტყო ზავი, ეწყინა: | "ხარ ჩემგან გასაძებელი, |
Verse: c | სიბერით უჭკვოდ შექნილხარ, | შენ ცნობა-დაუქებელი. |
Verse: d და | ვიცი, დღესითგან ამეგზნეს | მე ცეცხლი დაუვსებელი." |
Strophe: 3023_[2915] | ||
Verse: a | სევდავ უმოწმა ქექაოზს, | გული უც დაჭმუნვებითა, |
Verse: b | უბრძანა: "გითხარ ორთავე | შენ და სიაოშს ხლებითა, |
Verse: c | მოგატყუებდა ჭკვიანი | თქვენ აფრასიობ გრძნებითა, |
Verse: d და | თუ არ შეეტყო მას ჯობნა, | არას მოგცემდა ნებითა." |
Strophe: 3024_[2916] | ||
Verse: a | თქვა: "გავაგებ მე საქმესა, | გული თქვენი რადგან კრთების." |
Verse: b | მიუწერა წიგნი შვილსა: | თურქთა" ზავი არ იქნების, |
Verse: c | რომ უტყუო აფრასიობს, | ღმერთსა არას ეწყინების, |
Verse: d და | მაცთური და გრძნეულია | საწუთროსა ეძაგების. |
Strophe: 3025_[2917] | ||
Verse: a | საჭურჭლენი და მძევლები | მიბოძე მანდ აღებული, |
Verse: b | უკან წაუდეგ, ღვთისაგან | იქნები გამარჯვებული; |
Verse: c | არ წახვალ, მისცენ ლაშქარი | ბარამს, -- იგ არის ქებული, |
Verse: d და | იგ მიჩენია სფაადად, | შენ მოდი მოყივნებული." |
Strophe: 3026_[2918] | ||
Verse: a | როტომ იტყვის: "ნუ ყოს ღმერთმან, | ფიცს არ გასტეხს ისი ვერა." |
Verse: b | კვლავე უფრო გაგულისდა, | ქაოზ არა დაუჯერა, |
Verse: c | რაცა ბრძანა, იგ სიაოშს | ყველა წიგნად მიუწერა; |
Verse: d და | შეჯდა, თვითან შინ წავიდა, | იტყვის."მინდა აქა მე რა?" |
Strophe: 3027_[2919] | ||
Verse: a | წიგნი ნახა როსტომისა, | ტირს სიაოშ ალვა ზრდილი" |
Verse: b | თქვა, თუ: "ავის ნიშანია, | ვარ თუ ეტლით წაჴდომილი, |
Verse: c | ეწყინების მამა-ჩემსა | ჩემი საქმე კარგად ქმნილი;" |
Verse: d და | აფრასიობს გაუგზავნა | მძევლები და განძი თვლილი. |
Strophe: 3028_[2920] | ||
Verse: a | ქაოზმისწერა." ჴელმწიფე | გაწყრა, არ დაგეზავების, |
Verse: b | მოგეც უკლებლად ყოველი, | დღეს ფიცი გაგეთავების; |
Verse: c | გამიშვი, წავალ ზღვას იქით, | აწ ჩემგან გზა გეთხოების, |
Verse: d და | სადამდის ღმერთი საქმესა | გამიგებს, მას ეთნოების". |
Strophe: 3029_[2921] | ||
Verse: a | წიგნი ნახა აფრასიობ, | კაეშანი გაეყარნეს, |
Verse: b | უკვირს ფიცის გასრულება, | მძევალთ მისვლა გაეხარნეს; |
Verse: c | გარსევაზ და ფირან იჴმნა, | სავაზიროდ შეიყარნეს, |
Verse: d და | მათ უამბო საქმე მათი, | იგ სიაოშს დაეზავნეს. |
Strophe: 3030_[2922] | ||
Verse: a | მოაჴსენეს: "შარიერო, | ეტლს ვერ ძალუც შეცვალება, |
Verse: b | უკეთ იცი გამორჩევა, | ქენ რაც იყოს თქვენი ნება, |
Verse: c | კაცი არის ღვთის-მოსავი, | უყვარს ფიცის გასრულება, |
Verse: d და | თქვენგან არის პირიანი | საღარიბოს არ გაშვება. |
Strophe: 3031_[2923] | ||
Verse: a | რაცა გთხოვოს, მას უბოძე, | მოიყვანე შენსა შინა. |
Verse: b | დაუმადლა აფრასიობ, | ფირანისგან არ იწყინა; |
Verse: c | უბრძანა, თუ: "წადი, ფირან, | მიეგებე ფიცხლავ წინა" |
Verse: d და | ეს ბეჭედი ფიცით მიეც, | უთხარ ჩემგან რაცა უნა. |
Strophe: 3032_[2924] | ||
Verse: a | მოაჴსენე: "საღარიბოდ | ვერ გაგიშვებ სხვაგან მე და, |
Verse: b | რაცა გინდა, ყველას მოგცემ, | -- ესე ფიცით უიმედა -- |
Verse: c | ვითა შვილი შეგინახო, | არ მერჩივნოს ჩემი ძე და, |
Verse: d და | სხვად გაშვება არ ეგების, | არამც ვინ რა გაგიბედა." |
Strophe: 3033_[2925] | ||
Verse: a | ფირან წინა მოეგება | სიაოშის ნახვად ცნობით," |
Verse: b | სიაოშ ცნა მოსვლა მათი; | რა შეიტყო დასტურობით, |
Verse: c | თანა-ზრდილნი დაარჩივნა, | ვის იცნობდა ნაწვართობით, |
Verse: d და | სპანი ბარამს მიაბარა | --"ვითა გმართებს მორჩილობი, |
Strophe: 3034_[2926] | ||
Verse: a | ფირანს ვნახავ და მეც მოვალ, | საქმე მაქვს გამოსარჩევი." |
Verse: b | საამის ვაჟი თან წაჰყვა, | მისი შეზრდილი, ნარჩევი, |
Verse: c | სხვა უმრავლეა, ურიცხვი, | გვერც ახლავს მისგან ნაწვევი, |
Verse: d და | ბარამს ვედრებდა ლაშქარსა, | ილოცავს ღამე-ნათევი. |
Strophe: 3035_[2927] | ||
Verse: a | ბრძანა: "თორმეტი ათასი | კაცი გვერც მიახლებიან, |
Verse: b | ყველა წავასხა, ქექაოზს | ლაშქარნი დაუმცრდებიან, |
Verse: c | მტერთაგან დაზაბუნდების, | მას ზედა მოუჴდებიან, |
Verse: d და | ამოუწყვეტენ ქალაქთა, | ციხეთა შეუჴდებიან. |
Strophe: 3036_[2928] | ||
Verse: a | რა მივიდა, ფირან ნახა, | ერთმანერთსა მოეხვივნეს. |
Verse: b | სიაოშის სიტურფესა | სრულად სპანი გაეკვირნეს, |
Verse: c | მკერდ-მკლავი და საუბარი | მოეწონა, მტერთა ივნეს, |
Verse: d და | ვინცა ნახა, უხაროდა | მტერთა თავი გაამჩივნეს. |
Strophe: 3037_[2929] | ||
Verse: a | ბეჭედი მისცა, უამბო | მას ფირან მოციქულობა, |
Verse: b | არსად გაშვება, ფიცისა | სიმტკიცით გათაულობა. |
Verse: c | რაცა ითხოვოსმიცემა, | ტახტისა მოკაზმულობა, |
Verse: d და | მამა-ძედ სიყვარულითა | მართ შეყრა, შეფიცულობა. |
Strophe: 3038_[2930] | ||
Verse: a | სიაოშცა დაუმადლა | სიტყვა მისგან მონაჴსენი, |
Verse: b | ფირან ჰკადრა აფრასიობს: | "წყალობით თოვს ღმერთი ჩვენი, |
Verse: c | თაყვანი ვსცეთ, მან გვიბოძა | სიაოშის სინათლენი, |
Verse: d და | ფეშანგს, ჯიმშედს, დიდსა ფრიდონს | არ ჰქონიან მისნი ზნენი. |
Strophe: 3039_[2931] | ||
Verse: a | მე გკადრო საქმე ყოველი | პასუხი მისის გულისა, |
Verse: b | მოჩივარია მამისა | ძველითგან ჭკვა-ნაკლულისა, |
Verse: c | გზასა გთხოვს მივა ზღვას იქით, | წესია დაკარგულისა; |
Verse: d და | თუ არ გაუშვებთ, სამუქფო | მისცეთ ერანის სრულისა". |
Strophe: 3040_[2932] | ||
Verse: a | აფრასიობს გაეხარნეს, | ბრძანა: "გვინდა მისი ხლება, |
Verse: b | ვითარ აქებ უსაზომოდ, | არა გვმართებს ჩვენ გაშვება; |
Verse: c | სულთაცა მთხოვს, არ დაუჭერ, | აღვასრულო მისი ნება, |
Verse: d და | თვარ ქვეყანა რასთვის მშურდეს, | თქვენგან მესმა მისი ქება!" |
Strophe: 3041_[2933] | ||
Verse: a | ფირანს ესმა რა ბრძანება, | იჴმო ფიცხლად მწიგნობარი. |
Verse: b | მან სიაოშს მოაჴსენა | ჴელმწიფისა ნაუბარი, |
Verse: c | ფიცით უთხრა: აფრასიობ | " დღეს გულმართლად შენზედ არი" |
Verse: d და | ესე საქმე გაუმჟღავნეს, | ერანელი ვინცა არი. |
Strophe: 3042_[2934] | ||
Verse: a | უბრძანა თუ: "ესე საქმე | მამა-ჩემსა, მიდით, ჰკადრეთ. |
Verse: b | ერთგულობას არ დამჯერღით, | ვეღარ მნახავთ, და-ცა-მკარგეთ; |
Verse: c | წადით, ღმერთმან თქვენ გზა მოგცეს, | აქანამდის კარგად მარგეთ, |
Verse: d და | ერანი და ტახტ-გვირგვინი, | ქაოზ მეფე გაამაგრეთ". |
Strophe: 3043_[2935] | ||
Verse: a | თავადთა მოესალამა, | ტიროდა ცრემლდათხეული, |
Verse: b | ლაშქართა გრგვინვა დაიწყეს, | მიწა ჩნდა მათგან ძლეული; |
Verse: c | თან დაიჭირა სამასი | კაცი პირველად რჩეული. |
Verse: d და | ბარგი აჰკიდა, წავიდა, | მივა ფირანის წვეული. |
Strophe: 3044_[2936] | ||
Verse: a | სადაც დადგის შეკაზმული, | ოქროს ტახტი დაუდგიან, |
Verse: b | ნახიან და უსაზომოდ | თვალ-გუარსა მას უძღვნიან; |
Verse: c | ვინცა ნახის, მოეწონის, | შორსა მყოფნი ინატრიან. |
Verse: d და | აქა ცხენსა გარდამოჴდა, | ილოცავს და ცრემლნი სდიან. |
Strophe: 3045_[2937] | ||
Verse: a | მან ქნა პირი ერანისკენ, | თურქთა ზურგი შეაქცია, |
Verse: b | იტყვის: "ღმერთო, მოსამართლე, | შენ ხარ დიდი ჩემი მწია, |
Verse: c | მამა-ჩემი ბერი არის, | ჩემნი ძმანი ყმაწვილნია, |
Verse: d და | ფიცი მომცა აფრასიობ, | ჩემსა შუა იყვი დია. |
Strophe: 3046_[2938] | ||
Verse: a | ფიცი გატეხოს, შენ გაბრჭევ | იმედი ქადებულისა, |
Verse: b | ბრჭე ხარ ყოვლისა საქმისა, | განზრახვა კაცთა გულისა." |
Verse: c | დიდხანს ილოცა, წესია | სამკვიდრო-დაკარგულისა, |
Verse: d და | რა მოიცალა, წავიდა | გმირი ხე ალვა რგულისა. |
Strophe: 3047_[2939] | ||
Verse: a | რა მისლვა ცნა აფრასიობ, | ქოსთა პილოს მოაბმიდა, |
Verse: b | ოქროთ კაზმა, ლაშქარშიგან | ზანზალაკი მუნ ჟღერვიდა; |
Verse: c | მისთა შვილთა და მეყვისთა, | თურქთა ჯარსა ვინ დასთვლიდა. |
Verse: d და | მიწის პირი ვერ იტევდა, | მტვერი მზესა დაჰფარვიდა. |
Strophe: 3048_[2940] | ||
Verse: a | ერთმანერთსა მოეხვივნეს, | სპათა ჯარმან თაყვანი სცა, |
Verse: b | მერმე შესხდეს, წამოვიდეს, | აფრასიობ ჴელი მისცა, |
Verse: c | ფირანისგან დაპირება | თავის პირით დაუმტკიცა; |
Verse: d და | სიაოშცა დაიჯერა, | გაიგონა ესმა ვისცა. |
Strophe: 3049_[2941] | ||
Verse: a | კვლავე გზა სთხოვა სიაოშ, | ლაშქარნი არ იმღერიან. |
Verse: b | ჰრქვა აფრასიობ: "ცნობანი | შენნი რას დაუჭერიან? |
Verse: c | მასმია: ქაოზ მიყრილა, | მას დღენი დაულევიან, |
Verse: d და | მისი ტახტი და გვირგვინი | ჴელმწიფედ შენ მიგელიან. |
Strophe: 3050_[2942] | ||
Verse: a | მოგცე თემი და ქვეყანა | საზღვარსა ერანისასა, |
Verse: b | ჩვენ ზურგად გედგეთ, მხედევდე | პატრონსა შენ ლაშქრისასა, |
Verse: c | მე მამა ვიყო, შენ გიშველ | ერანს ძებნასა გზისასა: |
Verse: d და | ღარიბობასა ესე სჯობს | თქვენგან გავლასა ზღვისასა. |
Strophe: 3051_[2943] | ||
Verse: a | სიაოშ იტყვის: "დღეს ღონე | ფირან მყავს დაკარგულისა, |
Verse: b | გამომირჩივა წამალი | მე დადაგული გულისა;" |
Verse: c | მითხრა: "ძედ გეძებს ჴელმწიფე | შენ უტკბილესად სულისა, |
Verse: d და | მე ვარ თავდები, არ უნდა | შენგან თათბირი გულისა." |
Strophe: 3052_[2944] | ||
Verse: a | თქვა სიაოშ: "მეშინიან, | თუ არ მოჰჴდეს გათავება, |
Verse: b | ავი რამე წამეკიდოს, | აღარ იყოს გაგონება;" |
Verse: c | ფირან ყოლე არ უყურა, | მიაყოლა არ გონება, |
Verse: d და | მან მიიგდო მისი საქმე, | იმედითა უთავდება. |
Strophe: 3053_[2945] | ||
Verse: a | --"კაცი თორმეტი ათასი | გვარი ჩემი მყავს ოცებით, |
Verse: b | თვით აფრასიობ გიშუღლოს | ჩვენ შენთვის დავიჴოცებით." |
Verse: c | რა ფირანისგან ეს ესმა | გატეხით, არ საოცებით, |
Verse: d და | თქვა: "შენი მონდობილი ვარ, | საქმე მაქვს ჩემგან მოცემით. |
Strophe: 3054_[2946] | ||
Verse: a | გნუკავ, ჰკადრო აფრასიობს, | ფირან, იყო შენვე მთქმელად, |
Verse: b | მან ფარანგოზ ქალი მისი | მომცეს ჩემად სასურველად, |
Verse: c | გული ამით დამიამოს, | არ გამიშო რადგან ველად, |
Verse: d და | ლომი მზესა შეეყარო, | უჩნდეს ჭირთა საფარველად." |
Strophe: 3055_[2947] | ||
Verse: a | ფარანგოზის სათხოველად | მოციქულთა თავნი არნეს, |
Verse: b | მოაჴსენეს, აფრასიობს | მისგან თხოვნა გაეხარნეს, |
Verse: c | ფიცხლავ მისცა ქალი მისი, | საქორწილოდ შეიყარნეს, |
Verse: d და | თქმა ზითვისა ვით ეგების, | თვალ-გუართა და-ცა-ფარნეს! |
Strophe: 3056_[2948] | ||
Verse: a | სიაოშისგან ქალაქნი | დას-დასად აშენდებოდეს, |
Verse: b | ერანს და თურანს სიტურფით | მისებრივ არ ეგებოდეს, |
Verse: c | ტახტი-გვირგვინი ოქროსა, | ვეცხლისა სახლსა სხდებოდეს, |
Verse: d და | ვინცა ნახიან, მოსწონდის | მას გვერცა იახლებოდეს. |
Strophe: 3057_[2949] | ||
Verse: a | დაუწყეს სმენა სიაოშს, | თქვეს: თურქნი" უბირებიან, |
Verse: b | თვითან ერანი მისია, | მას რასმცა ეცილებიან. |
Verse: c | როსტომ მისია გამზრდელი, | ზაულნი გვერცა ხლებიან, |
Verse: d და | სინთაგან ძღვენი მას მოსდის, | ინდონი ეფიცებიან. |
Strophe: 3058_[2950] | ||
Verse: a | ჩვენ გვეშინიან, იხვედროს | ტახტი თურქეთის სრულისა, |
Verse: b | ნდობა არა გვაქვს, წაგვიღოს | მეფობა ჩვენის რჯულისა;" |
Verse: c | გარსევაზ იტყვის: "გვერც გახლდეს, | წესია დაკარგულისა, |
Verse: d და | კარზედა გიდგეს, მაშინ ვსცნათ | სიმართლე მისის გულისა." |
Strophe: 3059_[2951] | ||
Verse: a | მაშინ ბრძანა აფრასიობ: | "მოციქულთა თავნი არნეთ!" |
Verse: b | შეუთვალა მან სიაოშს: | "მოდი, ერთად შევიყარნეთ, |
Verse: c | ფარანგოზცა მოიტანეთ, | მისის ჭვრეტით გავიხარნეთ, |
Verse: d და | ვიბურთოთ და ვინადიროთ, | კაეშანნი გავიყარნეთ." |
Strophe: 3060_[2952] | ||
Verse: a | წავიდა და მას გარსევაზ | არ შეთვლილსა ეუბნების. |
Verse: b | "მუხთალია აფრასიობ, | საღალატოდ გეუბნების; |
Verse: c | უნდა შენი ჴელთ შეპყრობა, | შეგაბეზღეს, ვერ გენდობის, |
Verse: d და | ამას მისთვის გივაზირებ, | რა ვქნა, შენი შემჭირდების!" |
Strophe: 3061_[2953] | ||
Verse: a | სიაოშს გულსა წყენითა | ცეცხლი მოედვა გზებული, |
Verse: b | თქვა: "არ მოვიშლი ნახვასა, | რა მიჩანს შეცოდებული?" |
Verse: c | ლაშქართა კაზმა უბრძანა, | წასავლად შესწრაფებული, |
Verse: d და | "წავალ სალხინოდ, მე ვნახავ | -- ტან-სარო, აზატებული." |
Strophe: 3062_[2954] | ||
Verse: a | მაშინ უჭვრეტდა სიაოშს | გარსევაზ წასლვად რებულსა, |
Verse: b | გულს უთხრა: "წაჴდა თათბირი, | რა გვმართებს გაწბილებულსა? |
Verse: c | რა აფრასიობს ეს ნახავს, | იგ ამას გვერცა ხლებულსა, |
Verse: d და | პატივსა დასდებს, გაუშვებს | კვლავ უფრო შეწყალებულსა." |